ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by CheLo » 21 მარ 2011, 13:14

1. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ტბისი - ბირთვისი

2. ქვეყანა, ქალაქი:
საქართველო. ქვემო ქართლი.

3. გეოგრაფიული მდებარეობა:
ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე.

4. მონახულებული ადგილები:
ბირთვისის ხეობა – ზედა ციხე

5. გასვლის ხანგრძლივობა:
2 დღე

6. მინიბუსი:
1. მამუკა ერქვა და არ გვიქირავებია

7. ტრანსპორტის ფასი:
3–3 ლარი ანუ ჯამში 6 ლარი

8. სხვა ხარჯები:
არაფერი. საკვები თან გვქონდა ყველას

9. გასვლის მოთავე:
მამუ და ჰერეთი

10. სირთულე:
ცოტა რთული იყო თოვლის გამო რადგან ფეხები გვისრიალებდა

11. განსაკუთრებული რჩევები:
თბილი ფეხსაცმელი და აუცილებლად საძილე ტომარა :lol:

12. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
კარავი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა, მაშუქი, დანა, საკუთარი ჭურჭელი, თბილი ფეხსაცმელი და მინი აფთიაქი.

13. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სავარაუდოდ 120 კმ

14. მარშრუტის სიგრძე ფეხით
ტბისიდან ბირთვისამდე სადაც დავბანაკდით 4.5 კმ. ბირთვისიდან ზედა ციხემდე 4 კმ. (აღმართი)

15. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იყო. წყარო მოჩუხჩუხებდა ჩვენგან 50 მეტრში.

16. მონაწილეთა რაოდენობა?
9 კაცი.
1. მამუ
2. ჰერეთი
3. მიქაელი
4. ჰერეთის + ჩხურტულა (ნოდარი)
5. wentto
6. wentto-ს + (თემო)
7. ბასილა

ჩვენთან ერთად დაბანაკდნენ ასევე ლუკა და ოლა /პოლონელი ტურისტი/
Last edited by CheLo on 22 მარ 2011, 14:52, edited 4 times in total.
Image


User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by CheLo » 21 მარ 2011, 13:35

შეუპოვარის ციხე სიმაგრე ზედა ციხიდან : )
Image
Image
Image




User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by CheLo » 21 მარ 2011, 13:59

სანამ მიხო იტყვის მეც ვიტყვი ჩემსას : ) ესეიგი დილით შევიკრიბეთ სოფელ ნავთლუხში :lol: :lol: და იქიდან სადღაც 10-ზე გამოვედით. ტბისში ჩავედით 50 წუთში და იქიდან ბირთვისამდე აბრას კი ეწერა 3.5 კილომეტრი მაგრამ ალბათ 5 ნამდვილად იქნებოდა სადაც ჩვენ დავბანაკდით. ამ დროს სანამ ვისვენებდით და სურათებს ვიღებდით მოვიდა მეორე სამარშრუტოც სადაც კარაველებიც იყვნენ.. მე მხოლოდ 2 ვიცანი ქსოვრელი და სკოპი. ანუ ერთ ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.. წავედით და რომ ვთქვა რთული გზა იყოო არა მაგრამ ბარგით აღმართზე სიარული მაინც რთულია. ერთი რამაც გამაკვირვა პირველად ის იყო რომ, მზე იყო და თოვლი არსად ჩანდა და გამიხარდა ვალინკები რომ არ მეცვა მაგრამ მთებ შუა ვიწრო ნაპრალში რომ შევედით იქ ძველი თოვლი ისევ არ იყო დამდნარი და კარგად გავილუმპეთ. ბოლოს ჩამოვედით როგორც იქნა და გავშალეთ კარვები. პირველ დღეს მხოლოდ კარვების გაშლას ღადაობას და გართობას დაუთმეთ და ციხეების სანახავად არ წავსულვართ მეორე სამარშრუტოს ხალხი კი ერთ დღიანზე იყვნენ და წავიდნენ ზედა ციხეზე. მხოლოდ სკოპი დარჩა რომელსაც ჩინური კეტები ეცვა ფერადი :lol: :lol: :lol: ხოდა არაფრის დიდებით არ იხდიდა რომ გაეშრო კეტები და ფეხი.. ბოლოს ვთქვით ალბათ წინდა აქ გახეულიო და თითი უჩანსო და გაიხადა :lol: :lol: :lol: ყველაფერი წესრიგში იყო : ) სადღაც 3 საათში ჩამოვიდნენ ისინი ციხიდან და დავიწყეთ ქეიფი გართობა ამ დროს თუ ცოტა ადრე გზაში შემოხვდნენ ჰერეთს ბიჭი და გოგო როცა ნადირობაზე იყო და ბიჭი ქართველი იყო გოგო პოლონელი : ) და ურჩია ჩვენთან დაბანაკებულიყვნენ და საერთო ჯამში გაიშალა 4 კარავი. (ჩვენსას კარავი არ ერქვა მე და ძმაკაცი ლევანიკოს კარავში ვიწექით და ის კარავი კი არა კარავის მინიატურული ნიმუშია :lol: :lol: პირველ დღეზე ერთს ვიტყვი მხოლოდ რომ ძალიან გავერთეთ და ეს პოლონელი გოგო ოლა ნოვაკი ძალიან საყვარელი და მხიარული გოგო აღმოჩნდა ამდენი მთვრალი კაცის დამტვრეულ ინგლისურს გაუძლო და ყველა ჩაგვაძინა და თითონ ბოლოს დაწვა :lol: :lol:

მეორე დღეს სიცივისგან და საძილე ტომარის არქონისგან გამეგვიძა პირველი მე (მთლიანობაში არც მძინებია მციოდა ადიელაში ) და 8:15 წუთზე გავაღვიძე სოფელი ჩემთან ერთად ჰერეთიც ადგა სტაცა თოფს ხელი და გაიქცა სანადიროდ.. რაც კი დაფრინავდა ყველაფერს ესროდა გინდა ეს ჩიტი, შაშვი , იეღოველი თუ მფრინავი ჟირაფი ყოფილიყო :lol: :lol: :lol: და მოკლა 5 ცალი ჩიტი რომელიც თითონვე შეჭამეს : ) შემდეგ ყველა რომ ადგა და მზემაც გამოანათა წავედით ზედა ციხის ასაღებად მაგრამ სულ სხვა გზაზე ვიარეთ და სხვა მთაზე ავედით. საშინელი აღმართი იყო მართალია ციცაბო არ იყო მაგრამ ფოთლებში ფეხი გვეფლებოდა და მეტ ენერგიას გვართმევდა.. ამან დაგვაკარგინა ძალიან დიდი დრო. ბოლოს ჩამოვედით უკან და სულ სხვა გზით წავედით და ულამაზესი ფოტოებიც გადავიღე 2 კლდე შუა გამავალ მდინარეში ჭყაპუნით მოვდიოდიტ შემდეგ უკვე აღარ მახსოვს ისეთი დაღლილი ვიყავი აღარც ზედა ციხის ნახვა მინდოდა და აღარც შეუპოვრის.. რომ ავედით ძალიან ციცაბო კლდე შემოგხვდა სულ მთლად გალავანზე რომ ავსულიყავით ციხის და მამუ ავიდა და ბაწარი ჩააბა ხეს და თოკის საშუალებით ავედით, ხელები კი დავიჩეხე :lol: :lol:

ასე და ამგვარად ულამაზესი ადგილები ვნახეთ ასე სიტყვით გადმოცემა ძნელი სურათებს ჩავყრი და ნახავთ : ) ძალიან კარგი იყო მაგრამ დაშვებული შეცდომის და გზის არევის გამო სამწუხაროდ შეუპოვარზე ვერ ავედით. მე არც მწყენია ზედა ციხიდან შეუპოვარი ისედაც მოჩანდა და სურათების გადაღება მოვახერხე .. აი ენერგია კი აღარ მეყოფოდა ნამდვილად იქ ასასვლელად : ) აიიი უკვე 5 გასვლაში ვიყავით და ასეთი მაგარი ემოციური მხიარული და შთამბეჭდავი ლაშქრობა ჯერ არ ყოფილა :oops: :oops: :oops: :oops:
Last edited by CheLo on 21 მარ 2011, 16:34, edited 1 time in total.
Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by Hereti » 21 მარ 2011, 16:24

სათქმელი თქმულა უკვე, რახან დაიწყე განაგრძე
ძააან მაგარი იყო, ცოტა ექსტრემალურიც, და უცნაურიც :wink:

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by mariamooo » 21 მარ 2011, 21:01

სამხედრო სტილში მაინტერესებს ეს ლაშქრობა :D

პ.ს. მშვენიერი თავგადასავალი მოგიწყვიათ :):):)


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 მარ 2011, 02:33

შესანიშნავია, რომ ეს გასვლა განახორციელეთ.
ოღონდ, ცოტა არ იყოს, კარავულ ლაშქრობაში თოფის გამოჩენა ძნ მეუცხოვ-მეხამუშა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by Ledi » 22 მარ 2011, 18:00

Hereti wrote:Ledi
ეე აბა რარა დავწერო დაწერეს უკვე, მოულოდნელობის ეფექტი აღარ ექნება :lol:
Hereti
კარგი რა, რამდენ ხანს უნდა ველოდო, ისედაც ცალი ფეხი სამარეში მიდგას!
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by Ledi » 22 მარ 2011, 18:04

რაც შეეხება WenTTo-ს ვერსიას - ფრიად საინტერესო იყო, შეიცავდა კომპრომატებს და მაინტერესებს როგორ გაიმართლებ თვს იმ ფაქტზე, ფრიველთა სამყარო რომ აგიოხრებია. ან რამ მიგიყვანა ამ ზომამდე.
რას ერჩოდი, ყოფილიყვნენ ეხარათ გაზაფხულით :?: :!: . . .
:)
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
basila
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 28 მაი 2009, 22:35
Location: ±∞
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by basila » 22 მარ 2011, 18:43

ვიდეოების უმეტესობა პირველ დღეს გადავიღე , ჰო და ვიდეობში კი არიან კარველები მაგრამ არა კარავზე დაგეგმილი ლაშქრობის მონაწილეები, დავდებ ამ თემაში მე და ჩემი ხმა ხომ მაინც ვართ ამ გასვლის მონაწილენი ;)

http://www.youtube.com/watch?v=3L35rTbm ... A1D0465236

:arrow:

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ბირთვისი – ზედა ციხე – შეუპოვარის ციხე

Post by Hereti » 22 მარ 2011, 20:49

Ledi
არა თქო, მართლა აღარ აქვს აზრი,

აზრი მაშინ ექნებოდა თუ თავიდანვე დავწერდი, შემდეგში იყოს, კიდევ ბევრი გასვლა იქნება ეხლაც ვფიქრობ ერტ სუპერ გასვლას, ხოოოოოოოოდა მერე დავწერ ჩემებურდ

ფრინველტა სამყაროს რაც შეეხება , ვინ გითხრა რომ მე ავაოხრე?
დახოცილები ვიპოვე 2 ცალი :wink: :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]