მიუხედავად იმისა, რომ დასვენება გვინდოდა და დროის ფუფუნებაც გვქონდა, ამ ხედების გადამკიდე ვერ მოვისვენეთ და მისვლისთანავე გავიჭერი ფოტოების გადასაღებად, კიდევ ერთხელ მადლობა ქოჩოს, რომლის ფოტოაპარატიც ძალიან დამეხმარა ამ შთაბეჭდილებების დაფიქსირებაში.
წივწივამ და ანდრომბანაკს მიხედე, მე, ტრული და ანდრო მომენტალურად სირბილით დავყევით იქაურობას.
ფრთხილი და საშიშია აქაური სიმაღლეები, გიზიდავს და თითქოს გგონია, რომ ადვილად დაიმორჩილებ, სინამდვილეში კი შეიძლება ისე მიგიზიდოს, გიმსხვერპლოს კიდეც.
უზარმაზარი ლოდები და ქვით ნაშენები ნაქალაქარის ნაშთები სხვა ეპოქაში გაბრუნებს. გავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეში ხარ, მარტო რჩები ყოვლისმომცველი ძალის წინაშე, მისი უდიდებულესობა დედამიწა, როგორც ხელმწიფე, ისე გევლინება და მარტო რომ წარსდგები მის წინაშე, თან შიში გიპყრობს და თან სიამაყე.
