ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 12:44

1. რეგიონი:
ჯავახეთი;

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ჯავახთი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე;

4. სირთულე:
საშუალოზე მარტივი;

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
450 ლარი (მგზავრობის ღირებულება თანაბრად გადანაწილდება მონაწილეებზე);

6. მონაწილეთა რაოდენობა:
18 ადგილიანია ზვიადის მანქანა;

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
GT.ge;

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალქალაქი;

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
452 კმ;

10. ფეხით გასავლელი მანძილი:
7,458 კმ;

11. სანახავი ადგილები:
კუმურდო;
წუნდა;
თმოგვის ციხე;
ზემო თმოგვი;
ვანის ქვაბები;
გელსუნდა;
ვარძია;
ზემო ვარძია;
ხერთვისი;
სარო;

12. დასაბანაკებელი ადგილი:
სოფელი თმოგვი;

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იქნება დასახლებულ პუნქტებში და ვარძიაში;

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარავი, საძილე, საგებელი, საწვიმარი და ფანარი! მოსახერხებელი ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი/წინდები.

15. რისკები, საფრთხეები:
გაოცებისგან გულის აჩქარება, ბნედა, მუხლიკეცვა... ელოდეთ ერთი ნახვით შეყვარების სიმპტომებს;

16. გეგმა:
დღე #1.
6:39 სთ-დან ვიკრიბებით რედისონ-ბლუ ივერიასთან (ვარდების რევოლუციის მოედანი) და გავდივართ 6:59 (!!!) სთ-ზე.
პირველი გაჩერება (ახალქალაქში შემოვილაშქრებთ ნუცას) იქნება სოფელი კუმურდო.
ვნახავთ X საუკუნის ძეგლს და დავეშვებით წუნდის ტაძრისკენ... ფოტოებს გადავიღებთ წუნდის ტბასთანაც.
შემდეგ ვჯდებით მანქანაში და მივდივართ ვანის ქვაბების-ვარძიის-ზემო ვარძიის სანახავად...
ზემო ვარძიიდან ვბრუნდებით სოფელ თმოგვში და ვბანაკდებით.
ვანთებთ ცეცხლს, რასაც მოყვება მწვადების აშიშხინება... ვხალისობთ გვიანობამდე.

დღე #2.
დილით ძააააან ადრე ვინც ადგება, მიიღებს გოგირდის შხაპს.
მსუბუქი წახემსების შემდგომ, 8:29 სთ-ზე ვჯდებით მანქანაში და გავემართებით თმოგვის ციხის დასაპყრობად...
თმოგვის ციხედან ტრანსპორტით, ან ფეხით (თუ მანქანა ვერ ავიდა), ავდივართ ზემო თმოგვის ეკლესიასთან...
შემდეგ ვნახულობთ გელსუნდას, ხერთვისის ციხეს (დამოკიდებულია ჩვენზე, როგორ მოვივლით ზემო თმოგვის ეკლესიას. ისე, შორიდან გაცილებით შთამბეჭდავია...) და ბოლოს სოფელი სარო თავისი უნიკალური სილამაზით...
დაბნელებულზე ვჯდებით მანქანაში და ჰაიდა თბილისსკენ...

გეგმა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თქვენგან მოვითხოვ პუნქტუალურობას და ორგანიზატორთან მორჩილება-თავმდაბლობას.

არ ვეწევით; არ ვყრით ნაგავს (არანაირს!); არ ვწვავთ მოგროვილ ნაგავს; არ ვაზიანებთ მცენარეებს; არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე; არ მოგვყავს დაუპატიჟებელი სტუმრები; შეხვედრის ადგილზე არ მოვდივართ ნასვამნი; ვსადილობთ ერთად; ტკბილეულით ვიცმუცნებით ორგანიზატორთან ერთად!;

იმედია, ამ მონახაზის შესრულებას მოვაწრებთ/შევძლებთ ყველა მონაწილის მობილიზებით/დახმარებით.

გასვლა შედგება მიუხედავად ამინდის პროგნოზისა.

რაც შეეხება ალკოჰოლს... წინასწარ უნდა ვიცოდე ტიპი და რაოდენობა... ან - დაწერეთ, ან - მომწერეთ;

მონაწილეთა სია:

1. GT.ge
2. GT.ge + (თამუნა)
3. GT.ge + (ცასწავალა)
4. GT.ge + (ეკატერინე)
5. GT.ge + (კოკა)
6. Ledi
7. :?:

18 კაცის შემდგომ, გაგრძელდება სარეზერვო სია.
Last edited by GT.ge on 09 ოქტ 2013, 10:49, edited 4 times in total.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:07

კუმურდოდან გადმოვხედავთ თმოგვს, ვარძიას... ვიპოვნით წუნასკენ ჩამომავალ ბილიკს...

