SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Katy » 10 სექ 2008, 13:50

ნინი_85

madloba rom siashi pirveli chamcere,zalian mikvars pirveli kanoni! :)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 10 სექ 2008, 19:49

ვიყავით...

ზუსტად 16 საათზე რესპის შადრევანთან ვიდექი. ლამამ რუსტაველზე ვარ და ავტობუსიტო მოვდივარო. დრო მქონდა იქვე მაღაზიაში გადავირბინე და გაზეთი ვერსია შევიძინე, ბელას სტატიას ვიცოდი იქნებოდა: "ოცნებისა და მარტოობის სამყარო"...
ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე და ისევ ხევსურეთში გადავვარდი...
დედი, კარგი ხარ, კარგი, ვამაყობ შენით!
კარავზეც დაგიწერია და კარველებზე :)
ლამაც გამოჩნდა...

ანანოს გადავურეკე. 16 საათის რეისი 17 საათისთვის გადაუდიათო და თამარს 17:30 ელოდნენ. რადგან ცოტა დრო გვქონდა ლამას შევთავაზე მოდი გიორგი მოვინახულოთ მეთქი და დამთანხმდა. გიორგის ეძინა და მამამისთან მიგვიყვანა დარაჯმა. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ბაქტერიებს ვერ გაუმკლამდნენ ჯერ და ეს მთავარი პრობლემა რჩება. ვისაუბრეთ გიორგიზე, კარავზე... მერე თამარის დეიდა მოვიდა, გიორგის მამამ გვირჩია ჯობია მიმღებთან დახვდეთ და მოკლე გზით გამოგვიყვანა.

მიმღებთან მზევინარი ვნახეთ, მერე თამარის ძმაც მოვიდა. ლამას ძალიან ეჩქარებოდა და 17:46-ზე წავიდა, ზუსტად 2 წუთში სასწრაფოს მანქანა შემოვიდა მიმღებში, თამარი მოიყვანეს...

ყველანი მანქანასთან მოვგროვდით, 2 გერმანელი და 2 ქართველი ექიმი მოყვნენ, თამარი გამოიყვანეს.

უნდა ვაღიარო დრო დამჭირდა რომ შატილიონკა ამომეცნო, სახე შესივებული ჰქონდა, თუმცა თვალები... თვალები ღია ჰქონდა და ცრემლით სავსე... თითქოს ეძებდა, გვათვალიერებდა ყველას... გამაჟრჟოლა, მინდოდა დამეძახა: თამარ აქ ვართ, ყველანი შენთან ვართ, ყველაფერი კარგად იქნება... საოცრად მეტყველი სახე ჰქონდა... საავადმყოფოში შეიყვანეს.

ცოტა ხანი მზევინართან ერთად ვიდეგი მიმღებში გაბრუიებული, ისევ ისეთს გვიბრუნებენო ასე უთქვამთ, მერე წამოვედი. გაჩერებაზე არ ვიყავი მისული რომ ავტობუსი მოვიდა და გავყევი. ძალიან დავმძიმდი, თამარი არ მენახა ავარიის შემდეგ და ახლა პირველად გამიჭირდა: ღმერთო, როგორ მძიმედაა, ნეტა შეძლებს?

ავტობუსი კი მიდიოდა... დიღმის ავტობაზრობას მივუახლოვდით და ფანჯარასთან ჩემი მზერა შეჩარდა: ცისარტყელა შევნიშნე, ასეთი ლამაზი არასდროს მინახია და თან ასეთი მკვეთრი. სადღაც გლდანიდან იწყებოდა, უფრო ავჭალის მხრიდან და თბილისი ზღვაზე მთავრდებოდა, იქაც ძალიან მკვეთრად. ცისარტყელას თაღი იყო საოცარი, ყველანი გაკვირვებულები ვიხედებოდით, რამდენიმე ფოტოც გადავიღე.

არ ვიცი ცისარტყელა რისი სიმბოლოა, მარა ჩემთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. იმხელა შვება ვიგრძენი იმ მომენტში, როცა თამარზე და მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი, როცა ეჭვი შემეპარა, სულ მცირედი...
ავტობუსმა თაღში გაიარა...

