Post
by Archil » 16 ივლ 2009, 01:40
ლაშქრობისას მოგზაურები ძირითადად სამ ჯგუფად იყოფიან.
ლიდერის ჯგუფი
შუა ჯგუფი
ჩამკეტი ჯგუფი
ყველა მათგანს თავისი ფუნქცია აქვს.
დავიწყოთ ლიდერით.
ლიდერი ჯგუფი
ლიდერთა ჯგუფში არიან ისინი, ვინც წინ მიუძღვიან ლაშქარს - იციან გზა, გავლილი აქვთ ეს მარშუტი, აქვთ რუქა. გამოირჩევიან გზის გაგნების უნარით.
ლიდერი ჯგუფის წევრები ეძებენ გზას. მათ შეიძლება მოუწიოთ წინ წასვლა, გზის მოსინჯვა და უკან დაბრუნება. სანამ ლიდერი ჯგუფი არკვევს გზას, დანარჩენები ელოდებიან. ერთად ჯგუფდებიან. ლიდერი ჯგუფის დამატებითი დატვირთვა ტვირთით ძალიან არ შეიძლება - მათ შეიძლება ორმაგი გზის გავლა მოუწიოთ სწორი გზის ძიებაში. ლიდერი ჯგუფი გამოცდილი და შემძლე მოგზაურებით ყალიბდება.
ლიდერ ჯგუფში ყოფნა მე მხიბლავს, სხვებსაც. წინ ყოფნსა დამატებით სტიმულს გაძლევს და სწრაფად მოძრაობ.
ლიდერის პოზიცია ხშირად იტაცებს მოლაშქრეებს და წინ გარბიან. ამ დროს კი ძირიტადი და ჩამკეტი ჯგუფი ჩამორჩება ხოლმე მნიშვნელოვნად. ასეთი შეცდომა ბევრჯერ მინახია. გამოცდილი ლიდერები აუცილებლად ადევნებენ დანარჩენი ჯგუფების მოძრაობას თვალს, აკეთებენ შესვენებებს, რომლის დროსაც ლიდერის ჯგუფის წევრები ეძებენ გზას, და ამ დროს დანარჩენებს დაწევის და ერთად შეგროვების საშუალებას აძლევენ. ლიდერის ჯგუფის წევრები, თუ ლაშქარი ძალიან გაიწელა, ბრუნდებიან უკან და ჩამკეტი ჯგუფის წევრებს ეხმარებიან სწრაფად მიაღწიონ დასვენების ადგილს. ლიდერის ჯგუფის ხამი და გამოუცდელი წევრები მთლიანად არევენ ხოლმე ჯგუფებს და ვინ სად იკარგება და ვინ სად. ჭკვიანი და გამოცდილი ლიდერი კი ლაშქრობას სასიამოვნოს ხდის.
ლიდერის ჯგუფი არჩევს საკარვე ადგილს. შლის პირველ კარვებს (წვიმისგან შესაფარებლად მაგალითად), აგროვებს შეშის პირველ პარტიას და ანთებს ცეცხლს, უზრუნველყოფს წყლის მოტანას და ადუღებას, და მისთანები. საჭიროების შემთხვევაში მისი წევრები ეხმარებიან სხვა ჯგუფებს საკარვე ადგილამდე მისვლაში.
შუა ჯგუფი
შუა ჯგუფი ძირითადი მონაწილეებისგან შედგება. აქაც, ისევე როგორც სხვა ჯგუფებში, აუცილებელია გამოცდილი მსვლელების ყოფნა. ისინი ასრულებენ საკომუნიკაციო ფუნქციას. მიმდინარე რჩევებს აძლევენ მათ გვერდზე მყოფებს, ახდენენ ტვირთის გადანაწილებას (ეს არ გულისხმობს საკუთარ მხრებზე აკიდებას - ასეთმა წედვრმა შეიძლება თხოვნით მიმართოს შედარებით კარგ ფორმაში მყოფ მოლაშქრეს გადაინაწილოს სხვისი ტვირთი, როცა ამის საჭიროება წარმოიქმნება, რათა მსვლელობის ერთიანი ტემპი არ დაეცეს). შუა ჯგუფის ლიდეებმა სხვა ჯგუფებს უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია წინა და უკანა ჯგუფებს - მაგალითად, ამ გზაზე ხალხი ვერ ამოვა. დასვენებაა საჭირო, ჭამა არ გვაწყენდა, წყლის შევსებას ბეწვრი დრო სჭირდება და ლაშქარი გაიწელა და შეყოვნდით, დაკარგვით არ დავიკარგებით, სწრაფად იარეთ და საკარევ ადგილას ცხელი ჩაი დაგვახვედრეთ და ჩვენც მოვალთ როგორ მე.
