ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

სამოგზაურო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა

Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by guruli » 23 აგვ 2009, 23:51

გუშინ რაღაც საქმეზე სამგორში მოვხვდი და ნავთლუღის ბაზარშიც შევიარე. სალაშქრო აღჭურვილობების დასაზვერად იქ წასვლა დიდი ხანია, მინდოდა და ვიფიქრე, ბარემ აქვე ვარ და მივალ-მეთქი...
ჩვენთვის საინტერესო რამე-რუმეების გვარტიანი არცევანია, მაგრამ სულ სამხედრო საქონელია. საწვიმრები ჰქონდათ ბევრნაირი - გრძელებიც და მოკლეებიც. მე გრძელკალთებიანები მაინტერესებდა, რომელთა ფასები 20-30 ლარის ფარგლებშია. გამყიდველები კი ირწმუნებიან, რომ წყალგაუმტარია, მაგრამ ცოტა მიჭირს ასე ბრმად ნდობა და ვერაფერს გეტყვით. გარეგნულად ისე ეტყობა, მართლაც არ უნდა ატარებდეს წყალს, მაგრამ სოფელში რაღაც მაგდაგვარები გვქონდა (ოღონდ არა სამხედრო) და ძლიერ წვიმას ვერ უძლებდა. თუმცა ეგ იქნებ მართლაც უკეთესი ხარისხია - ვერ გეტყვით. ცხადია, რაკიღა სამხედროა, არაა ისე მოხერხებული და რბილი. პირიქით - ცოტა მოუხეშოა, მაგრამ წვიმას თუ არ გაატარებს, ისე უხეში ნაღდად არაა, ვერ ჩაიცვა.
ზურგჩანთების არჩევანიც დიდი იყო. მე ყველაზე დიდები შევათვალიერე - რამდენიმედღიანში გამოსადექი. 50 ლარი ღირდა, მაგრამ ზურგზე რკინები ჰქონდა და ვინმემ თუ იცით, ეგ მოხერხებულია ლაშქრობებში? :roll: :roll: ზურგს არ გატკენს?
საძილეებიც ჰქონდათ - რამდენიმე სახის. მე ყველაზე პატარა შევათვალიერე, 30 ლარი ღირდა. -5გრადუსიანიაო, მითხრეს და მართლაც სქელი იყო, თბილი. ისე იხვეოდა, რომ პატარა ჩანთად იქცეოდა, წონა კი სულ რაღაც 1 კილო თუ იქნებოდა. თან, შიგნით ბალიშისმაგვარი დანამატიც ჰქონდა. მოკლედ, მომეწონა - თბილიც იყო, მჩატეც და ისე იკვრებოდა, შეგეძლო, ზურგჩანთაზე გარედან მიგებნია - შიგნით ადგილს არ დაიკავებს.
იყო სამხედრო პარალონებიც - ორნაირები. ყველაზე სქელები 20 ლარი ღირდა.
წყლის მათარებიც იყო, მაგრამ ფასი არ მიკითხავს.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by zura N. » 24 აგვ 2009, 00:23

1 კილო? დავიჯერო მეტიარ იქნებოდა სამხედრო საძილეები? :shock:

რაც შეეხება ზურგჩანთის რკინებს, მე არასდროს მიტარებია ეგეთი და ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ ნიკას(N67-ს), ტობავარჩხილზე ქონდა სამხედრო ზურგჩანთა რკინებით და მგონი კარგი იყო... ზურგზე სწორად გაზის ჩანთა და საკმაოდ მოსახერხებელია როგორც მე ვიცი.. :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by LEVANIKO » 24 აგვ 2009, 00:50

ერთი მარტო ზურგჩანთა მაგლია ყველაფერი ვიშოვე უკვე ალბათ მომიწევს მანდ წასვლა თუ იაფებია
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by ლობო » 24 აგვ 2009, 01:21

საცვიმრები ზონზების ჯობია : ) ეგენი ზედმეტად უხერხული სატრევია...

ზურგცჰანტა მოხერხებულია საკმაოდ მაგრამ მაინც არ გირსჰევ.. მოგზაურსჰია 110 ლარად და გირს დამატება ტანხის.. ტუ კომფორტია კომფორტი იკოს :D

საზილე მსჰვენიერი უნდა იკოს...

სამხედრო პარალონებს 20 ლარად დინამოზეც იზლევიან მაგაზიასჰი.. ტუ 15 მოგცემენ კაია მაგრამ განაგლდნენ ცოტა..

კველაფერს ჯობია ტუ კაცს დრო აკვს მანდ გაცჰერდეს ცოტა ხანს და ვინმე ჯარისკაცი ტუ სჰემობიდიალდება ცჰასაბარებლად კაპიკებად გაზლევენ...სჰეგიდლია სჰეუტანხმდე კიდეც კველაფერზე რაც გინდა ნუ ზომიერების ფარგლებსჰი :D
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by zura N. » 24 აგვ 2009, 01:21

