ნინი_85 wrote: guruli
სოსომ ნამდვილად კარგი მასპინძლობა გაგვიწია, ჩვენი ბარგი ომალოდან წამოიღო ორეთზე მწვადები შეგვიწვა და ცხენების ფულს რომ ვაძლევდი აღებაზე უარი მითხრა, თქვენ ისედაც ამხელა ხარჯები გაწიეთო, კინაღამ გადავირიე, ბოლოს სულ ძალის ძალად შევაჩეჩეთ მე და შორენამ
ძალიან კარგი ადამიანია - ყურადღებიანი, გულიანი, პურმარილიანი და სტუმართმოყვარე. თან - უწესიერესი და მშრომელი.
ძმაც მასეთივე კარგი ჰყავს. ის გლდანში ცხოვრობს - VII-ში. კიდევ კარგი, სოსომ შენი გლდანელობა არ იცოდა, თორემ მაშინ დაძალებაც არ გიშველიდათ, საერთოდ არ აიღებდა ფულს.

თემო ბაშინურიძე. ვისაც მანქანა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ. რამდენიმე წლის წინ პატარა მანქანაც ჰყავდა და ახლა არ ვიცი, ისევ ჰყავს თუ არა. ძალიან კარგი კაცია და კარგი ოჯახიც ჰყავს, 3 შვილის მამაა. დიდად მოლაპარაკე რომ არაა, თქვენც შეატყობდით, მაგრამ რასაც იტყვის, მიზანში არტყამს.მძღოლი ის იყო ვინც გვირჩიე ირაკლი, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, გადასარავად გვატარა თანაც დართლოდან ომალოში ჩვენი ტვირთიც წამოიღო.