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:08

კუმურდო - X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში.

ისტორია

ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.

კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.

არქიტექტურა

კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.

მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

ამჟამად კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

Image
Last edited by GT.ge on 13 სექ 2013, 13:19, edited 1 time in total.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:11

წუნდა — ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მისი უძველესი ცენტრი. მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის რაიონის სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე).

ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ეთნარქმა (ქართველთა ეთნარქები) ჯავახოსმა (ჯავახეთის ეპონიმმა). ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფემ ფარნავაზ I-მა დააარსა წუნდის საერისთავო. ერისთავის გამგებლობაში შედიოდა ჯავახეთი, კოლა, არტაანი.

წუნდაში იყო საეკლესიო ცენტრიც (ვარაუდით - კუმურდოს საეპისკოპოსოს). ქალაქზე გადიოდა ბიზანტიიდან ქართლში მომავალი გზა, რომალმაც დიდი როლი ითამაშა წუნდის დაწინაურებაში.

X საუკუნისათვის წუნდა თანდათან დაქვეითდა და ჯავახეთის ცენტრი თმოგვის ციხეში გადაიტანეს.

წუნდის მატერიალური კულტურული ძეგლთაგან შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - XII-XIII საუკუნეების დარბაზული ეკლესია. პატარა კლდეზე აღმართული ეს ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი სწორი კვადრებით, კარ-სარკმლების ჩარჩოები და კარნიზი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული. ეკლესია რესტავრირებულია 1938 წელს. შემორჩენილია სამრეკლო, აგრეთვე გელაზის ქვები და ქვაში ამოჭრილი საწნახლები.

ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდ. მტკვრის მარჯვნივ, XIX საუკუნეში ჯერ კიდევ იდგა ნაციხარი - "ვერანყალა".

Image
Last edited by GT.ge on 13 სექ 2013, 13:59, edited 1 time in total.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:13

თმოგვის ციხე, ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი).

ისტორია

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073 წლიდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად – მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები – თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 წელს თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

არქიტექტურა

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

Image
Last edited by GT.ge on 13 სექ 2013, 13:17, edited 1 time in total.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:16

ზედა თმოგვი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე.

არქიტექტურა

ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII-IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:26

ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.

დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება", , 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.

XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიგა ეზოს ქმნის. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესტან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი.

სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც ქვაბთა თანდათან განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს.

ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება წარწერები ლექსად. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძვ. ქართული პოეზიის ნიმუშები. გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301), როსტომიანის ერთი სტროფი (2903), ლირიკული ლექსები სასულიერო და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რომელთაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს და ხალხური ლექსები. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შმოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:32

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ეტიმოლოგია

“მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”.

“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”

“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”

ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.

ისტორია

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.

ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.

თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.

მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.

მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.

მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.

მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.

მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ.

ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა.

დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა

მშენებლობის ეტაპები

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.
არქიტექტურა[რედაქტირება]

ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.

ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი.

ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო.

ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:37

ჭაჭკარი.

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:40

ხერთვისი — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ეტიმოლოგია

ხერთვისი ორი მდინარის შესართავთან მდებარეობს. ციხის სახელწოდებაც, რომელიც ხანმეტობის დროიდან მომდინარეობს, ამას აღნიშნავს (ხ-ერთვის).

ისტორია

მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი. სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს.

არქიტექტურა

ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.

Image
Last edited by GT.ge on 13 სექ 2013, 13:51, edited 2 times in total.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 13:46

სარო — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში.[2] მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 კაცი.[3] სოფლის მიდამოებში მოიპოვება ბაზალტი და ანდეზიტი.

სოფელი სარო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას.

ჯავახეთში, ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების (ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეული მაინც, თუ უფრო ადრე არა) გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები. დ.ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად საროს სამოსახლოსაც ამგვარ გამაგრებულ პუნქტად მიიჩნევს.

სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა.

მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:
„ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი)
„ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა
„ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთით

თავისი განლაგებითა და კონსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.

სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში (ჩვ.წ.აღ.-ით XV-XIVსს) და ელინისტურ ხანაში (ძვ.წ.აღ.-ით IV-III სს) ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები) ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დღემდე.

საროს სამივე ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება გვქონდეს ელინისტური და კიდევ უფრო ადრეული ხანის დიდი ქალაქური დასახლება, მსგავსად ოკამის გორისა, რომლის ფუნქციონირების პერიოდი სავარაუდოა, რომ არ შეწყვეტილა ფეოდალურ ხანაშიც.

