დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 22 დეკ 2009, 13:39

GAMARJOBA SAKARTVELO
სამწუხაროდ, ჩემს გარშემო ყოველი მეორე ეგეთი 'ქართულით' მეტყველებს.

შენ ეტყობა ის არ გინახავს, ნორჩი 'უცხოეთშიგანათლებამიღებულები' ქართულად რომ ძლივს ლაპარაკობენ :) ყოველ მეორე სიტყვას ინგლისურად რომ ამბობენ და მერე კითხულობენ, ეს სიტყვა ქართულად როგორ იქნებაო. ინგლისური თუ არ იცი ასეთის საუბარი შეიძლება ვერც გაიგო.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 23 დეკ 2009, 12:08

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დღეს საქველაქციას შეეწივნენ -
უთუოდ აღსანიშნავია საქველმოქმედო აქციაზე ხალხის ჩართულობა, მითუმეტეს, თუ საქველ. აქციას მეგობრებს აკეთებინებ... ეს ხომ შესანიშნავია... *

:D **





___________________________________________________________


* ჭკუის სწავლების სტილი გოგასეულია, სტილი დაცულია საავტორო უფლებასთან ერთად...


:)


** დაცულია ჩემმიერ გამოყენებული გობესეული სტილიც...

:)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 დეკ 2009, 23:27

საქველაქციიდან რომ ვბრუნდებოდი, 1თან ქართულ ენაზე ვსაუბრობდი.
თურმე, ახლახანს ნორმად მიუღიათ სიტყვა "გამარჯობა".
ადრე "თ"-ს დამატება შეცდომად ითვლებოდა.
ვინც ამას მეუბნებოდა, ქართული ენის მასწავლებელია.
რომელიღაც ავტორების გამოცემულ წიგნში ასეა.
ჩემდა 3წუხაროდ, ავტორები არ მახსოვს. თუმცა, მგონი, უნივერსიტეტელები არიან.
ძნ დასანანია, თუ მართლაც "გამარჯობათ" დამკვიდრდა.
მალე, ალბათ, ამას სიტყვა "ბოდიშით" მიჰყვება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Int3lig3nt » 27 დეკ 2009, 23:31

GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ დასანანია, თუ მართლაც "გამარჯობათ" დამკვიდრდა
იფიქრეს ალბათ, ამ ხალხს მაინც ვერ გადავაჩვევთ და ბარემ დავამკვიდროთო...

ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
დავიცვათ ქართული ენა

Post by bambina » 27 დეკ 2009, 23:34

Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ დასანანია, თუ მართლაც "გამარჯობათ" დამკვიდრდა
იფიქრეს ალბათ, ამ ხალხს მაინც ვერ გადავაჩვევთ და ბარემ დავამკვიდროთო...

ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა.

რატომ არის ცუდი?)
Stay Hungry, Stay Foolish

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 დეკ 2009, 00:28

bambina wrote:
Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ დასანანია, თუ მართლაც "გამარჯობათ" დამკვიდრდა
იფიქრეს ალბათ, ამ ხალხს მაინც ვერ გადავაჩვევთ და ბარემ დავამკვიდროთო...

ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა.

რატომ არის ცუდი?)
აი, ასე ახსნა 1მა:
სიტყვა "გამარჯობა" მოდის "გამარჯვებიდან".
ჰომ არ ვამბობთ, "გამარჯვებათ"?
იმის გამო, რომ ადამიანები სიტყვებს შეცდომით ამბობენ, ჰომ არ დავამკვიდროთ?

ისე კი, 1 დროს "ფქვილს" "იფქლი" ერქვა.
სიტყვა ნელ-ნელა შეიცვალა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
დავიცვათ ქართული ენა

Post by bambina » 28 დეკ 2009, 00:33

GAMARJOBA SAKARTVELO


მართალია, გამრჯვებიდან მოდის, მაგრამ ზრდილობა მოითხოვს "თ" მივამატოთ გამარჯობა-ს უფროსებთან საუბარში :mrgreen: :oops:

ის კი არა, ზედმეტი ზრდილობსიგან ერთხელ, "თუ შეიძლებათ" მაქვს ნათქვამი (იმ წამსვე გამოსწორებული) :lol:
Stay Hungry, Stay Foolish

