აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by guruli » 19 ივლ 2012, 02:44

qvevri
ერთხელ და სამუდამოდ აჯობებს, რომ დაიხუროს ეს ფორუმი. მკვდარი ფორუმები რაც არის ისიც გვეყოფა კარავიც რომ არ დაემატოს ზედ...
სულაც არაა კარავი ჩემთვის დახურული და სიმართლე გითხრა, იმ პჭყრ-უაზრო პოსტებს და პაჩი-პუჩებს ეს სიჩუმე მირჩევნია. ლოდინი თუნდაც Mrs. Robinson-ის ახლანდელ გამონათებად მიღირს. ცუდი ისაა, რომ ადრინდელი ხალხი - მოდერი კახა, გიორგი ბაგრატიონი, მოდერი ილია, თვით ადმინი და კიდევ ბევრი ჭკვიანი, კარგი იუზერი სალაპარაკოდ აღარ შემოდის. შედეგად, არც ადრინდელივით შემოქმედებითი თემები აღარ იხსნება და აღარც ის საინტერესო საუბრებია.
არაფერს ვამბობ ღობე-ძიას, კოტეტბელის, ლამას და სხვატა ჰუმორზე - იხილეთ კარავ-თქმათა თემა, გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები. :D

Mrs. Robinson
მომენატრეთ კარველებო თქვენ და კარველობაც მომენატრაააა !!!!!!
ვაახ - ჩვენც მოგვენატრე, მისის რობინსონ, და ტანაც რარიგ :!: :!: :!: ამას წინათ მე და კოტეტბელი გახსენებდით სამსახურში.
Naia
მარი, მეც იგივეს დასაწერად შემოვედი და გამეცინა შენი ტექსტი რომ წავიკითხე
შენ და მთაშენკაც საძებარ გაგვიხდით უკვე, ქალავ. ნეტავ რაისად?
MIRANDA
guruli
კი, კარგი დღე იყო.. სხვა ვიდეოებიც მაქვს მაგ დღიდან:
ვახ - ახლა ვნახე ეს პოსტი. ჩავუჯდები მოცალოებისას. :)

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Mrs. Robinson » 19 ივლ 2012, 12:43

გაიხარე ირაკლი!!!!! :)
არა რაააა, კარვული გამარჯობა-გაგიმარჯოც კი სუუუულ სხავააა....
ხოდა მე და ის, ოჯახის წევრი- კარველი რომ მყავს, ისე არ შევხვდებით, კარველები ან რაიმე კარვული ამბავი არ გავიხსენოთ. მე სულით და გულით სულ აქ ვარ, ისევე როგორც ბევრი სხვა კარველი......
ერთხელ და სამუდამოდ აჯობებს, რომ დაიხუროს ეს ფორუმი. მკვდარი ფორუმები რაც არის ისიც გვეყოფა კარავიც რომ არ დაემატოს ზედ...
ვერ გევიგე.... სამწუხაროდ არ ვიცი, რატომ დადგა ეს საკითხი. ლაშქრობების განყოფილებას გადავხედე და დადის ხალხი.... მართალია ჩვენ ვეღარ ვკარველობთ, მაგრამ ახლები ხომ არიან... სადღაც დავწერე და აქაც ვიტყვი, რომ ბევრი არაკარველიც შემოდის, მარშრუტებს აქაური აღწერების მიხედვით ადგენენ. ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ (ვისთვისაც უბრალოდ ძვირფასია ეს ფორუმი, ყოველგვარი ახსნის გარეშე), იმ ადამიანებსაც კი ძალიან დაწყდებათ გული.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Tamari-ch. » 19 ივლ 2012, 13:10

Mrs. Robinson
ფბ-მა გადაფარა ყველა ფორუმი და ჩვეულებრივი ამბავი მოხდა -
ყველა იქ შედის ხოლმე საჭორაოდ...
არაფერი ახალი..

თუმცა კარავი-გე უკვე ინტერნეტის ოქროს ფონდშია შესული და მან უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაში. აქ ისეთი მასალებია შენახული, რომ ყოველთვის ყველა ეპოქაში გამოადგება ადამიანს..
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by QAQUCA » 19 ივლ 2012, 20:46

Tamari-ch. wrote:Mrs. Robinson
ფბ-მა გადაფარა ყველა ფორუმი და ჩვეულებრივი ამბავი მოხდა -
ყველა იქ შედის ხოლმე საჭორაოდ...
არაფერი ახალი..

