ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 17:00

მკდ, ასეთი მცირერიცხოვნობის გამო, წავალთ მანქანით.
თუ სია საგძნობლად გაიზრდება, მინიბუსით ჩავანაცვლებთ.
პირად საუბრებში რამდენიმემ წამოსვლის სურვილი განაცხადა.
დასანანია, რომ ახლა ისინი წამოსვლას ვერ ახერხებენ.
მცირერიცხოვნობას 1 დადებითი მხარე აქვს - მობილურები ვიქნებით ჩამონათვალზე მეტს ვნახავთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by დათო » 28 თებ 2011, 18:14

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. GAMARJOBA SAQARTVELOს + გოგა
4. გიორგი მეზვრიშვილის +
5. დათო

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by chuna » 28 თებ 2011, 18:27

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. GAMARJOBA SAQARTVELOს + გოგა
4. გიორგი მეზვრიშვილის +
5. დათო
6. ტომა
Last edited by chuna on 28 თებ 2011, 18:38, edited 1 time in total.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by chuna » 28 თებ 2011, 18:37

მეგონა მახარეს მიყავდით! მეც მინდა...მაგრამ მხოლოდ მინდა......შანსი 0 ტოლია.

კეთილი მგზავრობა ყველას!
ჩემს გამოცდილებას თუ გაითველისწინებთ, ბევრს გაახარებთ იმ სოფლებში.

წინა მოგზაურობების თემიდან ამოვიღე სოფლის მოსახლეობის და ბავშვების ფოტოები და დავუბეჭდე...(რამდენიც იყვნენ ფოტოზე, იმდენი ეგზემპლარი გავაკეთებინე) ზოგი პირადად ვნახე და გადავეცი...ზოგსაც მეზობლებში დავუტოვე....

არ იცით რა სიხარულით შეხვდნენ...ყველა სუვენირს და საჩუქარს ერჩიათ!

დოლისყანაში იმ ოჯახს, ტაზართან რომ ცხოვრობენ, ნავიგატორის გადაღებული ფოტოები დავუბეჭდე...2 წელი იყო გასული და ბავშვები გაზრდილები დამხვდნენ:))))

davidiva
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 15 სექ 2010, 22:39
Location: iq sadac qaosia
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by davidiva » 28 თებ 2011, 19:08

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. GAMARJOBA SAQARTVELOს + გოგა
4. davidiva (დავით ივანიშვილი)
5. დათო
6. ტომა

მე ვარ გიორგი მეზვრიშვილის + და რადგან კარავზე უკვე დარეგისტრირებული ვარ ამიტომ ჩემი სახელი და გვარი ჩავწერე სიაში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 22:40

davidiva wrote:1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. GAMARJOBA SAQARTVELOს + გოგა
4. davidiva (დავით ივანიშვილი)
5. დათო
6. ტომა

მე ვარ გიორგი მეზვრიშვილის + და რადგან კარავზე უკვე დარეგისტრირებული ვარ ამიტომ ჩემი სახელი და გვარი ჩავწერე სიაში
უი, სიაში რა ხდება?
ტომამ ნაიას უთხრა, შვებულება ავიღე და მოვდივარო.
ამასობაში მე6 ადამიანიც გამოჩენილა.
მკდ, გვაქვს შანსი, რომ კიდევ 1 ეკიპაჟი დავაკომპლექტოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 22:44

მკდ, ამ გასვლაში შანსი გვაქვს, ვნახოთ სომხეთის ძველი დედაქალაქი ანისი და ყარსი.
პრინციპში, უკვე დავგეგმეთ კიდეც მახარემ და მე.
ეს იქნება ბრწყინვალე გასვლა.
შემოგვი1დით.
სასურველია, 2 მანქანით წავიდეთ.
თუ მაინც და მაინც 6ნი ვიქნებით, მაშინ ჩემს +ს ამოვიღებ სიიდან.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by დათო » 28 თებ 2011, 23:34

GAMARJOBA SAKARTVELO

არა არა, მამაკაცები თანასწორუფლებიანები ვართ (ქალბატონებს პრიორიტეტი აქვთ :) ), ამიტომ ვინც უფრო გვიან ჩაეწერა, ის არ წავა. ანუ, მე.
თუ რა თქმა უნდა, ამის საჭიროება იქნა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 23:35

დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

არა არა, მამაკაცები თანასწორუფლებიანები ვართ (ქალბატონებს პრიორიტეტი აქვთ :) ), ამიტომ ვინც უფრო გვიან ჩაეწერა, ის არ წავა. ანუ, მე.
თუ რა თქმა უნდა, ამის საჭიროება იქნა.
არაა პრობლემა.
ჯერ სიიდან ამოწერის საკითხი არ განიხილება.
თუ მაინც დადგა ეს საკითხი, ჩემს +ს ამოვიღებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by guruli » 01 მარ 2011, 02:09

