უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 01 აგვ 2011, 10:35
Hereti wrote:არცოდნა არ ცოდვაა, მაგრამ შემდეგისთვის იცოდეთ, მუცოზე ბოლომდე ასვლა კატეგორიულად კარძალულია
ჩოლოყაანთ კოშკს ვგულისხმობ და იმის ზემოთ
გარკვეულ დღესასწაულებზეა შესაძლებელი ან ადგილობრივი უხუცესის ნებართვით
ვიცით

და გავაფრთხილე კიდეც ხალხი.
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 01 აგვ 2011, 11:25
აქ დავდებ განვლილი მარშუტის რუქას.
ესეც ჰერეთის მიერ დადებული სამხედრო ტოპო
ესეც ბაგრატიონის რუკიდან ამონაჭერი

Last edited by
Archil on 02 აგვ 2011, 07:37, edited 3 times in total.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Ledi
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 21 მარ 2010, 15:55
- Location: ალუბლების ქუჩაზე :)
Post
by Ledi » 01 აგვ 2011, 11:50
Naia wrote:Hereti wrote:არცოდნა არ ცოდვაა, მაგრამ შემდეგისთვის იცოდეთ, მუცოზე ბოლომდე ასვლა კატეგორიულად კარძალულია
ჩოლოყაანთ კოშკს ვგულისხმობ და იმის ზემოთ
გარკვეულ დღესასწაულებზეა შესაძლებელი ან ადგილობრივი უხუცესის ნებართვით
ვიცით

და გავაფრთხილე კიდეც ხალხი.
მართალია, გაგვაფრთხილეს და ხატთან არ მივსულვართ, არც სხვებივით მოვქცეულვართ, ვითომ გვერდი რომ აუქციეს და ისე რომ გააგრძელეს გზა ზამოთ. ზოგიერთს მაეთლა ვერაფერს გააგებინებ.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან!

-
Tengo
- მაწანწალა
- Posts: 383
- Joined: 17 სექ 2009, 02:10
- Location: ტიფლისი
Post
by Tengo » 01 აგვ 2011, 12:06
Archil
გელით!

წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
-
Ledi
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 21 მარ 2010, 15:55
- Location: ალუბლების ქუჩაზე :)
Post
by Ledi » 01 აგვ 2011, 13:02
ახლა კი ორიოდ სიტყვით მეც გამოვალ 
თავიდან ცოტას ვყოყმანობდი, რადგან ვიცოდი მთა უნდა გადაგვევლო და არ მინდოდა თანამოლაშქრეები შემეფერხებინა, მეგონა გამიჭიდებოდა აღმართში სიარული, მაგრამ საბოოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა.
11:00 სთ დავიძარით მთის ძირიდან და 11:23 სთ წარმატებით დავასრულეთ ჩვენი აღმასვლა. გოგოლა, რომელიც ვაცივით სულ წინ მიგვიძღოდა, მთაზე, ჩვენზე 15 წუთით ადრე ავიდა, ხოლო ჩვენი მისვლიდან 15-20 წუთში დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, ასე რომ, როგორც Wento-მ აღნიშნა, ძალიან შეკრულად ვიარეთ და გზაში გაბნეული ხალხის ძებნა არ გვიწევდა.
12:00 სთ (კოლექტიური ფოტოს გადაღების შენდეგ) დავიწყეთ დაშვება შემდეგ ბევრი ვიარეთ თუ ცოდა (აშკარად ბევრი ვიარეთ) 4სათის პირველ მეთხუთმეტედში მოვედით ძველ ხახაბოში, იქ დავისვენეთ (გზაში არ დაგვისვენია, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე წუთიან შუალედებს, როდესაც ერთმანეთს ველოდებოდით) წავიხემსეთ და 16 სთ-თვის დავიძარით ძველი ხახაბოდან. გზაში ჩემი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხა იყო ,,რომელი საათია?" (მე საათი არ მქონდა) მინდოდა ზუსტად გამეგო რა დროში ვასწრებდით მანძილის დაფარვას, ამიტომას ავაჭრელე ნაწერი ამდენი საათებით
ძველი ხახაბოდან არდოტში ჩასასვლელად დაახლოვებით 2 საათზე ოდნავ მეტი დრო დაგვჭირდა (აქ უკვე მომერიდა და დრო აღარ მიკითხავს, ისედაც გული მქონდა გაწყალებული
)
მეორე დღეს არდოტიდან 09:50 სთ გამოვედით, (ნაიამ სხვა დრო დაწერა, მე ჩემი თვალით ვნახე კორნელიუსის საათზე) ვნახეთ მუცო სადაც საანახევარი შევჩერდით და და დაახლოვებით 12 საათისთვის დავიძარით შატილისკენ, იქედან კი თბილისისკენ ჰერი-ჰერი.
როგორც ხედავთ აქცენტი დროზე გადავიტანე. იმის გამო რომ მარშუტი საკმაოდ გრძელი იყო, დედამიწა კი არ აპირებდა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა ჩვენს სასარგებლოდ შეენელებინა, მეშინოდა რომ დრო არ გვეყოფოდა ყველაფრის სანახავად, ამიტომაც ჩემს ყურში გამუდმებით ისმოდა საათის წიკწიკი
საბედნიეროდ ყველაფრის ნახვა მოვასწარით, ისე რომ არ გვიჩქარია (ნაია ისეთი საყვარელი იყო, საერთოდ არ გვაჩქარებდა, ყველაფერი კარგად დაათვალიერეთო) დრო იმდენი გვქონდა, რომ თავისუფლად მოვასწრებდით კისტანზე ასვლასაც საშინელი სიხცხე რომ არ ყოფილიყო, ამის გამო თავი შევიკავეთ, წინა დღით მზეზე დამწვარ რამდენიმე კარაველს ისედაც ალმური ასდიოდა 
თბილისში რომელ საათზე ჩამოვედით არ მახსოვს, ყველაფრის დათვალიერება მოვასწარით და დრო აღარ მედარდებოდა.
P.S. მითითებული დრო სარწმუნოა და მაქსიმალურადაა რეალურთან მიახლოვებული + - რამდენიმე წუთი.
Naia
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი მოგზაურობისთვის. 
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან!

-
tamari-khevi
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
Post
by tamari-khevi » 01 აგვ 2011, 14:38
დიდი მადლობა ხევსურული გასვლის ორგანიზატორსა და თითოეულ მონაწილეს იმისათვის,რომ მშვენიერი შთაბეჭდილებებით სავსე ორი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს.

-
Tengo
- მაწანწალა
- Posts: 383
- Joined: 17 სექ 2009, 02:10
- Location: ტიფლისი
Post
by Tengo » 01 აგვ 2011, 15:44
აი კიდევ ერთი მცირედი ფოტო კოლაჟი მანამ სანამ სრულ ფოტო რეპორტაჟს შემოგთავაზებდეთ
ეს კი ჩვენი გასვლის გმირები

Last edited by
Tengo on 01 აგვ 2011, 17:27, edited 3 times in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 01 აგვ 2011, 15:53
თენგო სურათების ბმულს როდის დადებ??
-
Tengo
- მაწანწალა
- Posts: 383
- Joined: 17 სექ 2009, 02:10
- Location: ტიფლისი
Post
by Tengo » 01 აგვ 2011, 16:09
CheLo
მალე, სურათები გადარჩევის პროცესშია. გასაფილტრია ბევრი.......
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
-
domciko
- მაწანწალა
- Posts: 640
- Joined: 14 ივლ 2011, 14:05
- Location: tbilisi
Post
by domciko » 01 აგვ 2011, 16:25
ვაიმე რა მაგარია... ისე მინდა ხევსურეთში წასვლა ისე ისე... ნამყოფი არ ვარ საერთოდ,ყოჩაღ ბავშვებო თქვენ .... უუუუუუძალიანმაგრესი გასვლა გქონდათ :* :* :*
-
Ledi
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 21 მარ 2010, 15:55
- Location: ალუბლების ქუჩაზე :)
Post
by Ledi » 01 აგვ 2011, 16:36
CheLo wrote:

ამ ადგილას უბერავდა მთელს მუცოში ყველაზე გრილი ნიავი 
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან!

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 01 აგვ 2011, 17:31
არა რაა, დაეტყო თენგოს დაბრუნება კარავს

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 01 აგვ 2011, 20:35
1843 წელს იმამ შამილმა გადაწყვიტა, რომ არღუნის ხეობიდან არაგვის აუზის გავლით საქართველოზე მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა. 1843 წლის ივნისის შუა რიცხვებში შამილის განთქმული ნაიბი ახვერდი მაჰმადი 5000-იანი მხედრით მოულოდნელად თავს დაესხა შატილს. შატილში ამ დროს ზრდასრული მამაკაცი 70-ს არ აღემატებოდა, აქედან ცეცხლსასროლი იარაღი ნახევარსაც არ ჰქონდა. იბრძოდა ყველა: ბავშვი, ქალი, მოხუცი. იარაღად იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელი მოხვდებოდათ. "60 შატილელი 3 დღეს იცავდა თავის სახლ-კარს ახვერდი მაჰმადის 5000 ურჯულო თავდამსხმელისგან. მოკლეს ის თვითონ და 100 კაცი თანამებრძოლი. თვითონ კი ერთი კაცი დაჰკარგეს, რომელიც ახვერდი მაჰმადის საფლავზე დაკლეს" – წერდა რ. ერისთავი 1855 წელს გაზეთ "კავკაზში". ნახევარ საუკუნემდე ინახავდნენ შატილიონები ახვერდი მაჰმადის თეთრ, ნატყვიარ ნაბადს. 6 წლის შემდეგ, 1849 წელს, მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შატილიონებს ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქვა გამოუგზავნა რუსული და ქართული წარწერით: "უმაღლსისა ბრძანებისამებრ, ჯილდოდ შატილელთად, დამარცხებისთვის ახვერდი მაჰმადისა და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ წელსა შინა. აღშენებულ არს ჩყმთ წელსა განკარგულებითა კნიაზისა ნამესტნიკისათა". ეს ქვა ამჟამად სოფლის მუზეუმის ქვითკირის კედელზეა მიმაგრებული და დაინტერესებულ სტუმრებს სიამაყით უჩვენებენ შატილელები.