ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 15 აპრ 2010, 11:14

... იგრიკა, ათი რიცხვი, ქრისტეშობიდან ორიათასმეათე წელი, კვირის დღეების სათვალავი ამერია უკვე. დოლისყანა, მეათე საუკუნის ტაძრის წინ ვზივარ მინარეთის ძირში... ღვთის რისხვაა ეს? თუ პირიქით - წყალობა, რომ ჯერ კიდევ დგას?... დგას ტაძარი და ეს ცაც, ეს მზეც, ეს ხასხასა ბალახი, ეს ცის ცრემლები, სათუთად რომ მიგრილებენ კეფას, ქართულია!... ნიავიც ქართულად ჩურჩულებს თითქოს... ვისთვის მეჩეთია და ვისთვის ტაძარი, სადიდებელი მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდისა...
სისხლი ყივის, ყივის ტკივილამდე, ყივის და ხანჯალს მისვამს გულში, როცა მკლავებჩამოშლილს ვხედავ იშხანს, როცა თვალდათხრილ და მხრებჩამოშლილ, ობლად მდგარ ბანას ვუმზერ წალკოტიანი, ფერადი მინდვრიდან...
გული ძგერს და ყოველ ბაგუნს ტკივილი მოაქვს, იმ ბურთის ცემასავით, იშხნის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე რომ უბრაგუნებდნენ ბავშვები.. ოშკის ტკივილი, ხახულისა და მისგან ჭკუიდან შეშლილი ხოჯას ამბის ჟრუანტელი...
წინ კიდევ მელის აღტაცება, ცამდე ატყორცნა და იმავდროულად ძირს დანარცხება... რა უფრო მტკივა, ისიც ვერ გამირკვევია - ის, რომ ჩვენს ღმერთს აღარ ადიდებენ მის სახლში აქ? თუ მოჭრილი მიწა მტკივა... წინაპრის ოფლი და სისხლი მტკივა? რა მტკივა?
ბურთი გაიჩხირა ყელში... უსასრულოდ!
ეს მზე ჩემია! და თან ჩემი არ არის!
საქართველოდან ოცნების საქართველოში!
იმერხეველი ქართველი მტკივა!!!

ეს ჩანაწერია, იქ რაც გავაკეთე...
ამ თემაზე საუბარი ერთობ მეძნელება და თან ძალიან მინდა!
იმდენი რამ არის მოსაყოლი და გასაზიარებელი...
დაწყებული საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უცებ თავს წამომდგარი თოვლიანი მთებიდან და ჩვენი იმერხეველი ძმებით მოგვრილი ჟრუანტელით დამთავრებული...
ვიცით, როგორ ელით ჩვენი ოცნების საქართველოს ამბებს!
დავწერთ, აბა, რას ვიზამთ! ცოტა გვადროვეთ!
Last edited by tamuna_gudarexi on 15 აპრ 2010, 11:59, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2010, 11:51

tamuna_gudarexi
:( :( :(

ასე იწერებოდა ეს სიტყვები:
Image
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 15 აპრ 2010, 12:09

Mta Mkvarebia wrote:ოშკი
Image

ამ სურათზე ყველამ შეამჩნიეთ ის რაც მე დავინახე ? :( :( :(

Image
საქართველოსთვის!

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 15 აპრ 2010, 12:13

burdiani
მგონი, სწორედ ამაზე გვითხრეს - ჩამოვარდაო და პოლიციაში არის შენახულიო ფილა, თუკი ოდესმე დადგება აღდგენა-რესტავრაციის საკითხი, იმ დროისთვის ინახავენო...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2010, 12:15

burdiani
სამწუხაროდ ასეა :( , ვიფქირე, ნელა შევაპარებ ხალხს-მეთქი :( და ველოდებოდი თქვენს რეაქციას :(
გადავირიე, მაცხოვრის ბარელიეფიც რომ ვერ დავინახე ღვთისმშობლის გამოსახულების პირდაბჩენილი სიცარიელის გვერდით :(
როგორც იკამ გვითხრა, მაცხოვრის მოხსნილი სტელა რომ არ დაკარგულიყო, პოლიციის ოფისში წაიღეს შესანახადო, თუ ოდესმე ოშკის რესტავრაციას დაადგება საშველი, მერე დავაბრუნებთო. არ ვიცი რამდენად მართალია ეს ვერსია.
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 15 აპრ 2010, 12:45

tamuna_gudarexi
Mta Mkvarebia

პირველი ბარელიეფიც იქვე ხომ არა აქვთ სადმე პოლიციის განყოფილების განძთსაცავში? მე უფრო მგონია პირველის მსგავსად მეორეც გაააქრეს :(
საქართველოსთვის!

