აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Gvalva » 09 ნოე 2007, 11:41

ყველას ხო დიდი მადლობა რეპოტრაჟისთვის, მარა გოგას განსაკუთრებული და განსაკუთრებით იმიტომ რომ არ დაივიწყა და ვინ რა ფოტო გადაიღო ყველა აღნიშნა. მე პირადად თუ რამე გადავიღე არ მახსოვდა და სანამ ფოტო ჩამოიტვირთებოდა ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ შეეშალა :D, მერე გამახსენდა რომ მართლაც გადავიღე :)

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by tiko_r » 09 ნოე 2007, 11:44

მე რომ ვამბობდი ნაცნობებს უნდა გამოვყვე მეთქი.. და დაგეწიოთ.. თურმე თქვენი თემურის მეგობრები ყოფილან, რომლებიც ვეღარ წამოვიდნენ... და ეს გუშინ არმოვაჩინე :lol: :lol: :lol:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Naia » 09 ნოე 2007, 11:50

tiko_r wrote:მე რომ ვამბობდი ნაცნობებს უნდა გამოვყვე მეთქი.. და დაგეწიოთ.. თურმე თქვენი თემურის მეგობრები ყოფილან, რომლებიც ვეღარ წამოვიდნენ... და ეს გუშინ არმოვაჩინე :lol: :lol: :lol:
მართლა? ვინები არიან? თემურამ თქვა არცერთი ჩემი მეგობარი არ მოდიოდა აბასთუმანშიო :) წარმოდგენაც კი არა აქვთ სადააო :)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by ZVIOSULI » 09 ნოე 2007, 12:23

Naia wrote:
tiko_r wrote:მე რომ ვამბობდი ნაცნობებს უნდა გამოვყვე მეთქი.. და დაგეწიოთ.. თურმე თქვენი თემურის მეგობრები ყოფილან, რომლებიც ვეღარ წამოვიდნენ... და ეს გუშინ არმოვაჩინე :lol: :lol: :lol:
მართლა? ვინები არიან? თემურამ თქვა არცერთი ჩემი მეგობარი არ მოდიოდა აბასთუმანშიო :) წარმოდგენაც კი არა აქვთ სადააო :)
Naia
ნაია კარგი რა , რა სასტიკი ხარ, თიკოს უბრალოდ უნდა ეთქვა რომ ძალიან უნდოდა წამოსვლა და თითქმის წამოვიდა და კინაღამ ... და თან რას გაარკვევ ეს ამეიკელები ვის ნაცნობს ეძახიან და რას მეგობარს........ :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Naia » 09 ნოე 2007, 12:26

ZVIOSULI
Naia
ნაია კარგი რა , რა სასტიკი ხარ, თიკოს უბრალოდ უნდა ეთქვა რომ ძალიან უნდოდა წამოსვლა და თითქმის წამოვიდა და კინაღამ ... და თან რას გაარკვევ ეს ამეიკელები ვის ნაცნობს ეძახიან და რას მეგობარს........
მადლობთ, ჩემო კარგო, რომ განმიმარტე ;) :)

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Ninukala » 09 ნოე 2007, 12:28

სასიხარული ინფორმაცია (მგონი ;))
დღეს საღამოს მივდივარ ფირების გასასკანირებლად და იმ კვირაშI მეც შემოგეშველებით ამ ლამაზი დღეების არ დავიწყებაში ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 09 ნოე 2007, 12:32

Ninukala
:D :D :D :D

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by tiko_r » 09 ნოე 2007, 12:56

Naia wrote:
tiko_r wrote:მე რომ ვამბობდი ნაცნობებს უნდა გამოვყვე მეთქი.. და დაგეწიოთ.. თურმე თქვენი თემურის მეგობრები ყოფილან, რომლებიც ვეღარ წამოვიდნენ... და ეს გუშინ არმოვაჩინე :lol: :lol: :lol:
მართლა? ვინები არიან? თემურამ თქვა არცერთი ჩემი მეგობარი არ მოდიოდა აბასთუმანშიო :) წარმოდგენაც კი არა აქვთ სადააო :)
ეს არის ვინმე ჯერემი... :D ასე თქვა თემურა ნინომ წაიყვანაო...
არადა მეგონა ეს სულ სხვა ჯგუფი იყო :lol: რომელსაც ტრანსპორტით გამოვყვებოდი საღამოს :lol:



User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Naia » 09 ნოე 2007, 13:14

mika
როგორ გეტყობა medical student რომ ხარ :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by lama » 09 ნოე 2007, 13:20

mika wrote:Image
რა სწირდა ბატონო ვეტ ექიმო და ახლა როგორ გრძნობს თავს????

გუშინ ვნახე იცინოდა აი ასე : :D:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Gvalva » 09 ნოე 2007, 13:21

კაი, დარჩენილების რეპორტაჟს დავწერ :)

დილით როცა გაირკვა რომ გოგონა რჩებოდა, მე და მიკამაც გადავწყვიტეთ დარჩენა,ჩვენი ზურგჩანთები სასტუმროდან გოგონას სახლში გადავიტანეთ და ჯგუფს გავყევით ზარზმის სანახავად. გოგონამ მცირე ინსტრუქცია ჩაგვიტარა სად უნდა ჩამოვსულიყავით უკან გზაზე. თქვენ რომ სამარშუტოდან ჩამოგვსვით კაი ხანს ვიცადეთ, საინტერესო ის იყო რომ გზაზე მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, გარდა რამდენიმე ტაქსისას. ავტობუსი აუცილებლად მოვაო და საბაგირო ამ ავტობუსს ელოდებაო, ასე გვითხრეს ადგილობრივებმა, ჩვენც არხეინად ვიყავით, არც გვიკითხავს ტაქსისთვის, რამდენს გამოგვართმევდა. მართლაც ავტობუსი მოვიდა და რაღაც ადგილას მასში ჩვენი მესაბაგირე (კანატჩიკი) ამოვიდა, რომელსაც ჯნოსმა კარებები გაახნევინა ფოტოების გადასაღებად :). მისმა ამოსვლამ სულ დაგავწყნარა. მოკლედ, აბასთუმანში უპრობლემოდ ავედით.

