ლამა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 24 მარ 2009, 20:56

ლამაზი საღამო იყო

იმ დღეს :)

მინიდან მზერა :)

Image

მე და შენ

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ლამა

Post by Truli » 25 მარ 2009, 00:13

ლამა, როგორ ხარ?
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 25 მარ 2009, 00:19

Truli wrote:ლამა, როგორ ხარ?
კარგად ვარ

თავად? :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ლამა

Post by Truli » 25 მარ 2009, 00:19

lama
წელი მტკივა, გავიციე ეტყობა ისე კი კარგად
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 25 მარ 2009, 00:20

Truli wrote:lama
წელი მტკივა, გავიციე ეტყობა ისე კი კარგად
ციმბირელებო

მაგრები ხართ :)

მე მიყვარს წინწივა

:wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ლამა

Post by Lola » 25 მარ 2009, 05:04

Image სიმღერები ლამაზე არის ყველა ენაზე
საყვარელო ჩემო ლამაა....


Image



Image
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 26 მარ 2009, 22:23

ირანმა ისლამი გაავრცელა თავის ქვეყანაში ისე, რომ ცეცხლით, სისხლითა და მახვილით ჩაახშო მაზდეანური რელიგია (იგ. ზოროასტრიზმი), ცეცხლთაყვანისმცემლობა


ამ ირანულ ნახატებზე შესრულებულია სწორედ ამ ამბების ამსახველი სიუჟეტები

Image

Image

და ესეც ირანული ანბანით დაწერილი

www.karavi.ge


Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ლამა

Post by VANO » 26 მარ 2009, 22:26

ლამა როგორ ხარ ძმაო? ხო ხარ კვიცივით? :D :D :D





:D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ლამა

Post by Kavtaradze » 26 მარ 2009, 23:29

lama
ეგ ბოლო პოსტი არაა კახა კარგი... იგივე შეიძლება ითქვას ქართველ მეფეებზეც ... ცეცხლით და მახვილით...(ნუ რა დონით ეგ ზუსტად დადგენილი არაა)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 27 მარ 2009, 12:02

Kavtaradze wrote:lama
ეგ ბოლო პოსტი არაა კახა კარგი... იგივე შეიძლება ითქვას ქართველ მეფეებზეც ... ცეცხლით და მახვილით...(ნუ რა დონით ეგ ზუსტად დადგენილი არაა)
"მოქცევაი ქართლისაი" გვეუბნება ერთ მეტად საინტერესო რამეს:

ნაწილობრივ პერიფრაზს მოვიტან

წმინდა ნინომ უქადაგა სარწმუნოებაი ქრისტესი ფხოველებსა და გუდამაყრელებს წილკანში, ხოლო - ამბობს მემატიანე - მათ არ მიიღეს სარწმუნოება ქრისტესი და მეფემ, "მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედაო"

ასე, რომ ჩვენთანაც იყო ძალით გავრცელება ქრისტიანობისა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს საერთო ჯამში ნებაყოფლობით მოხდა, რადგანაც ქართველები ნაზიარები ვიყავით ქრისტიანულ რჯულს ჯერ კიდევ 1 საუკუნეში, როდესაც მოციქულები შემოვიდნენ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და იქადაგეს სარწმუნოება ქრისტესი :)

საინტერესოა ამ კონტექსტში მოვიყვანოთ იოანე საბანისძის სიტყვები, რომელიც ქართველებს ეუბნება თავის თხზულების პირველ თავში და ახსენებს: "ჩვენ, ქართველები 500 წელზე მეტია რაც ქრისტიანები ვართო"
იოანე საბანისძე ამ ტექსტს VIII საუკუნეში წერს აქედან დასკვნა - მისი თქმით ქართველები 3 საუკუნიდან არიან ქრისტიანები, ხოლო როგორც ვიცით ოფიციალურად ქრისტიანობა დამკვიდრდა სახელმწიფო რელიგიად ქართლში არაუგვიანეს 336 წლისა. ასე, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრებას ქვეყნის მთავრობიდან "მცირედ წარმართვა მახვილისა" დასჭირვებია ქართლის გარკვეულ რეგიონში (მთიანეთში)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ლამა

Post by paata_ » 27 მარ 2009, 12:58

Kavtaradze wrote:lama
ეგ ბოლო პოსტი არაა კახა კარგი... იგივე შეიძლება ითქვას ქართველ მეფეებზეც ... ცეცხლით და მახვილით...(ნუ რა დონით ეგ ზუსტად დადგენილი არაა)
გეთანხმები, მაგრამ არ ეკამათო

აზრი არა აქვს, მაინც ვერ გაიგებს













არ წავშლი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 27 მარ 2009, 12:59

paata_ wrote:
Kavtaradze wrote:lama
ეგ ბოლო პოსტი არაა კახა კარგი... იგივე შეიძლება ითქვას ქართველ მეფეებზეც ... ცეცხლით და მახვილით...(ნუ რა დონით ეგ ზუსტად დადგენილი არაა)
გეთანხმები, მაგრამ არ ეკამათო

აზრი არა აქვს, მაინც ვერ გაიგებს













არ წავშლი
რაში ეთანხმები და მერე რაში უნდა ეკამათოს ან

რა გინდააააააააააა????????? :D :D :D :D :D :D :D :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ლამა

Post by Kavtaradze » 30 მარ 2009, 00:39

lama
კიდევ საკითხავია ეგ მცირე მახვილი რა იყო :D
paata_
საკამათო არაფერია :)




ლიამა რავახარ? :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 08 აპრ 2009, 00:52

