ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 03 აპრ 2011, 17:55

1. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ფარცხისი - ტბისი - ბირთვისი

2. ქვეყანა, ქალაქი:
საქართველო. ქვემო ქართლი.

3. გეოგრაფიული მდებარეობა:
ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე.

4. მონახულებული ადგილები:
ბირთვისის ხეობა – ზედა ციხე - და სხვა რამოდენიმე მთა კიდე : )

5. გასვლის ხანგრძლივობა:
2 დღე

6. მინიბუსი:
არ გვიქირავებია გზაზე ხელით ვაჩერებდით 2 დღეს ტრანსპორტს : )

7. ტრანსპორტის ფასი:
3–3 ლარი

8. სხვა ხარჯები:
არაფერი. საკვები თან გვქონდა ყველას

9. გასვლის მოთავე:
მე

10. სირთულე:
სირთულე 9.5 და ქვემოთ მოვყვები რატომაც.

11. განსაკუთრებული რჩევები:
თბილი ფეხსაცმელი და აუცილებლად საძილე ტომარა და 2-2 ადიელა : )

12. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
კარავი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა, მაშუქი, დანა, საკუთარი ჭურჭელი, თბილი ფეხსაცმელი და მინი აფთიაქი.

13. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სავარაუდოდ 120 კმ. 48კილომეტრია ფარცხისამდე და 5კმ ტბისამდე.

14. მარშრუტის სიგრძე ფეხით
ტბისიდან ბირთვისამდე სადაც დავბანაკდით 4.5 კმ. ბირთვისიდან ზედა ციხემდე 4 კმ. (აღმართი)

15. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იყო. წყარო მოჩუხჩუხებდა ჩვენგან 50 მეტრში. (მაგრამ ყვითელი) :D

16. მონაწილეთა რაოდენობა?
1. ვენტო
2. + თემო
3. + ჯულია
4. + ლევანიკო (ამინდმა შეაშინა და აღარ დარჩა)
5. + ნათია (იგივე)
6. + კევლა (იგივე)
Image

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by ინა-უნა » 03 აპრ 2011, 17:57

უჰ წარმოიდგენია კოკისპირული წვიმა ბირთვისში.
იმ სურათის დადებით დაიწყოს ამსახველი ფოტომასალა. 8) იქნებ ჩვენც შეგვეშინდეს. :twisted:

