უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 06 იან 2010, 18:09
z g a r b i
ეგ რეებია?
მითხარი ოკ?
გთხოვ

-
z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
Post
by z g a r b i » 06 იან 2010, 18:21
lama wrote:z g a r b i
ეგ რეებია?
მითხარი ოკ?
გთხოვ

ნუ გეზარება, გადმოწერე
silver lake-ს, ანუ ვერცხლის ტბის, ანუ ტობავარჩხილის სიმღერებია

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 07 იან 2010, 12:59
z g a r b i
და ვინ არის მანდ მაგ ჯგუფში????

-
z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
Post
by z g a r b i » 07 იან 2010, 14:05
lama wrote:z g a r b i
და ვინ არის მანდ მაგ ჯგუფში????

ჩხოროწყუელი ბიჭები არიან. ახალი ჯგუფია, კარგად გამოსდით საკმაოდ და წარმატებებს ვუსურვებ

-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 07 იან 2010, 14:14
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 08 იან 2010, 00:09
z g a r b i wrote:
მაცა ბიჭო გამოცდები მაქ გახურებული

ეეე სიტყვა სიტყვაა ძმაო... 2010!!!
თუ 2012-ს ელოდები და უბედურებას მაინცდამაინც...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
Post
by z g a r b i » 08 იან 2010, 00:34
zura N.
ოო შეეშვით ამ 2012-ს ნუ გაუწყალეთ საქმე
აცალეთ მოსვლა და წასვლა

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 09 იან 2010, 00:51
z g a r b i wrote:zura N.
ოო შეეშვით ამ 2012-ს ნუ გაუწყალეთ საქმე
აცალეთ მოსვლა და წასვლა

როგორც ინდიელებთან დაახლოებული პირი, ვაცხადებ, რომ ინდიელებს 2012 წელთან დაკავშირებით ჰოლივუდის ჭკვიანებისნაირი ინფორმაციები არ აქვთ და კიდევ დიდხანს აპირებენ წყნარად ცხოვრებას.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Jnosy
- იეტი
- Posts: 1716
- Joined: 31 მარ 2005, 11:53
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Jnosy » 12 იან 2010, 13:59
აღფრთოვანებული ვარ, მართლა...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 12 იან 2010, 15:35
Jnosy wrote:აღფრთოვანებული ვარ, მართლა...
ხარ და წავალთ
აუცილებლად

-
z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
Post
by z g a r b i » 03 თებ 2010, 23:18
ე.ი. დრო მოვიდა, ტობავარჩხილი ისევ გავიხსენოთ
ნამეტანი დიდი ხანი არ დამიწერია და მგონი დაგავიწყდათ უკვე რაზე ვლაპარაკობდი
ჰოდა, ბოდიში ამის გამო

