კარავის დღიურები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 21 დეკ 2007, 03:30

ზამთარმა ძალა მოიკრიბა, გარეთ ძალიან ცუდი ამინდია, ლაშქრობები ცოტა გაჭირდა... სატელევიზიო სერიალებს არ ვუყურებ :)))), ვიფიქრე და ეს მოვიფიქრე: გთავაზობთ აქვე ჩემი მეგობრის მიერ გახსნილი თემის "როგორი იყო ადრე კარავი" თანამგზავრ თემას... გთავაზობთ დღიურებს, იმ პააატარ-პატარა ამბებს, რომელთა მონაწილენიც თქვენთვის ნაცნობი რეალური ადამიანები არიან თავიანთი ორიგინალური ბუნებით, ბუნებრივი ხასიათით და სახასიათო შტრიხებით (მე იძულებითი პერსონაჟი ვარ, როგორც მთხრობელი :wink: ), მოკალათდით და დავიწყებ...

p.s. აქ მოთხრობილი ამბების 97,1%, გამხატვრულების მიუხედავად, შეესაბამება სიმართლეს.
გთხოვთ, ნუ გააოფტოპიკებთ.მოქმედი პირები წარმოდგენილია მათი ნიკებით.
Last edited by kotetbeli on 21 დეკ 2007, 03:32, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 21 დეკ 2007, 03:31

I

“დრუიდი” ჩამოდის

ერთ მშვენიერ დღეს “დრუიდმა”, ძველმა კარველმა, რომელიც დიდი ხნით უკრაინაში იყო წასული, დაურეკა “ლამა”-ს და უთხრა, რომ საქართველოში ბრუნდებოდა. თავის მხრივ, “ლამა”-მ მე დამირეკა-“დრუიდი” ჩამოდის, გამოდი, შეგვხვდიო...
მაშინვე გამახსენდა ყველა ის ტყუილი, რა “მასალებითაც” “ლამა” 7593241547-ჯერ მყავს მოტყუებული და ლოგიკურად დავუშვი, ალბათ რევანშს მიღებსთქო. ჯერ დავაპირე ყველასათვის კარგად ცნობილი ნაკვეთში წასვლის პრობლემატიკა გამეშალა პასეანსივით და ბოლოს მეთქვა-ან წამოვალ, ან ვერა-მეთქი, მაგრამ ბოლოს დავასკვენი, თუნდაც გამაშაყიროს, ეს ყველაფერი ბოლოს მაინც კარგ მოგონებად რჩებათქო და წავედი.
პედაგოგიურთან დამხვდნენ “ლამა” და “დრუიდი”. “დრუიდს” ქურთუკზე ეტყობოდა ბეჭების მხარეს “ლამა”-ს ნატყაპუნები დიდი ხელები, თან რომ რითმში მიაყოლებს ხოლმე: “როგორა ხარ, შე მაგარო, როგორ, ა?”.
ჩვენი სტუდენტობისდროინდელ კაფეში წავედით იქვე. დავსხედით.
ესე იგი, “მუსიკა” აეწყო:
“დრუიდი” ერთ სტაბილურ ტემპში ყვება უკრაინულ ამბებს, სტაბილურ რიტმშივე გახარებული “ლამა” ბეჭებზე უტყაპუნებს ხელებს მთელი ძალით “გაიხარე, გაიხარე”-ს ძახილით და მისამღერივით შიგადაშიგ ჩემი სწრაფი ლაპარაკიდან ცნობილი ფრაზა ისმის: “აუუუ, რა მაგარია ბიჭო, აუუუ...” (ეს ის ერთადერთი ცნობილი ფრაზაა, რომელიც გარანტირებულად ისმის ხოლმე “კოტეტბელის” ჩქარი ლაპარაკიდან, რომლის საფუძველზეც ზოგიერთმა მეცნიერებასაც ჩაუყარა საფუძველი: “კოტეტბელის გადაყლაპულ ბგერათა მოძიება, შესწავლა და რესტავრაცია”)
გარეთ დაეტყო, რომ უკვე წვიმას აპირებს, ვხედავ როგორ აპირებენ უკვე კაფის დახურვას, როგორ შემოგველია ყავა, როგორ შემოგვეჭამა ხაჭაპური და ვხედავ, როგორ უნდა “ლამა”-ს სიმღერა...
- “გობე”-ს ავუაროთ და ვუმღეროთ-თქვა “ლამა”-მ.
- დღეს დავიღალე-თქვა 2-ოდე კილომეტრის მოშორებით სამსახურიდან სახლში ახლადმისულმა “გობე”-მ. და მარცხენა ხელის გული მოეფხანა...
- მონო ვიმღეროთ სადარბაზოსთან თუ ავიდეთ და პირდაპირ სტერეო ხარისხი ვუმღეროთ ბინის კართან?-იკითხა “კოტეტბელმა”
- რა კარგია, რომ ჩვენს სართულზე ვერ აღწევს კავსაძის ქუჩის ხმაური-გაიფიქრა დაღლილმა “გობე”-მ. (2-ოდე კილომეტრის მოშორებით).
- მელანო ვნახოთ-თქვა “დრუიდმა”.
და მელანო ვნახეთ.
ვაკის სამების ეკლესიასთან დაახლოებით 2 საათი ვიდექით წვიმაში, სამივეს მელანოს ქოლგაში გვქონდა თავი შეყოფილი და ვსაუბრობდით... წვიმის წვეთების წკაპა-წკუპზე “ლამა”-ს რიტმები აემღვრა და ღრმად ჩაისუნთქა...
ჩვენ ვერაფერი მოვასწარით... ამას სასამართლოზეც დავადასტურებთ! ისე, ტყულად გვიჩივის ახლომდებარე კორპუსის 17 ოჯახი ღრმა ძილიდან სტრესული აკუსტიკური გაღვიძებისთვის...
2 საათის შემდეგ, როდესაც სიმღერით (შიგადაშიგ ლაპარაკითაც) დავიღალეთ, იქვე, გზის გადაღმა შევამჩნიეთ კაფე...
-მოდი, შევიდეთ და ჩაი დავლიოთ- ვთქვით ყველამ ერთად და სახლებში წავედით...
Last edited by kotetbeli on 21 დეკ 2007, 14:41, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის დღიურები