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 15 აპრ 2010, 12:47

როცა სამშობლოს საზღვარს უახლოვდები და პირველად უნდა გადაკვეთო გგონია თითქოს სხვა სამყარო იწყება სადღაც იქით...
მაგრამ რაც შორს მიდიხარ მით უფრო მეტად რწმუნდები იმაში, რომ ის მიწა-წყალი რომელსაც ტაო-კლარჯეთი ქვია საქართველოა, სუნიც ქართული ტრიალებს...
ერთდროულად ათასნაირი გრძნობა გაწვება, სიამაყის, სიხარულის მარა უფრო მეტად ტკივილი, ტკივილი, ტკივილი....
შეხედავ გუმბათის გარეშე დარჩენილ ხანძთას და შენდა უნებურად ცრემლით სავსე და ბოღმიანი გულისტკივილით გაჯერებული რაღაც მოგაწვება თვალებსა და ყელზე... თავს იკავებ მხოლოდ იმიტომ რომ მარტო არ ხარ... თვალს რომ მიეფარები ცოტას ერთი კურცხალი მაინც ჩამოირბენს თვალიდან... უკეთეს დღეში არც მაშინ ხარ როდესაც შუაზე გახლეჩილ ოპიზას უყურებ, ან თუნდაც ორიოდე კედლის ნანგრევის ამარა დარჩენილ ბანას....
მაგრამ ხახულის დანახვისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს შენი წინაპრების დაღვრილი სისხლი ენის, მამულის და სარწმუნოებისათვის... შეხედავ გუმბათის წვერს და კულმინაციას აღწევს შურისძიების გრძნობა, გული ძალუმად გიცემს და გეუბნება, გუმბათიდან ნახევარმთვარე მოხსენი და ისევ ჯვარი აღმართეო მარ.... ეეჰჰ, თავს ზემოთ ძალა არ არისო სწორად უთქვამთ....

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 15 აპრ 2010, 12:59

გაივლი ქალაქში და შენდაუნებურად ელოდები იმ წამს როდესაც ვიღაც უცხო, მარა ამავე დროს ძველი სისხლი და ხორცი გამარჯობას გეტყვის და სიხარულისაგან აღელვებული ცდილობს დაალაგოს სიტყვები და ქართულად გელაპარაკოს, და მერე რა ქართულით? იმ ქართულით რომელსაც საუკუნეებია გადასცემენ მომავალ თაობებს... ისეთ ლამაზ სიტყვებს მოისმენ გაგიკვირდება და შეგრცხვება ნეტავ მე რატომ არ ვიცოდი აქამდეო...

და მაინც დგება ის წუთები როცა უნდა გამოემშვიდობო თვალცრემლიანი თანამოძმეებს და იმავ წუთიდან ყველაფერი ახლიდან იწყება....
სიტყვებს ვერ პოულობ, ყველა გრძნობა ერთმანეთში არეულა, თავგზა აუბნევია და აზროვნების საშუალება წაგრთვია, მაგ დროს მხოლოდ ფიქრებში და ოცნებებში მოგზაურობა დაგრჩენია,
ოცნების საქართველოში მოგზაურობა ფიქრებით...

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by t.d » 15 აპრ 2010, 22:19

tamuna_gudarexi wrote:... იგრიკა, ათი რიცხვი, ქრისტეშობიდან ორიათასმეათე წელი, კვირის დღეების სათვალავი ამერია უკვე. დოლისყანა, მეათე საუკუნის ტაძრის წინ ვზივარ მინარეთის ძირში... ღვთის რისხვაა ეს? თუ პირიქით - წყალობა, რომ ჯერ კიდევ დგას?... დგას ტაძარი და ეს ცაც, ეს მზეც, ეს ხასხასა ბალახი, ეს ცის ცრემლები, სათუთად რომ მიგრილებენ კეფას, ქართულია!... ნიავიც ქართულად ჩურჩულებს თითქოს... ვისთვის მეჩეთია და ვისთვის ტაძარი, სადიდებელი მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდისა...
სისხლი ყივის, ყივის ტკივილამდე, ყივის და ხანჯალს მისვამს გულში, როცა მკლავებჩამოშლილს ვხედავ იშხანს, როცა თვალდათხრილ და მხრებჩამოშლილ, ობლად მდგარ ბანას ვუმზერ წალკოტიანი, ფერადი მინდვრიდან...
გული ძგერს და ყოველ ბაგუნს ტკივილი მოაქვს, იმ ბურთის ცემასავით, იშხნის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე რომ უბრაგუნებდნენ ბავშვები.. ოშკის ტკივილი, ხახულისა და მისგან ჭკუიდან შეშლილი ხოჯას ამბის ჟრუანტელი...
წინ კიდევ მელის აღტაცება, ცამდე ატყორცნა და იმავდროულად ძირს დანარცხება... რა უფრო მტკივა, ისიც ვერ გამირკვევია - ის, რომ ჩვენს ღმერთს აღარ ადიდებენ მის სახლში აქ? თუ მოჭრილი მიწა მტკივა... წინაპრის ოფლი და სისხლი მტკივა? რა მტკივა?
ბურთი გაიჩხირა ყელში... უსასრულოდ!
ეს მზე ჩემია! და თან ჩემი არ არის!
საქართველოდან ოცნების საქართველოში!
იმერხეველი ქართველი მტკივა!!!

ეს ჩანაწერია, იქ რაც გავაკეთე...
ამ თემაზე საუბარი ერთობ მეძნელება და თან ძალიან მინდა!
იმდენი რამ არის მოსაყოლი და გასაზიარებელი...
დაწყებული საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უცებ თავს წამომდგარი თოვლიანი მთებიდან და ჩვენი იმერხეველი ძმებით მოგვრილი ჟრუანტელით დამთავრებული...
ვიცით, როგორ ელით ჩვენი ოცნების საქართველოს ამბებს!
დავწერთ, აბა, რას ვიზამთ! ცოტა გვადროვეთ!
Image

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by NINUCA » 15 აპრ 2010, 22:29

თამო,გიო,

ცრემლი მომადგა თვალზე და ახლიდან წამოიშალა ემოციები ... ახლიდან შევიგრძენი ის ტკივილი რაც იქ განვიცადე როცა ჩემი თვალით ვნახე როგორ იშლება და ნადგურდება ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ ეს საგანძური. ყოველ წელს რაღაც აკლდება და ბოლოს... ბოლოს რა???? არც მინდა ვიფიქრო....

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by t.d » 15 აპრ 2010, 22:39

ეჰ ჩემო ტაო ბევრი კაი მოყმის ამღზრდელო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.

მტკივა ძალიან მტკივა, ჩემი ტაო ჩემი კლარჟეთი ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილი მიწა რომ წამოვწვებოდი მდელოზე ვგრძნობდი მათ სიახლოვეს მათი სისხლის ფეთქვას,რა წვალებით ომით და ვარამით მოგვიტანეს ეს ლამაზი მხარე ჩვენ კი ერთ წამში დავკარგეთ ისე რომ სისხლიც არ დაღვრილა.


უფალო დაიფარე და აღორძინე ჩვენ საქართველო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 15 აპრ 2010, 22:42

burdiani
ამ სურათზე ყველამ შეამჩნიეთ ის რაც მე დავინახე ?
ძალიან ცუდია! :cry: :cry: :cry: არადა, იუნესკოო, რომ ჰკითხო... :cry: :cry:

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 15 აპრ 2010, 22:47

guruli wrote:burdiani
ამ სურათზე ყველამ შეამჩნიეთ ის რაც მე დავინახე ?
ძალიან ცუდია! :cry: :cry: :cry: არადა, იუნესკოო, რომ ჰკითხო... :cry: :cry:
აბაააა
მაგრამ ისე მე მომეჩვენა ასე თუ მართლა ასეა არ ვიცი (თუ ვცდები მომიტევეთ)

ოშკთან სიახლოვეს ცოტა აგრესიული ხალხი მეჩვენა :roll: :roll: :roll:

ეს იმიტომ ვთქვი რომ როგორც მახსოვს პირველი ბარელიეფი უკვალოდ გაქრა რამდენადაც ვიცი და რამე შეგნებულად ხომ არ ქნეს თქო? :(

იმედია ვცდები
საქართველოსთვის!

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 16 აპრ 2010, 00:09

ახლა სკაიპით ველაპარაკები შენოლ მჭედლიძეს....
თვალწინ გამირბინა იმ საღამომ....

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 16 აპრ 2010, 11:28

meleksa wrote:ახლა სკაიპით ველაპარაკები შენოლ მჭედლიძეს....
თვალწინ გამირბინა იმ საღამომ....
გუშინ მეც ვესაუბრე :) ისე მიხაროდა!
1 თვეში პასპორტი მექნება და ბათუმში ჩამოვალო!
ფოტოებიც გავუგზავნე... ძალიან მომენატრნენ ჩვენი ძმები!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]