კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 22 თებ 2010, 22:16

მზე ჩადის...
ნაპირთან ვდგავარ და ვუმზერ.
განთიადმა სახე ჩამოიხოკა..

დრო გადის...
წუთისოფელი ჩამავალი სხივის ფონზე
სივრცეში როკავს..

დრო გავა..
შენ გენდომება ჩემთან მოსვლა
მე ვიცი, ხვალაც...
მე წავალ..
ზღვაში კი დიდი, ცხელი ბურთი
შხუილით ჩავა...

მითხარი რამე...
ცეკვავს ტალღაზე გადამჯდარი
მაცდური ვნება...

მოვიდა ღამე...
და პაემანზე ჩემს მაგივრად
სიჩუმე გხვდება...
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 22 თებ 2010, 22:17

ქვიშაში დავტოვე ოდესღაც ბავშვობა,

ქვებზე გავიარე როს...

მიყვარდა ქვიშაში ხელების ჩაფლობა,

ყურება ძალიან შორს...

დაღლილი თითებით, გაცვეთილ აკორდებს

ერთხელაც ავიღებ სჯობს.

ბავშვობა ბრუნდება როდესაც ვმღერი,

როდესაც ლამაზად თოვს
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 22 თებ 2010, 22:18

ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის
- რომელი თუთა ქალო
ქმარი შეჰყურებს და უკვირს
თუ გახსოვს წისქვილი ძველი
საფქვავი დაგვქონდა ერთად
- რომელი წისქვილი ქალო
წისქვილში რა მინდოდა შენთან
-როგორ მომიტაცე გახსოვს?
როგორ ამიხვიე თვალი
-ღმერთმანი ტყუილია ქალო
ბრაზდება ასწლოვანი ქმარი.
შვილთაშვილები კი ამ დროს
ხითხითით იკლებენ ბინას
დედაბერს მოგონება ართობს,
ბერიკაცს რა ხანია სძინავს...
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 22 თებ 2010, 22:19

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ

კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,
როდესაც თბილა

მზეს უდიდესი ღვარძლი აქვს გულში
და სიცხედ გვაღვრის

თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ
ვიდრე ტუჩები

მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს
იწვევს

სენტიმეტალიზმი ისევე მომაბეზრებელია
როგორც დედის ზრუნვა (დროგამოშვებით)

ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ

ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა

მზეს რომ ღვარძლი არ ქონდეს
გავიყინებოდით

ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ

იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება

დედის ზრუნვა მომაბეზრებელია (დროგამოშვებით)
მაგრამ აუცილებელი

თუ ჟანგბადი გაკლია
აკოცე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by likakoo » 26 თებ 2010, 13:41

ele

აუ,ელე რა ამგარი ლექსებიააა:*


***

ამ ქვეყნად მოსვლა,

სხვა თუ არა,

იმიტომ ღირდა,

რომ ერთხელ მაინც

მეთქვა-

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!!!!

(მ ფოცხიშვილი)

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by likakoo » 26 თებ 2010, 15:32

აგარაკი

რატი ამაღლობელი

ოთახი. თარო. წიგნი და სავარძელი.
გორაკი. სახლი. ანუ აგარაკი.
ნიავი, გაშლილი ტყეების სავარცხელი.
საღამო, სახურავზე ჩიტების ლაპარაკი.

მაგიდა. ფინჯანი. ჩრდილი და აივანი.
დილა და ორცხობილა. დილა და სამი ცალი
წიწილა ფერადი ბუჩწებში დაიმალა.
აგრილდა, ჩაიცვი ნაქსოვი სამოსელი

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by likakoo » 26 თებ 2010, 15:33

გასვლა
რატი ამაღლობელი

მომენატრა სოფელი
ოფელიას საუფლო,
მინდა ნისლით მოფენილ
ტყეებს გავესაუბრო.
მინდა ჩემი განახო
ჭალები და ვენახი,
მსურს თვალები განაღო,
აქ რომელთაც ვერ ახელ.
ფეხშიშვლები წავიდეთ,
ტყე-ტყე, ველ და სერისერ,
გამჭვირვალე ამინდით
თმებს დაგიწნის მზე ისევ.
მთებს მოზელილს ამ მიწით
ავუყვებით მდინარით,
მზეზე დავწვეთ, დავიწვათ,
თავი მოვიმკვდინაროთ.
სანამ ჩემი სიტყვების
ალერსი არ გწყენია,
გაკოცებ და მიხვდები,
კოცნის როგორ მრცხვენია.

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 04 მარ 2010, 11:17

დოდეს-კადენ

ნიკა ჩერქეზიშვილს


მე ვთქვი, რომ გგავარ
და მოდის კადრი:
მოდის წვიმა.
და მისდევს ძაღლი
უსასრულობის პარალელებს,
ჰგვანან რელსები.
მე ახლა ვდგავარ
ჩემ ქუჩაზე,
ჰო, სუიციდის
და დოდეს-კადენ,
დოდეს-კადენ და
დოდეს-კადენ,
შენ მოხვალ ჩემთან
შუა ციდან
და აქ და ახლა, აქ და ახლა
ვიქნებით ორნი,
შენ მოხვალ ჩემთან
გამიღიმებ –
შენ ჩემი ძმა ხარ,
და ყველა უჯრედს
ააკივლებს
შეშლილი სიღრმე.
ჰო, ჩვენი ძვლები გაიტანენ
სხვანაირ ექოს,
და სხვანაირად ჩამორეკავს
რელსებზე ზარი.
და აქ და ახლა, აქ და ახლა
და აქ და ახლა,
ჩვენ სხვანაირი გაგიჟებით
თებერვალს დავხრით
და დავიბზარავთ ნეკნებს –
შევქმნით
ეპოქას ახალს.
და ჩვენი მხრები
გაიშლება
ლანდების რიგად,
და დაიხვრება
მაჯები
და წვივები ჩვენი,
ჩვენ წავალთ ორნი,
წვიმებიდან
და დოდეს-კადენ,
დაიწყებს ქოშინს
გენეტიკა
სივრცის
და მკვდრებმა,
მკვდრება ისროლონ ერთმანეთი
დროში,
ჩვენ ვცოცხლობთ,
ვცოცხლობთ და თავებს მერე ვიკლავთ
და აქ და ახლა,
მე სუიციდის,
სუიციდის
ქუჩაზე ვდგავარ,
და მოდის კადრი:
მოდის წვიმა,
და მისდევს რელსებს
დოდეს-კადენ,
აქ და ახლა
და დოდეს-კადენ...

გული გაჩერდა და
ფიქრი
სუნთქავს...


ბექა აბუთიძე
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 04 მარ 2010, 11:18

დოდეს - კადენ

ბექა აბუთიძეს

შენ თქვი,
რომ მგავხარ,
რომ ქუჩაზე,
ჰო -
სუიციდის,
ჰო -
სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს
შუაა შენი ქუჩა,
შენ ჩემი ძმა ხარ,
ცრიდეს,
მინდა,
რომ ცრიდეს წვიმა,
ჩვენ გუშინ მოვკვდით,
და ორ ხიდს შუა არის ქუჩა,
შენი,
და რელსებს,
რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან,
ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს
და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად,
და მტკივა მაგრად,
რომ ორ ხიდს შუა,
რომ ქუჩაა,
შენია,
მარტო,
რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია,
რომ დრო სისხლს გადენს,
რომ თებერვალი დამთავრდება,
დადგება მარტი,
და დოდეს-კადენ,
დაგან-დაგან,
და დოდეს-კადენ,
აქ ხმა არა აქვთ,
როგორც ყველგან,
ისეთი ბორბლებს
რკინის და დგახარ,
დღეებს გიჭამს ათასი მახრა,
დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი,
და აქ და ახლა,
აქ და ახლა,
და აქ და ახლა,
მე მოვალ შენთან,
მოგიყვები ორი ძმის იგავს,
და ორ ხიდს შუა,
შენს ქუჩაზე,
ჰო,
სუიციდის,
ჰო,
სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი
და ვდგავართ ორნი,
და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს...

ნიკა ჩერქეზიშვილი
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Nini_A » 06 მარ 2010, 22:48

ყველაფერი კარგად იქნება
ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება:
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას,თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება:
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლბ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა.
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარაგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!



ავტორი არ ვიცი.
Last edited by Nini_A on 13 მარ 2010, 20:02, edited 1 time in total.
Vouloir c' est Pouvoir! :-)

panda
ასფალტზე მოარული
Posts: 7
Joined: 13 თებ 2010, 13:00
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by panda » 08 მარ 2010, 23:46

ვუძღვნი შატილიონელებს:

შატილი

არ მინახია შატილი
მგონია ღვთისა ადგილი,
მიყვარის ყველა ხევსური
შუა ჩაგდებული მანდილი.
მესიზმრა, შატილს ვიყავი,
ამიხდა გულის წადილი
"წყალობა მაგცთას" ვუთხარი
შატილიონელ ლომ-ვეფხვებს.
მიმოვიარე ფეხდაფეხ,
შატილის მთები, მდელონი.
მიხაროდა და ვიძახდი
შორით მოსული მოველი.
მთანი მდუმარედ დამცქერდნენ
შიში შავჭამე ძალიან
მოვიბუზე და ავტირდი
უბადრუკ ვიგრძენ თავია.

panda
ასფალტზე მოარული
Posts: 7
Joined: 13 თებ 2010, 13:00
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by panda » 08 მარ 2010, 23:55

ვუძღვნი კარველებს:

მე იქაც მივალ


მე მოვიარე ძველი კოლხეთი
და იბერიაც მიმოვიარე,
ფშავ-ხევსურეთი მოვიკითხე და
შორეულ მთებში ფეხით ვიარე.
მე მოკრძალებით ხელი შევახე
ყველა ტაძარს და ქართულ მონასტერს,
ჩემი წინაპრის გამოთლილ ქვებს და
ერის წარსულს, ტანჯვით მონაგარს.
რა ლამაზია ჩემი ქვეყანა
ჩემი სამშობლო ღვთისგან რჩეული
აქ რომ მთებია, იქით ლურჯი ზღვა,
კუთხე-კუნჭული ოქროდ ქცეული.
მე მოვიარე ჩემი მამული,
ტკბილი კახეთი მიმოვიარე,
რაჭას ვეახლე, გურიის მთებსაც,
აჭარის მთებში ჩოქვით ვიარე.
მე მოვიარე გმირი სამშობლო,
ამერ-იმერი მიმოვიარე,
მრავალი განცდა გადავიტანე და
სახლში მისვლა დავაგვიანე.
ის ორი დამრჩა - ქვეყნის ტკივილი,
იქ ვერ მივედი, იქ ვერ ვიარე,
მტერმა სავალი გადამიკეტა
ცხელმა ტყვიებმა გადამიარეს.
მაგრამ დრო მოვა, მე იქაც მივალ
დრო მოგვიშუშებს ყველა იარებს,
ჩავეხუტები ოს, აფხაზ და-ძმებს
აცრემლებული ჩავხედავ თვალში
გაღიმებული ჩავკიდებთ ხელებს
შევეგებებით ერთმანეთს ტაშით.

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 11 მარ 2010, 21:51

გაზაფხულდება
ჩვეულებრივ,
ისე გულღიად,
ვეღარაფერი
შეაჩერებს
დარიან ამინდს,
თუმცა ჯერ მთებში
ჩაყვინთული
ნისლის ბუღია,
ბარში კი, ისევ
ქარაფშუტა
ქარია მაინც.

შენა ხარ ჩემთან,
ალბათ აღარ
ყინავს ამიტომ,
მდინარე
ცხენით მოთარეშეს
მოჰგავს ამაზონს,
ფიფქებშემშრალი
ბაგეები
გინდა გაითბო,
და საფეთქელზე
უსათუთეს
კოცნას მთავაზობ.

მერე, საღამო-
ჩამომჯდარი
კიდესთან ბუხრის,
ლურჯად გვიამბობს
ბავშვობაში
გაგონილ ზღაპრებს,
ენძელა თოვლზე
მთრთოლვარე სხივს
ვიდრე თავს უხრის,
ჩვენ ერთმანეთის
გულის ფსკერზე
გამოვიზამთრებთ.

თეა თაბაგარი.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 18 მარ 2010, 20:45

ღალატი


ჩემი მიტოვება ახლა ღალატია!
ასე გულშიშველას ხომ არ მიმატოვებ?!
აქ არც ტკივილია, აქ არც ჯალათია,
აღარც სიკვდილია... მხოლოდ სიმარტოვე...

ძნელი წარსულისკენ ვეღარ მივბრუნდები,
ვერც წინ-უფსკრულისკენ ვეღარ გავიხედე.
გზები, ბეწვის ხიდზე ბაწრით მიბმულები
ოცდამეჩვიდმეტედ მგონი გადიკვეთნენ.

მთვარე უიღბლობით ბევრჯერ გავაოცე.
სულში კაკტუსებიც აღარ იზრდებიან.
ახლა ყინვებია მთვარის სანაოზე,
სულის სანაოზეც დიდი ყინვებია.

მზე კი დაბზარული ოქროს ბადროა და
(ამ ლექსს, რომ შემეძლოს, სულშიც ამოვხევდი!)
გული ეჭვის ჭიდან ლამის ამოვარდა,
შენს ზურგს მოტმასნილი მთვრალი გამოხედვით...

კიდევ ეჭვი მინდა?! სულ არ გეცოდები.
თუმცა, "შეცოდება" რაღა სათქმელია!
უკვე შეცვლილია თურმე მეთოდები:
ღამით "ტუსოვკა" და დილით- "პახმელია".

მე კი "მუხამბაზებს" ვეღარ ჩამოვშორდი,
ყელი ახლაც მეწვის, მათალშენახები...
მოდი, შენი ხელით მაინც ამომშანთე,
გულზე ამოზრდილი ძველი ვენახები!

მერე უგულობაც ნუღარ გაგაოცებს.
(ესეც განწირული სულის ღაღადია!)
დიდი ყინვებია სულის სანაოზე.
დღეს არდაბრუნებაც უკვე ღალატია!

ნუკრი ბერეთელი
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Kavtaradze » 19 მარ 2010, 00:28

ln_ln
ბექა აბუთიძე ძალიან ნიჭიერი პოეტია :) საყვარელი პიროვნებაც პა ხოდუ :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]