დილით გავიდეთ თბილისიდან, გზად შეგვიძლია ვნახოთ მწვანე მონასტერი, რაბათის ციხე ახალციხეში, ალბათ საფარის მონასტერიც, აბასთუმნის ეკლესია, ობსერვატორია, დაბანაკება - გნებავთ კარვებით, გნებავთ ობსერვატორიის სასტუმროში, ოღონდ საძილეების წამოღება მოგიწევთ, თეთრეული არ აქვთ, რითი წავალთ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი წავალთ, იქური მარშრუტკების ტელეფონები მაქვს და მაგას მოვაგვარებთ.
3- ში საღამოს ნაიას დაბ-დღე,
ღამე - ტელესკოპში გაჭიტინება (თუ გაგვიმართლა)
4-ში ლისაია გარა, თამარის ციხე, შეიძლება ზარზმაც, გააჩნია რითი წავალთ 
ობსერვატორიაში სასტუმროს ფასებია: 7, 9 და 12 ლარი.
7 და 12 ლარიან სასტუმროებს შორის დიდი განსხვავება არ არის, ასე რომ ალბათ 7 ლარიანი ჯობს. თეთრეული 1 ლარი კაცზე და ტელესკოპზე ექსკურსიაც 1 ლარი კაცზე. ვისაც სპალნიკები გაქვთ წამოიღეთ, შეგიძლიათ თქვენი თეთრეული წამოიღოთ. ასეთ შემთხვევაში აბასთუმანში გადათენება ტელესკოპზე ექსკურსიით დაჯდება 8 ლარი
ეხლა რაც შეეხება მარშრუტკას:
15 ადგილიანია; (მე ჩემი მანქანით ვიქნები)
თბილისი-მწვანე მონასტერი-საფარა-რაბათის ციხე-აბასთუმანი: 180 ლარი,
საფარის მონასტრის გარეშე - 150ლარი
აბასთუმანი-ზარზმა-თბილისი : 180 ლარი, აბასთუმანი-თბილისი: 150 ლარი
მოკლედ: თბილისი-მწვანე მონასტერი-საფარა-აბასთუმანი-ზარზმა-თბილისი: 360 ლარი, ანუ 15 მგზავრზე: კაცი-24 ლარი
ამას დაუმატეთ სატუმრო და ტელესკოპი 8ლარი
სულ 32