ქვეუბნის ციხე

ეს ნაგებობა მეგალითური ანსამბლია და დღევანდელი დასახლებული პუნქტიდან დაახლ. 800-1000 მეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ციხეს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაღები, სამხრეთით — სახნავ-სათესი „ბერბუკების“ სახელწოდებით, ჩრდილო დასავლეთით კი ფრიალო კლდეები. შეიძლება ითქვას, რომ ციხე ფრიალო კლდეზეა (ქარაფზე) აგებული, ნაგებობას საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. კედლის წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახ. 1,0-1,5 მ. სიგრძისა და 0.8-1,0 მ.სიმაღლის) ბაზალტის თლილი ქვები. კედლის შუა ნაწილი, ქვებს შორის, ქვების წვრილი ნატეხებით, ე.წ. „ხურდითაა“ შევსებული. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელი კარის კონსტრუქციები, სადაც გამოყენებულია დამუშავებული უზარმაზარი ქვის ლოდები.

როგორც ჩანს, ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი სიმაღლისა არ უნდა ყოფილიყო. დღეისათვის მისი სიმაღლე 2,5-3 მეტრამდეა შემორჩენილი. გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია. არის შემთხვევები, ფასადის მხარეს საგანგებოდ თაღურად დამუშავებული წყობის გამოყენებისა. აქ ჩახჩისებურ კონსტრუქციასთან უნდა გვქონდეს საქმე. რა დანიშნულება ჰქონდა მათ, ჯერჯერობით უცნობია.

1991 წელს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა პროფ. ო. ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ფართობის 50მ.X25მ. დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარნები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები), ძვ.წ.აღ.-ით XV-XIV საუკუნის ელინისტური ხანის სამაროვანი. სიმაგრის ტერიტორიაზე მოპოვებული კერამიკული მასალა ძირითადად გვიანბრინჯაოს ხანისაა, არის ასევე უფრო ადრეულიც და ფეოდალური ხანისაც. სიმაგრის ძველი კედლები შეიძლება ელინისტური და უფრო ადრეული ხანის ფენას დაუკავშირდეს.

ციხის სამხრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „ბერბუკების სამაროვნებში“ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები გვიანი ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდს განეკუთვნება და პარალელები საქართველოს სხვა რეგიონებშიც (თრიალეთი, მაჭიხეთი და ა.შ.) აღმოჩენილ მასალებთან ეძებნება. აღმოჩენილი მასალა ჯავახეთის ზეგანზე (ჯავახეთის პლატოს ქვედა ტერასა – სარო-ხიზაბავრა) მცხოვრები ხალხის სხვა რეგიონების მოსახლეობასთან ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისითაც მეტად საყურადღებო უნდა იყოს.

ქვეუბნის ციხის სიახლოვეს, სამხრეთით, დღესაც ჩანს სხვადასხვა ხასიათის ნაგებობათა ნაშთები, რომელთა მშენებლობის ტექნიკა მეგალითურია და ხასიათდება მშრალი წყობით. აქვეა დარანიც, რომლის შესასვლელი უზარმაზარი თლილი ქვებით იყო გაკეთებული. ქვის დამუშავების ტექნიკა ისეთივეა, როგორიც ციხის კედლების ქვებისა.
ზემო, ანუ საყდრის ციხეები[რედაქტირება]

გ. ბოჭორიძის მითითებით „ეკლესიის დასავლეთით არის ორი ციხის ნანგრევი. იგი ნაშენია უზარმაზარი ლოდებისაგან. პირველში არის კირით გალესილი ორმო. ამ შენობებს კირი არ აქვს“. მართლაც, ზემო ციხე ორი ციხისაგან შედგება. პირველი არის საყდრის ციხის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც დამუშავებულია უზარმაზარი ქვის ლოდებით (სიგრძე 2,5-2,5 მეტრი, წონა 150-200 ტონამდე).

შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი (XX საუკუნის 60-იან წლებამდე ეს კედელი თვალნათლივ ჩანდა, 70-იანი წლებიდან მოსახლეობამ მისი ქვების ნაწილი დაჭრა და სახლის მშენებლობაში ქოშის, ანუ კუთხის ქვებად გამოიყენა). შეიძლება ითქვას, რომ ეს ციხე ციკლოპურ ნაგებობას განეკუთვნებოდა. მისი მშენებლობისა და კონსტრუქცია-არქიტექტურის დადგენა არქეოლოგიური შესწავლით უნდა მოხდეს (მისი სახელწოდება მოსახლეობაში ვერ დავაფიქსირეთ. სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებშიც არ მოგვეპოვება).

