ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
ნელ ნელა მივიწევდით მდინარის შუა ნაწილისკენ!
ფოტოაპარატები ყველამ ჩააწყო ჩანთაში - მდინარეში შხეფები სახემდე გწვდება და ყველა ვარიანტში დასველდებოდა აპარატი, ამიტომ ამ გადასვლის არანაირი კადრი არ შემორჩა!
ანდა ვის ეცალა ფოტოსთვის!
ხრამის შხეფები გირტყამს სახეში - ფეხებს ვერ ადგამ მყარად, იმიტომ რომ ქვებსაც მიაგორებს ხრამი! დადგამ ქვაზე ფეხს - ის კი ფეხქვეშ გეცლება!
ერთმანეთს ჩაჭიდებულები -ყველა ერთად მთელი ძალით ვუწევდით წინააღმდეგობას გამგელებულ მდინარეს! პირველები შევიდნენ ლევანი და მაკო - მერე მივყევით დანარჩენები - ნელ ნელა- ნაბიჯ- ნაბიჯ! ხელიხელჩაკიდებულები! ერთიანი ძალით და ლოცვით - მივდიოდით წინ.. შუა ნაწილს რომ მივუახლოვდით - იქ იყო პიკი! ყველაზე ძლიერი ნაკადი! შხეფები და მდინარის ღრიალი ყველაფერს ფარავს და არ გესმის ვინ რას ჰყვირის! მესმის როგორ უყვირის ლევანი შეშინებული სახით მაკოს რაღაცას - მახსოვს ყველას დაძაბული სახეები! მახსოვს როგორ მიკანკალებდა დაძაბულობისგან მუხლები - ჩემს გვერდით კი გიორგი და ელოიზას სახეებიც არ დამავიწყდება... და სადღაც შუაში ჩემს ფეხქვეშ ქვა ასრიალდა და გადავარდი ზურგით კისრამდე წყალში - ცოტაც და ხრამი წამიღებს!
მახსოვს როგორ იკივლა ელოიზამ - თამთაო! და გიორგიმ და თაკომ ამომათრიეს წყლიდან - მახსოვს, რომ მთელი გზა ლოცვა მიტრიალებდა თავში - და პირველი ყიჟინაც მახსოვს! - ლევანი და მაკოსი - გადავედითოოო!!!!!!
მერე დანარჩენებიც ნელ ნელა მიუერთდნენ ყვირილით და ტაშით!
კადრივით მახსოვს წყალში უკან შემოვარდნილი ლევანი - როგორ გვეხმარებოდა დარჩენილებს და ბოლო ისიც მახსოვს როგორ დავდგი დაძაბულობისგან აკანკალებული ფეხი ნაპირზე!!!
ვახ, ეს რა იყო ბოშო აა!
ძალა ერთობაშია!

Last edited by Tamari-ch. on 30 აპრ 2012, 23:14, edited 3 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
ჰო, ეს იყო, წყალში სრულად მობილიზებული, ძალამოკრებილი, და როგორც კი გამოვინაპირეთ და მყარი მიწა ვიგრძენი ფეხქვეშ, იქ გამომეცალა ძალა.
სვანეთოლოგი
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
მერე იყო სიხარული. ჟრიამული და აღტაცება! შეძახილები, ტაში, ეს რა მაგარი იყო!!!!
მოდი კიდევ გავიმეოროთ და უკან გადავიდეთ! - ხუმრობა!
მომღიმარი სახეები! სიხარულისგან გოგონები აკუნტრუშდნენ!
ლამის ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს - ისეთი გახარებული იყო ყველა!
რკინის ხიდთან მიბჯენილი ხე კი უკვე სასაცილოდ აღარ გვყოფნიდა -
ამ დიდი დაბრკოლების მერე
ისეთი ადვილი მოგვეჩვენა ყველას ამ ხეზე აძვრომა!
ვბრუნდებით უკან...
პირველი რაც გავაკეთე დავრეკე სახლში და მშვიდობით გადმოვედით თქო ვუთხარი -
გადაირია ნერვიულობისგან ოჯახი - "ცხენი იშოვეთ?" სად ხართ?" მოდიოდა მესიჯები - ჩემმა ქმარმა ხრამჰესის ტელეფონიც კი გაიგო - რომ ეთხოვა წყალი არ გამოეშვათ, სანამ არ გადმოვიდოდით - მაგრამ არ პასუხობდნენო მითხრა....
აქ სახეზე მაწერია განვლილი წუთები

ეს ხეზე ამობობღვის პროცესია დაფიქსირებული!
რკინის ხიდზე რომ გადმოვდიოდი ფეხები მიკანკალებდა - დაძაბულობისგან,
ხელი არ გამიშვია რკინის მოაჯირისთვის და სხვებსაც ვურჩიე საკუთარ თავს არ ენდოთ - შეიძლება დაღლილობისგან თავბრუ დაგეხვათ თქო...
ბედნიერი ნანა
და ესეც უუბედნიერესი გვალდა!

Last edited by Tamari-ch. on 26 ივლ 2011, 01:50, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
რა იყო მერე?
მერე იყო ოხუნჯობა,
მივედით ლომთან
პირველი რაც გავაკეთე ყელში ვწვდი ავთოს და დახრჩობა დავუწყე
მერე იყო ჟრიამული და მოყოლა იმისა, რაც გადაგხვდა!
ესეც ჩვენი მაშველები - პატარა ბიჭები - სელაპებივიტ დაცურავდნენ ხრამში
საერთო ფოტოს გადასაღებად მზადება
და საერთო ფოტო
ამიგოს ალბომიდან

ნელ ნელა ამოვედით ტანძიაში
ზემოთ კი უკვე თამაზის ვუყვებით ჩვენს თავგადასავლებს...
მზერა კარვული - ანუ ამბავი იმისა, თუ რატომ ვახრჩობდი ავთოს...

