გლობალური დათბობა და საფრთხეები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები
უარი ატომურ ელექსტროსადგურებს.
ისინი ყოველთვის ავბედიანები არიან.
სერიოზულად აზიანებენ გარემოს, ვნებენ ადამიანებს
ისინი ყოველთვის ავბედიანები არიან.
სერიოზულად აზიანებენ გარემოს, ვნებენ ადამიანებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გლობალური დათბობა და საფრთხეები
ატომური ელექტროსადგურები დიდი პრობლემაა, ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი როგორიც იაპონიაა, რომელიც ევრობას დაახლოებით 30 წლით უსწრებს წინ ატომურმა ელექტროსადგურმა რამხელა პრობლემა შექმნა, წარმოიდგინეთ თუ რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე ჩვენ ქართველებს რადგან სომხეთში მუშაობს საბჭოთა წარმოების ყოვლად მოძველებული და ამორტიზებული ატომური ელექტროსადგური, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს!
ეს სადგური მდებარეობს არარატის ველთან სადაც გაშენებულია სომხური გარგარის პლანტაციები რომლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი საქართველოში შემოდის, რადიაციულ კონტროლს ვეჭვობ ვინმე ახორციელებდეს, ასერომ რადიაციის მოზრდილ დოზას ყოველწლიურად ვღებულობთ სომხურ გარგართან ერთად.
სომხეთმა უნდა დახუროს ეს ატომური სადგური, და რაც დროულად მოხდება ეს მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის!
ეს სადგური მდებარეობს არარატის ველთან სადაც გაშენებულია სომხური გარგარის პლანტაციები რომლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი საქართველოში შემოდის, რადიაციულ კონტროლს ვეჭვობ ვინმე ახორციელებდეს, ასერომ რადიაციის მოზრდილ დოზას ყოველწლიურად ვღებულობთ სომხურ გარგართან ერთად.
სომხეთმა უნდა დახუროს ეს ატომური სადგური, და რაც დროულად მოხდება ეს მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის!
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები
გუშინ ნაიას მანქანის რადიოში ვუსმენდი ცნობას, რომ სომხეთის პარლამენტში ადგილობრივი სპეციალისტები ახალი ბირთვული სადგურის მშენებლობას განიხილავდნენ.Makena wrote:ატომური ელექტროსადგურები დიდი პრობლემაა, ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი როგორიც იაპონიაა, რომელიც ევრობას დაახლოებით 30 წლით უსწრებს წინ ატომურმა ელექტროსადგურმა რამხელა პრობლემა შექმნა, წარმოიდგინეთ თუ რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე ჩვენ ქართველებს რადგან სომხეთში მუშაობს საბჭოთა წარმოების ყოვლად მოძველებული და ამორტიზებული ატომური ელექტროსადგური, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს!
ეს სადგური მდებარეობს არარატის ველთან სადაც გაშენებულია სომხური გარგარის პლანტაციები რომლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი საქართველოში შემოდის, რადიაციულ კონტროლს ვეჭვობ ვინმე ახორციელებდეს, ასერომ რადიაციის მოზრდილ დოზას ყოველწლიურად ვღებულობთ სომხურ გარგართან ერთად.
სომხეთმა უნდა დახუროს ეს ატომური სადგური, და რაც დროულად მოხდება ეს მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის!
პროექტი დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება და როგორც ისინი ამტკიცებენ, იაპონურ სადგურებზე ბევრად უსაფრთხო და უკეთესი იქნება.
კავკასიის ლანდშაფტის გათვალისწინებით, ეს ყოვლად ამაზრზენი გეგმაა.
გარდა იმისა, რომ ჩვენი მხარე მიწისძვრულად აქტიურია, ავარიის შემთხვევაში დაბინძურებული ჰაერი მაღალმთიანობის გამო, არ განიავდება და ჩვენს ქვეყანას საგრძნობლად დააზიანებს.
საქართველოს, როგორც მეზობელ ქვეყანას, ასეთი სარისკო გეგმის ჩასაშლელად სრული უფლება აქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გლობალური დათბობა და საფრთხეები
მე კიდე გოგა იცი რა გავიგე?? რომელიღაცა არხმა 5 ყველაზე საშიში ატომური რეაქტორის რეიტინგი გააკეთა და პირველ ადგილზე სომხეთში რუსების მიერ კომუნისტების დროს აშენებული ატომური სადგური იყო.. და ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაცა უბედურება მოხდეს დაღუპულები ვართ....
Last edited by CheLo on 24 მარ 2011, 01:43, edited 1 time in total.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები
მეგობრებო, 26 მირკანს მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის სთ.
რაც იმას ნიშნავს,
რომ 20:30იდან 21:30მდე სრულიად გამოვრთოთ ან საგრძნობლად დავზოგოთ ელენერგია.
რაც იმას ნიშნავს,
რომ 20:30იდან 21:30მდე სრულიად გამოვრთოთ ან საგრძნობლად დავზოგოთ ელენერგია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გლობალური დათბობა და საფრთხეები
ჩაბნელებულ სტადიონზე ვითამაშოოთ?GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, 26 მირკანს მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის სთ.
რაც იმას ნიშნავს,
რომ 20:30იდან 21:30მდე სრულიად გამოვრთოთ ან საგრძნობლად დავზოგოთ ელენერგია.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
გლობალური დათბობა და საფრთხეები
zura N. wrote:ჩაბნელებულ სტადიონზე ვითამაშოოთ?GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, 26 მირკანს მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის სთ.