-
z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
Post
by z g a r b i » 03 თებ 2010, 23:20
VI
ცა ერთიანად ლურჯია. გარშემო ყველაფერი ჩანს, ნისლის ერთი ფთილაც არაა!
დიდი, ლურჯი, მკვეთრად ლუჯი ტბა, უძრავად გაშეშებულა.
ყველა მხრიდან მთები ატუზულან. ჩვენ ამ დიდ მთა-კლდეთა ოჯახში ვართ, სწორედ იმ გულთან, რომელსაც ეს ლურჯი ტბა ავსებს.
გულს უნდოდა ერთერთი ამ მთის წვერში მოქცევა. უკეთ აღქმა აქაური სამყაროსი.
და ავირბინეთ მაღლა - მგონი ჯადოსნური ადგილი ვიპოვეთ!
მარჯენა მხრიდან, რასაც შედარებით დაბალი მთები უმაგრებდა, ძალიან, ძალიან დაბლა, ზღვა მოჩანდა, თავზე დაგროვილი ღრუბლებით. ალბათ მათ ქვეშ თოლიებიც დაფრინავდნენ...
უკვე სხვა მხრიდან ტბისა, რასაც უფრო მაღალი მთები შემორტყმოდა, იალბუზი და უშბა ამოზიდულიყო.
აქ, მაღლა, სხვა სამყარო იყო. თითქოს იალბუზი და უშბა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. და ორივე, ახლოს იყვნენ იმ გვირგვინთან, რაზეც ჩვენ ვიდექით.
ფრთების რამდენიმე დატყლაშუნება კმაროდა, რომ რომელიმეს თავზე მოქცეულიყავი.
ჰმ.. პატარა უფლისწული გამახსენდა ეგზიუპერის 
დაბლა ალბათ ის ხდება, რაც ყოველთვის ხდებოდა.. და იმედია ვერც ვერასდროს მოაღწევს აქ ის, რაც დაბლა ხდება. იმიტომ რო ის დაბლაა, ეს კი - მაღლა, და ყოველატვის მაღლა უნდა იდგეს.
იქ არ იცოდნენ რო სადღაც, მათ თავზე, ძალიან მაღლა, ბედნიერი მოლაშქრეები სამყაროს ათვალიერებდნენ...
***
ვაშინერსია.. ოო! არ ეგებისო, ეგ არ ქნათო. ადიდდება და აბობოქრდებაო!
ალბათ მართლები არიან, მაგრამ მთავარი გული და სულია.
ისინი, უბრალოდ განიბანნენ.
რიგრიგობით შეიგრძნეს გაყინული ტობავარჩხილი გახურებულ ძვალ-რბილში ტობელებმა.
***
მაღლა, მთაზე ყოფნისას, როცა იალბუზს და უშბას მივესალმეთ და არემარე მოვათვალიერეთ, ნისლი სადღაც, ხევებში ჩაღვრილიყო - ჩვენ კი, კარგად ვხედავდით იმ ბილიკებს და მთებს, რომლებიც ლენტეხამდე იყო გასავლელი.
ჰოდა, გავუთამამადით ამ უნისლობას. სწორედ ამის გამო, ჩვენი გეგმა კიდევ ერთხელ შეიცვალა: ყველანი ლენტეხში მივდივართ!
გასვლა საკმაოდ დაგვიგვიანდა. დიდი დრო მოვანდომეთ აქაურობის შელევას.
საკმაოდ დაბალი უღელტეხილი გვქონდა გადასავლელი, ამიტომ მალევე მივადექით მესამე ტბას.
ამ ტბას, კალიაშს, ზემოდან რომ ვუყურებდით, გამოკვეთილად გულის ფორმა ქონდა. ამიტომ ჩვენ სიყვარულის ტბა დავარქვით. ის უიმედოდ შეყვარებულა ტობავარჩხილზე და მასთან მიღწევას უშედეგოდ ცდილობს. ტბის ნაპირები სავსე იყო ფერადი ყვავილებით და მწვანე ბალახებით. კამკამა იყო და წმინდად ირეკლავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა.
მეოთხე ტბა მყინვარებს შორის მოქცეულიყო. ეს ტბა, ძელიღელე, ყოველთვის გაყინულია. შემორტყმულ კლდეებზეც და ტბის ზედაპირზეც მწყინვარები დაფენილიყო და ერთიანად გადათეთრეულიყო არემარე.
ნისლი შემოგვეპარა ნელ-ნელა.
სწორედ იმ დროს, როცა მთიდან დაბლობზე უნდა ჩავსულიყავით. იმ დროს, როცა ჩასასვლელი ბილიკი ჯერ კიდევ არ გვქონდა ნაპოვნი.
ნიშნულად კომპასიღა დარჩა, რომელსაც რაც უნდა მოენდომებინა, იმაზე მეტს ვერ გვეტყოდა გარდა დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებისა.