შეიძლება ითქვას, რომ საყდრის მეორე ციხე პირველის ტერასულ-იარუსული გაგრძელებაა. მისი დასავლეთის კედელი ფაქტიურად პირველის აღმოსავლეთის კედელს ეყრდნობა. ეს მეორე ციხე ეკლესიასთან საკმაოდ ახლოსაა (დაახლოებით 50-60 მეტრის დაშორებით) სამხრეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ფრიალო ქარაფის პირიდან იწყება. ციხის კედლები დიდი ზომის (1,0-1,3 მეტრი) გათლილი ქვებით მწყობრადაა ნაშენი. ციხის შიდა ფართი საკმაოდ დიდი ზომისა იყო, რომელშიც შეინიშნებოდა ცალკე სათავსოების ნაშთები. ერთ-ერთ ასეთ სათავსოში უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი იყო მარცვლეულის შესანახი კირითა და ქვით ნაგები საკმაოდ დიდი ზომის ორმო. ციხეს შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია.

ახალი ციხე, ანუ ციხე–კოშკი

სოფლის განაპირას, დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევების ნაწილი, რომელსაც მოსახლეობა „კოშკის“ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი) მიუვალია, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი. სოფლის ამ უბანში, კოშკის ციხის სიახლოვეს, დღესაც შემორჩენილია დიდი ზომის ქვებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები.

კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით დღესაც შეიმჩნევა საკმაოდ დიდი სიგანის (დაახლოებით 2,5-3,0 მეტრი) კირ–ხსნარით ნაგები გალავნის ნაშთები, რომელნიც აღმოსავლეთით ბუნებრივ კლდეს უერთდება. თვითონ ციხე ნაგებია კირ-ხსნარით. გ. ბოჭორიძის თქმით, მთავარანგელოზის „ეკლესიის ჩრდილოეთით არის კოშკი ქვიტკირით ნაშენი, მასზედ არის 12 ბათმანიანი ქვევრი ქვის სარქველით“. შეიძლება ითქვას, ეს ქვევრი, ნახევარზე მიწით ამოვსებული, დღესაც ადგილზეა.

კოშკის ციხის გორაკს სამხრეთით და ჩრდილოეთით ძნელად მისადგომი დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულები (მღვიმეები) აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გ. ბოჭორიძე აღნიშნავს: „ეს კოშკი დგას ციცაბო კლდეზე, რომელსაც ჩრდილოეთით და დასავლეთით აქვს ღრმა ხევები. მის ქვემოთ არის მრავალი მაღარო კლდეში. ზოგი ქვითკირით ნაშენი, ზოგში დარჩენილია ხისა და რკინის ნაწილები“. როგორც ჩანს, მოსახლეობა ამ მღვიმეებს საშიშროების დროს „სახიზრებად“ იყენებდა.

კოშკის ციხის გარკვეული ნაწილი დიდი ზომის თლილი ლოდებით რომ უნდა ყოფილიყო ნაშენი, ამას მოწმობს იქიდან დაგორებული ასომთავრულ წარწერიანი, გათლილ-გამოკვეთილი კედლის ქვა, რომელიც სოფლიდან ნიჯგორისკენ მიმავალ ბილიკთან ახლოს, მარჯვენა მხარეს, დიდი ხნის განმავლობაში იდო. მისმა წარწერამ არაერთი მკვლევარის ყურადღება მიიქცია.

XX საუკუნის 60-იან წლებში ეს წარწერიანი ქვა გადატანილი იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. წარწერის შინაარსი ასეთია: „ქრისტე ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რე*ი მამულობით გვიბოძა და მაჭის მამული. მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერე ძემან გურგენისამან“. დ. ბერძენიშვილის შეხედულებით „წარწერა XII საუკუნისა უნდა იყოს, რეხი კი შესაძლოა საროსთან ადგილის დამახასაითებელი სახელწოდება ყოფილიყო. რეხი ქვიანი გზაა კლდოვან კალთაზე“.

Image
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by avtokh » 13 სექ 2013, 14:12

1. GT.ge
2. GT.ge + (თამუნა)
3. GT.ge + (ცასწავალა)
4. GT.ge + (ეკატერინე)
5. GT.ge + (კოკა)
6. Ledi
7. avtokh :?: (ჯერ ასე ვიქნები ცოტა ხნით და იმედია არ მიწყენთ :) )
8. :?:
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by GT.ge » 13 სექ 2013, 14:24

avtokh
თუგინდ თვიბოლომდე იყავ ეგრე. მერე მოიხსნი. ;)
Last edited by GT.ge on 13 სექ 2013, 14:29, edited 1 time in total.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

mousvenari
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 13 თებ 2010, 12:52
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by mousvenari » 13 სექ 2013, 21:14

რა კარგი მარშრუტია...საინტერესო და ლამაზი.....

mousvenari
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 13 თებ 2010, 12:52
ოქროსფერი ჟრიამული ჯავახეთსა ზედა - 19-20 ოქტომბერი, 2013 წ.

Post by mousvenari » 13 სექ 2013, 21:16

რა კარგი მარშრუტია...საინტერესო და ლამაზი.....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]