დავამზადოთ "საშობაო"

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავამზადოთ "საშობაო"

Post by qvevri » 24 მაი 2008, 21:39

პანტის არაყი ისედაც ძალიან მაგარი გამოდის და მაგისი საშობაოში გამოყენება ცოდოა. საშობაოსათვის ყველაზე კაი ვარიანტი სპირტია. იჩქარეთ კენკროვნები უკვე გამოჩნდა დედაქალაქის ბაზრების დახლებზე :!:

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Mariam » 25 მაი 2008, 21:00

დაიმახსოვრეთ "საშობაო" მზადება ნაკლულ, მაგრამ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
ამ წინადადებაზე დავა მომივიდა ოჯახში :? დედაჩემი მეუბნება, ჰერმეტულად დახურული ჭურჭელი აფეთქდებაო, დადუღებას (თუ რაღაც ასეთს) რომ დაიწყებსო. ასეა? :roll:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავამზადოთ "საშობაო"

Post by qvevri » 25 მაი 2008, 21:35

Mariam wrote:
დაიმახსოვრეთ "საშობაო" მზადება ნაკლულ, მაგრამ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
ამ წინადადებაზე დავა მომივიდა ოჯახში :? დედაჩემი მეუბნება, ჰერმეტულად დახურული ჭურჭელი აფეთქდებაო, დადუღებას (თუ რაღაც ასეთს) რომ დაიწყებსო. ასეა? :roll:
ძალიან არ მინდა დავის მიზეზი გავხდე :D საერთოდ სპირტში ან ძლიერ არაყში ჩაყრილი ხილი არ დუღს, ვინაიდან სპირტი საფუარებს ხოცავს და ასეთი რამ გამორიცხულია. ჰერმეტულობა იმისათვისაა საჭირო, რომ სპირტი არ აორთქლდეს, ხოლო ნაკლული ჭურჭელი კი იმისათვის, რომ "საშობაოს მასალაში" ჰაერთან შეხებით წავიდეს ჟანგვითი პროცესი და ამგვარად დამზადების პროცესი დაჩქარდეს და მან ხარისხიანად ჩაიაროს. ამის მერე როგორც გენებოს.... ისე ნუ იჩხუბებთ და თუ მაინც გადაწყვიტავთ ჩხუბს რამე უფრო სერიოზულზე იჩხუბეთ თორემ უხერხულია, ვინც გაიგებსრას იტყვის დედა შვილი არყის გულისათვის ჩხუბობდნენო :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავამზადოთ "საშობაო"

Post by ლეონტი » 25 მაი 2008, 22:42

აი დღეს სტუმარი მომივიდა.
ღვინო არ მქონდა და რა მექნა?
ავდექი ჩამოვასხი სპირტზე დამდგარი შაქრიანი მოცვი, მერე ზედ წყაროს წყალი დავამატე 1:1 მაგრამ მაინც მაგარი იყო.
ჰოდა გემრიელად სადღეგრზელოებით და რამე , ხვანჭკარასავით მიდიოდა.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Kavtaradze » 25 მაი 2008, 23:41

qvevri
:D

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
დავამზადოთ "საშობაო"

Post by chuna » 26 მაი 2008, 07:37

ჩემს ოჯახში "საშობაო ლიქიორს" ვეძახით! დედაჩემი ოცი წელია ამზადებს, რა თქმა უნდა ჭაჭაზე. რეცეპტი ჟურბალ "ბურდაში" ეწერა, პირველად რომ გამოვიდა რუსულად! ეს მართლაც ოცი წლის წინ ყოფილა................

როგორც წესი, მე არაფერს არ ვყრი და ეგ ჟურნალიც შენახული მექნება! მოვძებნი, გადავხედავ და თუ რამე საინტერესო ნიუანსი ეწერება, შემოგთავაზებთ! ევროპაში ამ ლიქიორის დიდი ტრადიცია აქვთ!!!!!!!!!!!!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავამზადოთ "საშობაო"

Post by qvevri » 26 მაი 2008, 09:22

chuna wrote:ჩემს ოჯახში "საშობაო ლიქიორს" ვეძახით! დედაჩემი ოცი წელია ამზადებს, რა თქმა უნდა ჭაჭაზე. რეცეპტი ჟურბალ "ბურდაში" ეწერა, პირველად რომ გამოვიდა რუსულად! ეს მართლაც ოცი წლის წინ ყოფილა................

