ოთხი გველის ამბავი არ დაგავიწყდეს.მეც დრო რომ მექნება გავიხსენებ ჩემს გარდასულ დღეთ
მოგონებანი გარდასულ დღეთა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
მოგონებანი გარდასულ დღეთა
lama

მოგონებანი გარდასულ დღეთა
წინა გვერდზე რომ ვწერდი, მახუნცეთელ გიორგიზე, მისი "სახლის" ფოტოს ვერ მივაკვლიე, მაგრამ თვითონ გიორგის ფოტოს კი მივაგენი ერთ-ერთი "მახუნცის" ფოტოებში. მოპირდაპირე სკამზე მარცხნივ ბოლოში, თეთრ წვერა კაცი არის გიორგი.

„მახუნცთა ორდენში“ კახა თრეველის გაწევრიანების ბოლო ნაწილი

ესეც ხიდი

„მახუნცთა ორდენში“ კახა თრეველის გაწევრიანების ბოლო ნაწილი

ესეც ხიდი

მოგონებანი გარდასულ დღეთა
X*. 1994
ეს ფოტოები მართალია მოთავსებული მქონდა თემაში: "დადეთ თქვენი ფოტოები", მაგრამ ძლივს მივაგენი, რამდენადაც თემა კაი ხნის წინ დახურა ნიკამ (გადატვირთულობის გამო) და გახსნა გაგრძელება: დადეთ თქვენი ფოტოები-II.
ჰოდა, ვათვალიერებდი და რაღაც-რაღაც ისტორიები გამახსენდა.
1994 წლის აგვისტო იყო, როდესაც მეორედ ვეწვიე X-ს**. ჯუთაში ავედით კახა-თრეველის რენო-მოსკვიჩით. ექვსნი ვიყავით.
გზაში, კახა-თრეველი და მე, ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც საერთოდ პირველად მიდიოდა მთაში, კერძოდ კი მწვერვალზე, ვაშაყირებდით, გზაში მთქნარებას უნდა ერიდო, რადგან 10 დამთქნარებას მთა მისადმი უპატივისმცემლობად თვლის და შესაძლოა გაბრაზდეს კიდეც-თქო. უნდა გენახათ, პირველი რამოდენიმე დამთქნარების შემდეგ რა სახით გვიყურებდა: ვაი, რა ვქნა? ვაი, მე-5-ეა უკვე... ვაი, მე-7... მე-8 დან ჩვენც გვიმალავდა რომ ამთქნარებდა. თუმცა, ასე მხოლოდდამხოლოდ თვითონ ფიქრობდა. მე-10 დამთქნარებაზე კი მხარზე ხელი შევახე და ვუთხარი, ეეეჰ, ეგ კი აღარ უნდა გექნა მეთქი. ფერი აშკარად შეეცვალა და ჩაიბუტბუტა: ვაი, ვაი, ეს რა მივქარეო...
როგორც იქნა, ავედით ჯუთაში. მანქანა დავაყენეთ და გავუდექით X-ისკენ მიმავალ ბილიკს. ავედით. დავბანაკდით. მე-3 დღეს ერთი ნაწილი გაუყვა გზას მწვერვალ თიკანაძისკენ. ლაშა (lashas) და მე ბანაკში დავრჩით მორიგეებად/მზარეულებად.
4-5 საათი იქნებოდა გასული, რომ გავიხედეთ და რას ვხედავთ... ბიჭები უკან ბრუნდებიან. სადილი არც კი გვქონდა მომზადებული, რადგან წესით მასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყვნენ.
.......
მოკლედ, იმ ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაშაყირებდით, დაუნახავს რომელიღაც მტაცებელი ფრინველი, და ჩავარდნილა პანიკაში: ვაიიიი, რა მეშველება, დავიღუპეო. გაუბაჯიჯებია ფეხები, დამჯდარა იქვე და დაუწყია, აი სულ იმ მთქნარების ამბავია, რატომ არ დაგიჯერეთ, დამეძინა მაინც მანქანაში, მაგდენს ხომ აღარ დავამთქნარებდიო. მოკლედ, რის ვაი-ვაგლახითა და გაჭირვებით, ლამის ხელში აყვანილი ჩამოიყვანეს ბანაკში...
