ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 17:31

Image

ხეობის საპირისპირო მხარეს ასეთი მღვიმეები დავინახეთ. ბიჭები მოგვიანებით ჩავიდნენ იქ. მე კი, არჩილისა არ იყოს არანაკლედ ტრამვატული ვარ, და საკუთარ ხელებში ნაკლებად დარწმუნებული. იეღოველობის მიღების და ფრენის სწავლის არავითარი სურვილი არ მქონდა და არ წავედი.
Image

თუმცა ეს მერე. მანამდე კი ჩანჩქერი.
Image
მი მალატ შვან

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by imerkhevli » 24 მარ 2009, 17:43

მოოოკლედ, ოქრო ხალხი ხართ!!!! :D :D :D

არჩილ და ტრული, ძალაინ საინტერესოდ ყვებით ყურადრებით ,,გისმენთ' განაგრძეთ, თუ კი რამე დაგრჩათ მოსაყოლი........ :) :) :) :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 17:52

მიუხედავად იმისა, რომ დასვენება გვინდოდა და დროის ფუფუნებაც გვქონდა, ამ ხედების გადამკიდე ვერ მოვისვენეთ და მისვლისთანავე გავიჭერი ფოტოების გადასაღებად, კიდევ ერთხელ მადლობა ქოჩოს, რომლის ფოტოაპარატიც ძალიან დამეხმარა ამ შთაბეჭდილებების დაფიქსირებაში.

წივწივამ და ანდრომბანაკს მიხედე, მე, ტრული და ანდრო მომენტალურად სირბილით დავყევით იქაურობას.

ფრთხილი და საშიშია აქაური სიმაღლეები, გიზიდავს და თითქოს გგონია, რომ ადვილად დაიმორჩილებ, სინამდვილეში კი შეიძლება ისე მიგიზიდოს, გიმსხვერპლოს კიდეც.

უზარმაზარი ლოდები და ქვით ნაშენები ნაქალაქარის ნაშთები სხვა ეპოქაში გაბრუნებს. გავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეში ხარ, მარტო რჩები ყოვლისმომცველი ძალის წინაშე, მისი უდიდებულესობა დედამიწა, როგორც ხელმწიფე, ისე გევლინება და მარტო რომ წარსდგები მის წინაშე, თან შიში გიპყრობს და თან სიამაყე.

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 17:57

ასეთ საინტერესო რამესაც მივაკვლიე

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 18:04

სერია ჩანჩქერზე :)
Image

Image

Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 18:07

Image

ჩაანს ჩანჩქერი?
Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 18:10

პირველ მერცხალს გაზაფხული არ მოყავსო და პირველ ენძელას? სუსხის და ყინვების მიუხედავად ასპინძის ოქროს მიწაზე ენძელებმა ამოყვეს თავები
Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 18:26

დამშეული ხორცით და დაკმაყოფილებული გონებით ბანაკში დავბრუნდით ხორციელი საზრდოს მისაღებად. სუფრაც გაიშალა პარალონებზე.
Image
ქსოვრელმა, როგორც იდეალურმა დიაკარვისამ ისევ დაიწყო მზარეულობა და მარხულ საზოგადოებას ბარდა აჭამა. მე და ანდრო კი ლორით და სხვა არასამარხო საკვებით დავკმაყოფილდით.
სადილისას აღმოვაჩინეთ რომ წივწივას ზურგჩანთაში არა მხოლოდ გაზი აღმოჩნდა...
Image
ამაყად აღმართა წივწივამ ალამი ჩვენი ბანაკის თავზე!!!
მაგრამ ეს არ იკმარა. შემდეგი ნივთით დაამტკიცა, რომ მისი ჭეშმარიტი სახლი მთელი დედამიწაა! ამა სხვა ვინ წამოიღებს საშინაო ჩუსტებს ლაშქრობაში??

Image
სადილის შემდეგ სულიერ კმაყოფილებას ხორციელიც რომ დაემატა უძლურად როგორც ვიყავით ისე გავიშხლართეთ და თვლემას მივეცით. არჩილი კი რაღაცას ამბობდა, სანამ საბოლოოდ შეგვიპყრო ღვთაება ჰიპნოზმა მღვიმეებში წავიდეთო, მაგრამ.... ჰიპნოზმა არჩილზეც იმარჯვა.
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 18:34

ჩანჩქერების არსებობა ჩვენთვის აღმოჩენად იქცა. დიდი მადლობა საროელ მოსახლეებს, რომლებმაც დაგვაკვალიანეს და მოგვასწავლეს ჩანჩქერები.

ეს ჩანჩქერი შედარებით მცირეა, მაგრამ სუფთა წყალი ჩამოდიოდა ჩვენი იქ ყოფნის ჟამს:

Image

ეს კი საკმაოდ მაღალია, მაგრამ მღვრიე მოდიოდა და არ ჩანს ფოტოზე კარგად, თუმცა ძალიან ლამაზი და ღრმა დაშვება აქვს:

Image

უფრო ახლოდან კი:

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by burdula » 24 მარ 2009, 18:36

ARCHILI
Truli
ულამაზესი ადგილებია და ულამაზესი სურატები,მართლა ყოღაღ ხალხო(მაგარია სმაილიკი)
bag,music and a long road...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 18:39

მღვიმეებზე სანამ გადავალთ, ჩვენს ფოტოებს დავდებ ჩანჩქერზე, რომელტა ვარიაციები ტრულიმაც განათავსა უკვე.

ქსოვრელი ჩანჩქერთან:

Image

ტრული ჩანჩქერთან:

Image


მე ჩანჩქერთან:

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Int3lig3nt » 24 მარ 2009, 18:47

ერთი სიამოვნებაა ამ თემის კითხვა :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 18:48

ესეც ჩემი ვარიაციები იმ წყალზე, რომელიც ჩანჩქერად ეშვებოდა ჩვენს თვალწინ. ტრული და მე კარგად ამოვიგანგლეთ და დავსველდით ამ ფოტოების გადაღებისს, მაგრამ ორივე იმდენად შთაგონებულები ვიყავით, რომ არც ვაქცევდით ამას ყურადღებას.

Image

Image

Image

ერთმანეთსაც სამოვნებით გადავუღეთ ფოტოები, ტალახიანი შარვლები კი არ შეიმჩნიოთ, მათი ჭუჭყის ნაწილი ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ავკრიფეთ.

ესეც ტრული

Image

ესეც მე

Image

თუ კი ტრული გაზაფხულის მიმსალმებელ ენძელებს დასდევდა, მე ეს პატივცემული ჭიამაია აღმოვაჩინე. ჭიამაიამაც პოზირება სიამოვნებით გაგვიწია.

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]