რაც იმას ნიშნავს,
რომ 20:30იდან 21:30მდე სრულიად გამოვრთოთ ან საგრძნობლად დავზოგოთ ელენერგია.
სტადიონის ცაბნელება გვეხერხება
საქართველოსთვის!
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები
კგ კითხვაა, მაგრამ ამ აქციისთვის აშკარად შეუფერებილი ადგილი.zura N. wrote:ჩაბნელებულ სტადიონზე ვითამაშოოთ?GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, 26 მირკანს მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის სთ.
რაც იმას ნიშნავს,
რომ 20:30იდან 21:30მდე სრულიად გამოვრთოთ ან საგრძნობლად დავზოგოთ ელენერგია.
ვინც სტადიონზე არ არის, იმას მაინც შეუძლია დედამიწის სთში ჩართვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები
ქართველმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოლო 10 წელიწადში სტეფანწმინდის მყინვარმა 190 მეტრით დაიხია.
მათ ბოლო 6 წლის უტყუარი ფაქტები აქვთ, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ყოველ წელიწადს მყინვარი 20 მეტრით პატარავდებოდა.
მყინვარის გაქრობისა და სასმელი წყლის შემცირების საფრთხე იზრდება...
მათ ბოლო 6 წლის უტყუარი ფაქტები აქვთ, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ყოველ წელიწადს მყინვარი 20 მეტრით პატარავდებოდა.
მყინვარის გაქრობისა და სასმელი წყლის შემცირების საფრთხე იზრდება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გლობალური დათბობა და საფრთხეები
GAMARJOBA SAKARTVELO
აშკარად იხუმრესგუშინ ნაიას მანქანის რადიოში ვუსმენდი ცნობას, რომ სომხეთის პარლამენტში ადგილობრივი სპეციალისტები ახალი ბირთვული სადგურის მშენებლობას განიხილავდნენ.
პროექტი დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება და როგორც ისინი ამტკიცებენ, იაპონურ სადგურებზე ბევრად უსაფრთხო და უკეთესი იქნება.
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
გლობალური დათბობა და საფრთხეები
მარტყოფში ჩერნობილის ნარჩენები რომ ყოფილა დამარხული თუ იცოდით? ტელევიზორში რეპორტაჯი აჩვენეს, არც შემოღობილია, არც ნიშანდებული, ძროხები ბალახობენ, ბავშვები დარბიან.... საერთოდ რატომ დაუშვეს რადიოაქტიური ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და აქვე თბილისთან დამარხვა ეს ერთი საკითხია მაგრამ რატომ არ არის იქაურობა დღეს შემოღობილი და საზოგადოებისგან იზოლირებული ეს კიდევ მეორე!
-
- ბოდიალა
- Posts: 196
- Joined: 13 თებ 2010, 12:52
გლობალური დათბობა და საფრთხეები
მარტყოფში ჩერნობილიდან შემოტანილი რადიოაქტიური ნარჩენები კი არ არის დამარხული, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან რუსები რომ გავიდნენ , იქაური ნარჩენებია. არა მარტო ვაზიანში , ყველა სამხედრო ბაზაში იყო საშიში ნივთიერებები, რომლებიც დარჩა უპატრონოდ და უმეთვალყურეოდ.
შემოღობვა და ნიშნის დადება რადიოაქტივობისგან ვერ დაიცავს ვერც ხალხს და ვერც ცხოველებს, ვერც გარემოს.
შემოღობვა და ნიშნის დადება რადიოაქტივობისგან ვერ დაიცავს ვერც ხალხს და ვერც ცხოველებს, ვერც გარემოს.
გლობალური დათბობა და საფრთხეები
mousvenari
მარტყოფში სწორედ ჩერნობილიდან შემოტანილი ნარჩენებია დამარხული. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რადიაქტიული ნივთიერებები არ ინახებოდა. საშიში და რადიაქტიული ერთი და იგივე არ არის, საშიშია მაგალითად ნებისმიერი სინთეზური წარმოების შხამქიმიკატი, ხოლო რადიაქტიური მომაკვდინებელია!
ნიშანდება კი იმიტომ არის საჭირო რომ საზოგადოებამ იცოდეს თუ რომელ ადგილს უნდა მოერიდოს. სოფელში უნდა იცოდნენ თუ სად არ უნდა შერეკონ ნახირი და სად არ უნდა გაუშვან ბავშვები სათამაშოდ.

გლობალური დათბობა ნამდვილად სახეზეა, ტენიანობ საგრძნობლად მოიმატა და ეს არის გლობალური დათბობის უტყუარი ნიშანი.
წელს მარცვლეულის და პარკოსნების დათესვა 1 თვით დაგვიანდა იმის გამო რომ უაზროდ ბევრი ნალექი მოვიდა და სასოფლოსამეურნეო ტექნიკა ვერ შევიდა მინდვრებში, ეს კი იმას ნიშნავს რომ მოსავლის 20-30% დაიკარგება, თუ მეტი არა.

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
გლობალური დათბობა და საფრთხეები
Makena
მარტყოფთან გაზომეს რადიაცია?
თუ არაა მომატებული - შეიძლება არ იყოს სახიფათო
სარკოფაგშია...
მარტყოფთან გაზომეს რადიაცია?
თუ არაა მომატებული - შეიძლება არ იყოს სახიფათო
სარკოფაგშია...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....