ნაპოლეონის მუნდირი

დავით ოღაძე


ელგუჯას ეძინა და სიზმარს ხედევდა:
ათიოდე მამაკაცთან ერთად სახლის აივნიდან სოფლის ზურგით დაშვებულ ხევებს იქით გაშლილ, უზარმაზარ ველს გასცქეროდა. ყველას განცვიფრება ეხატა სახეზე. ამ გრძნობის მიზეზი ერთი უჩვეულო სანახაობა გახლდათ: იმ დაბლობის დასალიერიდან კავკასიონის მთათა გრძელი ჯაჭვი სადღაც გამქრალიყო დამ ის ადგილას იმ მთებისხელა თეთრი კარვები იყო ჩარიგებული, ხოლო დაბლობის შუაგულს, სადაც აქამდე მუდამ მშვიდი და უდრტვინველი მდინარე მიიკლაკნებოდა, ასევე მშვიდად და უდრტვინველად გაწოლილიყო უშველებელი გველი. Aმქვეყნად რაც ქვეწარმავალი ბინადრობს ერთმანეთზე რომ გადაგებათ, იმ სიგრძის, ალბათ, ვერ გამოვიდოდა. კალაპოტში მოთავსება გასჭირვებოდა და ნაპირებს მიჯრილი ტყეები გაეთელა. შაზარელი რამ სანახავი იყო, მაგრამ ისეთი ლამაზი ტანისა, დედამიწის სარტყელი, რომ ყოფილიყო, წარმტაცი აფროდიტე თავის ჯადოსნურ ქამარს სიხარულით გაცვლიდა მასში.
იქიდან არც თავი უჩანდა იმ გველს, არც კუდი. უძრავად იწვა მკვდარივით. თუმცა, მკვდარი რომ არ იყო, კარგად უწყოდნენ, რადგან წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სოფელს ძილს უფრთხობდა მისი წივილი.
დღეს დილიდან კი ეს ხალხი ელგუჯას გარშემო ერთ შემაძრწუნებელ ამბავს გაემთლიანებინა: საიდღანღაც გაეგოთ, რომ იმ თეთრ კარვებში ციდან გადმოსული ღვთაებები ისხდნენ; ადამიანთა დასჯა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ამჟამად იმაზე ბჭობდნენ, განზრახვა როგორ განეხორციელებინათ. ერთხანს უცქირეს აივნიდან იმ არემარეს. Mერმე. Eლგუჯამ ეზოში შეკრებილ ხალხს გადახედა და ასე უთხრა:
- ამათ ჩვენ დავასწრებთ! ამაღამვე, მოულოდნელად დავეცემით! ამ ურჩხულს მოვკლავთ, დაღმა გადავალთ, ბანაკში მივუხტებით, იქ ამოვხოცავთ სათითაოდ! თავზე დავამხობთ დიდებულ კარვებს! დაე, სუდარებად მოიხმარონ ჭირისუფლებმა მონაძიებ გვამთა შესამოსად! ცეცხლად და კვამლად გავაბრუნებთ სამშობლოს გზაზე, საიდანაც თვითონ მოსულან!
ეს რომ თქვა, ელგუჯამ და მისმა მხლებლებმა სახლისაკენ იბრუნეს პირი, სადაც მხედართმთავარი სათანადოდ უნდა მოკაზმულიყო.
ერთ პატარა ოთახში, შუაგულ ალაგას, ჩუქურთმებიანი, შვინდისფერხავერდგადაკრული სკამი იდგა. ამ სკამზე იდო კოხტად დაკეცილი სამხედრო მუნდირი. Eლგუჯამ იცოდა ის დიდი ნაპოლეონის ნაქონი იყო. სკამს, რომ უახლოვდებოდა, უკნიდან ასეთი სიტყვები ჩაესმა:
“ო, რა ხანია, თავის პატრონს არ სცმია იგი”. ამ სიტყვებში თითქო დიდი ხნის ნანატრი წამის დამდეგისის ცნობა ხმიანებდა.
უზომოდ აღტყინებული ელგუჯა სკამის წინ შედგა, მას მიეახლა ორი მამაკაცი და ტანსაცმლის გახდა დაუწყეს.
ამასობაში ელგუჯასთან ერთი ბერიკაციც გაჩნდა, მუხლზე დაეცა, ხელები აღაპყრო და ხოტბას ასხამდა გმირს:
- რა ხელმა ჰქსოვა ეს თვალები ფერად სხივთა ფაქიზი ძაფებით?! Qან ვინ აღუვსო მათ ქვეყანა, ვით ემბაზი გაშიშვლებულ, მთრთოლარე ბალღებს, ღვთაებრივი სინათლის ზღვებით?! ან წამწამები ვინ ულესა – ღეროუჭკნობ სხივთა მთიბავნი?! კლდეს აათრთოლებს მძლავრი მიწისძვრა, ამ სულს ვერ შეძრავს ერთ მუშტად შეკრულ ღმერთთა რისხვა დამაქცევარი!
Aმას რომ ისმენდა, საამური მღელვარებით ატანილი გმირი ელგუჯა მედიდურად იღიმებოდა და ოდნავ მოკრუნჩხულ მხრებს შორის გამოჩრილი მკერდიც მაღლა ებურცებოდა. Oქროს ღილებს ვეღარ უკრავდნენ, ოქროს ჯაჭვებს ვეღარ უბამდნენ მხარიდან მხარზე...
ბოლოს აბრეშუმის ლურჯი მოსასხამიც შემოახვიეს. დამშვენდა ელგუჯა.
