დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 15:42

რეზიუმე გააკეთა - დაასკვნა
(ან, თუ მაინც და მაინც, დამხმარე ზმნაა საჭირო: დასკვნა გამოიტანა)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 იან 2009, 15:49

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო

დედაჩემმა მითხრა :)

მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია

:D:D:D:D:D:D:D:D:
სიტყვების თამაშს მეც შევხედე, მაგრამ იმდენად უადგილოდ მეჩვენა, დავასკვენი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა.

შენი ბავშები ქართულად ჰო მეტყველებენ?
თუ ბარბარიზმებით აქვთ ენა ამოვსებული?
მე ბავშვები არ მყავს ჯერ :(
მართალია, შენ ჯერ შეყვარებული გყავს, ბავშვები ჯერ არა.
ჰო, ისე, მოსწავლეები ბავშვები არ არიან?
აბა, ვინ თქვა, ქართულის მასწავლებელი ვარო?
შენი იმედი მაქვს, მაგათ ქართულს ასწავლი და ბარბარიზმებზე ჩააფიქრებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ZVIOSULI » 22 იან 2009, 16:08

ნაირხარისხოვანი

სამარედისო

ან

მორთხმული
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 22 იან 2009, 16:28

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თვეებს არ აქვთ სახელებიო

დედაჩემმა მითხრა :)

მოკლედ, ზვიო სიტყვების თამაშის ოსტატია

:D:D:D:D:D:D:D:D:
სიტყვების თამაშს მეც შევხედე, მაგრამ იმდენად უადგილოდ მეჩვენა, დავასკვენი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა.

შენი ბავშები ქართულად ჰო მეტყველებენ?
თუ ბარბარიზმებით აქვთ ენა ამოვსებული?
მე ბავშვები არ მყავს ჯერ :(
მართალია, შენ ჯერ შეყვარებული გყავს, ბავშვები ჯერ არა.
ჰო, ისე, მოსწავლეები ბავშვები არ არიან?
აბა, ვინ თქვა, ქართულის მასწავლებელი ვარო?
შენი იმედი მაქვს, მაგათ ქართულს ასწავლი და ბარბარიზმებზე ჩააფიქრებ
მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი შვილის მფლობელი

თუ როგორაა???

აღარ მახსოვს ;) :roll: :roll: :roll: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 23 იან 2009, 20:19

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
გვერდზე კი არა - გვერდით...


:wink:

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 23 იან 2009, 23:35

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama wrote:
qvevri wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირის დღეების ქართულ შესატყვისებს ვინმე ხომ არ დაწერდით?
სვანურს დავწერდი:

ორშაბათი - დეშდიშ
სამსაბათი - თახაშ
ოთხშაბათი - ჯიმაშ
ხუთშაბათი - ცაშ
პარასკევი - ვებიშ
შაბათი - სამტინ
კვირა - მშლადეღ (მზის დღე)
მადლობა ამისთვის. თვეებსაც აქვთ სვანური სახელები?
საყურადღებოა, რომ კვირა დღეს მზის სახელი ძნ ბევრ ენაში ჰქვია:
ინგლისურად "სანდი", გერმანულად - "ზონთაგ" ან "ზონაბენდ", ძველქართულად - "მზისა" და ა.შ.
ძნ ბევრ ენაშია კვირა დღე მზესთან დაკავშირებული, მაგრამ საიდან ეს, არ ვიცი.
თითქოს, ქრისტიანულ სარწმუნოებას უკავშირდება?
გავიხსენოთ, აბა, 1ლად ღმერთმა რა შეჰქმნა?
კვირა უწინ რომელი დღით იწყებოდა?
თუ შაბათს დღეს უფლმა დაისვენა, კვირა დღე ჰომ არ იქცა, კვირის დასაწყისად?
თუ კი, მზის ამოსვლა, როგორც დღის დასაწყისი, კვირის დასაწყისის სიმბოლოც ჰომ არ იყო და კვირას მზის დღე ამიტომ ერქვა?
კვირა,როგორც ნაიამ აღნიშნა ნამდვილად წარმართობის ხანას უკავშირდება.
მეგრულ დიალექტშიც ბჟაშხა ,,მზის დღეა" სიტყავ-სიტყვით...
ე.წ.,,შაბათის" სისტემის მიხედვით კვირას ,,ერთშაბათიც" ეწოდებოდა...ეს ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისი ნამდვილად კვირა იყო...
თვით ტერმინი კვირა, ზოგ მკვლევარს ნასესხობად მიაჩნია,ზოგს კი ქართული
წარმართული ღვთაების კვირია/კვირაეს-გან მომდინარედ.
მე ამ უკანასკნელს ვემხრობი :)
Last edited by imerkhevli on 23 იან 2009, 23:47, edited 2 times in total.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 23 იან 2009, 23:45

სულხან-საბას ლექსიკონში გვხვედბა კვირი დღეები, ღვთაებებთან დაკავშირებული სახელებით, რომელიც ძველ ქართულ სალიტერატურო ენაშია დაცული...
კვირა-მზის დღე
ორშაბათი-მთვარისა
სამშაბათი-არიასი(მარსისა)
ოთხშაბათი-ერმისა,ანუ ჰერმესის
ხუთშაბათი-აფროდიტესი,ანუ ვენუსისა (ცისკრისა)
პარასკევი-დიოსისა-(იუპიტერისა)
შაბათი-კრონოსისა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 იან 2009, 03:05

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
გვერდზე კი არა - გვერდით...


:wink:
ჰოო?
აბა, განმიმარტე.
რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, რომ მართალი ხარ, მაგრამ რაღაც "გვერდზე დგომაც" არ მეშეცდომება (ეუფ, ეს რა სიტყვა ვთქვი)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დავიცვათ ქართული ენა

Post by navigator » 24 იან 2009, 09:20

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
გვერდზე კი არა - გვერდით...


