დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
რეზიუმე გააკეთა - დაასკვნა
(ან, თუ მაინც და მაინც, დამხმარე ზმნაა საჭირო: დასკვნა გამოიტანა)
(ან, თუ მაინც და მაინც, დამხმარე ზმნაა საჭირო: დასკვნა გამოიტანა)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
მართალია, შენ ჯერ შეყვარებული გყავს, ბავშვები ჯერ არა.lama wrote:მე ბავშვები არ მყავს ჯერGAMARJOBA SAKARTVELO wrote:სიტყვების თამაშს მეც შევხედე, მაგრამ იმდენად უადგილოდ მეჩვენა, დავასკვენი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა.lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო
დედაჩემმა მითხრა
მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია
:D:D:D:D:D:D:D:
შენი ბავშები ქართულად ჰო მეტყველებენ?
თუ ბარბარიზმებით აქვთ ენა ამოვსებული?
ჰო, ისე, მოსწავლეები ბავშვები არ არიან?
აბა, ვინ თქვა, ქართულის მასწავლებელი ვარო?
შენი იმედი მაქვს, მაგათ ქართულს ასწავლი და ბარბარიზმებზე ჩააფიქრებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
ნაირხარისხოვანი
სამარედისო
ან
მორთხმული
სამარედისო
ან
მორთხმული
დავიცვათ ქართული ენა
მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი შვილის მფლობელიGAMARJOBA SAKARTVELO wrote:მართალია, შენ ჯერ შეყვარებული გყავს, ბავშვები ჯერ არა.lama wrote:მე ბავშვები არ მყავს ჯერGAMARJOBA SAKARTVELO wrote:სიტყვების თამაშს მეც შევხედე, მაგრამ იმდენად უადგილოდ მეჩვენა, დავასკვენი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა.lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო
დედაჩემმა მითხრა
მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია
:D:D:D:D:D:D:D:
შენი ბავშები ქართულად ჰო მეტყველებენ?
თუ ბარბარიზმებით აქვთ ენა ამოვსებული?
ჰო, ისე, მოსწავლეები ბავშვები არ არიან?
აბა, ვინ თქვა, ქართულის მასწავლებელი ვარო?
შენი იმედი მაქვს, მაგათ ქართულს ასწავლი და ბარბარიზმებზე ჩააფიქრებ
თუ როგორაა???
აღარ მახსოვს





დავიცვათ ქართული ენა
გვერდზე კი არა - გვერდით...GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით

- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
დავიცვათ ქართული ენა
კვირა,როგორც ნაიამ აღნიშნა ნამდვილად წარმართობის ხანას უკავშირდება.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მადლობა ამისთვის. თვეებსაც აქვთ სვანური სახელები?lama wrote:სვანურს დავწერდი:qvevri wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
ორშაბათი - დეშდიშ
სამსაბათი - თახაშ
ოთხშაბათი - ჯიმაშ
ხუთშაბათი - ცაშ
პარასკევი - ვებიშ
შაბათი - სამტინ
კვირა - მშლადეღ (მზის დღე)
საყურადღებოა, რომ კვირა დღეს მზის სახელი ძნ ბევრ ენაში ჰქვია:
ინგლისურად "სანდი", გერმანულად - "ზონთაგ" ან "ზონაბენდ", ძველქართულად - "მზისა" და ა.შ.
ძნ ბევრ ენაშია კვირა დღე მზესთან დაკავშირებული, მაგრამ საიდან ეს, არ ვიცი.
თითქოს, ქრისტიანულ სარწმუნოებას უკავშირდება?
გავიხსენოთ, აბა, 1ლად ღმერთმა რა შეჰქმნა?
კვირა უწინ რომელი დღით იწყებოდა?
თუ შაბათს დღეს უფლმა დაისვენა, კვირა დღე ჰომ არ იქცა, კვირის დასაწყისად?
თუ კი, მზის ამოსვლა, როგორც დღის დასაწყისი, კვირის დასაწყისის სიმბოლოც ჰომ არ იყო და კვირას მზის დღე ამიტომ ერქვა?
მეგრულ დიალექტშიც ბჟაშხა ,,მზის დღეა" სიტყავ-სიტყვით...
ე.წ.,,შაბათის" სისტემის მიხედვით კვირას ,,ერთშაბათიც" ეწოდებოდა...ეს ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისი ნამდვილად კვირა იყო...
თვით ტერმინი კვირა, ზოგ მკვლევარს ნასესხობად მიაჩნია,ზოგს კი ქართული
წარმართული ღვთაების კვირია/კვირაეს-გან მომდინარედ.
მე ამ უკანასკნელს ვემხრობი