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 დეკ 2009, 10:52

bambina wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


მართალია, გამრჯვებიდან მოდის, მაგრამ ზრდილობა მოითხოვს "თ" მივამატოთ გამარჯობა-ს უფროსებთან საუბარში :mrgreen: :oops:
ზრდილობა სიტყვის დამახინჯებას რატომ უნდა ითხოვდეს?
ისედაც, ყველამ ჰომ იცის, რომ "გამარჯობაა" სწორი და ""-ს გარეშე თქმას უზრდელობად არავინ ჩათვლის
ანდა, ყველამ იცის, რომ სწორი ფორმაა "ბოდიში" და როდესაც ამას უფროსს ეტყვი, "თ"-ს ჩამოცილების
გამო, არ იფიქრებს, რომ იუზრდელე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 დეკ 2009, 10:54

პახაბნობა - უწმაწურობა
ვერტმფრენი (ეს სიტყვა კარავზე ხშირად იწერება არა1 შესწორების მიუხედავად) - შვეულმფრენი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
დავიცვათ ქართული ენა

Post by bambina » 28 დეკ 2009, 14:39

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
bambina wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ზრდილობა სიტყვის დამახინჯებას რატომ უნდა ითხოვდეს?
ისედაც, ყველამ ჰომ იცის, რომ "გამარჯობაა" სწორი და ""-ს გარეშე თქმას უზრდელობად არავინ ჩათვლის
ანდა, ყველამ იცის, რომ სწორი ფორმაა "ბოდიში" და როდესაც ამას უფროსს ეტყვი, "თ"-ს ჩამოცილების
გამო, არ იფიქრებს, რომ იუზრდელე

ეს ალბათ იმას გავს, თანამედროვე ქალმა, რომ მამაკაცის ფუნქციები შეითავსა. გამარჯობამაც ზმნის ატრიბუტები შეიძინა და შესაბამისად თ მოითხოვა (როგორც გმადლობთ :roll: ).

:roll:
Stay Hungry, Stay Foolish

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 დეკ 2009, 14:54

bambina wrote:
ეს ალბათ იმას გავს, თანამედროვე ქალმა, რომ მამაკაცის ფუნქციები შეითავსა. გამარჯობამაც ზმნის ატრიბუტები შეიძინა და შესაბამისად თ მოითხოვა (როგორც გმადლობთ :roll: ).

:roll:
"გმადლობთ" ყოველთვის სწორი ფორმა იყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 დეკ 2009, 00:09

დღეს მოვისმინე, რომ ფილარმონიაში აპნისის 4ში გაიმართება საბავშო ევროვიზიის
2008 წლის გამარჯვებულის ჯგუფ "ბზიკების" კონცერტი.
გამოსვლის სახელია "გოზინაყი-ფართი".
როგორ მოგწონთ, აბა, გამოთქმა "გოზინაყი-ფართი", თანაც, ბავშვების კონცერტზე?
ეს, ვის ხელში ხარ, მშობლიური ენავ?..
იმედია, "მენეჯერებისა" და "ფართების" და სხვა სზიანო სიტყვების დრო წავა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Giorgi Bagrationi » 29 დეკ 2009, 00:26

დღეს აღმოვაჩინე და მინდა გაგიზიაროთ (რადგან ამ დარეებში აქტუალურია):
თურმე სწორი ფორმაა:
გილოცავთ შობა-ახალწელიწადს
და არა
გილოცავთ შობა-ახალ წელიწადს

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 29 დეკ 2009, 09:35

Tamusia
და პირველი პირის ნიშანი გახლავთ
ანუ
მე ვუთხარი
და არა
მე უთხარი

კარგი გოგო ხარ :)

GAMARJOBA SAKARTVELO
მე კიდევ რაც ეს ფილარმონია გარემონტდა მისი "ფილარმონია"-დ მოხსენიება აღარ გამიგია. "ივენთ ჰოლ"-ად იწოდებისოოო :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 29 დეკ 2009, 09:43

გვალდა
უი, მე კიდევ ვფიქრობდი ეს 'ივენთ ჰოლი' ნეტავ სადაა-თქო :)))

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]