Tamari-ch. wrote:მონასტერში გოგოები შარვლებით შეგიშვეს?
მკაცრი წინამძღვარი ჰყავთ...
შეგვიშვეს
ნაგვის აგროვება რომ დავიწყეთ, ჯერ ვერ მიხვდნენ მამები რას ვაკეთებდით. შემდეგ დროდადრო გამოდიოდნენ, დაგვხედავდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ბოლოს, ნაგავსაყრელს ვწმენდდით და გაოცებულები დაგვადგნენ თავს 'ეს როგორ უნდა გაასუფთაოთო'
რამდენჯერმე გამოგვიგზავნეს მორჩილი და შემოგვთავაზეს ჩვენთან იტრაპეზეთო. ჯერ გვერიდებოდა, ძირითადად გოგოები ვიყავით, თან ყველა შარვლით, თან მარხვა... მაგრამ იმდენჯერ გვთხოვეს, რომ დავთანხმდით.
იმ დღეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ ეს ნაწილი იყო... ძალიან თბილი და არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა. თან რა გემრიელი სადილი...