უწლევი 12.05.09

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 16:42

"ალს ზეით არს, ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა. ციხეს უკან არს სოფელი უწლევი, მთაში. აქ აკეთებენ ჭურსა ღვინისასა კეთილსა, ყოველთა უმჯობესსა”...
ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი(ბაგრატიონი) სოფელ უწლევს. მე ეს ინფორმაცია ქართლის ცხოვრებაში ამოვიკითხე და ამის მერე ავწრიალდი და შევწუხდი, ჩემი დამემართა სანამ უწლევი არ ვნახე და თავად არ დავრწმუნდი ამ ადგილის არსებობაში. გავიხსენე ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი, რომელიც ამ მხარეში ცხოვრობს და ერთ წვიმიან დილას დავადექი გზას. ძალიან მინდოდა ამ მხარის(ხაშურის რაიონის სოფლები) დათვალიერება. კარველები ბატეთში იყვნენ წასულები და მარტო წავედი. გომის გადასახვევთან გადავუხვიე და ზემო იმერეთისკენ(საჩხერე-ჭიათურა) მიმავალ გზაზე დავდექი. დავათვალიერე რამოდენიმე ძალზედ საინტერესო ეკლესია-მონასტერი, ვნახე სოფელი უწლევი, რომელზეც საუბრობს ვახუშტი ბატონიშვილი ქართლის ცხოვრებაში, ვნახე ასევე ალის ციხე, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, ასევე ვნახე სოფელი ცხეთისჯვარი, რომლის სახელიც ჩემი ქალაქის სახელს უკავშირდება, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე სამწუხაროდ თუ რატომ დაერქვა ამ სოფელს მცხეთის სახელი.... ამ სოფლის შუაგულში არის სასაფლაო, რომელზეც ძველად მდგარა პატარა ბაზილიკა, რომელიც დღეს-დღეობით მთლიანად დანგრეულია და შემორჩენილია ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტი, რომელიც კონსერვირებულია ახალი ტაძრის კედლებში. ახალი ტაძარი დაუწყიატ რამოდენიმე წლის წინ და დაუსრულებელია, კედლები სანახევროდაა ამოყვანილი.
რადგან ამ მხარეში(უწლევი) მექვევრეობით იყვნენ დაკავებულნი(ამაზე საპატრიარქოს ტელევიზიით რომ მქონდა გამოსვლა იქაც ვსაუბრობ) მოვინდომე ჩემი მუზეუმისათვის რამოდენიმე ექსპონატის შოვნა ამ ამბავში გამიმართლა კიდეც. მოკლედ ფრიადი გასვლა მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვიყავი და წინა და უკანა გზაზე ხმის გამცემი არა მყავდა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.
Image
სოფელ ალის გადასახვევს გავცდებით თუ არა შევალთ სოფელ ცხეთიჯვარში ხოლო ამ სოფლის შემდეგ უკვე მალევე(2-3 კმ. ში) გვხვდება სოფელი უწლევის გადასახვევი გზიდან მარცხნივ. უწლევი, გადასახვევიდან იქნება ასე 2-3 კილომეტრში.
მთის წვერზე მოსჩანს ალის ციხე, რომელშიც თავის დროზე აკადემიკოსი ივანე კავახიშვილი იყო ასული და თქვა, რომ ამ ციხეში ქვევრებია შემორჩენილიო...
როგორც ხედავთ ციხე, რომელსაც ერთგვარი საბაჟოს დატვირთვაც ჰქონია საკმაოდ დაზიანებულია
Image
ეს კი სოფელში შესასვლელი. ამ ადგილას ხიდია და სოფელში ხიდით უნდა შევუხვიოთ.
Image
სოფელში არის ერთი საინტერესო ადგილი, რომელსაც დევის ნაკვალევს უწოდებენ. ამ ადგილას ძველად (კომუნისტების დროს) ბევრი მნახველები მოჰყავდათ თურმე. როგორც თავად ადგილობრივებმა მითხრეს ამ ნაკვალევს ადრე ფეხის თითებიც კი ეტყობოდა, ხოლო მეორე მხარეს(მდინარე ფურნეულას გაღმა) არის ასევე კლდე, რომელზეც დამხტარა ამ კლდიდან გადამხტარი "დევი", იმ ადგილას ნაფეხური არ არის, მაგრამ არის ნამუხლარი...
აი ეს არის დევის ნაკვალევი... იქნება ასე 55 რაზმერი :D
Image
დევის ნაკვალევი, წინ რომ უზარმაზარი ლოდი მოსჩანს აი იმ ლოდზეა.
Image
ლოდს ჩამოუდის პატარა მდინარე სახელად ფურნეულა. ამ მდინარის სათავეებთან ძველად ფურნეები ყოფილა და მისი სახელიც აქედან მოდის.
Image
სოფელში ერთი ტაძარია, რომელიც მეცხრამეტეს ბოლოს აუშენებიათ. ტაძრის მშენებლობის ისტორია უკავშირდება უწლევში აღდგომის დღეს მომხდარ მეწყერს, რომელმაც ორი მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ კაცების ბიძამ ააშენა ეს ტაძარი 1896 წელს.
Image
ეს საფლავის ქვა კი ეკუთვნის ერთ-ერთ გარდაცვლილს იმ ორთაგან, რომელიც მათსავე ბიძას გამოუქანდაკებია.
Image
ტაძარი უმოქმედოა.
Image
ეს კი კვლავ სოფლის მდინარე ფურნეულაა.
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 19:07, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 16:57

