მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by MIRANDA » 29 ნოე 2010, 00:07

მგონი დროა თემა უკვე სამომავლოებში გაიხსნას, რომ სიაც შედგეს და შესაბამისი მზადებაც დაიწყოს..

გასვლის თარიღი - 12 დეკემბერი

1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშრუტის დასახელება:
თბილისი - რუსთავი - საგარეჯო - თბილისი
(დავითის ლავრა, უდაბნო, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ჩიჩხიტური)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
1 ადამიანზე დაახლოებით 8-10 ლარი. უფრო გამოცდილი მძღოლებისთვის საორიენტაციოდ ვიტყვი, რომ მანქანით გასავლელი მანძილი იქნება ~150 კმ.

5. ფეხით გავლილი მანძილი:
ფეხით 400-600 მეტრი იოანე ნათლისმცემლის მონასტრამდე, დავით გარეჯში - 3-4 კილომეტრი დაახლოებით.

6. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალი (რადგან ადგილზე სასმელი წყალი მგონი რომ არ არის), საკვები

მართალია მანქანაში არ ეციება, მაგრამ რადგან ფეხითაც უნდა ვიაროთ სასურველი იქნება თბილი ტანსაცმელი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი :D

ასევე წამოიღეთ/ჩაიცვით მონასტრისთვის შესაფერისი ტანისამოსი

7. GPS მონაცემები:

http://bin.ge/file/6060/Davit-gareji-20 ... 1.rar.html


ვიკრიბებით კვირას სასტუმრო რადისონ ივერიასთან, ვარდების რევოლუციის (ყოფილი რესპუბლიკის) მოედანზე, 7:45-ზე.
გთხოვთ, არ დაიგვიანოთ... ზუსტად 8 საათზე გავალთ :D


გასვლა შედგება ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში!

საგზალი მოგვაქვს ყველას საკუთარი (რაოდენობა და სახეობა სურვილისამებრ).
უკანა გზაზე შეგვიძლია (და იმედია საერთო სურვილი იქნება) რომელიმე რესტორანში აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე, რომელიც აუცილებლად წარმატებით ჩაივლის :)
მგონი გოგამ იცის კარგი რესტორანი :)
Last edited by MIRANDA on 09 დეკ 2010, 12:05, edited 2 times in total.

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by Shanshika » 29 ნოე 2010, 00:32

მე ვარ უმანქანო და წამოსვლის მსურველი ...

:oops:
:roll:
...Finding Inspiration...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by MIRANDA » 29 ნოე 2010, 00:39

ჩამოვწერ სიას:

1. MIRANDA-ს იო იო
1.1. MIRANDA
1.2. Marita777
1.3. კარავის მეგობარი გიორგი (მეზვრიშვილი)
1.4. კვაშტა (ნიკა ქავთარაძე)

2.




წამოსვლის მსურველები:
1. შანშიკა
2.


P.S. ვინც ჩაეწერება შემდეგი (მანქანიანი), თავისუფალი ადგილ(ებ)ი შეავსოს წამოსვლის მსურველებიდან :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ნოე 2010, 01:00

MIRANDA wrote: - მიმართულება - თბილისი-რუსთავი-ნათლისმცემელი-გარეჯა-უდაბნო-საგარეჯო-თბილისი
გადასარევი მიმართულებაა.
ყოჩაღ, რომ ეს ამოირჩიე.
ნაზავია სირთულის მხრივ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by leo1 » 29 ნოე 2010, 12:18

ადგილის კაი არჩევანია!!!

1. MIRANDA-ს იო იო
1.1. MIRANDA
1.2. Marita777
1.3. კარავის მეგობარი გიორგი (მეზვრიშვილი)
1.4. კვაშტა (ნიკა ქავთარაძე)

2.




წამოსვლის მსურველები:
1. შანშიკა
2. LEO1 - შევასრულებ შტურმანის მოვალეობას!!!
3.

P.S. ვინც ჩაეწერება შემდეგი (მანქანიანი), თავისუფალი ადგილ(ებ)ი შეავსოს წამოსვლის მსურველებიდან Smile

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by Iako. » 29 ნოე 2010, 13:07

სამწუხაროა ჯიპი არ მყავს და ჩემი გოლფი ვერ გაქაჩავს :(, ამიტომ მსურველებში ჩავეწერები

1. MIRANDA-ს იო იო
1.1. MIRANDA
1.2. Marita777
1.3. კარავის მეგობარი გიორგი (მეზვრიშვილი)
1.4. კვაშტა (ნიკა ქავთარაძე)

2.