მაგრამ მოულოდნელად ერთმა საჩოთირო ამბავმა იჩინა თავი: შარვალი მოკლე აღმოჩნდა, მისი ტოტები მხოლოდ მუხლებამდე მისწვდა ელგუჯას ფეხებს.
ეს არაფერი, ჩექმებში დაიმალებაო – თქვეს აქეთ იქიდან. ჩექმები, რატომღაც, იმ ოთახში ვერ ნახეს და ახლა სხვაგან დაუწყეს ძებნა. ატყდა ერთი ბრაგუნი, ხრიგინი. თუ სადმე ტახტი ან კარადა იდგა, სულ თავდაყირა დააყენეს, ხალხი ერთთავად აფორიაქდა: სად არ ეძებეს, მაინც ვერსად მიაგნეს მხედართმთავრის ჩექმებს...
გამოეღვიძა.
თვალი მოავლო ოთახში კედლებს და, ჩვეულებისამებრ, უმალ ფანჯარას გახედა. ფარდის ზედაპირზე მონანავე ჩრდილთა განწყობით ის ყოველთვის ხვდებოდა, თუ რა დრო უნდა ყოფილიყო.
წამოღერებული თავი ისევ ბალიშზე მიაგდო.
მერმე კიდევ კარგა ხნით ლოგინს შერჩენილი ელგუჯა თავის სიზმარზე ფიქრობდა. საშინლად ენანებოდა იგი იმისთვის, რომ მხოლოდ სიზმარი აღმოჩნდა იგი და სხვა არარა. წარმოიდგინეთ, საერთოდ არ ელოდა ამას...
და დიდხანს კვერს უკრავდა საკუთარ თავს, როცა ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ იმდენად ცხოველი განცდა ახლდა ძილში ნანახს, ისე უჩვეულოდ ცხადი იყო ეს სიზმარი, რომ სინამდვილისგან, საერთოდ, არც განსხვავდებოდა და, შესაძლოა, იგი მისი წარსულის ისეთივე კანონიერი ბინადარი გამხდარიყო, როგორც მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებისეული ხდომილება; ისე მიეთვალა თავის სულისთვის, როგორც ნამდვილად ნამოქმედარი და გადატანილი.
მაგრამ, როგორც წიწილა ვერ გაამრთელებს გატეხილ კვერცხს, საიდანაც უკვე თავი გამოუყვია გულისწამღები წივწივით, რა თქმა უნდა, ადამიანიც ვერასოდეს მოახერხებს ამგვარი აზრებითა და მათი შემდგომი გაცრუებით, გამოწვეული წყრომით თავის ძვირფას სიზმარს ასე უცაბედად დაკარგული ყოფიერება აღუდგინოს, როგორმე სინამდვილეში დააკავოს იგი.
სიზმარი უკან იხევს. თანდათავ მიდრკება და შეეფარება კაცის სულის მიუვალ კუნჭულებს, როგორც რამე გათენებისას შეიყუჟება ხოლმე ღრმა ხევებში – ხეთა კალთებქვეშ, კლდის ნაპრალებში მიიმალება.
როცა წამოდგა, ჩაიცვა და პირის დასაბანად ეზოში გავიდა, ერთი შეკითხვაღა შემორჩენოდა მის საფიქრალს: ნეტა რას მოასწავებდა ეს სიზმარი? კეთილს თუ ბოროტს? ანუ, როგორ აუხდებოდა იგი დღევანდელ დღეს? დღევანდელი დღე ხომ ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ ელგუჯას ცხოვრებაში.
ეზოდან შემობრუნებულს რაღაც გაახსენდა და კართან შედგა. კიბე აირბინა, აივანზე გავიდა და გადახედა კავკასიონის თოვლიან მთებს და მათ ფერხდით დაფენილ, მწვანე დაბლობს, რომელსაც ღრუბლის საბანი ნახევრად გადაეხადა და უკვე ეცდუნებინა მზის ოქროს ხელი, საბნის ქვეშ ნმაზად შეცურებული. Dიდხანს უმზერდა ელგუჯა ამ მშვენიერ მხარეს. შაოცარი იყო ეს ამბავი, რადგან ის ხომ აქ გაიზარდა; განა პირველად ხედავდა? აქამდეც რამდენჯერ შეუვლია თვალი, იტყოდა კიდეც, მეტადრე, როცა ჩამავალი მზე წითლად შეღებავდა ხოლმე იმ მთებს – რა სილამაზეა, ოჰოჰოჰოო, რა სილამაზეაო. ღამდენჯერ კიდევ აქვე, აივანზე, თავის ძმაბიჭებში სუფრასთან მჯდომს სადღეგრძელოც უთქვამს – ამ მთების თამადობით ყველაფერ ლამაზს გაუმარჯოს ამქვეყანაზეო; და ღვინით სავეს ჭიქა გაუშვერია მათკენ. Mაგრამ ახლა სულ სხვა გრძნობა დაუფლებოდა, სულ სხვა. შესცქეროდა. Dროდადრო თვალი გაექცეოდა დაბლა, ეზოში, საქათმისკენ, სადაც მისი პატარა ძმა, რომელსაც ამჯერად მეზობლის მამალი ვეღარ ეშოვა, უშველებელი სარკით წარმდგარიყო თავისი მამლის წინაშე. მერმე ისევ იმ მთებს გაჰყურებდა.