LEVANIKO
რაც გურულმა თქვა ეგ ფასები ზალიან იაფია განსაკუთრებიტ ზურგჩანთების თუ კარგებია...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by guruli » 24 აგვ 2009, 02:20

zura N.
1 კილო? დავიჯერო მეტიარ იქნებოდა სამხედრო საძილეები?
რომელზწეც მე ვლაპარაკობ, ის მართლა არ იქნებოდა მეტი - პატარა შეკვრა იყო, თორემ დიდებიც ჰქონდათ - კილოზე ბევრად მეტიც იქნებოდა, რამდენიმე კილოგრამი და კარგა მოზრდილი ფუთაც იყო.
ნიკას(N67-ს), ტობავარჩხილზე ქონდა სამხედრო ზურგჩანთა რკინებით და მგონი კარგი იყო... ზურგზე სწორად გაზის ჩანთა და საკმაოდ მოსახერხებელია როგორც მე ვიცი..
მგონი, აქაც ურჩევდნენ ვიღაცას რომელიღაც თემაში, პლასმასით არ იყიდოთ, რკინებიანი იყიდეთო. :roll:
რაც გურულმა თქვა ეგ ფასები ზალიან იაფია განსაკუთრებიტ ზურგჩანთების თუ კარგებია...
კარგი რამდენადაა, არ ვიცი, მაგრამ თავის ზომასთან შედარებით, ზურგჩანთები ძაან იაფი იყო.
ლობო
კველაფერს ჯობია ტუ კაცს დრო აკვს მანდ გაცჰერდეს ცოტა ხანს და ვინმე ჯარისკაცი ტუ სჰემობიდიალდება ცჰასაბარებლად კაპიკებად გაზლევენ...სჰეგიდლია სჰეუტანხმდე კიდეც კველაფერზე რაც გინდა ნუ ზომიერების ფარგლებსჰი
ეგრე აჯობებს, სამხედრო თუ გყავს ვინმე სანაცნობოში, შეუთანხმდე და დაგითრევს. :D
ის საწვიმრები რომ დასველდება, ცოტა ძნელი სათრევი მართლაცაა, მაგრამ წვიმას თუ გაუძლებს, ჯანდაბას - ვათრევ. :)

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by LEVANIKO » 24 აგვ 2009, 02:49

zura N.
ხო მე ყველაპერი მაქ უკვე ერთი ზურგჩანთის ყიდვა მომიწევს აქ დანარჩენი ჩამომიტანეს გერმანიიდან
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by გვალდა » 24 აგვ 2009, 09:52

guruli
მე მაქვს სამხედრო საწვიმარი, აბსოლიტურად წყალგაუმტარი. როგორია იცი? რომ დაკეცავ, პატარა, მხარზე გადასაკიდ ჩანთად იქცევა. რომელიც რუგზაკსი ჯიბეში შეგიძლია ჩაჩურთო :D მსუბუქია. მაგრამ კოჭებამდე არ არის. თუ ასეთია, შეგიძლია ენდო.
სვანეთოლოგი

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by ლობო » 24 აგვ 2009, 11:27

გვალდა
ჰო მეც ეგეტი მაკვს სჰარვლის ჯიბესჰი სჰემიდლია ცჰავიდო ოგონდ სამხედრო არაა.. ესეტები ბევრია ზონზებსჰი და მოზრდილ და მოუჰესჰავ საცვიმარს მირსჰევნია რავისი...
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by ლობო » 24 აგვ 2009, 11:28

ანუ ეს სიფრიფანაა და ზაან ზაფჰულისაა ტორემ ისე ერტი ტბილი ზამტრისტვისაც მაკვს სპალნიკისჰელაა დაკეცილი :D
"ETOT QABAB NASH!!!"

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by t.d » 24 აგვ 2009, 11:36

რაც შეხება ზურგჩანთას ძმაკაცი მყავს სამხედრო მას ქონდა ეგ ჩანთა Gუშინ ჩემთან ერთად სალაშQროდ და იდიალურია რკინები კარგად ჯდება ზურგზე და გეხმარება კიდეც წონას ანახევრებს და ადვილი სატარებელია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by guruli » 24 აგვ 2009, 11:41

გვალდა
guruli
მე მაქვს სამხედრო საწვიმარი, აბსოლიტურად წყალგაუმტარი. როგორია იცი? რომ დაკეცავ, პატარა, მხარზე გადასაკიდ ჩანთად იქცევა. რომელიც რუგზაკსი ჯიბეში შეგიძლია ჩაჩურთო მსუბუქია. მაგრამ კოჭებამდე არ არის. თუ ასეთია, შეგიძლია ენდო.
სამწუხაროდ, მასეთი არ იყო. შენ აქ იშოვე თუ ჩამოატანინე?
t.d
იდიალურია რკინები კარგად ჯდება ზურგზე და გეხმარება კიდეც წონას ანახევრებს და ადვილი სატარებელია.
საინტერესოა.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by გვალდა » 24 აგვ 2009, 11:50

guruli
აქ ვიშოვე, სამხედროებმა მაჩუქეს :D
სვანეთოლოგი

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by burdiani » 24 აგვ 2009, 11:57

guruli wrote: ზურგჩანთების არჩევანიც დიდი იყო. მე ყველაზე დიდები შევათვალიერე - რამდენიმედღიანში გამოსადექი. 50 ლარი ღირდა, მაგრამ ზურგზე რკინები ჰქონდა და ვინმემ თუ იცით, ეგ მოხერხებულია ლაშქრობებში? :roll: :roll: ზურგს არ გატკენს?
არა მაგარი კარგია, მე ჩამოვიტანე ირანიდან გაზაფხულზე ეგეთი ძალიან კომფორტულია, რბილი და ზურგზე კარგად ზის, 85+15 კგ და 38 დოლარი მივეცი რავიცი აბა სახმარად მაგარია ძალიან :roll:
საქართველოსთვის!

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ვისაც სალაშქრო აღჭურვილობა გინდათ

Post by Truli » 24 აგვ 2009, 13:16

ჰმ.... საძილეზე უნდა გავიდე მაქეთ...
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]