თუმცა კარავი-გე უკვე ინტერნეტის ოქროს ფონდშია შესული და მან უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაში. აქ ისეთი მასალებია შენახული, რომ ყოველთვის ყველა ეპოქაში გამოადგება ადამიანს..

კარავი.გე დაახლოებით იგივეა რაც ძველი ღვინო რომელსაც ფასი ემატება და არ აკლდება!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by guruli » 22 ივლ 2012, 01:54

Mrs. Robinson
არა რაააა, კარვული გამარჯობა-გაგიმარჯოც კი სუუუულ სხავააა....
ხოდა მე და ის, ოჯახის წევრი- კარველი რომ მყავს, ისე არ შევხვდებით, კარველები ან რაიმე კარვული ამბავი არ გავიხსენოთ. მე სულით და გულით სულ აქ ვარ, ისევე როგორც ბევრი სხვა კარველი......
გაიხარე! საჭირო ხარ, საჭირო კარავზე.
და ეგ ოჯახის წევრი კარაველი მოგვიკითხე - ეგეც გვარიანად დაიკარგა კარავიდან. :D
Tamari-ch.
თუმცა კარავი-გე უკვე ინტერნეტის ოქროს ფონდშია შესული და მან უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაში. აქ ისეთი მასალებია შენახული, რომ ყოველთვის ყველა ეპოქაში გამოადგება ადამიანს..
QAQUCA
კარავი.გე დაახლოებით იგივეა რაც ძველი ღვინო რომელსაც ფასი ემატება და არ აკლდება!
გაიხარეთ!!!
პ.ს. კარაველებო, ხვალ, 22 საათზე ტელევიზიის I არხზე ვიქნები და აბა თქვენ იცით, მოამზადეთ კიდევ რამე სიურპრიზი. :D

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by CheLo » 22 ივლ 2012, 03:19

qvevri wrote:
Tamari-ch. wrote:თქვით ახლა რამე თორემ ჩაეძინა კარავს....

:lol:
კი არ ჩაეძინა, ჩაისვარა კარავმა, თAნ ამ ორი წლის წინათ და რაც მთავარია არც ისეთი ვინმე გამოჩნდა, რომელიც კარავს ჩასვრილ პამპერსს გამოუცვლის...
მოკლედ უნდა დაიხუროს!!! არაერთხელ მითქვამს და კვლავაც ვიმეორებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ აჯობებს, რომ დაიხუროს ეს ფორუმი. მკვდარი ფორუმები რაც არის ისიც გვეყოფა კარავიც რომ არ დაემატოს ზედ...
+1

ძველები არაფერს დებენ.. ახლები არ არიან (გასაგები მიზეზების გამო) და ამ ბოლო დროს ისეთი "ფანტასტიური გასვლები იდება" როგორიც მცხეთის ჯვარზე ლაშქრობა ან ბეთანიაა =)) ანდაც ჯომარდობა... აღიარება არავის უნდა რომ კარავი ჩასვრილია..

თამარი ჩ. დიდი დამსახურებაა რომ კარავზე რაღაც ისევ იდება..
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Mta Mkvarebia » 22 ივლ 2012, 14:05

guruli
სწორად მიმხვდარხარ, ირაკლი. მართლა საჭორაოდ და პაჩი-პუჩების დასაგზავნად ხომ არ შემოვალ კარავზე? :) ამისთვის ფეისბუქი არსებობს. ლაშქრობაში რამე ახლის სანახავად აღარ დავდივარ, რისი ნახვაც მინდოდა საქართველოში ღვთის და კარვის წყალობით ვნახე. იგივე ადგილების მოსანახულებლად თუ წავალ ახლა, მხოლოდ მონატრებული ხალხის სანახავი გასვლა იქნება. შესაბამისად თითქმის არაფერს აღარ ვგეგმავ კარავზე, თუ რომელიმე კარველი მეგობარი მეტყვის აქა და აქ მივდივარო, თუ მცალია, სიხარულით ვთანხმდები. ვიცი, მათაც იგივე მოტივი აქვთ, მონატრებული ხალხის სანახავად დადიან ასეთ გასვლებში. შესაბამისად, ფოტოებიც მხოლოდ ფეისბუქზე ხვდება. მახსოვს ქვევრს რა ბრძოლა დასჭირდა რომ საოჯახო ალბომის ტიპის ფოტოები ხალხს კარვის თემებში არ დაედო :)) არადა ადამიანის ბუნება თურმე ეგეთია, "მე და ფონზე მყინვარწვერი", "მე და ფონზე ჭაუხი"-ს ტიპის ფოტოების გადაღება უფრო ხიბლავს. რაღა დაგიმალოთ და მეც ასე ვარ, რადგან მერე ასმაგად ტკბილად მახსენდება ის დღეები და უფრო მზაფრად ვგრძნობ, როგორ მომნატრებია ჩემთან ერთად ფოტოზე გამოსახული ადამიანები და ის ემოციები :). რა აქ მოსატანია, მაგრამ მაგალითად ერთ პატარა ამბავს გეტყვით . ვენეციიდან კუნძულ ბურანოზე რომ გადავედი დილის 6 საათზე, მთელი ქუჩები მოვიარე, უამრავი ფოტო გადავიღე და მხოლოდ ვენეციაში დაბრუნებისას დავაფიქსირე, რომ ბურანოს ფონზე ფოტო არ გადამიღია, არადა, თავის დროზე მაგ კუნძულის ფოტოს რომ ვნახე პირველად ინეტერნეტში, ჩემს თავს დავპირდი, რომ ოდესმე მეც გადავიღებდი წყალში არეკლილი მაგ ჭრელი სახლების ფონზე ფოტოს, ჰოდა არ დამეზარა საათნახევრიანი მგზავრობა და იმავე დღეს, მზის ჩასვლისას მეორედ გადავედი ბურანოზე :)) ახლა მაგ ფოტოებს რომ ვუყურებ, ტკბილი მოგონებების სკივრში ლამაზად მოსაგონარი კიდევ ერთი საღამო მაქვს.
ეს იმას არ ნიშნავს რომ კარავზე გასვლას აღარ დავგეგმავ :) რა სისულელეა, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა და სანამ ასეა, აბა საჭორაოდ ხომ არ შემოვალ? ;)



CheLo ვენტო, შენ კიდევ აქ ხარ? აბა წავედიო? ;) ვიცი ახლა ისევ მომწერ პმ-ს, ჩემი საწინაარმდეგო რა გაქვსო, ამიტომ აქვე გიპასუხებ, არაფერი გენაცვალე, სანამ "კარავს" არ ეხები ცუდად ;) უბრალოდ ვერ გაიგე კარვის იდეა და გინდა შენებურად გადააკეთო :) ეს ისეთი რამაა, სიტყვებით ვერავინ აგიხსნის, თავად უნდა მიხვდე და თუ შეისისხლხორცებ, მთელი ცხოვრება შენთან დარჩება და მსოფლმხედველობასაც შეგიცვლის, თუ ვერ გაუგებ კი მალევე გაეცლები. ბევრი იყო ასეთი, ვერ მორგებია "კარვის" ჩარჩოებს და 1-2 პოსტის მერე წასულა. კარვული ოჯახის პირველი დაუწერელი წესი კი ასეთია, პატივი ეცი ოჯახის უფროსს და შენი ოჯახის წევრებს ;) .....და ნუ შეეცდები მათ გადაკეთებას ;)
პ.ს. საწყენად არ მიიღო, მაგრამ მცხეთის ჯვარზე ლაშქრობა რომ ხელწამოსაკრავად მიგაჩნია, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის რომ კარვის იდეა არ გესმის :)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by guruli » 22 ივლ 2012, 14:50

Mta Mkvarebia
სწორად მიმხვდარხარ, ირაკლი. მართლა საჭორაოდ და პაჩი-პუჩების დასაგზავნად ხომ არ შემოვალ კარავზე? ამისთვის ფეისბუქი არსებობს.
ეგ კი, მაგრამ ხანდახან აქაც უნდა შემოიხედოთ ფბ-ელებმა, დაგვხედოთ, დაგვყვიროთ, შეგვაფხიზლოთ, თორემ მართლა ისე გამიხარდა შენი ფოტოს დანახვა, იმდენი ხანი არ მენახე... :D
უბრალოდ ვერ გაიგე კარვის იდეა და გინდა შენებურად გადააკეთო ეს ისეთი რამაა, სიტყვებით ვერავინ აგიხსნის, თავად უნდა მიხვდე და თუ შეისისხლხორცებ, მთელი ცხოვრება შენთან დარჩება და მსოფლმხედველობასაც შეგიცვლის,
+10000000000000000000000000000.
CheLo
ამ ბოლო დროს ისეთი "ფანტასტიური გასვლები იდება" როგორიც მცხეთის ჯვარზე ლაშქრობა ან ბეთანიაა =)) ანდაც ჯომარდობა...
:roll: :roll: :roll:
ჩემი რჩევა იქნება, ნაკლები პოსტო, თორემ "ნიტო" პოსტების პროცენტი გეზრდება კატასტროფულად. :D :D
და ახლებს რაც შეეხება, ზოგიერთ პოსტს რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, ნეტა, დარეგისტრირება ადრევე გართულებულიყო-მეთქი. :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by გვალდა » 26 ივლ 2012, 12:54

კარავი მაინც კარავია :)
არც ჩვენ არ გავქცეულვართ სადღაც.
ჯეინ ეარში რომ წითელი ოთახია, იმ ოთახის ფუნქცია შეითავსა ცოტა ხნით (ვიმედოვნებ) კარავმა.

მეგობრები მხოლოდ ბავშვობიდან არ მოგვყვებიან. დროსაც მოყავს და დრო ცდის. ზოგი რჩება, ზოგი მიდის. კარავმა ჩემთან, ისე როგორც სხვებთან, ბევრი დატოვა. და ეს ლოგო ეგოისტურად მიყვარს.
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Naia » 26 ივლ 2012, 13:09

guruli
შენ და მთაშენკაც საძებარ გაგვიხდით უკვე, ქალავ. ნეტავ რაისად?
აქ ვართ ირაკლი :) ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ვიხედები კარავზე. მთაშენკამ უკვე დაწერა რამდენიმე მიზეზი. მე კიდევ ერთი ის მიზეზი მაქვს, რომ რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა მქონდა და დროებით ექიმებმა მირჩიეს თავი შევიკავო მძიმე ზურგჩანთის ტარებისგან და სერიოზული ფიზიკური დატვირთვისგან. ეს რომ არას, აქამდე რამდენიმე ლაშქრობა მაინც მექნებოდა უკვე დაგეგმილ-განხორციელებული :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by guruli » 26 ივლ 2012, 23:05

გვალდა
კარავმა ჩემთან, ისე როგორც სხვებთან, ბევრი დატოვა. და ეს ლოგო ეგოისტურად მიყვარს.
ჯიგარ! აი, ისეთი მოქნეული ნათქვამია, მთის ხალხს რომ ახასიათებს. :)
Naia
დროებით ექიმებმა მირჩიეს თავი შევიკავო მძიმე ზურგჩანთის ტარებისგან და სერიოზული ფიზიკური დატვირთვისგან.
კაი რა, ქალავ - აქ პოსტვა რომელი ფიზიკური დატვირთვაა, არ გამაგიჟო. :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Tamari-ch. » 27 ივლ 2012, 00:39

ლაშქრობაში რამე ახლის სანახავად აღარ დავდივარ,
ეგ ხომ იცი რისი ნიშანია?
:lol:

ასეა თუ ისე, დრო ყველაფერს მიხედავს...
დრო ყველაფრის მკურნალია.
კარველი ხარ და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ჰოდა გამოცოცხლდით ხალხო და პენსიონერებივით ნუ წუწუნებთ...
:lol:

საქართველოში სანახავს და უნახავ ადგილებს რა დალევს....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Mta Mkvarebia » 27 ივლ 2012, 01:04

Tamari-ch. wrote:
ლაშქრობაში რამე ახლის სანახავად აღარ დავდივარ,
ეგ ხომ იცი რისი ნიშანია?
:lol:
რისი? :)
Tamari-ch. wrote: საქართველოში სანახავს და უნახავ ადგილებს რა დალევს....
რა თქმა უნდა, რა დალევს, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, ყველაფერი ვნახე, რისი ნახვაც მინდოდათქო ;) ინტერესის ამბავია, თორემ შენ შენი ინტერესი გაქვს, მე- ჩემი :). ჩემმა ინტერესის სფერომ მიმართულება შეიცვალა. არ ვამბობ, რომ სულ ასე იქნება. მაგრამ ამ ეტაპზე ასეა :). თან წუწუნი რა მოსატანია? მოწუწუნე ხშირად გინახივარ? ;)
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Tamari-ch. » 27 ივლ 2012, 01:16

რისი?

სიბერის.....


:lol: :o
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Mta Mkvarebia » 27 ივლ 2012, 01:19

Tamari-ch. wrote:
რისი?

სიბერის.....


:lol: :o
:)))) ხუმრობ? და ეს რატომ, ინტერესთა სფერო რომ გამიფართოვდა და უცხოური ალპური ზონების დალაშქვრის სურვილი გამიჩნდა? :))))
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]