15-16 აგვისტო, ხევსურეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Nessa » 27 ივლ 2009, 19:34

მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა :roll:
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Gamge » 28 ივლ 2009, 13:41

თავს თუ მოაბავთ მეც შემოგიერთდებით ერტი 4 კაცით...

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Nessa » 28 ივლ 2009, 15:11

Gamge
კარგი , შეგატყობინებ :)
Nella vita non si puo mai sapere ;)

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by natalia » 01 აგვ 2009, 01:12

მე მინდა ჩემი გერმანელი მეგობრების წაყვანა სექტემბრის 3-4 ში დაახლოებით.

თუ ვინმეს სურვილი აქვს და შემოგვიერთდება კარგი იქნებოდა.

მაგზავრობის ფასი გაიყოფა წამსვლელთა რაოდენობაზე. ჯერ ფასი არ ვიცი, რომ ჩამოვალ საქართველოში მერე დავწრე ფასს.

ისე თუ ვინმემ იცით ფასი 2 დღიანის დამიწერეთ. მადლობელი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აგვ 2009, 05:32

Nessa wrote:მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა :roll:
"კარავმა" 1 კგ ჩვეულება დაამკვიდრა - შატილი-მუცო-არდოტის გასვლებს საქველმოქმედო
მიზნებისთვის ვიყენებთ.
თუ თქვენ წახვალთ, ეგებ რამე მოიმოქმედოთ?
ვთქვათ, 2-2 ლარით მეტი შეაგროვოთ და გასაფერადებლები და ფანქრები აუტანოთ.

რაც შეეხება შატილში წასვლას, საკმარისია, მძღოლ ზვივდს დაუკავშირდე, რომ ის ყველაფერში გაგარკვევს.

ახლა ძნ მოუხერხებელ ადგილას ვარ საიმისოდ, რომ მისი N მოგცე.
ბატონ გვალვას შეუძლია, მასთან დაგაკავშიროს.
ჰო, და თუ ახლა გასვლა არ გამოგივიდათ, გული არ დაგწყდეთ.
შემოდგომას, ვიდრე დათვიკვრის უღელტეხილს თოვლი შეესაბნება, მე გავაკეთებ გასვლას და შემომი1დი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Nessa » 01 აგვ 2009, 14:17

GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის :) ამჯერად ბახმაროში წამსვლელებს ვუერთდები. მიხარია რომ შემოდგომაზე მაინც მექნება ხევსურეთის ნახვის შესაძლებლობა :)
Nella vita non si puo mai sapere ;)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Archil » 01 აგვ 2009, 14:27

Nessa wrote:მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა :roll:
ნუ შეგეშინდება მაგ მარშუტის. კარგია თუ კარგი მთხრობელი გეყოლებათ მაგ გზაზე.

ერთი გზა მიდის არდოტამდე და სულ ეგაა. გზაში სანახავია:

1. პირაქეთაში - კორშაში ხევსურული მუზეუმი.
2. ჩანჩქერი როშკის გადასახვევის მერე
3. დათვისჯვრის უღელტეხილზე გაჩერდით და დაილოცეთ (ბევრი არ დალიოთ - ვისაც აქ გაუვლია და გაივლოსო, ეგეთია ტექსტი)
4. ლებაისკარის კოშკი გზაზეა (ეს უკვე პირიქეთაში)
5. შატილი
6. ანატოლიის აკლდამები
7. მუცო
8. არდოტი

ძირითადად ეგაა სანახავი. ყველგან მანქანა მიდის. მუცოზე ფეხით უნდა ახვიდეთ. განსაკუთრებული სირთულე არაა. საბანაკედ შეგიძლიათ აირჩიოთ არდოტთან, მუცოსთან ან შატილში ადგილები.

დანარჩენი სხვებმა გირჩიონ თუ რამე გამომრჩა.