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 03 აპრ 2011, 18:25

მოკლედ დავიწყებ ახლა მოყოლას როგორი გიჟური და გადარეული ლაშქრობა გამოგვივიდა. ეს აზრად 2 კვირით ადრე მომივიდა და რადგან თემა გახსნილი მქონდა და არც ის ვიცოდი 2 კვირის თავზე თუ ასეთი ამინდი დაემთხვეოდა მაინც წავედით იმიტომ რომ ყველა მეგობარი ვინც კი მოდიოდა ზოგმა სამსახურში ცვლა გადაცვალა ზოგმა ფული ისესხა და ერთი სიტყვით ჩავთვალე რომ უპატივცემულება იქნებოდა რომ გადამედო. მე ასეთი ვარ ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ და რამე რომ არ სრულდება ძალიან მწყინს აქედან გამომდინარე მაინც წავედით და სადღაც 9 საათზე გამოვედით სამგორიდან გზაზე სულ იმედი მქონდა რომ როგორმე მზე გამოანათებდა ან კიდევ ბირთვისში მაინც არ იქნებოდა წვიმა. რომ მივედით გაუყევით ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობ აღმართებს გზა კი ძალიან ტალახიანი სველი და სრიალა იყო ამან დაგვაკარგინა საათ ნახევარი რომ ჩავედით გადავწყვიტეთ კარავი გაგვეშალა არა ვაკეზე არამედ პატარა გამოქვაბულში სადაც წვიმა არ შეგვაწუხებდა. ნუ გოგოები გვყავდა და ისენი 40 წუთის დაგვიანებით მოვიდნენ დაღლილ დაქანცულები. ამ დროში მე კარავიც გავშალე და ირგვლივ მიდამოც მივასუფთავე რომელიც საღორეს გავდა. ყველას არააქ კულტურა თავისი ნაგვის გადაყრის. დავბანაკდით და სანთლების და ტუალეტის ქაღალდების მეშვეობით ცეცხლიც დავანთეთ. გამოქვაბულიდან ლამაზი ხედი იშლებოდა კოკისპირული წვიმა და ნახევრად გამწვანებული მინდორი : ) განსაკუთრებით რთული იყო შეშაზე სიარული რადგან ტალახი იყო და შეშაც სულ სველი იყო და რაც მთავარია ძალიან ცოტა. მერე გადავწყვიტეთ რახან აქ ვართ ბარემ ციხეზე ავსულიყავით აბა ისე რა ხიბლი ექნებოდა ლაშქრობას. და გაუყევით 4 კაცი გზას (მე, თემო, ჯულია, კევლა) ვინც ნამყოფია ეცოდინება აი ორ კლდე შუა რომ შესასვლელია და ზამთარში მდინარესავით მოჩუხჩუხებს დამდნარი თოვლი ეგ : ) წინ კი მივიწევდით და სიმართლე რომ ვთქვა არ დავღლილვართ ძაან რადგან მზე რომ არ იყო და წვიმა იყო ალბათ ენერგია ვერ წაგვართვა. ბოლოს მივადექით იმ საშინელ კლდეს რომლიდანაც ბოლო შესასვლელი მოჩანს ციხეზე და ვაიმე ჩვენ :lol: იქ ზაფხულში ჭირს ასვლა და ახლა კიდე წყალი მდინარესავით მოჩუხჩუხებდა თან ისეთი ბურუსი იყო მხოლოდ 10 მეტრის რადიუს ვხედავდით :) ცოტახანი გავჩერდით ანდერძები დავტოვეთ თუ ვინმეს რამე შეგვემთხვეოდა და ასვლა დავიწყეთ რის ვაივაგლახით პირველი ავიდნენ ჯუკა და კევლა და ჩვენ მე და თემო ქვემოთ დავრჩით და ჩვენც რომ წავედით შუა გზაში ფეხების კანკალმა აგვიტანა წინ ვერ მივდიოდით უკან ვერ ვბრუნდებოდით და გული კინაღამ გადამიქანდა მეთქი აქ გავიჭედეთ მგონი თქო : )))))) მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და ავედით მაინც და ულამაზესი ხედები ვნახეთ ბინდში მოჩვენებასავით რომ მოჩანდა ირგვლივ მთები (დაფიქსირებული მაქ) აი მერე კი მართლა საშიში გახდა გზა ჯერ ასვლა რა იყო იმ კლდეზე და მერე ჩამოსვლა : ) მაგრამ მე ერთი ხერხი დავამუღამე უკანალით ჩამოვდიოდი და რადგან ჯინსი სველი მქონდა და ოდნავ ჩავცოცდებოდი და ვჯდებოდი ფეხები კი მისრიალებდა მაგრამ ისე ეწებებოდა ეს ჯინსი კლდეს რომ ვერ მასრიალებდა და შეიძლება ითქვას ჩამოსვლა უფრო ადვილი აღმოჩნდა ჩემთვის. ერთი ეგ იყო საცვალიც კი სველი მქონდა. ვიჭყუმპალავე კარგად. ჩამოვედით ავღნიშნეთ მშვიდობით ჩამოსვლა და არაფერი დაგვშავებია თუ არ ჩავთვლით იმას რომ ხელი მომაყოლეს 2 ხეს შუა და მაღრიალეს იმხელა ხმაზე ქვემოთ გამოქვაბულში ლევანიკომ გაიგო ხმა :) რომ ჩავედით მერე დავიწყეთ სურათების დათვალიერება და ჰოი საოცრებავ ერთ ერთ სურათზე სადაც ჯუკა არის გადაღებული უკან კლდესთან არც ისე პატარად მოჩანს რაღაც მოჩვენება ანუ მე მივამსგავსე რაღაცა კვერცხის ფორმა აქვს და თითქოს თავზე ცეცხლი.. მზე რომ ყოფილიყო ან რამე ვიფიქრებდი აირეკლა რამემ თქო მაგრამ ისე წმინდათ მოჩანს რომ ძნელია შინაარსი გამოუტანო რადგან სხვა სურათებში ის არარსებული გაელვება აღარ ჩანს იმავე ადგილზე : ) ამ სურათებს მალე განახებთ. შემდეგ ის იყო რომ ვჭამეთ და რადგან უამინდობა იყო შეშაც არ გვქონდა შევარდით კარავში და ამ დროს ერთ ერთმა გოგომ გინდა თუ არა აქ მე ვერ დავიძინებო და სახლში მინდაო და რომ გაჯიუტდა სხვა რა გზა გვქონდა და გავაყოლეთ 2 ბიჭი და დავრჩით 3ნი. იმის მერე კარავიდან აღარც გამოვსულვართ ისე მოვიდა მეორე დღე და 8 საათი : ) ღამე კი რაღაც სასწაული ხმა გვესმოდა 2ჯერ მეწყერის ჩამოვარდნის ხმა ისმოდა და ტოტების ტეხვის ამან ჩვენი ერთადერთი გოგო ძაან შეაშინა ჩვენ კიდე ვხარხარებდით და საშიშ ისტორიებს ვყვებოდით ფანრით : ) დილით ყელ გამშრალებმა გამოვიღვიძეთ და ის წყარო რომელიც ისმეოდა და სუფთა იყო მოდიოდა თითქოს წმინდა მაგრამ ბოთლში ყვითელი წყალი გამოჩნდა. ისეთი მოწყურებულები ვიყავით მაინც დავლიეთ : ) მერე წავედით ვითომ შეუპოვრის დასალაშქრად და რადგან გზა არ ვიცოდით რამოდენიმე მთაზე უშედეგოდ ბოდიალის შემდეგ უკან დავბრუნდით ავალაგეთ კარვები და წამოვედით. გზად კარგა ბლომად სასიარულო გვქონდა რადგან ფარცხისამდე ფეხით უნდა ჩამოვსულიყავით, სამარშრუტოს მძღოლს არ შევუთანხმეთ ამოეკითხა. ბოლოს ერთ ერთმა მანქანამ წამოგვიყვანა თბილიში საერთო ჯამში უკანა გზაზე 10 კილომეტრის გავლის შემდეგ. ასე რომ ახლა აქ ვართ და მიუხედავად იმისა რომ ამინდი არ იყო წვიმას საერთოდ არ გადაუღია და დიდად ვერც გავერთეთ მაინც თავგადასავლებით სავსე და საინტერესო გასვლა გამოგვივიდა : )
Last edited by CheLo on 04 აპრ 2011, 00:17, edited 1 time in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 03 აპრ 2011, 18:52

