Post
by di » 25 ივლ 2011, 22:32
აბა მოვიდა ჩემი შტაბეჭდილებაც, იმედია არ დაგღლით …:)…….
ლაშქობის შემდეგ თავში შენთვის შთამბეჭდავი კადრები გიტრიალებს ხოლმე
,,ახლა როცა ამ სრიქონს ვწერ ‘’ თვალწინ პატარა ბილიკი მიდგას.
ბილიკი ტყის პირს მშვიდად მიჰყვება. ტყე საკმარისად მაღალი, ლამაზი ტანის ხეებით ცოტა ,,მისტიურ’’ შთაბეჭდილებას ტოვებს,
თან ხეების წვეროებს თუ გააყოლე თვალი ზევითკენ თავბრუდამხვევი სიმწვანე გიფარავს ხედვას.
ამ დროს და მართლა დროულად, განსაკუთრებით სიცხეში, ტყის პირას სულის და გონების გამაგრილებელლი წყალი მოიმღერის .
ბილიკის გასწვრის წყლის ათასანირ ხმას გაიგონებ; წანწკარი, ჩუხჩუხი, დუდუნი….…
ყველა ხმას ბოლოს აგვირგვინებს 40 მეტრის სიმაღლის ხმა- დგაფუნი:) სმენის დამკაგავი და 40 მეტრის წყლის შვება კლდიდან - მხედველობის გამათეთრებელი.
ეს სურათი ძალაუნებურად თავისკენ გიზიდავს და თანდათან ჰაერში გაბნეული წყლის უწვრილესი ნაწილაკებიც მოიწევენ შენი სხეულისკენ.
ესაა ჩემთვის სილამაზე სმენით, მხედველობითა და შეხებით აღქმული .
ბუნება მე მაინც სიცოცხლით სავსვე მიყვარს, აი მაგალითად კარაველებით აღვსილი; მხიარული, შეძახილებით, სიცილით, ჟრიამულით სავსე.
მართალია უმეტესობა გუშინ გაგიცანით, მაგრამ ეს არ მიგრძვნია. უნდა აღვნიშნო ბიჭების დაუსრულებელი იუმორი, განსაკუთრებით ჯონის ანეგდოტები (თუ სახელი მეშლება არაუშავს ხო) და გოგოების შესაბამისად დაუსრულებელი სიცილი (განსაკუთრებით ნათიასი), კოკიტოს და იანოს ,,დანცე’’ , შალვას ,,ჩამკეტობა’’ თავისი ზვირფასი ჯოხით , ,,სამუხლეებით’’ და ღიმილით)), მიქაეილის გულნამღერი სიმღერა- ,,აყვავებულა არაგვზე დეკა’’ და გოგოების ყვავილობა ნინოსხევის წყალშ, არწივის ხელდახმარება და წვიმისაგან არჩილის საწვიმარს შეფარება.
არა ვის მოუვიდა მაინც ნესვის ჭამის იდეა. ამდენი ნახევრადმწიფე ნესვი ცხოვრებაში არ მიჭამია, თან ასე გაღიმებულს .
იდეები ორგანიზატორს ეკუთვნის და მათი განხორცილებით მე ფრიად ვისიამოვნე და დავტკბი:) გამდლობ ნაგლი 33 და ყველას
ლოლიკა როგორ ხარ:)