Post
by Tamusia » 13 აპრ 2009, 20:28
კარავში ძილი არც მე მიყვარს: უჰაერობაა და პლასმასის სუნი, თუმცა კაი ლაშქრობით დაღლის შემდეგ, კაი წვიმაც თუ მოდის, კარავზე სანუკვარი არაფერია.
ისე თავიდან არც მიყვარდა, არც პირიქით, მაგრამ ერთ ზაფხულს კარავში იმდენჯერ მეძინა, ატანის უნარი დამეკარგა.
პარალონზეც გამიგია, ნავთის ქაფისგან მზადდება და არ სუნთქავს, ჯანმრთელობისთვის მიზანშეუწონელიაო, მაგას კარავში თივის დაგება ჯობიაო. ნუ ცხადია, პარალონი პრაქტიკულია და რა გინდა რო ქნა
ცეცხლის პირას ერთხელ მეძინა სიონში, მშვენიერი იყო. ოღონდ კარგი საძილე უნდა გქონდეს და წვიმა არ უნდა მოვიდეს.
ყველაზე კარგი კი გითხრათ რა არის? ჰამაკში რბილი რამის დაფენა და წაძინება შუადღის სიცხის დროს, ოღონდ ჩრდილში, პირდაპირ პლაჟის ნაპირში თუა, ძაან რამეა. შეკვეთილში მქონდა ერთხელ მსგავსი ბედნიერება. ასევე მსუბუქი შოკია, ზაფხულში სიცხის დროს ხის ქვეშ რამეზე წამოწოლა. ბავშვობაში სოფელში (პანტიანში ვისვენებდი) დიდი, ლეიბის ხელა ღრუბელი(გუფკა) გვქონდა და იმაზე წამოვწვებოდით ხოლმე ტყემლის ხის ქვეშ.
პირდაპირ ბალახიან მშრალ მიწაზე წამოწოლაც ძაან მაგარია, მაგრამ თუ ჩაგეძინა, დიდი შანსია გაცივდე.
Last edited by
Tamusia on 13 აპრ 2009, 20:51, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო