30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Naia » 01 აგვ 2011, 10:35

Hereti wrote:არცოდნა არ ცოდვაა, მაგრამ შემდეგისთვის იცოდეთ, მუცოზე ბოლომდე ასვლა კატეგორიულად კარძალულია

ჩოლოყაანთ კოშკს ვგულისხმობ და იმის ზემოთ
გარკვეულ დღესასწაულებზეა შესაძლებელი ან ადგილობრივი უხუცესის ნებართვით
ვიცით :) და გავაფრთხილე კიდეც ხალხი.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 01 აგვ 2011, 11:25

აქ დავდებ განვლილი მარშუტის რუქას.


Image

Image


ესეც ჰერეთის მიერ დადებული სამხედრო ტოპო

Image

ესეც ბაგრატიონის რუკიდან ამონაჭერი

Image
Last edited by Archil on 02 აგვ 2011, 07:37, edited 3 times in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Ledi » 01 აგვ 2011, 11:50

Naia wrote:
Hereti wrote:არცოდნა არ ცოდვაა, მაგრამ შემდეგისთვის იცოდეთ, მუცოზე ბოლომდე ასვლა კატეგორიულად კარძალულია

ჩოლოყაანთ კოშკს ვგულისხმობ და იმის ზემოთ
გარკვეულ დღესასწაულებზეა შესაძლებელი ან ადგილობრივი უხუცესის ნებართვით
ვიცით :) და გავაფრთხილე კიდეც ხალხი.
მართალია, გაგვაფრთხილეს და ხატთან არ მივსულვართ, არც სხვებივით მოვქცეულვართ, ვითომ გვერდი რომ აუქციეს და ისე რომ გააგრძელეს გზა ზამოთ. ზოგიერთს მაეთლა ვერაფერს გააგებინებ.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Tengo » 01 აგვ 2011, 12:06

Archil

გელით! :-)
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Ledi » 01 აგვ 2011, 13:02

ახლა კი ორიოდ სიტყვით მეც გამოვალ :)
თავიდან ცოტას ვყოყმანობდი, რადგან ვიცოდი მთა უნდა გადაგვევლო და არ მინდოდა თანამოლაშქრეები შემეფერხებინა, მეგონა გამიჭიდებოდა აღმართში სიარული, მაგრამ საბოოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა.
11:00 სთ დავიძარით მთის ძირიდან და 11:23 სთ წარმატებით დავასრულეთ ჩვენი აღმასვლა. გოგოლა, რომელიც ვაცივით სულ წინ მიგვიძღოდა, მთაზე, ჩვენზე 15 წუთით ადრე ავიდა, ხოლო ჩვენი მისვლიდან 15-20 წუთში დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, ასე რომ, როგორც Wento-მ აღნიშნა, ძალიან შეკრულად ვიარეთ და გზაში გაბნეული ხალხის ძებნა არ გვიწევდა.
12:00 სთ (კოლექტიური ფოტოს გადაღების შენდეგ) დავიწყეთ დაშვება შემდეგ ბევრი ვიარეთ თუ ცოდა (აშკარად ბევრი ვიარეთ) 4სათის პირველ მეთხუთმეტედში მოვედით ძველ ხახაბოში, იქ დავისვენეთ (გზაში არ დაგვისვენია, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე წუთიან შუალედებს, როდესაც ერთმანეთს ველოდებოდით) წავიხემსეთ და 16 სთ-თვის დავიძარით ძველი ხახაბოდან. გზაში ჩემი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხა იყო ,,რომელი საათია?" (მე საათი არ მქონდა) მინდოდა ზუსტად გამეგო რა დროში ვასწრებდით მანძილის დაფარვას, ამიტომას ავაჭრელე ნაწერი ამდენი საათებით :) ძველი ხახაბოდან არდოტში ჩასასვლელად დაახლოვებით 2 საათზე ოდნავ მეტი დრო დაგვჭირდა (აქ უკვე მომერიდა და დრო აღარ მიკითხავს, ისედაც გული მქონდა გაწყალებული :))
მეორე დღეს არდოტიდან 09:50 სთ გამოვედით, (ნაიამ სხვა დრო დაწერა, მე ჩემი თვალით ვნახე კორნელიუსის საათზე) ვნახეთ მუცო სადაც საანახევარი შევჩერდით და და დაახლოვებით 12 საათისთვის დავიძარით შატილისკენ, იქედან კი თბილისისკენ ჰერი-ჰერი.
როგორც ხედავთ აქცენტი დროზე გადავიტანე. იმის გამო რომ მარშუტი საკმაოდ გრძელი იყო, დედამიწა კი არ აპირებდა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა ჩვენს სასარგებლოდ შეენელებინა, მეშინოდა რომ დრო არ გვეყოფოდა ყველაფრის სანახავად, ამიტომაც ჩემს ყურში გამუდმებით ისმოდა საათის წიკწიკი :) საბედნიეროდ ყველაფრის ნახვა მოვასწარით, ისე რომ არ გვიჩქარია (ნაია ისეთი საყვარელი იყო, საერთოდ არ გვაჩქარებდა, ყველაფერი კარგად დაათვალიერეთო) დრო იმდენი გვქონდა, რომ თავისუფლად მოვასწრებდით კისტანზე ასვლასაც საშინელი სიხცხე რომ არ ყოფილიყო, ამის გამო თავი შევიკავეთ, წინა დღით მზეზე დამწვარ რამდენიმე კარაველს ისედაც ალმური ასდიოდა :)
თბილისში რომელ საათზე ჩამოვედით არ მახსოვს, ყველაფრის დათვალიერება მოვასწარით და დრო აღარ მედარდებოდა.

P.S. მითითებული დრო სარწმუნოა და მაქსიმალურადაა რეალურთან მიახლოვებული + - რამდენიმე წუთი.


Naia
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი მოგზაურობისთვის. :D
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by tamari-khevi » 01 აგვ 2011, 14:38

დიდი მადლობა ხევსურული გასვლის ორგანიზატორსა და თითოეულ მონაწილეს იმისათვის,რომ მშვენიერი შთაბეჭდილებებით სავსე ორი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს. :D

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Tengo » 01 აგვ 2011, 15:44

აი კიდევ ერთი მცირედი ფოტო კოლაჟი მანამ სანამ სრულ ფოტო რეპორტაჟს შემოგთავაზებდეთ :-)

Image

ეს კი ჩვენი გასვლის გმირები

Image
Last edited by Tengo on 01 აგვ 2011, 17:27, edited 3 times in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by CheLo » 01 აგვ 2011, 15:53

თენგო სურათების ბმულს როდის დადებ??
Image

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Tengo » 01 აგვ 2011, 16:09

CheLo


მალე, სურათები გადარჩევის პროცესშია. გასაფილტრია ბევრი.......
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by domciko » 01 აგვ 2011, 16:25

ვაიმე რა მაგარია... ისე მინდა ხევსურეთში წასვლა ისე ისე... ნამყოფი არ ვარ საერთოდ,ყოჩაღ ბავშვებო თქვენ .... უუუუუუძალიანმაგრესი გასვლა გქონდათ :* :* :*

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Ledi » 01 აგვ 2011, 16:36

CheLo wrote: Image
ამ ადგილას უბერავდა მთელს მუცოში ყველაზე გრილი ნიავი :D
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Archil » 01 აგვ 2011, 17:31

არა რაა, დაეტყო თენგოს დაბრუნება კარავს :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Hereti » 01 აგვ 2011, 20:35

1843 წელს იმამ შამილმა გადაწყვიტა, რომ არღუნის ხეობიდან არაგვის აუზის გავლით საქართველოზე მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა. 1843 წლის ივნისის შუა რიცხვებში შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს. შატილში ამ დროს ზრდასრული მამაკაცი 70-ს არ აღემატებოდა, აქედან ცეცხლსასროლი იარაღი ნახევარსაც არ ჰქონდა. იბრძოდა ყველა: ბავშვი, ქალი, მოხუცი. იარაღად იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელი მოხვდებოდათ. "60 შატილელი 3 დღეს იცავდა თავის სახლ-კარს ახვერდი მაჰმადის 5000 ურჯულო თავდამსხმელისგან. მოკლეს ის თვითონ და 100 კაცი თანამებრძოლი. თვითონ კი ერთი კაცი დაჰკარგეს, რომელიც ახვერდი მაჰმადის საფლავზე დაკლეს" – წერდა რ. ერისთავი 1855 წელს გაზეთ "კავკაზში". ნახევარ საუკუნემდე ინახავდნენ შატილიონები ახვერდი მაჰმადის თეთრ, ნატყვიარ ნაბადს. 6 წლის შემდეგ, 1849 წელს, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შატილიონებს ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქვა გამოუგზავნა რუსული და ქართული წარწერით: "უმაღლსისა ბრძანებისამებრ, ჯილდოდ შატილელთად, დამარცხებისთვის ახვერდი მაჰმადისა და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ წელსა შინა. აღშენებულ არს ჩყმთ წელსა განკარგულებითა კნიაზისა ნამესტნიკისათა". ეს ქვა ამჟამად სოფლის მუზეუმის ქვითკირის კედელზეა მიმაგრებული და დაინტერესებულ სტუმრებს სიამაყით უჩვენებენ შატილელები.


User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Post by Hereti » 01 აგვ 2011, 20:38

Image
Image
აქ ასვლა ადვილი იყო, აი ჩამოსვლისა რა გითხრათ :wink:

Image

იმედია არ მიწყენთ, თქვენგან შორიახლოს ვიყავი :wink: :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]