*****
- ვითომ ჩვენს აივანზე ვიდექით ვიღაცეებთანა, - უყვებოდა სახლში ჩასული ელგუჯა შეშფოთებულ დედას და ბებიას, - შალვა ძია იყო, ბაჩუკა იყო ჩვენი და კიდე ვიღაცები. მთებისკენ ვიყურებოდით ყველანი, მაგრამ, იქ მთები კი არ იდგა, იმათ მაგივრად დიდი კარვები იდგა, თეთრი... აესე. – და ხელი ჰაერში ისე გაშალა, თითქო თავის სახედარს გადაუსვა ზურგზეო – დაბლა კიდე ალაზნის მაგივრად დიდი გველი იწვა მთელ სიგრძეზე; ეგეთი ლამაზი რამ იყო რო რა ვიცი... მერე მითხრეს, რო იმ კარვებში ანგელოზები არიანო; ციდან ჩამოსულიყვნენ ვითომ ჩვენ გასაწყვეტადა. Gველი კიდე, ვითომ მაგათ ტერიტორიასა საზღვრავდა ...ჰოდა, მე ვიყავი ამ ხალხის, ჩვენი სოფლის ბელადი. უნდა შავბრძოლებოდით... შამიყვანეს სახლში და ნაპოლეონი ხო გაგიგიათ, აიმისი ფორმა ჩამაცვეს. ყველაფერი, ჩექმები, რამე და ეგრე გამოწყობილს გამამეღვიძა. ღანაირი სიზმარია ეხლა ინდე ეგა?
ამ შეკითხვაზე ელგუჯამ ფრიად შვებისმომგვრელი პასუხი მიიღო: თურმე სიზმარში გამოჩენილი ადამიანის ტანისამოსის მორგება ერთობ სარგებლიანი ქმედება ყოფილა. სახეგაცისკროვნებული დედა და ბებია ყელზე ეხვეოდნენ თავიანთ მერცხალს, შუბლსა და ლოყებს უკოცნიდნენ. ესეც ისე იფერებდა ამ ამბავს, თითქო ბედისაგან ნაბოძები კი არა, დიდი ვაჟკაცობით მოპოვებული სიკეთე ყოფილიყო. თუმცა ჩვენი გმირის ამ უსაფუძვლო თავმოწონებას ერთგვარად ძირს უთხრიდა გარშემომყოფთა თითქო უფრო საფუძვლიანი მტკიცება, რომ ეს ელგუჯას ცხონებული მამა ლოცულობდა საიქიოში დღენიადაგ თავის შვილებზე, ის არ აკლებდა ლოცვა ვედრებას იმ ქვეყნიდან იმათ, ვისზე ზრუნვის უფლებაც ამქვეყნად, რატომღაც, არ მისცემოდა.
მერმე სიჩუმემ დაისადგურა და დიდხანს აღარ დარღვეულა. მთელი სახლი სიხარულს აეტანა, თუმცა ამ გრძნობის გამოხატვას მაინც ერიდებოდნენ. ამგვარი უცნაური კრძალვით თითქო ცდილობდნენ, რაც შეიძლება უწყინარი გარემო შეექმნათ იმ კეთილი ნიშნის შესანარჩუნებლად, რომელიც ელგუჯას საიდანღაც მოეტანა. მათ სწამდათ, მეტისმეტი ყბედობით, შეიძლება დაეკარგათ იგი.
ელგუჯა წამოდგა და ოთახიდან გავიდა, ათიოდე წუთის შემდეგ საგარეო სამოსში გამოწყობილი დაბრუნდა უკან. Dედამ და ბებიამ ერთი ლოცვითა და მხარზე ხელის ცემით გააცილეს ეზოში, ეზოდან კი გზაზე, სადაც ქალაქისკენ მიმავალ ავტობუსს უნდა ჩამოევლო. ლოცავდნენ, ამხნევებდნენ და უკანასკნელად არიგებდნენ, ქალაქში როგორ უნდა ემოქმედა, იმ კაცის სახლში, კულტურული ხალხის წინაშე როგორი მოქცევა იყო საჭირო. ამაზე ელგუჯამ ერთი ამბავი ატეხა – აბა, ესენი მე როგორ მესწავლებაო. ხოლო ავტობუსში რომ ადიოდა, ასეთი რამეც კი დაიბარა: თუ საქმე კარგად წავიდა, შეიძლება დღესაც არ დავბრუნდეო.


