კაი, დარჩენილების რეპორტაჟს დავწერ
დილით როცა გაირკვა რომ გოგონა რჩებოდა, მე და მიკამაც გადავწყვიტეთ დარჩენა,ჩვენი ზურგჩანთები სასტუმროდან გოგონას სახლში გადავიტანეთ და ჯგუფს გავყევით ზარზმის სანახავად. გოგონამ მცირე ინსტრუქცია ჩაგვიტარა სად უნდა ჩამოვსულიყავით უკან გზაზე. თქვენ რომ სამარშუტოდან ჩამოგვსვით კაი ხანს ვიცადეთ, საინტერესო ის იყო რომ გზაზე მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, გარდა რამდენიმე ტაქსისას. ავტობუსი აუცილებლად მოვაო და საბაგირო ამ ავტობუსს ელოდებაო, ასე გვითხრეს ადგილობრივებმა, ჩვენც არხეინად ვიყავით, არც გვიკითხავს ტაქსისთვის, რამდენს გამოგვართმევდა. მართლაც ავტობუსი მოვიდა და რაღაც ადგილას მასში ჩვენი მესაბაგირე (კანატჩიკი) ამოვიდა, რომელსაც ჯნოსმა კარებები გაახნევინა ფოტოების გადასაღებად

. მისმა ამოსვლამ სულ დაგავწყნარა. მოკლედ, აბასთუმანში უპრობლემოდ ავედით.
იმ საღამოს სველი ფეხსაცმელები გავიხადეთ და რადგან "ჩუსტები" არ იყო, ნასკებით დავდიოდით ცივ იატაკზე. მერე მოვიფიქრეთ რომ ღუმელში შესაკეთებელი შეშებიდან ლამაზი ეგზემპლარები აგვერჩია და ფეხი იმაზე დაგვედგა, როცა ვისხედით... მკითხველო, არ მოიწყინო ასეთი დეტალების კითხვისას, ხვალ საღამოს ამ გამოცდილებას მხიარულად გამოვიყენებთ
მეორე დილას, გადავწყვიტეთ ლოკოკინას უმი ქათამი ტყეში წაგვეყვანა, შამფურებზე სადისტურად აგვეცვა და ხრამ–ხრუმით შეგვესანსლა!! გადავწყვიტეთ სახლშივე დაგვეჭრა, რადგან აქ ხელების დაბანის უკეთესი პირობები იყო, ბუნტყლებს რა ვუყთო და გადავწყვიტეთ ქათამი გაგვეტყავებინა. ეს საქმე მიკამ ითავა, რისი დამადასტურებელი ფოტოებიც უკვე თავადვე წარადგინა.
ბევრი ვემზადეთ თუ ცოტა, გავუდექით გზას... გოგონა წინ მიდიოდა, ბილიკი არც ისე ემჩნეოდა, გვქონდა სხვა ადგილას მისვლის შანსი მარა ვერ გამოვიყენეთ, მიუხედავად იმისა რომ მე დამაწყნარებლად ვეუბნებოდი გოგონას, თოვლიან ტყეში სიარული უკვე სასიამოვნოა, სულ არაა აუცილებელი იქ მივიდეთ ზუსტად რაც ჩავიფიქრეთო. მარა, გოგონამ ზუსტად იქ მიგვიყვანა რაც ჩავიფიქრეთ და მე მივხვდი რომ ეს აუცილებელი იყო!! ხედები ყველა მხარეს ულამაზესი იყო!! ეს ადგილი ალბათ რომანოვებმის გემოვნებით იყო შერჩეული და რუსული სახელითაც ალბათ იმიტომ შემორჩა... საქართველოში დასავ მივედი და რომანოვების ნაკვალევი დამხვდა, ყველა მშვენიერი ადგილი იყო, გემოვნებას ვერ დაუწუნებდი სამეფო ოჯახს
ფოტოები მრავლად გადავიღეთ და დავბრუნდით მწვადის შესაწველად. მიყვარს თოვლში ცეცხლის დანთება! გზად ვათვალიერებდი და ყველაფერი ორი დღე გადაუღებელი ტოვა–წვიმისგან სველი იყო... ყველაზე დაბურულ ადგილას რომ ხმელი წიწვებია ისინიც!
ერთი ადგილი მოგვეწონა საკოცონედ, გავჩერდით, გოგონამ აბა ამას ნაჯახი ჩაარტყი, კვარი ხომ არ არისო? კვარი იყო!! იქვე, 2 მეტრში ხმელი ტოტები ეყარა, რომელსაც მარტო კანი ქონდა წყლით გაჟღენთილი, შიგნით მაგარი ხმელი იყო. წიწვებს არ ეკიდებოდა. მიკამ კვარების დამამზადებელი ცეხი გახსნა, მე და გოგონა ყველა ჯოხის დადებას ერთმანეთთან ვათანხმებდით

, მოკლედ, საერთო ძალებით, კვარებისგან პატარა კოცონუშკა ავანთეთ და მასზე ჯერ გამოსაშრობად, მერე კი დასაწვავად, დიდი ხეები დავალაგეთ.
რომ არ მოგატყუოთ, მაგარი ამაყები ვიყავით ამხელა ცეცხლი რომ ავანთეთ ამ გალუმპულ ტყეში!! მარა რაღაცნაირად ყველაფერმა ხელი შეგვიწყო!
კოცონი გვერდზე გადავწიეთ, წამოვაცვით ქათმის ნაჭრები, და იმდენ ხანს ვიჟრიამულეთ სანამ იქვე არ დაგვაბინდდა... გონს რომ მოვეგეთ გოგონამ თქვა, წავიდეთ, წავიდეთ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვსო... ჯერ კოცონს თოვლი ვაყარეთ, მერე მოვიფიქრეთ და ყველა ხე ცალ–ცალკე გადავფალით თოვლში და მშვიდად წამოვედით... ტყეში დაბინდებული იყო, აქეთობას ნანახი სამ თითიანი ნაკვალევი, რომელიც მგლისად ჩავთვალეთ, ყველას გვახსოვდა, მე პირადად ცოტა არ იყოს მეშინოდა, ჩქარი ნაბიჯით ვიარეთ და ობსერვატორიის შემობებიდან ანთებული ნათურებიც მალევე შემოგვეგებნენ
შევიჭერით ერთ–ერთ ასეთ ოთახში, და ის კადრები დავდეთ
ამდენი წერით დავიღალე, ჯერ ეს წაიკითხეთ, გაგრძელება ოდესმე იქნება
