Page 1 of 38

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 14:45
by CheLo
ესეიგი ძალიან მინდოდა ამ ზამთარში წავსულიყავი სადმე სადაც ნორმალურად დავიძინებდი აგიზგიზებული კოცონის გვერდით და გადავწყვიტე ბირთვისის დაგეგმვა..
ისევ და ისევ ლევანიკოს და ბაჩუკის თხოვნით ვხსნი თემას და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ.. ეს გასვლა ზაფხულში ისევ დაიდება და არაა აუცილებელი წუწუნა ხალხი ჩაეწეროს : ) ხოდა ვისაც უბრალოდ ტყეში ძილი უნდა გეპატიჟებით.
უმჯობესია გოგოები თუ არ წამოხვალთ რადგან გაყინულ ციხეებზე ასვლა რთული იქნება :) :) :)



შეკრების დრო და ადგილი:
09.00 სთ
25.02.12
მეტრო სამგორის სადგურზე

ფასი:
3 ლარი (შემდეგ შეუთანხმდებით და უკანა გზაზე წამოგვიყვანს)

ტევადობა მინიბუსში:
შეზღუდული არაა

გასავლელი გეზი:
თბილისი-ფარცხისი-ბირთვისი-თბილისი

სანახავი ადგილები:
შეუპოვარის ციხე
ბირთვისის ხეობა
დედა ციხე

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით: ერთი გზა 56კმ სულ 112 კმ
ფეხით: სავარაუდოთ 10 კილომეტრამდე.

ამინდი:
3-5 გრადუსი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
1ჯერადი ჭურჭელი,
საგზალი
კარავი
საძილე ტომარა
ზურგჩანთა
მაშუქი
დანა
კლდეზე მოჭიდების ფეხსაცმელი (კეტები)

სასარგებლო ბმულები :კარავიდან:

დაგეგმილი გასვლები
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4893
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4906

განხორციელებული გასვლები
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4899
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4932

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 14:47
by CheLo
სია:

1. ვენტო
2. ლევანიკო
3. ბაჩუკი-გიორგაძე
4. მიქაელი

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 14:51
by shoda1121
პს. რომ იცოდეს ხალხმა რაკი წინა გასვლებში მე ვიყავი ჩარეული :) ამჯერად მე ამ გასვლასთან არანაირი საერთო არა მაქვს :))) პირადად შესვენებას ვაცხადებ თოვლი ძალიან მომეწყინა :)

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 14:55
by bachuki-giorgadze
CheLo
:D აგერ ესე არ ჯობს :)))))

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 14:56
by CheLo
shoda1121
ბევრს კარგავ : )))))

bachuki-giorgadze
ჰო ოო

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:00
by ცაბო
დაგხოცოთ თუ რა გიყოთ? :twisted:
სია:

1. ვენტო
2. ლევანიკო
3. ბაჩუკი-გიორგაძე
4. მიქაელი
5.კატო

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:01
by LEVANIKO
shoda1121
ძალიან ბევრს დაკარგავ არწამოსვლით :D

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:01
by CheLo
იმიტომ მიყვარს ბირთვისი რომ მისტიური ადგილია.. : ))) ღამე უკუნეთი სიბნელე წვება და მთვარე ხეობაში ვერ ატანს : ))) თან ულამაზესია... ცხოველების ნუ შეგეშინდებათ ლევანიკო მოდის :) :) :)

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:03
by ცაბო
CheLo
გოგოები არ წამოხვიდეთ,რა ლაპარაკია :( მჩაგრავთ?

თოვლის მხრივ როგორ ვართ? რამხელა დევს,იცის ვინმემ?

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:05
by bachuki-giorgadze
1. ვენტო
2. ლევანიკო
3. ბაჩუკი-გიორგაძე
4. მიქაელი
5. ცაბო (კუსკუსა)

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:05
by CheLo
ცაბო

ციხეზე იქნება.. წინ 2 კვირაა ნუ შეგეშინდება.. ხეობაშიც იქნება ცოტა მაგრამ უფრო გაყინული თოვლი.. : ) 25-სთვის დათბება...

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:06
by shoda1121
წერაყინები მაინც უნდა წაიღოთ ვინმეს მოყინულ კლდეზე ფეხი რო დაუცურდეს რას შვებით :) არაა საუკეთესო დრო ბირთვისისთვის :) ბატონი ნიკო კი არის ნამყოფი ზამთარში და მასთან გაიარეთ კონსულტაცია და მოგცემთ რჩევებს

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:08
by CheLo
shoda1121

მე ვარ ნამყოფი : ))) 2ჯერ თან... კოკისპირულ წვიმაშიც და ყინვაშიც : ))) არ მინდა წერაყინი :) :) :)

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:09
by ცაბო
CheLo
უი,ეხლა შევხედე,რომ 25 დაგიდიათ :D
ქეთოსაც ენდომება წამოსვლა,გავარკვევ ერთი მაგ ამბავს.

ხაჭოს ნამცხვარი ვისაც უნდა,პირველ 7ეულში მოასწროს ჩაწერა :D:D:D

ვენტო,კლდეზე და ციხეზე ხოხვები არ მიჭირს,პირიქით,მეხალისება.თუ დავიწუწუნებ და მიმჩექმეთ და მმაგდეთ :D

სად ვრჩებით ღამით? ბანაკი ფარცხისში>? თუ ?

ბირთვისები ყინვა-გამძლეთათვის 25-26 თებერვალი

Posted: 14 თებ 2012, 15:10
by LEVANIKO
shoda1121
გეუბნებით სულ რო არცერთ ციხეზე არავიდეთ ისედაც კარგი იქნება კარგად გავერთობით ვიმწვადავებთ და ასე შემდეგ