მჯერა რომ აუცილებლად, აუცილებლად გამოჯანმრთელდება შატილიონკა და აუცილებლად დაგვიბრუნდება...

უფალო დაიფარე და შეეწიე.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 10 სექ 2008, 21:05

ნინი_85
ნუთუ ისევ ისეთი დააბრუნეს???
:?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 10 სექ 2008, 21:09

tiko_r

თავზე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და სახვევები აღარ ჰქონდა, წამოსვლისას შუნტირებაც გაუკეთებიათ გერმანიაში.

მე მაინც ვფიქორბ რომ მინიმალური მაგრამ წინსვლა მაინცაა.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by MIRANDA » 10 სექ 2008, 21:13

დამაჟრჟოლა..

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by KINALOKO » 10 სექ 2008, 21:17

MIRANDA wrote:დამაჟრჟოლა..
ჰოო..........
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamusia » 10 სექ 2008, 21:46

ნინი 85

რას ნიშნავს თვალები ღია ჰქონდა? იმას რომ კომაში აღარ არის?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 10 სექ 2008, 21:47

Tamusia wrote:ნინი 85

რას ნიშნავს თვალები ღია ჰქონდა? იმას რომ კომაში აღარ არის?
კომას თავისი სიმძიმის დონეები აქვსო მზევინარმა... ჯერ კიდევ კომაშია.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by zika » 11 სექ 2008, 09:06

ნინ ფსალმუნების კითხვაში სთადარიგოში ჩამწერე ყოველდღე ვერა მაგრა როცა დაგჭირდებათ იქნებ ვინმე შევცვალო ხოლმე.

იმედს ნუ დაკარგავთ , ყველაფერი კარგად იქნება.
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 11 სექ 2008, 18:37

ფსალმუნნის მკითხველთა ჯგუფი ხვალ, 12 სეტქემბერს ვიწყებთ (ვაგრძელებთ) ფსალმუნნის კითხვას შემდეგი თანმიმდევრობით:


1 Katy
2. ნინი_85
3. მთა მყვარებია
4. ნამცეცუნა
5. likakoo
6. masai11
7. Legenda
8. Legenda
9. მზევინარი
10. გურული
11. კოლხი
12. svan_ka
13. E_katerina
14. თამარი_ჩ
15. მირანდა
16. Mariam
17. masai11
18. ნინი_85
19. მაიკო
20.irishka_mod
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Katy » 11 სექ 2008, 23:06

shemajrjola mec... :(

xvalidan vickebt da chveulebrivad giorgisac vixseniebt xo? rogorc adre ise vkitxulobt xo?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 11 სექ 2008, 23:08

Katy

კი, როგორც ადრე.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by masai11 » 12 სექ 2008, 10:28

აგერ განახლებული სია - ცხრილი

Image
Image


ეს კი გადმოსაწერი, ამოსაბეჭდი ვერსია:

http://www.link.ge/file/102916/KANONI-7.xls.html

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 12 სექ 2008, 10:40

ნინი_85 wrote: ცისარტყელას თაღი იყო საოცარი, ყველანი გაკვირვებულები ვიხედებოდით, რამდენიმე ფოტოც გადავიღე.

არ ვიცი ცისარტყელა რისი სიმბოლოა, მარა ჩემთვის იმედის სიმბოლოდ იქცა.
ცისარტყელა მშვიდობის ბიბლიური სიმბოლოა,
ღმერთის მშვიდობისა ადამიანებთან.
ღმერთს ყოველთვის მშვიდობა სურს კაცთა შორისაც და თავის მიმართაც , მაგრამ...
:(

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 13 სექ 2008, 22:52

დღეს თამარის დედას ვესაუბრე რესპში... სევდიანი იყო.

თამარი მებრძოლია, რასაც იტყოდა ყოველთვის ასრულებდა კიდეც მაგრამ... მაგრამ ახლა ამას ვერ ვამჩნევო, არ ცდილობს იბრძოლოსო...

შევეცადე გამემხნევებინა: ჩვენ გვჯერა რომ დაგვიბრუნდება, ისე ველით მეთქი...

გაუხარდა...

დიდი სიყვარულითა და სითბოთი მოგიკითხათ ყველანი...
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]