ჩვენების შემდეგ საბაგიროთი იქაური მთაწმინდის პარკში ავედით და ქალაქს ზემოდან გადავხედეთ
საბაგირო ისე აკვანივით ირწეოდა, ცოტა არ იყოე, შიში შეგვეპარა, ნუცა სულ იმას ეკითხებოდა გამცილებელს: "რამდენად სანდოაო?"

როგორც ცანს, სანდო იყო, მშვიდობით ავედით და ჩამოვედით.
მერე ბანაკში დავბრუნდით. ჩვენზე ადრე დაბრუნებულ ლაშას და დაცვის ბიჭებს ცეცხლი უკვე დაენთოთ. კოცონის გარშემო კარგა ხანს ვისაუბრეთ, ცოტა დავლიეთ..
მერე ლაშა დაგვემშვიდობა და ცოლ-შვილთან ერთად თავის მშობლიური ქუთაისისკენ გაემართა ღამის გასათევად.
ღამით კარვის ზედაპირზე წვიმის შხაპუნმა გამაღვიძა, თბილ საძილეში კომფორტულად ჩაწოლილს ეს ხმა იავნანასავით ჩამესმოდა

, თუმცა გარეთ გოგას ხმა რომ გავიგე, გამახსენდა მათი კარავი წვიმაგაუმტარი რომ არ იყო და გამიხარდა ცელოფნის პარკის ყიდვა რომ არ გადავიფიქრე. გოგას დავუძახე და პარკი გავატანე. თუმცა მაინც ჩასულა კარვის ნაწილში წვიმა და ცოტა დასველებულან

.
დილის 10 საათამდე წვიმდა, ამიტომ კარვიდან ცხვირი არ გამოგვიყვია

, მე და თიკო უკვე გეგმებს ვაწყობდით, როგორ ავკეცავდით ჩვენს ნივთებს, შევვარდებოდით ანზორის მინიბუსში და გავუდგებოდით გზას თბილისისკენ

, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.
10 საათზე წვიმამ გადაიღო. ვისაუზმეთ და ტანსაცმელი გავაშრეთ:
აცას და თორნიკეს კარავი დილით:
ჩვენი ბანაკი:
ასეთი სტუმრები ბლომად გვყავდა. ნათესავ კარველთან მოკითხვა დამაბარა