მთა საკმაოდ ციცაბო იყო. ყველგან დეკები ამოსულიყო და ეგ იყო ის ერთადერთი, რაც ხელის მოსაჭიდად გამოდგებოდა. მიხვეულ-მოხვეულად მივდიოდი ერთ მწკრივად, ერთბაშად ამხელა დაღმართი რომ არ აგვეღო.
მაგრამ..
ნიკამ შეატყო რომ არასწორ გზას ვედექით და უკან აბრუნება მოგვიწია.
ისევ დაბლა ვეშვებით, მაგრამ ახლა სხვა მიმართულებით. ეს უფრო დამრეცია.
დეკები ერთიადან დაუსველებია ნისლს და ხელის მოჭიდებაც ჭირს. ისე გაბურდულიყო ეს მცენარე ყველაგან, მიწამდე ვეღარ წვდებოდა ფეხი და ზედ გვიწევდა გადავლა. ამიტომ ფეხიც სრიალებს.. ზოგან დეკაც არაა და ციცაბო ნაშალზე გვიწევს ჩამოძვრომა. ყველაზე ძნელი კი ისაა რო ეს ოხერი ნისლი არაფერის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს - სად ვადგამთ ფეხს, დაბლა რა ხდება.. (მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა, კარგიც იყო რომ ვერ ვხედავდით დაბლა რა ხდებოდა
)
გოგო-ბიჭი მოვდოდით რომ უცებ ვინმე არ დაგორებულიყო დახმარების გარეშე.
კარგა სიარულის მერე, ნიკამ გვითხრა რო ყველა იქ გავაჩერებულიყავით, სადაც ვიდექით. შედარებით ნაკლებად დამრეცი ადგილი იყო და იქვე ჩავჯექით ყველანი.
ნიკა და ჯონიმ გზა გააგრძელეს რომ როგორღაც გაეგოთ სად მივდიოდით.
დრო კი საოცრად იწელებოდა ამასობაში.
გაუნძრევლად და უხმოდ ვიჯექი მთელი ეს დრო, რომელიც უკვე საათად მეჩვენებოდა და ერთ ფიქრზე მეორე მემატებოდა - იმ ორის მშვიოდბით დაბრუნების.
ზოგი რაღაცეებს ხუმრობდა, ჩაგვაცინებდა ხოლმე და ცოტა შეამსუბუქებდა განწყობას. მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ყველა მოუთმენლად ელოდა როდის შემოგვძახებდა ნიკა მხიარულად - ბილიკი!
დაბლა ორი თავი გამოჩნდა. აწეული არა - დახრილი.
არავის არ ამოუღია ხმა, ან რა იყო სათქმელი? უკვე ვიცით რომ დღევანდელი დღე, დაკარგულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
იმედი მქონდა რომ ხვალ დავრეკავდი და დედას ამოვასუნთქებდი, ახლა კი ისიც არ ვიცი ზეგ ან მაზეგ დავრეკავ თუ არა. არადა ახლა ერთ ზარზე მეტად არაფერი არ მინდა. თუ გინდა მერე 10 დღე არ დამაბრუნა სახლში.
ერთი ეგ თქვა ნიკამ ვბრუნდებითო და როგორ ავბრუნდით ეგ აღარ მახსოვს.
ნისლში გაჭირვებით ვარჩევდი სად ვიყავით. ძლივს ვიცანი - გულის ტბა.
უშველებელი ბალახები ჯოხებით გავკაფეთ. ფეხებქვეშ რბილ, წყლიან მიწას ვგრზნობდი.
ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. დედაზე მეფიქრებოდა. ხვალ-ზეგ უკვე თბილიში მელოდება, მე კიდევ ვერც ვურეკავ... ჩემ თავზე ვბრაზობ ძალიან ეს ლენტეხი რომ ავიტეხე და სხვაზე აღარ ვიფიქრე.
არჩილის ხმა მესმოდა - ახლავე გაიღიმე ზღარბოო!
შენ კი ლენტეხელი ხარ ისედაც არჩილ და გათვლილი გქონდა ეს დაკარგვები, მაგრამ მე სადღა მოვდიოდი?!
კარავში შევძვერი და აღარც გამოვსულვარ.
მეორე დილას ბიჭები დასაზვერად უნდა წასულიყვნენ და იმ იმედით დავიძინე, იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად გაგრძელდეს როგორი ფიქრებიც ახლა მაქ...
დილას მაინც რაღაც ახალი და კარგი მოაქ ყოველთვის, ესე არაა? 

-
nusa
- იეტი
- Posts: 2183
- Joined: 08 ივნ 2007, 09:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by nusa » 03 თებ 2010, 23:31
როგორც იქნა
შენი არ იყოს და მეც ველოდი გამოცდების დასრულებას
და ეხლა კიდევ ამ ამბის გაგრძლებას