საქველმოქმედოდ შორენასთან, რომელიც ანდაქში ცხოვრობ (არდოტის იქითა სოფელია) თუ წაიღებთ, მადლი იქნება. არდოტში შეგიძლიათ დაუტოვოთ ნიკას- იგივე მურღვას თუ რაიმე გექნებათ შეგროვილი. შორენას მეუღლე ზვავმა ჩაიტანა და მარტოკა ზრდის 4 ბავშვს მთაში. იმ სოფელში მარტო მაგის ოჯახია შემორჩენილი.
Last edited by Archil on 01 აგვ 2009, 14:57, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Nessa
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 18 ივლ 2008, 14:00
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Nessa » 01 აგვ 2009, 14:50

Archil
აუცილებლად გავითვალისწინებ როცა წავალ, დიდი მადლობა ! :)

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by tekla » 10 აგვ 2009, 17:50

აქ რა ხდება? წასვლა ხომ არ გადაიდო?
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by natalia » 16 აგვ 2009, 12:25

ხევსურეთზე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? როგორია გზები? ამინდები?

რამდენად შესაძლებელია სექტემბრის დასაწყისში იქ წასვლა.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by Naia » 16 აგვ 2009, 15:57

natalia
სექტემბრის შუა რიცხვებში კარვული გასვლაა ჩაფიქრებული. მალე ალბათ თემაც გაიხსნება. გზა ნორმალურია, თუ არ იწვიმა. წვიმის შემდეგ ხანდახან გაწმენდის საჭიროება დგება. ისე, გზა უკვე არდოტამდე მიიყვანეს და სამარშრუტო ჩვეულებრივ ადის.

პს. ხევსურეთში სარეისო ავტობუსიც დანიშნეს. დიდუბიდან გადის შაბათობით და 15 ლარი ღირს კაცი. იქიდან ზუსტად არ ვიცი როდის მოდის. ზოგი ამბობს ორშაბათსო და ზოგი კი ოთხშაბათსო...

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by natalia » 16 აგვ 2009, 21:33

Naia

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის ძალიან გამიხარდა.

მე ჩემი გერმანელი მეგობრების წაყვანა მინდა და ამიტომ ვაგროვებ ინფორმაციას.

იქნებ თქვენს გასვლასაც შემოვუერთდე თუ მეცალა.
დიდი მადლობა

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by guruli » 16 აგვ 2009, 22:49

Naia
natalia
სექტემბრის შუა რიცხვებში კარვული გასვლაა ჩაფიქრებული. მალე ალბათ თემაც გაიხსნება.
არ გამომაპაროთ, თორემ... :twisted: :twisted: :twisted:
თუმცა, თემა ხომ გაიხსნება და ვნახავ. :D :D

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by paata_ » 16 აგვ 2009, 23:34

ამ დღეებში ხევსურეთში ერთდროულად იქნებიან გელა დაიაური, გოგოჭურები, დები ნაყეურები, სულთან ბორჩაშვილი და კიდევ რამდენიმე ცნობილი მთის სიმღერების შემსულებლები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
15-16 აგვისტო, ხევსურეთი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 აგვ 2009, 04:44

Archil wrote:
Nessa wrote:მოკლედ, 15-16 აგვისტოს მინდა შატილში წასვლა. კიდევ 6 ადამიანია მსურველი, მაგრამ არც-ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და არ ვიცით ორგანიზება როგორ გავუკეთოთ. თუ სხვა მსურველებიც იქნებიან იქნებ მოვაწყოთ გასვლა :roll:
ნუ შეგეშინდება მაგ მარშუტის. კარგია თუ კარგი მთხრობელი გეყოლებათ მაგ გზაზე.

ერთი გზა მიდის არდოტამდე და სულ ეგაა. გზაში სანახავია:

1. პირაქეთაში - კორშაში ხევსურული მუზეუმი.
2. ჩანჩქერი როშკის გადასახვევის მერე
3. დათვისჯვრის უღელტეხილზე გაჩერდით და დაილოცეთ (ბევრი არ დალიოთ - ვისაც აქ გაუვლია და გაივლოსო, ეგეთია ტექსტი)
4. ლებაისკარის კოშკი გზაზეა (ეს უკვე პირიქეთაში)
5. შატილი
6. ანატოლიის აკლდამები
7. მუცო
8. არდოტი
შენი ნებართვით, სიას არხოტს, კისტანს, ქაჩუსა და საგინას ციხე-კოშკებსს, მივამატებ.
აქვე დავაზუსტებ კიდეც, "ანატოლიის აკლდამები" რომ გიწერია, როგორც ჩანს, მექანიკურად დაგიწერია ასო "ლ",
რადგან შენც მშვენივრად იცი, რომ ანატოის აკლდამაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]