ჩამკეტი ჯგუფი
ჩამკეტ ჯგუფში შედარებით ნელა მოარული ადამიანები ხვდებიან. ეს შეიძლება მათი ფიზიკური შესაძლებლობების გამო იყო, მძიმე ტვირთს აკიდების გამო, ფოტოებს იღებენ ბევრს და ამაში დროს კარგავენ, სასურველი თუ საყვარელი ადამიანი ჩამკეტ ჯგუფშია და მისი ადგილიც იქ ეგულება... ყოფილა ლაშქრობისას ადამიანები ცუდად ხდებიან (ფეხი უბრუნდებათ, წნევა უწევთ, ბზიკი დასდევს საკბენად და მთიდან გადახედვა ეშინია) და ისინი ბუნებრივია ჩამკეტ ჯგუფში ხვდებიან.
ჩამკეტ ჯგუფში სავალდებულოა რამოდენიმე გამოცდილი მოლაშქრე, რომელიც დანარჩენებს დაეხმარება საჭიროებისამებრ. ფეხ გადაბრუნებულებს მხარში ამოუდგება, ცუდად მყოფებს შესაბამის დარიგებებს თუ წამლებს მისცემს, ტვირთის წაღება ვისაც აღარ შეუძლია, გამოართმევს და დასვენებამდე, სანამ დანარჩენებ ჯგუფებთან კონტაქტი არ ექნება, დაეხმარება წაღებაში. შემდეგ ის შეიძლება ძირითად - შუა ჯგუფს გადასცეს-გადაუნაწილოს.
ჩამკეტ ჯგუფს სუუულ ბოლოში მოყვება ჩამკეტი. შესაძლებელია რამოდენიმეც იყოს - გააჩნია რამდენი წევრისგან შედგება ლაშქარი. ჩამკეტის ძირითადი ფუნქციაა არ დაუშვას მოლაშქრეთა დაკარგვა. ის მიდის ყველაზე ბოლოს. თუ ვინმე ჩერდება მის წინ, ისიც ჩერდება და ელოდება სანამ დაიძვრება მის წინ გაჩერებული. ჩამკეტი ზურგიდანაც იცავს ლაშქარს რაიმე ხიფათისგან. ჩამკეტის უკან არავინ არ უნდა იყოს. ერთადერთი გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც მოლაშქრეს ბუნებრივი მოთხოვნილებებისათვის განმარტოვება სჭირდება. ამ დროს ჩამკეტი მიდის წინ საკმარის მანძილზე რომ უკან დარჩენილის მყუდროება არ დაარღვიოს, მაგრამ ელოდება უკან დარჩენილს და მისი დაწევის შემდეგ კვლავ აგრძელებს გზას.
ჩამკეტი ფიზიკურად ვერ ათრევს ყველა ჩამორჩენილის ბარგს, ყველას ვერ ამოუდგება გვერდში, მისი ფუნქცია ლაშქრის ჩაკეტვაა, ასე რომ მის იმედად ყოფნა არაა საჭირო. დახმარებისთვის ჩამკეტი ჯგუფის სხვა წევრებს უნდა მიმართოს.
ჩამკეტი მიდის ლაშქრის ბოლოში, ამდენად მას არ შეუძლია ხმა მიაწვდინოს დანარჩენებს. ამისათვის საჭიროა რომ ჩამკეტი ჯგუფის წევრებმა ყურადღება მიაქციონ მას. თუ ჩამკეტი არ ჩანს, ლაშქარი უნდა გაჩერდეს, დაელოდოს მის გამოჩენას, გამოცდილი ( და არა ბატები, რომლებიც თვითონაც შეიძლება დაიკარგნონ და საძებნელი გახდნენ) დაბრუნდნენ ჩამკეტის მოსაძებნად და დასახმარებლად. მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებს ლაშქარი მოძრაობას.
ლაშქრის მოძრაობისას ინფორმაცი გადაეცემა წინიდან უკან და უკნიდან წინ. ინფორმაციას გადასცემენ ძირითადად გამოცდილები, რომლებსაც ესმით გადაცემული ინფორმაციის მნიშვნელობა, სწორად შეუძლიათ მისი ინტერპრეტირება, გაგება, სწორად გადაცემა და თავისი ჯგუფის წევრების შესაბამის მოქმედებაში მოყვანა. თუ დახმარება სჭირდებათ სხვა ჯგუფის წევრებს, შესაბამისი წევრების გამოყოფა და დასახმარებლად მიშველება. დარჩენილების ორგანიზება, ინფორმირებულობა და შემდეგი ქმედებისთვის მომზადება.
ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ჯაჭვით - ერთმანეთს გადასცენ ბრძანება თავის წინ ან უკან მიმავლებს. ასეთ შემთხვევაში გზავნილი მარტივია - გაჩერდით, დაელოდეთ ჩამკეტს, წვიმა მოდის, მგელი მოგვდევს და ჰარალოს მღერის, სოფელის შესასვლელში ვგროვდებით, და ასე შემდეგ....
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