...
ვინანე... მართლა მაგრად ვინანე, ჩემი საქციელი... თუმცა, რა ვიცი, ნუთუ შეიძლება ასეთი უაზრობების სჯეროდეს ადამიანს?!
...
მერე, 2-3 დღის შემდეგ, კი შაყირ-შაყირით ვიხსენებდით მაგ ამბავს...
ფეხოსნებიდან: მარცხნივ - კახა (kakha_travel), მარჯვნივ მე. ზის მამუკა მაისურაძე (აწ უკვე ჩვენი ფორუმელი Mamuka Maisuradze)
გეგმის შესრულების შემდეგ, 1 დღე დასვენებას დავუთმეთ და ფილმის გადაღებაც მოვასწარით.
კადრი კ/ფ-დან "ერთხელ ჭაუხში"
უკანა გზაზე ბაზალეთის ტბაზე გავიარეთ. გადავწყვიტეთ ღამე გაგვეთენებინა და მეორე დღეს წამოვსულიყავით თბილისში. მოკლედ გემრიელად მოვილხინეთ, ვიბანავეთ, ვიქეიფეთ, ვიმღერეთ და საკმაოდ გვიან დავიძინეთ. დილით, ნაბახუსევს, ადრე გამეღვიძა. გავედი ტბის ნაპირისკენ და გადავეყარე ბაყაყს, არც თუ გამხდარს. დავიჭირე, ჩავსვი რაღაც ჭურჭელში და დავბრუნდი ბანაკში. ბიჭები უკვე ფეხზე იყვნენ და ჯოკერს უბერავდნენ. ბაყაყით რომ დამინახეს, კი მიხვდნენ, რომ მთლად კარგად არ უნდა ჰქონოდა იმ ბაყაყს საქმე, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნიდან - მამუკა, დამიკალი ბაყაყი! - გამომდინარე, მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ. რამდენი ვეხვეწე, გასინჯეთ, მეც პირველად ვჭამ-მეთქი, მაინც ვერაფერს გავხდი.
მამუკა დამეხმარა, ოღონდ ჭამაში არა. გემრიელი ბარკლები იყო (მაგრამ, ალბათ გამიმართლა მაინც, რადგან ყველა ბაყაყი რომ არ იჭმევა, ვიცი. მაშინაც ვიცოდი)... ერთი კი იყო, რომ ის ჩვენი მეგობარი (მთქნარება), რამოდენიმე ჩვენი შემდგომი შეხვედრის დროს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლებოდა. მოკლედ მე ნამდვილად მომეწონა... მანამდე გასინჯული მქონდა შემწვარი წავკისური ლოკოკინა (Lokokina tsavkisiana) და კალია (Kalia tsavkisiana). ეს ლაშამ იცოდა. მოკლედ, ვისაუზმეთ (რა თქმა უნდა ცალ-ცალკე) და ჩავსხედით მანქანაში, თუმცა მანქანის გაუმართაობის გამო სულ ხუთიოდე წუთში უკან გადმოვედით და მანქანის მიწოლა-მიწოლით დავიძარით თბილისისკენ. საკმაოდ მშვიდად, საუბარ-საუბარითა და შაყირით "მივუყვებოდით" სახლისაკენ გზას, მაგრამ უცბად ფეხი ვიტკინე და მშვიდი ტონიდან ცოტაოდენ აგრესიულზე გადავედი. 2-3 წუთის შემდეგ ლაშამ განმუხტა სიტუაცია. ბიჭებს გადაულაპარაკა, გეყოფათ კამათი, თქვენ ეტყობა გოგის დავთარი არ გაქვთ ნანახი, სადაც ჩამოწერილი და გადახაზული აქვს ის რაც უკვე ნაჭამი აქვს და ბოლო გრაფაღა აქვს დარჩენილი გადასახაზი: ადამიანი-ო.
მოკლედ, დაღმართამდე მივაგორეთ მანქანა, დავქოქეთ, ჩავსხედით და თბილისს გამოვეშურეთ.
(გაგრძელება იქნება)
________________________________________________________________
* - ჩასვით სწორი ვარიანტი: A. ჭაუხი; B. ჭაუხები; C. ჭიუხი; D. ჭიუხები
** - იხ. *