იმ საღამოს სველი ფეხსაცმელები გავიხადეთ და რადგან "ჩუსტები" არ იყო, ნასკებით დავდიოდით ცივ იატაკზე. მერე მოვიფიქრეთ რომ ღუმელში შესაკეთებელი შეშებიდან ლამაზი ეგზემპლარები აგვერჩია და ფეხი იმაზე დაგვედგა, როცა ვისხედით... მკითხველო, არ მოიწყინო ასეთი დეტალების კითხვისას, ხვალ საღამოს ამ გამოცდილებას მხიარულად გამოვიყენებთ ;)

მეორე დილას, გადავწყვიტეთ ლოკოკინას უმი ქათამი ტყეში წაგვეყვანა, შამფურებზე სადისტურად აგვეცვა და ხრამ–ხრუმით შეგვესანსლა!! გადავწყვიტეთ სახლშივე დაგვეჭრა, რადგან აქ ხელების დაბანის უკეთესი პირობები იყო, ბუნტყლებს რა ვუყთო და გადავწყვიტეთ ქათამი გაგვეტყავებინა. ეს საქმე მიკამ ითავა, რისი დამადასტურებელი ფოტოებიც უკვე თავადვე წარადგინა.

ბევრი ვემზადეთ თუ ცოტა, გავუდექით გზას... გოგონა წინ მიდიოდა, ბილიკი არც ისე ემჩნეოდა, გვქონდა სხვა ადგილას მისვლის შანსი მარა ვერ გამოვიყენეთ, მიუხედავად იმისა რომ მე დამაწყნარებლად ვეუბნებოდი გოგონას, თოვლიან ტყეში სიარული უკვე სასიამოვნოა, სულ არაა აუცილებელი იქ მივიდეთ ზუსტად რაც ჩავიფიქრეთო. მარა, გოგონამ ზუსტად იქ მიგვიყვანა რაც ჩავიფიქრეთ და მე მივხვდი რომ ეს აუცილებელი იყო!! ხედები ყველა მხარეს ულამაზესი იყო!! ეს ადგილი ალბათ რომანოვებმის გემოვნებით იყო შერჩეული და რუსული სახელითაც ალბათ იმიტომ შემორჩა... საქართველოში დასავ მივედი და რომანოვების ნაკვალევი დამხვდა, ყველა მშვენიერი ადგილი იყო, გემოვნებას ვერ დაუწუნებდი სამეფო ოჯახს :)

ფოტოები მრავლად გადავიღეთ და დავბრუნდით მწვადის შესაწველად. მიყვარს თოვლში ცეცხლის დანთება! გზად ვათვალიერებდი და ყველაფერი ორი დღე გადაუღებელი ტოვა–წვიმისგან სველი იყო... ყველაზე დაბურულ ადგილას რომ ხმელი წიწვებია ისინიც!
ერთი ადგილი მოგვეწონა საკოცონედ, გავჩერდით, გოგონამ აბა ამას ნაჯახი ჩაარტყი, კვარი ხომ არ არისო? კვარი იყო!! იქვე, 2 მეტრში ხმელი ტოტები ეყარა, რომელსაც მარტო კანი ქონდა წყლით გაჟღენთილი, შიგნით მაგარი ხმელი იყო. წიწვებს არ ეკიდებოდა. მიკამ კვარების დამამზადებელი ცეხი გახსნა, მე და გოგონა ყველა ჯოხის დადებას ერთმანეთთან ვათანხმებდით :), მოკლედ, საერთო ძალებით, კვარებისგან პატარა კოცონუშკა ავანთეთ და მასზე ჯერ გამოსაშრობად, მერე კი დასაწვავად, დიდი ხეები დავალაგეთ.

რომ არ მოგატყუოთ, მაგარი ამაყები ვიყავით ამხელა ცეცხლი რომ ავანთეთ ამ გალუმპულ ტყეში!! მარა რაღაცნაირად ყველაფერმა ხელი შეგვიწყო!

კოცონი გვერდზე გადავწიეთ, წამოვაცვით ქათმის ნაჭრები, და იმდენ ხანს ვიჟრიამულეთ სანამ იქვე არ დაგვაბინდდა... გონს რომ მოვეგეთ გოგონამ თქვა, წავიდეთ, წავიდეთ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვსო... ჯერ კოცონს თოვლი ვაყარეთ, მერე მოვიფიქრეთ და ყველა ხე ცალ–ცალკე გადავფალით თოვლში და მშვიდად წამოვედით... ტყეში დაბინდებული იყო, აქეთობას ნანახი სამ თითიანი ნაკვალევი, რომელიც მგლისად ჩავთვალეთ, ყველას გვახსოვდა, მე პირადად ცოტა არ იყოს მეშინოდა, ჩქარი ნაბიჯით ვიარეთ და ობსერვატორიის შემობებიდან ანთებული ნათურებიც მალევე შემოგვეგებნენ :)

შევიჭერით ერთ–ერთ ასეთ ოთახში, და ის კადრები დავდეთ :)

ამდენი წერით დავიღალე, ჯერ ეს წაიკითხეთ, გაგრძელება ოდესმე იქნება :)
Last edited by Gvalva on 09 ნოე 2007, 13:53, edited 1 time in total.


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by lama » 09 ნოე 2007, 13:25

mika
მთლიანად გულია ხომ თუ სულ ქათამია?????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]