ბინდში მოცული ზედა ციხე : )
Image
Image
Image
Image

კლდეები
Image
Image
Image

ჩვენ
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 03 აპრ 2011, 18:57

ეს ყველა სურათი მაშინაა გადაღებული როცა წვიმა ცოტა შესუსტდა და უბრალოდ ჟინჟლავდა.
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 03 აპრ 2011, 18:59

დანარჩენ სურათებს და იმ საოცარ სურათსაც ხვალ დავამატებ რადგან მეგობრის აპარატით ვიღებდით : )
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by Naia » 03 აპრ 2011, 19:22

ყოჩაღ, თქვენ! ასეთ ნისლში რომ გარისკეთ და ციხეზე ახვედით! იმ საოცარ ფოტოს კი მოუთმენლად ველი

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by nikolozi » 03 აპრ 2011, 20:25

WenTTo მაგარი ხარ! ეგეთ ამინდშიც რო არ გადაიპიქრე და წახვედით! და რაც მთავარია მშვიდობით დაბრუნდით ! ველოდები იმ საოცრების ფოტოს !
წარმატებეიიიიი
A NEW ADVENTURE IS WAITING


User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 04 აპრ 2011, 00:14

მალე დავდებ გამომიგზავნიან და .... ერთი ის დამავიწყდა მეთქვა კიდე რომ ღამე ისეთი არნახული სიბნელე იყო თითს თვალთან ვერ მოიტანდი.. აი საერთოდ არაფერი ჩანდა.. ასეთი სიბნელე ცხოვრებაში არ მინახავს.. მთვარე მგონი არც არსებობდა.. "სოკოზე" გასვლა კი რაღაც წამება იყო სიცივე ყინვა და სიბნელე კიდევ კარგი ფანარი მქონდა რომელიც რაღაცას ანათებდა ვითომ ერთ წერტილს.. თან საჭმელი გვედო ახლო მახლო და მეთქი რამე ცხოველი არ მოიზიდოს თქო :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by Tamari-ch. » 04 აპრ 2011, 08:44

WenTTo wrote:მალე დავდებ გამომიგზავნიან და .... ერთი ის დამავიწყდა მეთქვა კიდე რომ ღამე ისეთი არნახული სიბნელე იყო თითს თვალთან ვერ მოიტანდი.. აი საერთოდ არაფერი ჩანდა.. ასეთი სიბნელე ცხოვრებაში არ მინახავს.. მთვარე მგონი არც არსებობდა.. "სოკოზე" გასვლა კი რაღაც წამება იყო სიცივე ყინვა და სიბნელე კიდევ კარგი ფანარი მქონდა რომელიც რაღაცას ანათებდა ვითომ ერთ წერტილს.. თან საჭმელი გვედო ახლო მახლო და მეთქი რამე ცხოველი არ მოიზიდოს თქო :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
მოკლედ ლაშქრობა კი არა, გამოსაცდელი წვრთნა იყო მე მგონია -
აი ისეთი ამერიკელ რეინჯერებს წოდების მინიჭების წინ რომ უტარებენ ხოლმე...
:lol:

ღამე დევების არ შეგეშინდათ?
:shock: :D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 04 აპრ 2011, 14:26

Tamari-ch.

დევს დევების არ ეშინია :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2011, 16:19

კგია, რომ წახვედით და წვიმას არ შეუშინდით.
ოღონდ, ნისლი-წვიმის დროს უსაფრთხოება დასაცველია.
შენი წერილის მიხედვით, ვასკვნი, რომ ეს უგულვებელყავით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by CheLo » 04 აპრ 2011, 16:22

GAMARJOBA SAKARTVELO
თოკი ჩვენ არ გვქონდა და სხვა რამე. საფეხურები კიდე არ ჩანდ ან იყო საერთოდ...
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბირთვისი კოკისპირულ წვიმაში.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2011, 16:28

WenTTo wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თოკი ჩვენ არ გვქონდა და სხვა რამე. საფეხურები კიდე არ ჩანდ ან იყო საერთოდ...
თოკი თუ არ გქონდათ და საფეხურები არ ჩანდა, სწორედ მაგიტომ არ უნდა გაგერისკათ.
ბირთვისების კლდეები მუხთალი რამეა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]