Post by lama » 21 დეკ 2007, 10:04

kotetbeli
გაიხარე! ....ეს მე ვარ ლამა.... გაიხარე ! ხელისდატყაპუნებისსიცილაკი :)

ძალიან კაი თემაა განვაგრძობ:

მოკლედ მე დრუიდი (ახლადჩამოსული) და ჩვენი ძმა კოტე იანტბელიძე (და არა იანტბერაშვილი :) )... შევედით კაფეში :) დაგვხვდა ძალიან თბილი სიტუაცია... მაგრამ ჰოი საოცრებავ შევძახე მე შორისდებული (ჰოი ) :) უცებ შემოვიდნენ ნასვამი ე.წ. რეგვნების ჯგუფი (ლებანიძის ცნობილი ლექსისა არ იყოს) მათგანი ერთი, გვარად ჯაფარიძე, იყო ძველი მოკრივე თუ მოჭიდავე არა.. არა.. მოჭიდევე... მოკრივე ჩვენი კოტე გახლდათ ... :D

დაიწყეს ჩაის სმა და მოინდომეს სიგარეტის გაბოლებაც... სწორედ ამ დროს პერსონალმა შენიშვნა მისცა; ნუ მოსწევთ სიგარეტსო.... აი აქედან დაიწყო 2 საათიანი შეხლა შემოხლა. ჩავერიეთ ჩვენც და მოკლედ ძლივს დავაწყნარეთ სიტუაცია იქიდან ისინი და აქედან ჩვენ და ოფიციანტები მოკლედ ძლივს ჩაქრა ცეცხლი კოტეს ნერვები მოეშალა დრუიდსაც და მეც რა თქმა უნდა... აი ასეთი სიტუაცია დახვდა ჩვენს ვაჟიკოს (დრუიდს) თბილისში ახლად ჩამოსულს... ასეთი უნდა მეგობრებო დახვედრაც :D:D:D:D

აი მერე იყო გობესთან , რომ გადავწყვიტეთ შეგვევლო მაგრამ ვერ მოვახერხეთ და რატომ იცით???? ვარჩიეთ წვიმის ქვეშ სამების ტაძრის ეზოში გვემღერა მე კოტეს დრუიდს და მელანოს მრავალი ქართული ხალხური სიმღერა ....