სოფელში ფეხით გავიარე და ძველი კერამიკის შესახებ გავიკითხ-გამოვიკითხე. ძველებს ახსოვდათ ძველი მეთუნეებისა და მეთუნეობის ამბავი, ხოლო ახლები ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ერთმა მითხრა მე მაქვს ეგეთი რამე-რუმეო და თავისთან წამიყვანა სახლში, მარანში შემიპატიჟა და თითო ნუნუაც გადავკარით.
Image
მერე ერთი დერგი მომცა, რომელსაც აი ასეთი დამღა ჰქონდა, სიხარულით წამოვიღე, თანაც უწლევური დერგია.
Image
მისივე მარნოს აღჭურვილობანი.
Image
სოფლის გზა. სოფელ უწლევში ძლიან ცოტა მოსახლე ცხოვრობს, როგორც მითხრეს სულ რაღაც 15 კომლი ცხოვრობსო :(
Image
მერე ერთმა ქალბატონმა მიმიპატიჟა, მეც მომეძებნება მასეთი რამეებიო..., მაგრამ შროშის ნაკეთობები აღმოჩნდა და უარი ვუთხარი.
Image
ამ კარგმა კაცმაც (გვარად გელაშვილმა) შემომთავაზა ერთი საღვინე, მაგრამ ისიც შროშისა აღმოჩნდა
Image
აი ესენი ვიშოვნე, რომლებიც ერთმა ადგილობრივმა კაცმა შემომწირა, ვითხარი სურათი გადავიღოთ-მეთქი, მაგრამ არ მიყვარს სურათის გადაღებაო...
მარცხენა შროშის საღვინეა, მაგრამ ძალიან ხარისხიანი აღმოჩნდა და დღევანდელი შროშული ნაგავისაგან განსხვავებით დახვეწილი და განსხვავებულია, ხოლო მარჯვენა კი უწლევური ჩაფია.
Image
სულ მარცხენა ის დამღიანი დერგია ზემოთ რომ ვახსენე
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 19:34, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:02

იქაუერბმა ერთი ძალზედ ძველი ქვევრი მაჩვენეს, ზომით ასე 500 ლიტრამდე იქნებოდა და ძალიან ძველი ჩანდა. ეს სწორედ იმ ქვევრთაგანი უნდა იყოს, რომელზეც ვახუშტი ბატონიშვილი საუბრობს ქართლის ცხოვრებაში(ალისწყლის აღწერა).
Image
იქვე ახლოს ეს 90 წელს მიტანებული ბაბო ბარავდა მიწას. სწორედ ამ ქალბატონის შვილი ყოფილა შროშული დოქი და უწლევურ ჩაფი რომ მაჩუქა და სურათი რომ არ გადამაღებიანა.
Image
უწლევში ქვევრების გარდა უმზადებიათ ასევე კრამიტი, კეცი და საღვინე თუ სხვა ჭურჭელიც, როგორც გავარკვიე თონეები და აგური (მგონი) არ მზადდებოდაო. აი ეს კრამიტი სწორედ უწლევისა უნდა იყოს. აშკარად ზემოიმერული გავლენა იგრძნობა, როგორც კრამიტში ისე ჭურჭელშიც.
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 11:58, edited 1 time in total.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
უწლევი 12.05.09

