მარშრუტი: დაქირავებული მინიბუსით ავალთ ბაკურიანში, შემდეგ გზას ფეხით გავაგრძელებთ და ჩავალთ თორში. ღამის გასათევად გავჩერდებით კახისის ტბაზე. მეორე დღეს ვნახავთ წეროს ტბას, ავიბარგებით, დაღმართ-დაღმართ დავეშვებით და ჩამოვალთ სოფ. ჭობისხევში (ბორჯომის რ-ნი). სადაც დაგვხვდება ჩვენს მიერ დაქირავებული მინიბუსი და წამოგვიყვანს თბილისში.
გასვლა: 10 ივლისს, დილის 7.00 სთ-ზე დიდუბეში სამთო ქიმიიდან
20 კაციანი მინიბუსის ღირებულებაა 200 ლარი. თანხა თანაბრად გადანაწილდება მონაწილეთა რაოდენობაზე.
მინდა გითხრათ, რომ მარშრუტის ზუსტი ხანგრძლივობა არ ვიცი. ჩემი გამოთვლით 20 კმ-მდე მოგვიწევს ფეხით სიარული (თუმცა, შეიძლება ვცდები და ცოტა უფრო მეტია მანძილი).
გასათვალისწინებელი რჩევები:
წამოიღეთ საკუთარი საჭმელ-სასმელი (წყალი არ ვიცი არის თუ არა მარშრუტზე)
არაერთჯერადი ჭურჭელი
კარავი და თბილი საძილე (ღამით ცივა და ზაფხულის საძილე არ გამოგადგებათ)
მზის დამცავი საშუალებები (აუცილებლად!)
საცურაო კოსტუმები (ტბა თბილი იქნება და ვიჭყუმპალავებთ)
და მძღოლისთვის მისაცემი თანხა

აბა სია შევადგინოთ. თუ შეიძლება მივაწეროთ კარვებისა და საძილეების რაოდენობა:
1. ნაია (საძილე + 2 კაციანი კარავი)
2.