Post
by Tamusia » 20 ივლ 2009, 20:27
მოდით ჩემს ამბავს მეც მოვყვები.
ჭაუხი მიყვარს. წასვლა მინდოდა. დავიწყე დაგეგმვა. ხალხი ამყვა, ბევრიც ამყვა. იმ პრობლემების მიუხედავად, რომლებიც რაოდენობამ გამოიწვია, მე ახლაც ვთვლი, რომ ბევრის წასვლა კარგია, ოღონდ ორგანიზებულად და ეს ორგანიზება შესაძლებელია. დასანანია და ჩემი მინუსია, რომ არ გვქონდა
როცა საქმე ეხება ადამიანების გახსნას, მათი თვალსაწიერის გაფართოვებას, საკუთარი ქვეყნის სიდიადის შემეცნებას, რომელიც საფუძველი გახდება ქვეყნის სიყვარულისა, რაც თავისთავად ადგილს აღარ დაუტოვებს იმ უკმარობის განცდას, ყველას ხშირად რომ გვაწუხებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ჩემი აზრით, აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს იმ ლაშქრობულ კომფორტზე ფიქრს, რასაც მოლაშქრეთა მცირე რაოდენობა ქმნის.
ჯუთის აღმართი ბევრს გვეძნელა, სიარულს გადაჩვეულობის გამო ალბათ. დავბანაკდით, ცოტა მოვილხინეთ და დავიძინეთ. ბედნიერებისგან ლამის მეტირებოდა.
მეორე დილით დავიძარით. დაგეგმილი იყო ჭაუხის ძირში შესვენება. ეს ის ადგილია, სადაც მთასვლელები ბანაკს მართავენ ხოლმე. იქ წივწივაც გველოდა. ამ ბანაკამდე მდინარეა გადასალახი. გადავწყვიტეთ არ გადაგველახა, რამდენადმე სირთულის გამო და ამ მდინერეს მარცხნივ ავუყევით.
მაგრამ მე ვერ მოვითმინე იმ ბანაკის ვერ ნახვა, რომელშიც მშვენიერი დრო მაქვს გატარებული, რომელი დროის გამოც ყველაზე მეტად მიყვარს ჭაუხი და გადავწყვიტე გადასვლა. თან წივწივაც გველოდა.
ორჯერ მომიწია ცივ-ცივი მდინარის გატოპვა, მაგრამ არას დაგიდევდით, ნემეტანი მიხაროდა და... გზად ვარდისფერი თამუნა გუდარეხის ყვავილები შემხვდა, ჩვეულებისამებრ ცისფრები რომ არის, ხომ იცით. ამ დროს ალექსიც გადმოვიდა, რათა წივწივასთვის დაეძახა. ორივემ დავიძახეთ და წივწივა გამოგვეხმაურა, შემდეგ 6-7 წუთში მოემზადა და წამოგვყვა.
ამ დროს მე აღარ მახსოვდა მოლაშქრეები, რომლებსაც სჭირდებოდათ ასე ვთქვათ მეთაური, რომელიც მითითებებს გასცემდა შესვენება-დალოდება- გაჩერების შესახებ, ან უბრალოდ ნუგეშს. მე კი გრძნობებს ვიყავი აყოლილი, მიხაროდა და საჭიროების მიხედვით კი არა, სურვილის მიხედვით ვიქცეოდი, რაც გაუმართლებელია მაშინ, როცა ადამიანებს რაღაცნაირად შენი იმედი აქვთ.
ალექსი მალევე დაბრუნდა მოლაშქრეებთან, რომლებიც არ ჩანდნენ და გადავწყვიტე,რომ ისვენებდნენ. მე და წივწივაც შევჩერდით და ფეხსაცმელს ვიშრობდი ამდენი გატოპვების შემდეგ. ამ დროს ნიმფას უჭირდა თურმე. რომ აღარ გამოჩნდენენ, წივწივა წამოვიდა და ნიმფა დააბინავა. ამ დროს ქეთო და ბექაც მოვიდნენ და რამდენიმე ხანში გაწელილად და ცოტა დაფანტულად გავაგრძელეთ გზა. ტბებთანაც გაწელილად და დაფანტულად ჩავედით. დანარჩენი ამბები კი იცი.
პირადად ჩემთვის ეს ლაშქრობა იყო ჩვეულებრივად ძნელი და ჩვეულებრივად დიდად შთამბეჭდავი. მეც რთული გზა გავიარე, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეთ ადგილებში ადვილი არასოდეს არის. არაერთხელ გადავრჩენილვარ კიდეც. თუმცა ეს სირთულე ყოველთვის მიღირს იმად, რომ როცა შემეძლება ყოველთვის წავიდე.
ვწუხვარ, რომ ერთად არ ვიყავი ბოლო ჯგუფთან. რომელთა შორისაც თითქმის ყველა პირველად იყო ასეთი სირთულის მარშრუტზე და მათ გზის გაადვილება, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე უბრალო თანადგომით, ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო