Post
by optimisti » 02 ივლ 2009, 12:09
1.tamusia
2.anano
3.tiko-r
4.Naia
5.GAMARJOBA SAQARTVELO
6.pataputina (უკარვო დ )
7.Archil
8.keto
9.baqo ( მოცლილი კარვით)
10.nica-nica
11.konstantine?
12.navigator?
13.ინოლა ქავთარაძე ?
14. კიკი
15. კიკი+
16. მთა მყვარებია
17. doctor ako ? (მიყვარს ეს რიცხვი)
18.megzuri ?
19. davebrudeck
20. davebrudeck +
21 geosul
22.სიდოროვი
23.int3lig3nt
24. ნიმფა
25 ოპტიმისტი?
ალბათ საინტერესო იქნება ეს ინფორმაცია:
"ხევსურეთი სამ მთავარ ნაწილად იყოფა: არხოტი, მთასიქითი და პირაქათი. თითოეულ ეს მხარე კვლავ იყოფა სხვადასხვა მხარეებად მდინარეებით, ხეობებით და მთებით.
არხოტი შედგება სამი დასახლებული სოფლისაგან. წინათ იყო ხუთი სოფელი, რომელთაგანაც ორი სოფელი კახეთში გადასახლდა. ამჟამად არხოტში დასახლებული სოფლებია ამღა, ჭიმღა და ახიელა, ხოლო კალოთანა და კვირიწმინდა ქისტებთან მტრობის ნიადაგზე არხოტიდან აიყარა.
მთისიქითი საერთო სახელწოდებაა იმ მხარისა, იგი ორ ნაწილად იყოფა: გურო-შატილის ხეობა და მიღმა-ხევი. გურო-შატილის ხეობაში შედის სოფლები: შატილი, გურო, გიორწმიდა, კისტანი, ლებაისკარი და ჭეჭყეთი. რაც შეეხება მიღმახევს, მის მცხოვრებთ ხევსურობა ბევრ რამეში არ ემჩნევათ და "სამძახი" არ აქვთ, ე.ი. ქალს ვერ თხოულობენ სხვა ხევსურებისაგან, თუ თავისავე ხეობიდან არ შეირთეს. ვინიცობაა მიღმახეველებმა ქალი ითხოვეს სხვა მხრისა, მაშინ ხარი უნდა დაუკლან ქალის პატრონს- საგვარმეტო. მიღმახევში შედის შემდეგი სოფლები: ხახაბო, არდოტი, ხონისჭალა მუცუ (?) და არჭილო.
პირაქათ ხევსურეთი იყოფა ოთხ მთავარ მხარედ: წყალსიქითი, გორშეღმი, არაგვი და ბისო-ხახმატის ხეობა. წყალსიქითელებს ეძახიან შემდეგ სოფლებში მცხოვრებლებს: ბლო, აბაბუხნა, ხორნაულთა, როშკა, ფაფარენა, ქმოსტი, ღელე, ღელის ვაკე, იღლიე და საბერწე. გორშეღმში შედის შემდეგი სოფლები: ხადუ, წინხადუ, უსტამალაე, ზეისტეჩო, ორბეულთა, ხორიელი, ესაჩუ, ხიტალე, მისახი, ატაბე, აყნელი, ბაცალიგო და ჩხუბა.
ბისო-ხახმატის ხაობაში შედის: ხახმატი, ბისო, ჭორმეშავი, ძეძეურთა, ჭიე, გუდანი და ღული. დანარჩენი სოფლები სულ არაგვის ხეობაზეა და არაგველებს ეძახიან. ეს სოფლებია: ოხერხევი, უკანახო, ბუჩუკურთა, ჩირდილი, ბარისახო, აწეხა, დათვისი, სახილე, მაწმაო, აკუშო, ბველეთი, აჭე, წობულო, ბოქჩვილო, კეო და ჭალაის სოფელი. არის სამი სხვა სოფელი, სადაც სულ არაბულები და ფიცხელაურები ცხოვრობენ: ჯუთა, ართხმო და ბაკურხევი. ამ ორ პირველ სოფელში სულ არაბულები ცხოვრობენ, სხვა გვარისხალხი აქ არ არის, ბაკურხევში კი მეტწილად ფიცხელაურები.
(ნათელა ბალიაური "სწორფრობა ხევსურეთში").
P.S. ეს ნაშრომი შექმნილია 1930-40-იან წლებში და სავარაუდოდ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სოფელი უკვე აღარ არის დასახლებული