ძალიან ლამაზი იყო ეს ყოველივე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 21 დეკ 2007, 13:35

II

ფშავი

25-ოდე კარველი წავედით ფშავში, მათურხევში. იყვნენ ახლებიც, რომლებიც პირველად იყვნენ ლაშქრობაში. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი-ჩვენი მეგობრის +, რომელმაც თავისი აღნაგობის შესაფერისი ისტორიები მოყვა იმის შესახებ, თუ როგორი მაგარი რაგბისტი იყო, როგორ გაუტეხა მოწინააღმდეგეს ნეკნი შერკინებისას, როგორ ახტა თავის ტერიტორიაზე და როგორ დახტა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ლელოთი... მოკლედ, ისღა დაგვრჩენოდა ყველაფერზე თავი გვექნია, თან თავის ქნევისთვის მეტი პლასტიკის მისაცემად ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარულიც გვეხმარებოდა.
ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ბარგი გადავინაწილეთ... ყველაზე ცუდი სატარებელია საჭმლის ქვაბი, ყველი და კარტოფილი.
ცალკე მეცნიერებაა ზურგჩანთაში ნივთების მოწესრიგებულად გადანაწილება და რაც კარველისთვის ყოვლად მიუღებელია, ეს არის ვითომ მძიმე ზურგჩანთების თრევა სხვის დასანახად, რაც ძალიან მარტივია: ავიღებთ დიდ ზურგჩანთას, 2-ოდე ჯემპრს, 1 შარვალს და დაუკეცავ 80 გრამიან კარავს ჩავდებთ დაუკეცავს და ზურგჩანთაც გაბერილია... :))) (ნურავინ გაიმეორებთ)
ლაშქრობას თანმიმდევრულად არ მოვყვები, ამისთვის ცალკე შესაბამისი თემებია, მხოლოდ იმას გავიხსენებ, რაც მათურხევში სალოცავზე შეგვემთხვა...
ჩვენთან ერთად იყო კანადელი სტუმარი, ქართველოლოგი- ქევინ თუითი, რომელიც თურმე ხშირად სტუმრობს ფშავს და შესანიშნავად იცის როგორც ქართული, ისე იქაური ყოფა-ცხოვრება და თითოეული ოჯახის ამბავი.
პირველად მაშინ გაგვიკვირდა, მათურხევისკენ გზაში ქევინმა სოფლის თავში მჯდომ მარუსა ბებოს რომ კითხა-რა ქნა, შენმა ძროხამ მოიგო მაკეთ რომ იყოო?..
ავედით სალოცავზე.
ქევინს პირველი ჭიქა მიაწოდეს...
ამოვიდა ხევისბერი და დაიწყო რიტუალი.
ქევინს მეოსამე ჭიქა მიაწოდეს...
სალოცავიდან დროშა გამოაბრძანეს, სანთლები ავანთეთ და ქადები დავჭერით.
ხევისბერი მივიდა ქევინთან, რომელსაც მეოთხე ჭიქა ახლადგამოცლილი ქონდა.
-ჰაუ არ იუ, ქევინ?-უთხრა ხევისბერმა და ეს ჯერ კიდევ ხუმრობა მეგონა.
- უი ლუქ, ვი ფრეი ჰიარ! იტ იზ აუარ სტოუნ ჰენდჯ! ნოუ მორ ვაინ, ით იზ ბედ!-გააგრძელა ხევისბერმა გოდერძი ბუწაშვილმა და დაგვტოვა გაღიმებულები...
ქევინმა თავი დაუქნია და თავის მხრივ ქართულად დაეთანხმა, შემდეგ ჩვენთან მოვიდა, შორს გაგვახედა და გვითხრა: ,,ხედავთ, იქ, უძილაურების სოფელს? იცით მაგათი ისტორია? მოგიყვეთ? ძალიან საინტერესოა..."
დავილოცეთ, ქალები მოშორებით იყვნენ სალოცავიდან და ჩვენგან განსხვავებით, ისინი ვერ ხედავდნენ, როგორ მიაწოდეს ქევინს პირველი განსხვავებული...
ქევინი დააძინეს.
ამასობაში, ქვემოთ, ბანაკში უკვე კარვები გაიშალა. კიდევ ორმა ახალმა მოლაშქრემ ჩვენი დაჟინების მიუხედავად და მოღრუბლული ცის იგნორირებით კარავი ზედ მდინარის პირას გაშალა და იმის გამო, რომ კარავი დაღმართზე იდგა, გარშემო პატარა თხრილი არ შემოავლეს, ერთგვარი "ჟოლობი"...
ღამით გაწვიმდა მაგრად.
დილით ძილში ჩაგვესმა განწირული ყვეირილი: ,,გვიშველეეეთ, გვიშველეეთ... წყალში ვწევაააართ!" ლოგიკურად გავყევით ხმას (წინა ღამით ნაქეიფარი ვიყავით და წამოხტომის თავი არავის ქონდა :D) და სადღაც მდინარის პირას გაშლილი კარვიდან მოდიოდა... :wink:
მოკლედ, ნაუცბათევად შევწყვეტ ახლა, რეკლამის დროა! :)
Last edited by kotetbeli on 21 დეკ 2007, 14:49, edited 2 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კარავის დღიურები

Post by ketuna4 » 21 დეკ 2007, 14:11

kotetbeli

კარგი რა რა წესია, გააგრძელე პლიიიიიიიიზ

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
კარავის დღიურები

Post by popins » 21 დეკ 2007, 14:16

ketuna4

თითები ეტკინა აცადე დაისვენოს :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის დღიურები

Post by lama » 21 დეკ 2007, 14:17

kotetbeli
Dდა ძალიან საინტერესო ის იყო რომ ქევინი ქართულად ბოდავდა ძიოლში და ეს მართლაც საოცრებაა ანუ ქართული იმდენად აქვს შეთვისებული ქევინ თუითს ირლანდიელ ქართველოლოგს რომ ასე იქცევა ძილის დროს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 21 დეკ 2007, 15:05

რეკლამა

საახალწლო ფასდაკლება ტელევიზორების ფირმა "უცქირე"-ში.
ეს არ არის მხოლოდ ნივთი, ეს არის ჯადოსნური ყუთი, საიდანაც დედამიწის ნებისმიერი კუთხეს შეგიძლიათ უყუროთ, ფერები ემთხვევა რეალურ ბუნებას... შეგიძლიათ მოისმინოთ მუსიკა ისე ცხადად, თითქოს ყუთიდან მღეროდეს ვინმე, ხმის დასარეგულირებელი სპეც-მოწყობილობა! დრეკადი ანტენა! შესაძლებელია ზედ დაიდგას ვაზა, ჭიქა, ტელეფონი (ამ მოწყობილობაზე დროებით ინფორმაცია არ გვაქვს).
გამოიჩინეთ გულაჩუყებულობა!

p.s. რეკლამის განთავსების მსურველები დაგვიკავშირდით: 899 HTML HTP




რეკლამის შემდეგ:

III ნაწილი
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
კარავის დღიურები

Post by TuTa » 21 დეკ 2007, 17:12

kotetbeli


ეჰჰ აბა როგორ გითხრა, რეკლამა დროზე დაასრულეთქო :)

მე მაგის მეათედსაც ვერ ავკრიფავდი, არადა კითხვით რა კარგად მიდის :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 21 დეკ 2007, 17:32

kotetbeli

:D :D :D

ნამეტანი გრძელი რეკლამები გაქვთ :roll:

ველით მესამე ნაწილს!!!!
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
კარავის დღიურები

Post by nusa » 21 დეკ 2007, 17:47

აბა ეხლა რეკლამის დრო იყო :?: :!:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავის დღიურები

Post by kotetbeli » 21 დეკ 2007, 18:21

III

კარავი ლაშქრობაში


ლაშქრობის შემდეგ კარავი აუცილებლად ფართოვდება, რაც, დამეთანხმებით, შესანიშნავია მოვლენაა!
ლაშქრობიდან ჩამოტანილი კარავი შესაძლოა იყოს ბალახისფერი, ტალახისფერი ან სულაც, გახეული. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც ჩვენი მოლაშქრეების ლაშქრული უნარ-ჩვევების მაგალითზე წარმოგიდგენთ:

1. "დრუიდი" იმის გამო, რომ ყველას კარავს შლის და თავისთვის ადგილი აღარ რჩება, მზადაა კარავი ისეთ ადგილას დასცეს, სადაც არწივები ცალი ფეხით ძლივს სხდებიან, ისვენებენ და ისევ მიფრინავენ. ამისათვის იგი იყენებს შემდეგ ტექნოლოგიას: მოძებნის უახლოეს 4 მთას, თითოეულის წვერზე ასობს პალოს (გზად 2-ოდე წყაროს დაზვერავს) და კარავს ჭიმავს იმ დონემდე, სანამ ძირი ჰაერში არ აუვა. ამგვარად, მისი კარავი ყოველთვის ძირსუფთაა, ავტომატურად ერთვება სადრენაჟო და სავენტილაციო სისტემა და განსაკუთრებით წარმატებით ფართოვდება...

