Jnosy
ეგ კაი რამე თქვი
ჰოდა ერთი რეალური რეკლამაც
ლამა როდესაც ჩვენთან იქნება ლაშქრობაში, აბა რა მოგვივა? რა და გზა დაგვეკარგება (რა თქმა უნდა ლამა ამაში დამნაშავე სულაც არ იქნება, უბრალოდ ეგრე ხდება

)
ჰოდა წინ წასულები რაციით გადასცემენ უკან მომავლებს რომ არ წამოხვიდეთო, არასწორი გზით მოვდივართო, და ასე ხომ ხვდებით რამდენს არ გაივლით ზედმეტად? არ ღირს მაგისთვის ფულის გადახდა? ნამდვილად ღირს
ჰოდა კიდო.. ვინმე არ ჩანს, ამ დროს კი წინ მიმავლებმა არ იციან ამის შესახებ და უფრო წინ მიიწევენ, მაშინ როდესაც უკან მომავლები დაკარგულის ძებნაში არიან. მანძილი ერთმანეთს შორის იზრდება, ლაშქარი ორად იყოფა, ერთმანეთის დაკარგვის შანსი იზრდება. ამ დროს კი რაციით შეგიძლია გადასცე ინფორმაცია და ის დაკარგული სულაც წინ წასულებს შორის აღმოჩნდეს.
კიდევ ერთი შემთხვევა...
გზა გასაკვლევია, ერთი-ორი ადამიანი მიდის წინ, რომ მონახოს გზა. დანარჩენები ელოდებიან. თუ გზა მონახულია, ჩვეულებრივ შემთხვევაში დასაზვერად წასულებს უკან დაბრუნება უწევთ, რომ შეატყობინონ დანარჩენებს გზის შესახებ, რაშიც ისედაც დაღლილებს ენერგია ზედმეტად ეხარჯებათ. როდესაც რაციის ქონის შემთხვევაში ერთი დაკავშირება და ეგაა. მადლიან გზამკვლევარებს შეუძლიათ დაისვენონ დანარჩენების მოსვლამდე.
ანდა იგივე სიტუაცია, ოღონდ ძირითადმა ჯგუფმა მონახა გზა. ამ დროს კი დასაზვერად წასულები კვლავ ძიებაში ხარჯავენ ენერგიას.
ორი სხვადასხვა დროს გასული ჯგუფი ცდილობს მონახოს ერთმანეთი. დათქმული აქვთ ლაჟვარდოვანი ღრუბლის ქვეშ, მწვანე მინდორზე შეხვედრა. ჰოდა მოვიდა შეხვედრის დრო და რაღაც ვერ ხედავენ ერთნამეთს. ჰოდა ამ დროს ერთი ჯგუფიდან იღებს ვინცხა რაციას და ეკითხება მეორე ჯგუფის კიდევ უფრო გამოცდილ ვინცხას "ე გოგო, რა ფერის ღრუბელიაო, რა თქვა გოგამ? " ჰოდა ასე მონახავენ ერთმანეთს
კიდევ ბატონო...
ჩადიხარ ხევსურეთში, რთავ რაციას და კითხულობ " პაატა სად ხარ? ჰოდა ისიც პასუხობს - ინტერნეტშიო " ასე ვპოულობთ პაატას ხევსურეთში

ცუდია თუ?
კიდევ ერთი შემთხვევა. ზანავიდან ნუნისისაკენ მიმავალ მე-4, გოდერძის ბილიკზე ჩამკეტად მყოფი ჯნოსი რაციით უკავშირდება წინ მიმავალ ა12-ს ტექსტით "ე ბიჯო, მგონი სწორედ მივდივართ, არ ვიკარგებით და თუ კაცი ხარ გაუშვი წინ მაჟორიტარი, თორემ დეერხა ტრადიციას"
რომ ვიძახით ტრადიციას შენარჩუნება უნდაო, არ უნდა გადაიხადო ამაში ფული? არ უნდა გქონდეს რაცია?
ჩემს ნაწერს რომ გადავხედე, იმისთანა რეკლამა გამომივიდა, ლამისაა ორი ლარი მე დავამატო კიდევ