ბოდიში, რომ გერევით და ცოტა ოფისკენ უნდა წავიყვანო თემა - ჩემი წამოსვლა გამორიცხულია (დიდი სურვილის მიუხედავად), მაგრამ საქართველოს გარეთ დარჩენილი ”პატარა საქართველოებისადმი” ჩემი დამოკიდებულება იცით და ვერ მოვითმინე. ამის გამო მაინც მაპატიეთ ოფი. :)
chuna
დოლისყანაში იმ ოჯახს, ტაზართან რომ ცხოვრობენ, ნავიგატორის გადაღებული ფოტოები დავუბეჭდე...2 წელი იყო გასული და ბავშვები გაზრდილები დამხვდნენ
ჭუნუსი, დედილო, მგონი, ადგილობრივი მოლას ოჯახზე ამბობ... :roll: 3 ბავშვი ჰყავთ - 2 ბიჭი და 1 გოგო. მგონი, არც ვცდები და ეგენი. ეგენი დღემდე ცხადად მახსოვს მათი... ქართული თუ არა, მოქართულო იერით - იმ გოგოს გრძელი, წაბლისფერი ნაწნავი ჰქონდა და ძალიან ლამაზი, საყვარელი ცისფერი, ცისფერი, ცისფერი თვალები. სხვებსაც მაგგვარი ფერის თვალები ჰქონდათ და ისეთი ლამაზები იყვნენ ყველანი...
ნამდვილად კარგი რჩევაა. მაგას ყველა იქ წამსვლელი თუ გაითვალისწინებს, კარგი იქნება, ნდობის განმტკიცებას შევუწყობთ ხელს. დოლისყანაში ახლა თუ ახვალთ, იმ მოლას ფოტოები თუ გექნებათ, წაუღეთ ან რამე სუვენირი - ეგ კაი კაცია. მაქაურობა წინა მოლამ გადაარჩინა დანგრევას და ეგეც აგრძელებს იმის საქმეს. ეგ ლაზური სოფელი იყო, მაგრამ ახლა თურქები ცხოვრობენო, ხოლო ლაზები ვინც არიან, ცხადია, მუსულმანები, მაგრამ ტაძარი კი შემოინახეს.
ახალთაში იობი ყანთარაშვილს და აფთიაქის მეპატრონე ჯემალას თუ ნახავთ (თავისი გვარი ვერ გვითხრა სწორად - გუმბერიძეო თუ რაღაც მაგგვარი) დიიიიიდი მოკითხვები გადაეცით საქართველოდან, თორემ მე რაღას გამიხსენებენ უკვე... ორივე უჯიგრესი ქართველია, მაგარი ხალხი.
პ.ს. ნეტა, მე როდის მეღირსება მაქეთ წასვლა, მკერდჩანგრეული ბანას ნახვა. :cry: :cry: :cry:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by გვალდა » 01 მარ 2011, 09:40

არტანუჯი მენატრება! მოკითხვა ტაოს!

უსაფრთხო და ხალისიან მგზავრობას გისურვებთ ხალხო.
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 მარ 2011, 15:46

გვალდა wrote:არტანუჯი მენატრება! მოკითხვა ტაოს!

უსაფრთხო და ხალისიან მგზავრობას გისურვებთ ხალხო.
მეგობრებო, ვინც კეთილი მგზავრობა გვისურვეთ, დიდი მადლობა.
მზე და თოვლი, იმედია, უხვად გვექნება.
მახარემ მითხრა, ოლო დღეებში თოვლი დადოო.
რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, გასვლაში გარკვული ხასიათის ცვლილებბი სევიტანოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by Kakha » 01 მარ 2011, 16:05

ათი დღის წინ ვიყავი ტაო-კლარჯეთში. ოთხთაში და ხანძთაში ვერ ავედით დიდთოვლობის გამო. იშხანსა და ოშკიში პრობლემები არ ყოფილა.

წავედით სარფიდან, რადგან ვალეს შემდეგ უღელტეხილის გავლაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო - წინა დღეები სულ თოვდა. კარგად გაარკვიეთ ახლაც დაკეტილი არ იყოს. მაშინ თქვენც სარფიდან მოგიწებთ წასვლა.

ვისაც გინდათ ნახოთ თოვლიანი ოშკისა და (ნაკლებადთოვლიანი) იშხანის სურათები აქ შებრძანდით

https://picasaweb.google.com/kakha.khim ... ili/Oshki#

https://picasaweb.google.com/kakha.khim ... /Ishkhani#

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by LEVANIKO » 01 მარ 2011, 20:40

როგორ მინდა წამოსვლა:( იმედია როდესმე წამოვალ
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაო-კლარჯეთი და ერზერუმი თოვლში, 03-06.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 მარ 2011, 23:47

Kakha wrote:ათი დღის წინ ვიყავი ტაო-კლარჯეთში. ოთხთაში და ხანძთაში ვერ ავედით დიდთოვლობის გამო. იშხანსა და ოშკიში პრობლემები არ ყოფილა.

წავედით სარფიდან, რადგან ვალეს შემდეგ უღელტეხილის გავლაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო - წინა დღეები სულ თოვდა. კარგად გაარკვიეთ ახლაც დაკეტილი არ იყოს. მაშინ თქვენც სარფიდან მოგიწებთ წასვლა.

ვისაც გინდათ ნახოთ თოვლიანი ოშკისა და (ნაკლებადთოვლიანი) იშხანის სურათები აქ შებრძანდით

https://picasaweb.google.com/kakha.khim ... ili/Oshki#

https://picasaweb.google.com/kakha.khim ... /Ishkhani#
მადლობა, კახა.
ისე, მაგ გასვლაში მეც უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ რიგმა მიზეზებმა ხელი არ შემიწყო.
ხანძთა-ოთხთაში არ მივდივართ, სიაშიც მაგიტომ არ მაქვს შეტანილი.
თუმცა, თუ მოვინდომებთ, ფეხითაც შეიძლება ასვლა
LEVANIKO wrote:როგორ მინდა წამოსვლა:( იმედია როდესმე წამოვალ
ოდესმე რატომ,გასვლას მალე გავიმე2ებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]