***

ვერცხლის საღამო მომაკვდავი კალმახივით კრთებოდა ბროწეულის რტოთა ბადეში. მთელ დღეს დარი ყოფილიყო და საკმაოდ თბილოდა იმისთვის, რომ აწ უკვე მიწურული ზამთრისაგან თავმობეზრებულთ ეზოში გამოშლა გაებედათ. Bებია ბროწეულის ძირში იჯდა და წინდას ქსოვდა. იქვე იდგა დედაც – ფიწალს დაყრდნობილი მოწყენილი სახით მისჩერებოდა ძროხას, რომელიც, ვინ იცის, საიდან შემორჩენილი თივის ეგებ უკანასკნელ ულუფას უგულოდ შეექცეოდა.
- ღმერთო ხელი მაუმართე ჩემ ელგუჯასა, - თქვა ბებიამ, - ის არი ეხლა ჩვენი უფროსი, ჩვენი ოჯახის იმედი. იმის ფხაზე ვკიდივართ, აგრემც იმას ენაცვალება თავისი ბაბო. ქალაქელი გახდება, ხალხნო, იქნება, ზედაც აღარ შამოგვხედოს მერე, კარგ ბედს გადეეყაროს ქალაქში და აქ აღარც ჩამოდიოდეს...
ეეჰ, განა, ეგეთი ბიჭია ჩემი ელგუჯა? გურგენა დალოცოს ღმერთმა, იცის იმან კარგი ხალხის ფასი. ბიჭს გზაზე დაგვიყენებს, მიახვედრებს ცხოვრების ამბავსა. ელგუჯა ჯერ ბალღია, ცხოვრებაში გამოუცდელი; ჯერ წაბაძვა სჭირდება, თვალთვალი, სხვა როგორცა მოქმედებს, ეგრე იმოქმედოს თითონაცა. მისაბაძი კაცი კიდე გურგენაა, აბა, სხვა ვინ არი? ამ ქვეყანაზე ყველა არსება ეგრეა, ყველა თავისზე დიდს შასცქერის, იმის კვალზე დგება. თავიდან ბორძიკით, ფეხის რევითა, მერე ნაბიჯი უმაგრდება და თავისი წინამორბედისგან გაკვალულ გზას უფრო შორსაცა სწევს ხოლმე, რო მერე იმის კვალზე იარონ იმისმა შვილებმა. ყველა ეგრეა ამ ბუნებაში, ყველა, რაც კი ღმერთს გაუჩენია. ღმერთო, შენ ატარე სწორ გზაზე ჩემი ელგუჯა, შენ მიეხმარე. აბა, კაცს რა შაუძლიან? ერთი არაკი ვიცოდი უიღბლო დათვზე; იქ არი ამაზე ნათქომი. ღმერთო გამახსენე...
ბებია ერთხანს რაღაცას ფიქრობდა, მერმე მოჰყვა:

დათვი შაღონდა: სოფელმა მას კარგი არა უყო რა;
ენით უგრაგნა სვე-ბედი, ლოგინქვეშ შამაუგორა.
ყურით უზიდნა ამბები, სახ-კარი ამაუყორა.
დარდი და ურვა აახლა, პირი მიწასთან უსწორა.

დათვმა თქვა: “საით წავიდე, საით ხსნის გზები წვებიან?
წყაროს ჩავიარ, ველად ვსრბი, მხლებელნი თან მამყვებიან;
სუფრას ვზი – ჩემსასა სვამენ, ვიმღერი – ხმაში მყვებიან;
ნაბიჯნი მათგან წადგმულნი ჩემს კვალსა არა სცდებიან.