ირემა სოკო. დაბაძველი, 1992
ეს ფოტოები გადაღებულია დაბაძველის ტბის მიდამოებში 1992 წელს. ტყეში ვიპოვეთ ეს ხის სოკო თუ ირემა სოკო, მოკლედ ზუსტი სახელწოდება არ ვიცი. ბორჯომელები ირემა სოკოს ეძახდნენ. ზომიდან გამომდინარე, ეგრევე მიხვდებით რომ საკმაოდ ბებერია - 4 საათი ვხარშავდით, მაგრამ არაყთან ერთად მშვენივრად წავიდა (თან ყველას გვეყო - სულ ალბათ 15 კაცამდე ვიქნებოდით). თანაც ის სადილი ალბათ ყველაზე ხანგრძლივ სადილად შეიძლება მოინათლოს ჩემს ცხოვრებაში. შედეგად, მაგ დღის შემდეგ, დაახლოებით 1-2 დღე ყბებს ვერ ვაჩერებდით (ჩაპლინიზმი დაგვემართა).

- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
მოგონებანი გარდასულ დღეთა
გო-ბე! გო-ბე! გო-ბე! გო-ბე!
გო-ბე! გო-ბე! გო-ბე! გო-ბე!

გო-ბე! გო-ბე! გო-ბე! გო-ბე!
მოგონებანი გარდასულ დღეთა
gobe
ხომ აღმოჩნდა რომ შენი ფანი ვყოფილვარ, მაგრამ ეხლა უფრო გავხდი და ფან კლუბსა ვაყალიბებ....
გობე გობე..............

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
მოგონებანი გარდასულ დღეთა
აუ გობე რა კაცი ხარ ?!
შენ კი გაიხარე, მაგრად ვიხალისე შენს ისტორიებზე:P
ბოტასის და ირმის ნახტომის ამბავზე ჩავბჟირდი

ბოტასის და ირმის ნახტომის ამბავზე ჩავბჟირდი
მოგონებანი გარდასულ დღეთა
gobe
ძალიან მაგარი ხარ
ნინუკალას ვთხოვ შენს ფან-კლუბში მიმიღოს:)
ძალიან მაგარი ხარ
მოგონებანი გარდასულ დღეთა
რა საინტერეს-სასაცილო ისტორიებია : ) გო-ბე 
- shatilis asuli
- იეტი
- Posts: 1059
- Joined: 01 აგვ 2007, 15:53
მოგონებანი გარდასულ დღეთა
gobe
სუპერ
ბაყაყი ბაზალეთურად

სუპერ
მოგონებანი გარდასულ დღეთა
მახუნცეთი ძალიან ლამაზია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია არც მე მხიბლავს
ისე ბათუმის მახლობლად, მდ. აჭარისწყლის მიდამოებში სხვა ზალიან ბევრი ლამაზი ადგილებიცაა.. მაგალითად სოფ. ერგე, სადაც არის ბზების ხეობა, როგორც მოგეხსენებათ ბზა ძალიან ნელა იზრდება, და ეს ხეობა დიდი ხნის უნდა იყოს, დაახლოებით 200 წლის, თუ მეტის არა (როგორც მე მითხრეს)
მახუნცეთის ჩანჩქერს მართლა ძალიან ცოტახნით უდგება მზე, აგვისტოში ვიყავი მანდ და საშინელი სიცივე იყო, გავიყინეეეროგორც ჩანს მზე ცოტა ხნით უდგება მაგ ადგილს.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მოგონებანი გარდასულ დღეთა
კიდევ ერთ წევრს მიმიღებთ ფან-კლუბში?
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მოგონებანი გარდასულ დღეთა
gobe wrote: რა იცოდნენ იმ საწყალმა მენაგვეებმა, რომ მეორე გუდარეხში მქონდა დათესილი...![]()
ჰოდა ის მეორე ბოტასი თუ იპოვა ვინმემ გუდარეხში (ალბათ ტალახის დაშრობის მერე
მოგონებანი გარდასულ დღეთა
გაიხარეთ, გაიხარეთ!
ისე ეს თემა მარტო ჩემი მოგონებებისთვის კი არ არის