Last edited by Tamari-ch. on 26 ივლ 2011, 22:52, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
უმაგრესი გასვლა იყო!
კარველებმა გამოამჟღავნეს საოცარი ერთიანობა და გვერდში დგომა!
ასე იყო საბერეებშიც! ჯაჭვური პრინციპით მუშაობა, ერთიანობით და ერთიანი ძალისხმევით მიზნის მიღწევა! და საოცარი შეგრძნება იმისა - რომ ჩვენ ეს შევძელით!!!
ჰო და მართლა მთავარი -
ეს გასვლა ეძღვნებოდა ნანას, სართანიას!
იმან მითხრა მეგალითებზე ფიტარეთი არ მინახავსო
და მეც იმიტომ გადავწყვიტე ფიტარეთი 3 მოგვეწყო!
ეს ამიგოს ფოტოალბომი
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... 1033808908
ეს დალის
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =748094347
და ესეც ელოიზასი
https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =684756132
სხვებმაც დადეთ ფოტოები
ან ალბომები ფბ-ზე
საუკეთესა ფოტოები კი თემაში!!!!
გკოცნით ყველას!

http://amigo.ge/saunjegallery/displayimage.php?pid=7532
საუნჯეზე გაკეთდა ფიტარეთის ფოტოალბომი
ფრესკებს დავდებ მოგვიანებით....
საუნჯეზე გაკეთდა ფიტარეთის ფოტოალბომი
ფრესკებს დავდებ მოგვიანებით....
Last edited by Tamari-ch. on 26 ივლ 2011, 09:15, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
Tamari-ch.
დიდიიიიიი მადლობა ასეთი საინტერესო რეპორტაჟისთვის და გასვლის ორგანიზებისათვის პირველ რიგში
ეს გასვლა ეძღვნებოდა ნანას, სართანიას! -
პ.ს. ფოტოაპარატის მფლობელებო შეიძლება თქვენს მიერ გადაღებული სურათებით FB-ზე ჩემი პატარა ალბომი შევქმნა ამ დაუვიწყარი გასვლის ??? (გამოვიყენებ მარტო იმ სურათებს სადაც მე ვარ კადრში თქვენი ინიციალებით იქნება ფოტო განთავსებული რა თქმა უნდა )

ამ ხიდის წარმატებით გადალახვას აღვნიშნავ (საშინლად მეშინია სიმაღლის )Tamari-ch. wrote:
ბედნიერი ნანა
პ.ს. ფოტოაპარატის მფლობელებო შეიძლება თქვენს მიერ გადაღებული სურათებით FB-ზე ჩემი პატარა ალბომი შევქმნა ამ დაუვიწყარი გასვლის ??? (გამოვიყენებ მარტო იმ სურათებს სადაც მე ვარ კადრში თქვენი ინიციალებით იქნება ფოტო განთავსებული რა თქმა უნდა )
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
ბავშვებო! - უამრავი ადამიანი იღებდა ფოტოებს!!!
დაყარეთ რა ან ფბ ალბომები ან სურათები!!!
ჩემი ფოტოები გამოიყენენ ნაან! არაა პრობლემა! მე რეპორტაჟის დროს სხვადასხვა ავტორის (ამიგოს, დალის, თAმუნას) ფოტოები გამოვიყენე ქრონოლოგიისთვის
ვინაიდან ზოგჯერ ისეთ ოფლიმასკდება სიტუაციაში ვიყავით - ფოტოს თავი ვის ჰქონდა და ამა თუ იმ ეპიზოდისათვის ფოტო არ მქონდა!
დაყარეთ რა ან ფბ ალბომები ან სურათები!!!
ჩემი ფოტოები გამოიყენენ ნაან! არაა პრობლემა! მე რეპორტაჟის დროს სხვადასხვა ავტორის (ამიგოს, დალის, თAმუნას) ფოტოები გამოვიყენე ქრონოლოგიისთვის
ვინაიდან ზოგჯერ ისეთ ოფლიმასკდება სიტუაციაში ვიყავით - ფოტოს თავი ვის ჰქონდა და ამა თუ იმ ეპიზოდისათვის ფოტო არ მქონდა!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
ჩემი ყველა სურათი თამარის წყალობით დევს თემაში, თუ რამე არაა და პირწიგნაკზე შეგიძლიათ ნახოთ და რათქმაუნდა ინიციალების გარეშეც გამოიყენოთ სურვილისამებრ
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
ჩემი ზუმიანი აპარატი იმავე ღამეს დასასვენებლად გაუშვი ზღვაზე, ასერომ ფოტოებს 3-4 დღე დააგვიანდებათ, იქამდე კი ეს ლინკი შეგიძლიათ ნახოთ http://www.facebook.com/media/set/?set= ... 1542163241
No pressure, no diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
577266221&593399330<ლევანი>
Life begins at the end of your comfort zone...
577266221&593399330<ლევანი>
ექსტრიმ - ფიტარეთი! (24.07.11)
http://share.ge/download.php?id=7E2456FC4 აქაა ჩემი ფოტოები და მგონი შენც უნდა იყო მოხვედრილი ობიეკტივში, გადაიწერე თუ არ გადაგიწერია და გამოიყენე როგორც გაგიხარდესbavshvi wrote:Tamari-ch.