აი, ასეთი გეგმა მოვიფიქრე:
მეგრული ტური 3
I დღე
თბილისი – ხობი – ბულიწყუ
გაჩერება I – ხობი
სანახაობები:
ხობის ტაძარის მოლოცვა
გაჩერება II – ბულიწყუ
სანახაობები:
• წმინდა სოფიას ტაძარი
• მაჩხომერი
• ჯახუთი
• ნასკალე
• ყურუმელიას ჯიხა (ციხე)
• სალომაიოში ჩხაიას ჩანჩქერის ნახვა
ღამისთევა ბულიწყუს იქით სადმე მდინარესთან.
II დღე
ბულიწყუ – ხეთა (ბულიწყუდან 4-5 კილომეტრი) – პაპანწყვირეს ტბა
გაჩერება I
სანახაობები:
• ნოჯიხინის უბანი
• წინაგოლას უბანი
• ოხვამეკარის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვა
• საჯირიოს ჩეოხვამეს (ძველი თეთრი ტაძარი) მოლოცვა
• ჯეგეთას (ძველი წმინდა გიორგის ეკლესია) მოლოცვა
გაჩერება II
პაპანწყვირის ტბა (ხეთადან 3-4 კილომეტრი)
ღამისთევა პაპანწყვირის ტბასთან.
III დღე
თევზაობა პაპანწყვირის ტბაზე, ღამისთევა.
IV დღე
პაპანწყვირეს ტბა – ხამისქური - ცაიში
გაჩერება I – ხამისქური (3-4 კილომეტრი)
სანახაობები:
• ხამისქურის ციხე
გაჩერება II – ცაიში (8-10 კილომეტრი)
სანახაობები:
• ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოლოცვა.
• იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის მონახულება.
• ცაიშის მინერალური წყლები.
ღამისთევა ცაიშის საკურორტო ზონაში;
V დღე
ცაიში – ზუგდიდი – ჯიხაშკარი - ჭაქვინჯი
გაჩერება I – ზუგდიდი (3-4 კილომეტრი)
სანახაობები:
• დადიანების სასახლე
გაჩერება II – ჯიხაშკარი (17 კილომეტრი – გადაადგილება ზუგდიდი – ჯიხაშკარის ავტობუსით)
სანახაობები:
• ჭაქვინჯის ციხე.
• ციხე ჯახა.
• ჯეგე მისარონის (წმინდა გიორგი) სალოცავი.
• ეგნატე ხაცავას ეზო.
ღამისთევა ჯიხაშკარში.
VI დღე
დღის პირველ ნახევარში. ჯიხაშკარი-ზუგდიდის ავტობუსით გამგზავრება ზუგდიდში და იქიდან თბილისში.
ეს სქემაა, მაგრამ არ ჩანს... თუ მეტყვით, როგორ ვქნა ისე, რომ გამოჩნდეს, კარგი იქნება.