Last edited by imerkhevli on 23 იან 2009, 23:47, edited 2 times in total.
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
დავიცვათ ქართული ენა
სულხან-საბას ლექსიკონში გვხვედბა კვირი დღეები, ღვთაებებთან დაკავშირებული სახელებით, რომელიც ძველ ქართულ სალიტერატურო ენაშია დაცული...
კვირა-მზის დღე
ორშაბათი-მთვარისა
სამშაბათი-არიასი(მარსისა)
ოთხშაბათი-ერმისა,ანუ ჰერმესის
ხუთშაბათი-აფროდიტესი,ანუ ვენუსისა (ცისკრისა)
პარასკევი-დიოსისა-(იუპიტერისა)
შაბათი-კრონოსისა
კვირა-მზის დღე
ორშაბათი-მთვარისა
სამშაბათი-არიასი(მარსისა)
ოთხშაბათი-ერმისა,ანუ ჰერმესის
ხუთშაბათი-აფროდიტესი,ანუ ვენუსისა (ცისკრისა)
პარასკევი-დიოსისა-(იუპიტერისა)
შაბათი-კრონოსისა
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ჰოო?ARCHILI wrote:გვერდზე კი არა - გვერდით...GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
აბა, განმიმარტე.
რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, რომ მართალი ხარ, მაგრამ რაღაც "გვერდზე დგომაც" არ მეშეცდომება (ეუფ, ეს რა სიტყვა ვთქვი)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
სრული სიმართლეა!ARCHILI wrote:გვერდზე კი არა - გვერდით...GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
აცხა ღორებო 

დავიცვათ ქართული ენა
კვირა ბერძნული სიტყვიდან--კირიაკე-დან მოდის, რომელიც ბერძნულადვე აღდგომას ნიშნავს, მაგალითად რუსულში იგი თარგმანით დამკვიდრდა და აღნიშნავს ასევე აღდგომას(ვოსკრესენიე).მე ამას ვემხრობი. ერთიც მინდა ვთქვა, კერძოდ-როდესაც სიტყვა წარმართულს ვახსენებთ აქ ცოტა დაფიქრებაა საჭირო, ამით სულაც არ ვამბობ იმას, რომ ვინმე დაუფიქრებლად საუბრობს, არც მიფიქრია ად არც არავის ვაკადრებს ამგვარ რამეს, უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ წარმართულ დროში არ იგულისხმება ის, რომ ჩვენ, ქართველები ამ დროს რახან ჯერ ქრისტიანობა არ იყო შემოსული უღმრთოდ ვცხოვრობდით. ეს ცალკე სასაუბრო და განსახილველი თემაა და ამის შესახებს მართლაც უამრავი საუნტერესო აზრი არსებობს. მოკლედ მე გთავაზობთ: გავხსნათ თემა "გიორგი შატბერაშვილის კვალდაკვალ" ან "თვალადური ქართული" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა გავაკეთოთ გასვლაც თვალადში(კავთისხევთან), სადაც გარდა ძირძველი ქართულით მოსაუბრე მოხუცებს კი არა უამრავ საინტერესო ძეგლსაც ვნახავთ. ამ ადგილებს ძალიან სუსტად ვიცნობთ კარველები და იქ უამრავი საინტერესო გველოდება. შესაძლოა ამ ყველაფერს მიეცეს ერთგვარი ეთნოგრაფიული ექსპედიციის სახეც კი. კაროჩე ერთ დღეს დავადგეთ გზას 

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ველი, ამ კგ ქართული თემის გახსნას.qvevri wrote:მოკლედ მე გთავაზობთ: გავხსნათ თემა "გიორგი შატბერაშვილის კვალდაკვალ" ან "თვალადური ქართული" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
და კიდევ, კირიაკე ერქვა კვირას თუ კვირიაკე?
მგონი, დროის 7დღიან მონაკვეთს კვირიაკე ერქვა, კვირა დღეს ძველქართულად კი - მზისა (მზის დღე)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
გვერდზე დაგიდგები და გვერდით დაგიდგები - ქართულში 2ვე ფორმა სწორია.navigator wrote:სრული სიმართლეა!ARCHILI wrote:გვერდზე კი არა - გვერდით...GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
ოღონდ, სხვა და სხვა მნიშვნელობები აქვს.
კონკრეტულად დავასაბუთებ:
გვერდით დადგომა მხარდაჭერის, დახმარების სურვილს გამოხატავს.
გვერდზე დადგომა - განზე გადგომას, საქმეში არ ჩარევის სურვილს.
რა ვიცი, ეგებ ვცდები?
აქ მაგალითად მოყვანილ ციტატაში, დახმარების, მხარდაჭერის სურვილის გამო, "გვერდით დაგიდგები" უნდა იყოს
და აბალდუის ამაში ვეთანხმები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO
ძმობილო, "გვერდზე" დადგომა არცერთ კონტექსტში არ არის სწორი, აესვე არასწორია ე.წ. "გვერდში" დაგიდგები...
სწორი ფორმაა - გვერდით დგომა
შენ თუ "განდგომას" გულისხმობდი ("განზე გადგომა" - გ.ჩ.), ამას არაფერი აქვს სართო ხიტყვით კომბინაციასთან "გვერდით" და "დგომა"...
ხომ მიმიხვდი, ძმობილო?
ძმობილო, "გვერდზე" დადგომა არცერთ კონტექსტში არ არის სწორი, აესვე არასწორია ე.წ. "გვერდში" დაგიდგები...
სწორი ფორმაა - გვერდით დგომა
შენ თუ "განდგომას" გულისხმობდი ("განზე გადგომა" - გ.ჩ.), ამას არაფერი აქვს სართო ხიტყვით კომბინაციასთან "გვერდით" და "დგომა"...
ხომ მიმიხვდი, ძმობილო?

დავიცვათ ქართული ენა
მე ვთვლი, რომ ეს თემა და საერთოდ ეს აზრი შენი წამოწყებულია და უპრიანი იქნება თუ თემას შენავე გახსნი. გარწმუნებთ დაუვიწყარი "ეთნოტური" გამოვა და დარწმინებული ვარ ბევრი საინტერესო გველოდება წინ და ბევრი საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება ამ საქმეში. ეს არ იქნება უბრალოდ სადმე წასვლა-მოსვლა(თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მაინც) არამედ ამ ყველაფერმა შესაძლოა დასაბამი მისცეს გაცილებით დიდ საქმეს, რომელზეც მაშინ ვიტყვის როდესაც ამ იდეას უფრო აქტიურად მოვეკიდებით.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ველი, ამ კგ ქართული თემის გახსნას.qvevri wrote:მოკლედ მე გთავაზობთ: გავხსნათ თემა "გიორგი შატბერაშვილის კვალდაკვალ" ან "თვალადური ქართული" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
და კიდევ, კირიაკე ერქვა კვირას თუ კვირიაკე?
მგონი, დროის 7დღიან მონაკვეთს კვირიაკე ერქვა, კვირა დღეს ძველქართულად კი - მზისა (მზის დღე)
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ამ სოფლების მდებარეობაზე წარმოდგენა რომ გქონდეთ, ახლოს არიან ბირთვისებთან.
შეცდომაა - სოფლები არიან.
სწორია - სოფლები არის.