ხეს ავალ, ხესა მაღალსა, სად რო ფრინველნი სხდებიან,
სად მოლაღურნი გალობით ცის ჰანგებს გარს იკრებიან.
დარდი და ურვა მძიმეა, ხეზე ვერ ამამყვებიან.
კაკლის ხე მიდგა ნაზარდი, წვერნი ცის კიდეთ სწვდებიან.

წარემართა დათვი, წადგა მან ნაბიჯი ერთი-ორი...
და ჰა, ღმერთსა ზეცად მჯდომსა თვალსა ეცა მეტეორი
იმან უწყლო, და-ცა-უბრმო თვალნი – ორი ნიამორი.
ის რო თვალთა დაიფშვნეტდა, დათვმან ჰკიდა ხის ტოტს ტორი.

ხეზე გავიდა, შამოწვა მას ტოტსა მსხმოიარესა.
ძილმა დაიპყრა. ფიქრებმა სიზმრეთი მოიარესა.
ხემ ენა იდგა: ფოთოლთა სიონი მოიყარესა;
ჰრქვა საკვირველი ამბავი თვის მკლავზე მწოლიარესა.

ღა დათვსა ძილში ესმინა ამბავი შემაკრთომელი –
“არ ყოფილაო გამჩენი შენის საქმისა მსწრობელი,”
ძილი გაუფრთხა, ტოტს მოსწყდა, ვეღარც ახსენა მშობელი:
კბილთა ვერ იპყრეს საბრალო სული პირთაგან მძრომელი.

ეგრეა, მაშ: ყველა საქმეში ღმერთის ნება ურევია, ყველა ზრახვაში იმისი სული ტრიალებს. ინდე, ღმერთმა რო თვალი მააშორა ი დათვსა, რა დღეში ჩავარდა საცოდავი. ღმერთი არ გაიმეტებს ჩემ ბიჭსა. Iმან დამარხოს თავისი ბაბო... მოზვერი ხო გვყავ შაგულებული ლომისისთვინა...
- არ ვიცი... მე კიდე სუ ის მაფიქრებს, გასვენებაზე რო არ ჩამოიდა-მეთქი. იქნება, აღარც ი კაცს ვახსოვართ. – ჩაილაპარაკა დედამ.
- ოჰ, კარგი ერთი... აკი, ბოდიშიც შამოგვითვალა გასაგებადა, - და ვერ მავიცალეო. ქალაქელი კაცია; მითამ არ იცი, რანაირი ცხოვრება აქვთ მაგათა.
- იქნება, ჯობდა, რო გავყოლოდი; ელგუჯას ხათრიანობის ამბავი რო ვიცი, ვინი, თითო სიტყვას თავი ვერ მააბას. მე ავუხსნიდი გურგენასა...
- კარქი, კარქი! Nერვებზე ნუღა მამშლი ეხლა!..
- რა გშლის ნერვებზე, გამაგებინე ერთი, რა ვთქვი ისეთი?!
- სიტყვას თავი ვერ მააბას... ქალი იმასა ვდარდომ, ბალღის გარეშე როგორღა გავძლო-მეთქი აქა და ეს კიდე რეებს გამაჰკიდებია! Iმაზე იფიქრე იქ რო დაიტოვებენ და შვილის ნახვა მაგენატრება... ან შეშას ვიღა დაგიჩეხავს, ან, ძროხა რო აღარ მაგივა, ვიღა მააბრუნებს, შუარამ, ტყიდანა?!
- ეჰ მაგეებს რასა ვჩივი, კარგ საქმეში სამ ჩეებას იქა და...
- რასა ვჩივი... ჰმ! შენ ტყეში წასვლას ხო არ იკადრემ და რასა ვჩივი იძახე! მე დავბერდი; ვერა ხედá
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
ლამა

Post by Lola » 08 აპრ 2009, 01:16

საინტერესო ჩანს.. =)
არ წაშალო, მერე წავიკითხავ...
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]