აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by LEVANIKO » 17 სექ 2009, 16:01

ფეხბურთის თამაში მინდააააააააააააააააააააა
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 17 სექ 2009, 16:18

ორი სიჩუმე ერთ ოთახში _ უკვე პოეზიაა.
ფრთხილად. მიაწექი სკამის საზურგეს, არ გაიჭრიალოს.
მშვიდად მოქაჩე სიგარეტი.
ეგონოს ოჯახს, თითქოს სამუშაოდ შეიკეტე; ეძინოს ოჯახს.
ფრთხილად გამოაბოლე პირიდან კვამლი, ისე ფრთხილად, თითქოს შიშობდე _
სულიც არ ამოვაყოლოო ჩამშვიდებულმა.
ასე ითამაშე.

ეგონოს ოჯახს. რაც უნდა, ეგონოს.
ხოლო შენ მშვიდად წრუპე ყავა,
ან ჩაი, ან არაყი, ან წყალი, და მშვიდად: ორი სიჩუმე ერთ ოთახში
პოეზიაა უკვე, დაიჯერე.

და უყურე ფურცელს, სუფთას, შენსას, რომელიც არც ისე ღრმაა.
“ვიცი, უშენოდაც ვიცი ყველაფერი”, განიშნებს იგი
და დაუჯერე _ არ შეეხო, არ გააქრო,
როგორც ხავსი და კენჭები გამჭვირვალე წყაროს ფსკერიდან _
არ აამღვრიო. ორი სიჩუმე ერთ ოთახში
ისეც პოეზიაა.

* * *


:roll:


ჰხუხ


დავუბრუნდი
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 17 სექ 2009, 16:57

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს.
საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვნც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.

ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,
განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.

ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.


– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.



– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს.
და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

ნ----------------
– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება...
შავლეგ, შენი...
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

ნ------------------
– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.

ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ...
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.








: |
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by lama » 17 სექ 2009, 17:47

წვიმს...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by ZVIOSULI » 17 სექ 2009, 17:51

ბორდღნისმაგვარად მესულისკვეთება რაღაც

:twisted:

ანუ 10 წუთით დროშI დამაბრუნა დად პოპკორნმომარეჯვებულს დიდგორისბრძოლისთვის მაყურებინა


Fუ რა პახაბოზავრი ვარ :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by tamuna_gudarexi » 17 სექ 2009, 17:58

pataputina
ვეცდები, არ დავივიწყო და ქვა წამოგიღო ;)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by lama » 17 სექ 2009, 18:10

გადაიღო...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 17 სექ 2009, 18:16

tamuna_gudarexi
:roll:

ვუიჰხთ
და
სად უნდა დავაბრუნო
ქვა
:oops: :oops: :oops:

კი არა და

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.



:oops: :oops: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by meore monadire » 17 სექ 2009, 20:49

აუჰ, ერთი ფოტოც არა მაქვს გუსდნდელი ღამის სიღნაღის ... ლიკას აპარატსია ყველ;ა... არადა რას შეგაშურებდით :P

უნახავს ვნემს სიღნაღი წვიმის წინ? ოღონდ თაფლობისთვეში მყოფის თვალით? :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 17 სექ 2009, 22:59

ბევრი ლაპარაკის მერე
ადამმიანი
თავს ისე გრძნობს
როგორც
ბევრი ჭამის შემდეგ?


:roll:


კი არა და



ზომიერება რა ზომისაა

მმმ

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 18 სექ 2009, 10:00

არც ისე რთული აღმოჩნდა
როგორც მეუბნებოდნენ
და
არც ისე მარტივი
როგორც
მე
გონა

:roll:



კი არა და



მე
გონა
შენ
გონა
ის
გონა










დრო
მოდი მალე.................................. :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 18 სექ 2009, 11:36

"ცხოვრება მიდის სწრაფად
არ იხედება უკან
და
ისე სწრაფად გავიდნენ წლები
მოგონებები შემომრჩა მხოლოდ"











ნაწყვეტი 12 წლის ასაკში ჩემი დაწერილი "ლექსიდან"

:shock: :shock: :shock:


















:lol: :lol: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by ARCHILI » 18 სექ 2009, 12:07

რამდენი დიადი ადამიანია ჩვენს გვერდით...

ცოდვილები მომენატრნენ უკვე - ჩვეულებრივი ცოდვილები!!!



კიარადა

ხათჰხთ

როგორ ხარჰხთ?

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by Ninukala » 18 სექ 2009, 14:49

მეძინება.....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...2

Post by pataputina » 18 სექ 2009, 14:52

სიცოდვილე


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]