2. "ლამა" კარავს არ ხმარობს. ბუნებაში ღვიძავს და კარავში წერს... იმ შემთხვევაში, თუ ყველამ ერთად სიცივის გამო არაყი და ნიორი მივიღეთ, მხოლოდ "ლამა"-ს ყოფნის ბუნებისადმი კდემამოსილება და ბუნება რომ არ შეწუხდეს, კარავში იძინებს, ხოლო ჩვენ უბადრუკნი ამ დროს პირიქით-გარეთ ვიშლით საძილეებს... დიდი აღნაგობის გამო კარავი დაახლოებით აცვია, ხელები და ფეხები გადმოყოფილი აქვს, მიწას ეყრდნობა და კარვის ძირი მასაც ჰაერში აქვს შენარჩუნებული მთელი ღამის მანძილზე... ტალახიანი არა, მაგრამ ნივრიანი მინახავს მისი კარავი.

3. კარავთან მოპყრობის "გობე STYLE" არის ერთადერთი მეცნიერულად დასაბუთებული მიმდინარეობა (მუცოში მოწვეული ექსპერტების მიერ აღიარებული იქნა მისი უნიკალური და ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხო მეთოდად მიჩნეული მოდელი): კარვის გასაშლელად შერჩეულ ადგილას დგება და აკეთებს მცირე სუნთქვით ვარჯიშს. ტრიალდება აღმოსავლეთ-დასავლეთით და დაახლოებით კარატეს მე-8 კატის ხელის 34-ე მოძრაობის მსგავსად ჯიბიდან იღებს თარაზოს. ადის უახლოეს მთებზე და ზომავს მათ დახრადობას, რათა დადგინოს წვიმის წყლის დაქანება. შემდეგ ხსნის ფოტოაპარატს და იღებს ცას მაქსიმალური რეზოლუციით... გადაღებულ სურათს მოაახლოებს, დაითვლის პიქსელებს და პიქსელებში გამოთვლის ღრუბლის შემცველობას. შერჩეულ ადგილას უშვებს სპეციალურ ბალახის ლოკოკინებს(დიღმის ცხოველთა ბაზრობაზე იკითხეთ), რათა მათ ბალახზე გაიარონ და გადააპრიალონ. მოსუფთავებულ ადგილას დგამს კარავს და ჭიმავს თოკებს ისეთი სიმძლავრით, რომ მასზე შესაძლებელია მოლაშქრეთა სარეცხის გაფენა, პაგანინის დაკვრა, სამაშველო მშვილდის სროლა და ა.შ.

4. "კოტეტბელი" საკუთარი კარვით არ სარგებლობს და სხვის კარავში ძინავს... ჩქარი ლაპარაკის გამო, რამდენჯერაც კარვის ყიდვა დააპირა და გამყიდველს შეუკვეთა აღნიშნული ნივთი მაქსიმალურად შენელებული საუბრით, გამყიდველის მიერ შეფუთულ შენაძენში იმდენჯერ აღმოჩნდა სხვადასხვა რამ: კალამი, კ(ქ)ათამი, კანკანი (ცეკვის სწავლის თვითმასწავლებელი), კოდალა (დასაქოქი), კატლეტი და ა.შ.
გთხოვთ, გამომყევით... კარვის საყიდლად. :roll:
Last edited by kotetbeli on 28 ივნ 2010, 02:26, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის დღიურები

Post by Mta Mkvarebia » 21 დეკ 2007, 20:29

kotetbeli
:lol: :lol: :lol:

მადლობა "გაფხრეწილი სიცილისთვის და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის " :wink:

..ანგარიშის ნომერი მახსოვს :wink: :D...
Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კარავის დღიურები

Post by ketuna4 » 21 დეკ 2007, 21:39

kotetbeli
შენ გაიხარე ძალიან ვიხალისე
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
კარავის დღიურები

Post by shatilis asuli » 21 დეკ 2007, 22:55

kotetbeli
ეს რაღაც კომედიური სერიალის პონტშია და დღეში რამოდენიმეჯერ გადის? ყველაზე პირველად წავიკითხე და ყველაზე მეტად ვიხალისე III კარავი ლაშქრობაში :D :D :D
მოკლედ ხვალ დათქმულ დროს კარავს რომ ჩავრთავ დამხვდეს იცოდე მე-4 სერია :D
Just Do It!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]