აი, რატომ მიყვარს ნორვეგია
: |
კი არა და
სთქუით, რომ
გენის
ლია
რულია

:
ტროლებს
გამარჯობა ტყის სიღრმეში მყოფო!
მანდ ხარ ტყის სიღრმეში?
იმალები ტყის სიღრმეში და
გამოსვლა არ გინდა?
გამოდი, შენ რომ იმალები მანდ ,
ტყის სიღრმეში და გამოსვლა რომ არ გინდა!
მე მინდა მოგესალმო და გელაპარაკო და
კიდე მინდა რომ გაგიცნო.
მე ვფიქრობ რომ სისულელეა
ტყის სიღრმეში რომ იმალები და რომ
არ შეგიძლია ჩემი დანახვა
და ის რომ მე ვდგავარ აქ გარეთ , გზაზე
და არც მე შემიძლია შენი დანახვა
- რადგან თუ კი ჩვენ არ შეგვეძლება ერთმანეთის ნახვა
და ერთმანეთთან ლაპარაკი -
მაშინ ალბათ საშინელი აზრი გვექნება
ერთმანეთზე
შენ გეგონება რომ მე ქურდი ვარ
და მეც მეგონება რომ ქურდი ხარ.
შენ იფიქრებ რომ მე დიდი, საშიში და ძლიერი ვარ და შენი ცემა მინდა
და მეც ვიფიქრებ რომ შენ დიდი , საშიში და ძლიერი ხარ და ჩემი ცემა გინდა
და შენ იფიქრებ რომ -შეგაფურთხებ
და მეც ვიფიქრებ რომ-შემაფურთხებ
და ასე ვდგავართ შორს, ძალიან შორს ერთმანეთისგან და
ვფიქრობთ სულელურ , საშინელ რაღაცეებს ერთმანეთზე.
ამიტომ გიყვირი ახლა,
ამიტომ ვყვირი ასე ხმამაღლა :
გამოდი ტყიდან!
გამოდი და მომესალმე!
რას ამბობ? -არ გინდა?
არ შეგიძლია?
გინდა მე მოვიდე შენთან?
ჰო, მაშინ მოვდივარ.
მე მოვდივარ.
http://www.scandinavia.ge/2009/08/blog-post_19.html