როგორც წესი, მე არაფერს არ ვყრი და ეგ ჟურნალიც შენახული მექნება! მოვძებნი, გადავხედავ და თუ რამე საინტერესო ნიუანსი ეწერება, შემოგთავაზებთ! ევროპაში ამ ლიქიორის დიდი ტრადიცია აქვთ!!!!!!!!!!!!
ჟურნალ "ბურდაში" როგორც მახსოვს უფრო საინტერესო ვიღაცეები ეხატა ხოლმე და ჯობია იმათი სურათები შემოგვთავაზო :D :D :D

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Mariam » 26 მაი 2008, 23:01

qvevri wrote:ძალიან არ მინდა დავის მიზეზი გავხდე :D საერთოდ სპირტში ან ძლიერ არაყში ჩაყრილი ხილი არ დუღს, ვინაიდან სპირტი საფუარებს ხოცავს და ასეთი რამ გამორიცხულია. ჰერმეტულობა იმისათვისაა საჭირო, რომ სპირტი არ აორთქლდეს, ხოლო ნაკლული ჭურჭელი კი იმისათვის, რომ "საშობაოს მასალაში" ჰაერთან შეხებით წავიდეს ჟანგვითი პროცესი და ამგვარად დამზადების პროცესი დაჩქარდეს და მან ხარისხიანად ჩაიაროს. ამის მერე როგორც გენებოს.... ისე ნუ იჩხუბებთ და თუ მაინც გადაწყვიტავთ ჩხუბს რამე უფრო სერიოზულზე იჩხუბეთ თორემ უხერხულია, ვინც გაიგებსრას იტყვის დედა შვილი არყის გულისათვის ჩხუბობდნენო :D
არა, მთლად მასე სერიოზულადაც არ გვიჩხუბია :D ახლა კომპეტენტურ აზრს მოვახსენებ და დამიჯერებს :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავამზადოთ "საშობაო"

Post by qvevri » 02 ივნ 2008, 20:16

რაღაც მიჩუმდით და როგორ არის საქმე? ამზადებთ საშობაოს თუ ჩემს იმედზე ხართ ყველანი?

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Truli » 02 ივნ 2008, 20:19

გმადლობ რეცეპტისთვის, მიყვარს საშობაო, მაგრამ არა მგონია თავი მოვაბა
მი მალატ შვან

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავამზადოთ "საშობაო"

Post by qvevri » 02 ივნ 2008, 20:21

Trulala wrote:გმადლობ რეცეპტისთვის, მიყვარს საშობაო, მაგრამ არა მგონია თავი მოვაბა
რა თავის მობმა მაგას უნდა იყიდი სპირტს და ჩაყრი ხილს. დამარჩენი თავისით მოხდება თუ დააცდირამოდენიმე თვეს. სულ ეგ არის.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Mta Mkvarebia » 02 ივნ 2008, 20:49

qvevri wrote:რაღაც მიჩუმდით და როგორ არის საქმე? ამზადებთ საშობაოს თუ ჩემს იმედზე ხართ ყველანი?
შენი საშობაო მირჩევნია :wink: თან რომელი ტექნოლოგი მე მნახე, ესეც ბისერი და საქსოვი ძაფები ხომ არ არის? :wink:
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Truli » 02 ივნ 2008, 20:56

Mta Mkvarebia
მდამ.. აი ლესკა არ ვარგა :(
მი მალატ შვან

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Linda » 02 ივნ 2008, 20:57

qvevri

ასეა, რომ მიაჩვევ მზამზარეულს მერე არავის უნდა თავის შეწუხება :wink:


მე მაგის პირობები არ მაქვს,დედაჩემი გააკეთებს, ის არის მთავარი ტექნოლოგი სასმელებში ჩვენთან

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
დავამზადოთ "საშობაო"

Post by Linda » 02 ივნ 2008, 20:59

qvevri

ისე ხილი გასუფთავებული უნდა ჩაყარო ხომ?? მაგალითად ალუბალი კურკის გარეშე.. თუ არ აქვს მნიშვნელობა?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]