წამოსვლის მსურველები:
1. შანშიკა
2. LEO1 - შევასრულებ შტურმანის მოვალეობას!!!
3. იაკო

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by აცაბაცა » 29 ნოე 2010, 13:10

მე ჩემს მანქანას შემოგწირავთ ჯიპტურისთვის!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by keto » 29 ნოე 2010, 13:15

ყველაზე ნაკლებად ამ მიმართულებას ვემხრობოდი :? თუმცა ალბათ მაინც წამოვალ. იქამდე კიდევ დროა, ჯერ არ ვეწერები სიაში, მერე უცებ რომ არ მომიწიოს ამოწერა :)
Keep Smiling...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ნოე 2010, 13:18

keto wrote:ყველაზე ნაკლებად ამ მიმართულებას ვემხრობოდი :? თუმცა ალბათ მაინც წამოვალ. იქამდე კიდევ დროა, ჯერ არ ვეწერები სიაში, მერე უცებ რომ არ მომიწიოს ამოწერა :)
რატომ არ ემხრობოდი?
ნამყოფი რომ ხარ, იმიტომ?

შენ ამ ჯიპ-ტურს როგორ უნდა დააკლდე, აბა, რას ამბობ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by keto » 29 ნოე 2010, 14:05

GAMARJOBA SAKARTVELO

გარდა იმისა რომ ნამყოფი ვარ, წელს უკვე რამდენიმეჯერ ვიყავი :) + ჯიპტურისთვის არ მომწონს.

თუ შევძელი ყველა ვარიანტში წამოვალ, მიმართულება მომწონს-არ მომწონს, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენთან ყოფნა ვიცი რომ მიყვარს და... ;)
Keep Smiling...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by Naia » 29 ნოე 2010, 16:36

ჯერ არ ვიცი 12-ში რა გეგმები მაქვს, მაგრამ დიდი სურვილი კი მაქვს, რომ წამოვიდე. ქეთოსი არ იყოს, ეგ მარშრუტი რამდენჯერმე მაქვს გავლილი, მაგრამ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავივლიდი :)

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by MIRANDA » 29 ნოე 2010, 20:03

keto
Naia
მიხარია, რომ წამოსვლის სურვილი გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ვერსიებს უფრო მეტად ემხრობოდით... იმედია მოახერხებთ შემოერთებას.. თქვენს გარეშე ხიბლი მოაკლდება გასვლას.

ეს მარშუტი გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით შევარჩიე.. ყველაზე მეტად კი იმან იმოქმედა, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ჯიპტურია მესაჭის რანგში, ზოგადადაც გამოუცდელი მძღოლი ვარ (ფაქტიურად დამწყები :D ), ამიტომ ყველაზე შესაფერისად ამ ეტაპზე ეს მივიჩნიე..

გპირდებით ნელ-ნელა გავართულებ :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by MIRANDA » 29 ნოე 2010, 20:04

აცაბაცა wrote:მე ჩემს მანქანას შემოგწირავთ ჯიპტურისთვის!!!!
საჭესთან?? 8)

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by t.d » 29 ნოე 2010, 20:32

1. MIRANDA-ს იო იო
1.1. MIRANDA
1.2. Marita777
1.3. კარავის მეგობარი გიორგი (მეზვრიშვილი)
1.4. კვაშტა (ნიკა ქავთარაძე)

2.




წამოსვლის მსურველები:
1. შანშიკა
2. LEO1 - შევასრულებ შტურმანის მოვალეობას!!!
3. იაკო
4, თ.დ( რატომ არ ვეწერე სიაში გამიკვირდა ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ სავარაუდით პლიუსით გეახლებით)
5.თ.დ-ს +

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
მესაჭე გოგონების ჯიპტური (12 დეკემბერი, 2010)

Post by t.d » 29 ნოე 2010, 20:36

ეს სხვა თემა ყოფილა არა და მახსოვდა რომ ვეწერე სიაშI.:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]