Post by Tamusia » 16 მაი 2009, 17:12

ნუნუა რა არის?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:19

ხოლო უკანა გზაზე ვნახე ძალიან ასინტერესო ტაძრები. მარტო ამათი ნახვისათვის ღირდა იქ წასვლა.
ეს გახლავთ სოფელ ვაყას ტაძარი, რომელიც ძალიან განსხვავებული ფორმით გამოირჩევა(ტაძარი ახლახანს აღადგინეს და ჯერ კიდევ დასასრულებელია). არის ორ სართულიანი და ზედა სართული არის ასიათასი მოწამის სახელობის. ცოტა გამიკვირდა, რადგანაც ამ მოწამეების ტაძარი მგონი სულ ერთია და თანაც თბილისში, მეტეხის ძირას.
Image
თუ არ ვცდები ტაძარი მეთექვსმეტესი უნდა იყოს. ტაძარის ახლახანს გაურემონტებიათ და ამჟამად მოქმედია. მე რომ ვიყავი იმ დღეს ანდრია პირველწოდებულის დღე აღინიშნებოდა საქართველოში(შეგეწიოთ :wink: ) და ამ ტაძარშიც წირვა იდგა.
ესეც მეორე სართული, რომელიც ასიათასი მოწამის სახელობისაა.
Image
და ხატი, რომელზეც წამების სცენაა ასახული.
Image
შიგნით ერთი საინტერესო ჯვარი დავინახე(ქვედა სართულზე)
Image
ტაძრის გარეთა შემკულობა
Image
Image
აქედან ალბათ 5-იოდე კილომეტრში დგას ეს საინტერესო ბაზილიკა, რომელთანაც სამწუხაროდ ახლოს ვერ მივედი, დარწმუნებული ვარ რაიმე საინტერესო წარწერა ან ჩუქურთმა ექნებოდა. თუ არ ვცდები ნათლისმცემლის სახელობისა უნდა იყოს.
Image
Image
Last edited by qvevri on 21 მაი 2009, 10:28, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:21

Tamusia wrote:ნუნუა რა არის?
ნუნუას ძველად მოფერებით ღვინოს ეძახდნენ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:23

სწორედ ნათლისმცემლის გადმოსწვრივ, მთავარი გზის ახლოს ბორცვზე დაახლ. 50 მეტრში დგას ეს საინტერესო ეკლესია. ამავე ადგილიდან მოსჩანს სოფელი ალი და მისი საინტერესო ტაძრები.
Image
Image
Image
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 12:06, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:31

ტაძარი ამჟამად უმოქმედოა, თუმცა (ალბათ) ძეგლთა დაცვის მიერაა აღდგენილი და მის ამოქმედებას რთული სამუშაოების ჩატარება არ ესაჭიროება. გადახურულია და წყალი არ ჩამოდის.
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 19:08, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:36

ამის მერე წავედი ალის ტაძრების სანახავად. ეს პირველი ტაძარია, რომელიც ძალიან დაზიანებულია

Image
ესეც მისი სამრეკლო
Image
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 12:10, edited 3 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:39

Image
Image
საკურთხეველში არის ეს გვირაბის ჩასასვლელი, რომელიც თურმე რამოდენიმე ასეული მეტრისაა და წყლამდე მიდის
Image
ერთადერთი ჩუქურთმა თავისი წარწერებით ტაძარზე. შიგნითაა მარცხენა მხარეს საკურთხეველთან ახლოს.
Image
Image
საერთო ხედი
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 12:09, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:45

გუმბათი რომ მოსჩანს ეს მეორე და ძირითადი ტაძარია, რომლის აღდგენა უკვე დაუწყიათ ვიღაცა მადლიანი კაცის შემწეობით. თუმცაღა გრანდიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.
Image
Image
ერთადერთი ქვაჯვარი რომელიც მე შევამჩნიე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე.
Image
შიგნით
Image
Image
Image
ეს ტაძარი მოიხსენიება საბჭოთა ენციკლოპედიაში. უნდა ნახოთ სოეფლი "ალი" და იქვეა.
ეს ორივე ტაძარი ერთად
Image
ისევ პირველი ტაძარი თავისი სამრეკლოთი.
Image
და მეორე
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 12:12, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უწლევი 12.05.09

Post by qvevri » 16 მაი 2009, 17:48

ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა უწლევში, წამოვიღე ჩემი მონაპოვარი და წამოვედი. ახლა ისინი უკვე ჩემი პატარა მუზეუმის თაროებს ამშვენებენ :wink:
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 12:13, edited 1 time in total.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
უწლევი 12.05.09

Post by tamuna_gudarexi » 16 მაი 2009, 19:01

qvevri
მადლობა, ქვევრო, საინტერესო ინფორმაცია იყო.
სიამოვნებით ჩავიკითხე.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
უწლევი 12.05.09

Post by perwkli » 16 მაი 2009, 20:47

საწყალი ბებო :cry:
..................................................
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
უწლევი 12.05.09

Post by Int3lig3nt » 17 მაი 2009, 10:59

qvevri
შენს თემებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]