guruli
სწორად მიმხვდარხარ, ირაკლი. მართლა საჭორაოდ და პაჩი-პუჩების დასაგზავნად ხომ არ შემოვალ კარავზე?
ამისთვის ფეისბუქი არსებობს. ლაშქრობაში რამე ახლის სანახავად აღარ დავდივარ, რისი ნახვაც მინდოდა საქართველოში ღვთის და კარვის წყალობით ვნახე. იგივე ადგილების მოსანახულებლად თუ წავალ ახლა, მხოლოდ მონატრებული ხალხის სანახავი გასვლა იქნება. შესაბამისად თითქმის არაფერს აღარ ვგეგმავ კარავზე, თუ რომელიმე კარველი მეგობარი მეტყვის აქა და აქ მივდივარო, თუ მცალია, სიხარულით ვთანხმდები. ვიცი, მათაც იგივე მოტივი აქვთ, მონატრებული ხალხის სანახავად დადიან ასეთ გასვლებში. შესაბამისად, ფოტოებიც მხოლოდ ფეისბუქზე ხვდება. მახსოვს ქვევრს რა ბრძოლა დასჭირდა რომ საოჯახო ალბომის ტიპის ფოტოები ხალხს კარვის თემებში არ დაედო
) არადა ადამიანის ბუნება თურმე ეგეთია, "მე და ფონზე მყინვარწვერი", "მე და ფონზე ჭაუხი"-ს ტიპის ფოტოების გადაღება უფრო ხიბლავს. რაღა დაგიმალოთ და მეც ასე ვარ, რადგან მერე ასმაგად ტკბილად მახსენდება ის დღეები და უფრო მზაფრად ვგრძნობ, როგორ მომნატრებია ჩემთან ერთად ფოტოზე გამოსახული ადამიანები და ის ემოციები
. რა აქ მოსატანია, მაგრამ მაგალითად ერთ პატარა ამბავს გეტყვით . ვენეციიდან კუნძულ ბურანოზე რომ გადავედი დილის 6 საათზე, მთელი ქუჩები მოვიარე, უამრავი ფოტო გადავიღე და მხოლოდ ვენეციაში დაბრუნებისას დავაფიქსირე, რომ ბურანოს ფონზე ფოტო არ გადამიღია, არადა, თავის დროზე მაგ კუნძულის ფოტოს რომ ვნახე პირველად ინეტერნეტში, ჩემს თავს დავპირდი, რომ ოდესმე მეც გადავიღებდი წყალში არეკლილი მაგ ჭრელი სახლების ფონზე ფოტოს, ჰოდა არ დამეზარა საათნახევრიანი მგზავრობა და იმავე დღეს, მზის ჩასვლისას მეორედ გადავედი ბურანოზე
) ახლა მაგ ფოტოებს რომ ვუყურებ, ტკბილი მოგონებების სკივრში ლამაზად მოსაგონარი კიდევ ერთი საღამო მაქვს.
ეს იმას არ ნიშნავს რომ კარავზე გასვლას აღარ დავგეგმავ
რა სისულელეა, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა და სანამ ასეა, აბა საჭორაოდ ხომ არ შემოვალ?
CheLo ვენტო, შენ კიდევ აქ ხარ? აბა წავედიო?
ვიცი ახლა ისევ მომწერ პმ-ს, ჩემი საწინაარმდეგო რა გაქვსო, ამიტომ აქვე გიპასუხებ, არაფერი გენაცვალე, სანამ "კარავს" არ ეხები ცუდად
უბრალოდ ვერ გაიგე კარვის იდეა და გინდა შენებურად გადააკეთო
ეს ისეთი რამაა, სიტყვებით ვერავინ აგიხსნის, თავად უნდა მიხვდე და თუ შეისისხლხორცებ, მთელი ცხოვრება შენთან დარჩება და მსოფლმხედველობასაც შეგიცვლის, თუ ვერ გაუგებ კი მალევე გაეცლები. ბევრი იყო ასეთი, ვერ მორგებია "კარვის" ჩარჩოებს და 1-2 პოსტის მერე წასულა. კარვული ოჯახის პირველი დაუწერელი წესი კი ასეთია, პატივი ეცი ოჯახის უფროსს და შენი ოჯახის წევრებს
.....და ნუ შეეცდები მათ გადაკეთებას
პ.ს. საწყენად არ მიიღო, მაგრამ მცხეთის ჯვარზე ლაშქრობა რომ ხელწამოსაკრავად მიგაჩნია, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის რომ კარვის იდეა არ გესმის