კი არა და
გადმოვინაცვლოთ
სამომავლოებში
მოკლედ
21-22-23 აგვოსტოს
ჰერიჰერი რაჭისაკენ, კერძოდ უძირო ტბისკენ
გეგმის პირველი ვარიანტი: ( ერთი თვის მანძილზე რაღაც რაღაცები შეიცვლება ალბათ)
21 აგვისტოს, პარასკევ დღეს, დაახლოებით 5 საათისათვის, ვიკრიბებით
და
მივდივართ რაჭაში, შოვში, სადაც დავბანაკდებით
22 აგვისტოს, ადრიანად, მაქსიმუმ 6 საათზე ვიწყებთ უძიროსკენ სიარულს
და სავარაუდოდ, ტბასთან დავბანაკდებით ღამით...
23 აგვისტოს ჩამოვალთ საგლოლოში, შემდეგ დავბრუნდებით შოვში, სადაც გავიმჟავეწყალებთ, გავვიარგამოვიარგავილობიანგავილორებთ
და
და წამოვალთ თბილისისკენ..
გზად ვნახავთ ბარაკონს, ნიკორწმინდას...

ის, რაც ყველამ უნდა გაგითვალისწინოს
”გზა იოლი ნამდვილად არაა. საშუალო სიძნელისაა. თავიდან ბილიკია აღმართებიანი. მერე როგორც ზევით დავწერე მაღალ ბალახში დამალულ ქვებზე გიწევს სიარული. ერთი ფეხის დაცდენა და შეიძლება სერიოზული მოტეხილობა მიიღო. თუმცა აქ იმედი მაქვს რომ თქვენი წასვლისთვის გაკვალული იქნება ბილიკები. მერე აღმართია დიდ ლოდებზე უნდა იძრომიალო.”
სასურველია, წამოვიდეს ისეთი ადამიანი, ვინც უკვე ნამყოფია და გზა იცის
თუ არა, მოგვიწევს გამყოლის ნახვა შოვში.....

ესეც რუკა, რომელზეც ნაჩვენებია სად მივდივათ

ინფორმაციისთვის, დავაკოპირებ ნიკა-ს ამ პოსტსაც
Nika წერდა:
ასე 10 კილომეტრამდეა გზიდან უძირო ტბამდე.
მაგრამ.
1) სიმაღლეთა სხვაობა 1500 მეტრამდე თან თავიდანვეა მაგარი აღმართი, რითმში შესვლა საკმაოდ რთულია.
2) "ნესტორ პალასის" შემდეგ მიდიხარ მაღალ ბალახებში ჩამალულ ლოდებიან ადგილებში.
3) რო მიადგები კატიწვერას ძირს მერე იწყება საკმაოდ ციცაბო აღმართი. ამ აღმართის ბოლოში ისევ დიდი ლოდებია (საბედნიეროდ ბალახში აღარაა ჩამალული)
ძირითადად ესაა. რავი როცა იძახიან 1 დღეშიიქიტ აქეთ ვიყავითო ალბათ გადარბენაზე იყვნენ და რეალურად ვერც ფოტოებს გადაიღებდნენ და ვერც დილა/საღამოს სილამაზით დატკბებოდნენ მანდ.
დანარჩენს
ჩავამატებ გზადაგზა
კი არა და
თანდათან
ახლა მთავარია
თავიდან ჩავეწეროთ სიაში
უკვე ნამდვილად წამომსვლელები
რომ
მალევე ვიშოვნო ტრანსპორტი
და
ფინანსურ საკიტხებშიც გავერკვეთ..........

ისა....
ვინც რაჭაში დაგვხვდება, სიაში ჩაწერისას მიუთითოს რა
წამომსვლელთა სია
1) მე-პატაპუტინა[/b]