pauna wrote:Archil
ბიჯო რაის რადიუსი დირკების? წვრილი უნნდ აიყოს მე ნემსიდ დავხვრიტე ცოტა მსხვილი ნემსით
დღეს პაუნას დავურეკე, ვაგზალზე ვიავი და სპირტი სად ვიყიდო-თქო, დავეკითხე. დეზერტირებიდან რომ თამარ მეფის გამზირზე ეზო-ეზო სავაჭრო რიგები რომაა, იქ მიმასწავლა. ლიტრა ხორბლის სპიტრი 96 გრადუსიანი 3 ლარად მომცა თავის ნაბეღლავის ბოთლიანად.
სამსახურში დავტესტესავითუფრო სწორედ ვცადე ცეცხლის დანთება მეცადა. საშიში არაფერი. თავიდან როცა ანთებ, მაშინ უნდა იყო ფრთხილად და მერე უკვე არც არაფერი. ბუნებრივია ისეთი ადგილიშევარჩიე, სადაც ქარი არ უბერავდა.
სახლში მოსულმა უკვე წყლის ადუღება განვიზრახვე. ჩემი კარდალა იცით - საბჭოთა ჯარის "კატიოლიოკი" რომაა. მერე ავწყე და 3 ნახევარლიტრიანი ბოთლი წყალი ჩაეტია -1,5 ლიტრი გამოვიდა ნუ.. მე ლიტრიანი მეგონა რატომღაც.
სარდაფში ჩავედი. ცემენტი საფეხურებიანი კიბე აქვს. აგური მივუდგი საფეხურს გვერდით და სადგარიც გამოვიდა მშვენიერი.
მობილზე სპორტული წამზომი გავამზადე, დრო რომ ჩამენიშნა.
სადღაც 100-150 გრამი ჩავასხი. ცოტაც საფეხურზე მოვასხი როგრც წესია, რომ მისგან დანთებულ ცეცხლს გაეთბო და აორთქლება დაეჩქარებინა სპირტის მადუღარაში.
წუთნახევარი საჭიროა რომ ცეცხლი დაწყნარდეს და ლურჯ ალზე გადავიდეს - ანუ სწორ წვაზე გადავიდეს. ამის შემდეგ ვადგავ კარდალას.
ნახევარი საათი დასჭირდა ადუღებას. უფრო სწორედ გაცხელებას. ანხვრეტები სადგისით მქონდა გაკეთებული და ქვდა ზოლი აშკარად პატარა იყო ცეცხლისათვის.
როდესაც ცეცხლი ჩაქრა, მოვძებნე სარდაფში ჟანგიანი ლურსმანი და მეორე რიგში ნახვრეტები გავაფართოვე.
ეხლა უფრო მეტი სპირტი ჩავასხი. უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო ცეცხლის ალის მხურვალება.
ამჯერად წყლის ადუღებას 20 წუთი დასჭირდა. პირველ ჯერზე თუ გაცხელდა მხოლოდ, ეხლა ადუღდა ისე, რომ კვერცხს მოხარშავდა კაცი. გაფართოებული ნახვრეტებიდან უფრო მძლავრი ცეცხლის ალი გამოდიოდა. მესამე რიგი უფრო მეტ ძალას მისცემდა. ვფიქრობ უფრო დიდი ზომის ნახვრეტები იქნება უკეთესი.
წყალი ადუღდა, კარდალა გადავდგი. გადავწყვიტე სახურავით ამედუღებინა წყალი. სახურავში ნაეხვარი ლიტრი ჩადის. სახურავი ღიაა, კარდალა თუ დახურული იყო, სახურავიდან ტემპერატურა იკარგებოდა. ერთი სიტყვით ნახევარი ლიტრის ადუღებას 10 წუთი დასჭირდა.
ცეცხლი საათი და 10 წუთის განმავლობაში არ ჩამქრალა.
1,5 წყალი ადუღდა 20 წუთში. კარდალას სახურავშI ნახევარი ლიტრი წყალი ჩადის. ავავსე წყლით და დავდე გასაცხელებლად. ცეცხ