:wink:
სრული სიმართლეა!
აცხა ღორებო Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 24 იან 2009, 09:52

კვირა ბერძნული სიტყვიდან--კირიაკე-დან მოდის, რომელიც ბერძნულადვე აღდგომას ნიშნავს, მაგალითად რუსულში იგი თარგმანით დამკვიდრდა და აღნიშნავს ასევე აღდგომას(ვოსკრესენიე).მე ამას ვემხრობი. ერთიც მინდა ვთქვა, კერძოდ-როდესაც სიტყვა წარმართულს ვახსენებთ აქ ცოტა დაფიქრებაა საჭირო, ამით სულაც არ ვამბობ იმას, რომ ვინმე დაუფიქრებლად საუბრობს, არც მიფიქრია ად არც არავის ვაკადრებს ამგვარ რამეს, უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ წარმართულ დროში არ იგულისხმება ის, რომ ჩვენ, ქართველები ამ დროს რახან ჯერ ქრისტიანობა არ იყო შემოსული უღმრთოდ ვცხოვრობდით. ეს ცალკე სასაუბრო და განსახილველი თემაა და ამის შესახებს მართლაც უამრავი საუნტერესო აზრი არსებობს. მოკლედ მე გთავაზობთ: გავხსნათ თემა "გიორგი შატბერაშვილის კვალდაკვალ" ან "თვალადური ქართული" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა გავაკეთოთ გასვლაც თვალადში(კავთისხევთან), სადაც გარდა ძირძველი ქართულით მოსაუბრე მოხუცებს კი არა უამრავ საინტერესო ძეგლსაც ვნახავთ. ამ ადგილებს ძალიან სუსტად ვიცნობთ კარველები და იქ უამრავი საინტერესო გველოდება. შესაძლოა ამ ყველაფერს მიეცეს ერთგვარი ეთნოგრაფიული ექსპედიციის სახეც კი. კაროჩე ერთ დღეს დავადგეთ გზას :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 იან 2009, 08:32

qvevri wrote:მოკლედ მე გთავაზობთ: გავხსნათ თემა "გიორგი შატბერაშვილის კვალდაკვალ" ან "თვალადური ქართული" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ველი, ამ კგ ქართული თემის გახსნას.
და კიდევ, კირიაკე ერქვა კვირას თუ კვირიაკე?
მგონი, დროის 7დღიან მონაკვეთს კვირიაკე ერქვა, კვირა დღეს ძველქართულად კი - მზისა (მზის დღე)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 იან 2009, 08:38

navigator wrote:
ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ... თუ რამეა, გვერდზე დავუდგებით
გვერდზე კი არა - გვერდით...


:wink:
სრული სიმართლეა!
გვერდზე დაგიდგები და გვერდით დაგიდგები - ქართულში 2ვე ფორმა სწორია.
ოღონდ, სხვა და სხვა მნიშვნელობები აქვს.

კონკრეტულად დავასაბუთებ:
გვერდით დადგომა მხარდაჭერის, დახმარების სურვილს გამოხატავს.
გვერდზე დადგომა - განზე გადგომას, საქმეში არ ჩარევის სურვილს.

რა ვიცი, ეგებ ვცდები?
აქ მაგალითად მოყვანილ ციტატაში, დახმარების, მხარდაჭერის სურვილის გამო, "გვერდით დაგიდგები" უნდა იყოს
და აბალდუის ამაში ვეთანხმები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 25 იან 2009, 12:42

GAMARJOBA SAKARTVELO


ძმობილო, "გვერდზე" დადგომა არცერთ კონტექსტში არ არის სწორი, აესვე არასწორია ე.წ. "გვერდში" დაგიდგები...

სწორი ფორმაა - გვერდით დგომა

შენ თუ "განდგომას" გულისხმობდი ("განზე გადგომა" - გ.ჩ.), ამას არაფერი აქვს სართო ხიტყვით კომბინაციასთან "გვერდით" და "დგომა"...

ხომ მიმიხვდი, ძმობილო? :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 25 იან 2009, 14:58

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
qvevri wrote:მოკლედ მე გთავაზობთ: გავხსნათ თემა "გიორგი შატბერაშვილის კვალდაკვალ" ან "თვალადური ქართული" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ველი, ამ კგ ქართული თემის გახსნას.
და კიდევ, კირიაკე ერქვა კვირას თუ კვირიაკე?
მგონი, დროის 7დღიან მონაკვეთს კვირიაკე ერქვა, კვირა დღეს ძველქართულად კი - მზისა (მზის დღე)
მე ვთვლი, რომ ეს თემა და საერთოდ ეს აზრი შენი წამოწყებულია და უპრიანი იქნება თუ თემას შენავე გახსნი. გარწმუნებთ დაუვიწყარი "ეთნოტური" გამოვა და დარწმინებული ვარ ბევრი საინტერესო გველოდება წინ და ბევრი საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება ამ საქმეში. ეს არ იქნება უბრალოდ სადმე წასვლა-მოსვლა(თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მაინც) არამედ ამ ყველაფერმა შესაძლოა დასაბამი მისცეს გაცილებით დიდ საქმეს, რომელზეც მაშინ ვიტყვის როდესაც ამ იდეას უფრო აქტიურად მოვეკიდებით.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 26 იან 2009, 15:14

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ამ სოფლების მდებარეობაზე წარმოდგენა რომ გქონდეთ, ახლოს არიან ბირთვისებთან.

შეცდომაა - სოფლები არიან.

სწორია - სოფლები არის.


:wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]