როდის იყო მაგას ვერ ვახერხებდი...
მართალი გითხრა, თვითკმაყოფილების გრძნობით გაკეთებულ სიკეთესა და ქველმოქმედებას არ ვცნობ და მომკალი თუ გინდა...
თორემ, სიგარეტს არ ვეწევი და ჩემ მოწეულ "ბიჩოკებს" როგორღა დავყრიდი...
ფარისეველი მეტს კი არაფერს აკეთებდა, ღმერთს ეუბნებოდა, მადლობა ღმერთო ეგერ საშინელ მეზვერეს რომ არ ვგავარო... ანუ საკუთარი თავით კმაყოფილი იყო, რა კარგია სხვას, ჩემზე ცუდებს რომ არ ვგავარო...
ეს იგავი ამ თემაშიც გამახსენდა რამდენჯერმე...
ეგაა რა...
თორე, თუ გინდა ვინც რა უნდა ის ჩამითვალოს ამა თუ იმ საქციელში, სიმართლესთან მე და უფალი ვრჩებით პირისპირ...
წმინდა მამებისაგან გამიგონია, ადამიანების გულის მოგებაზე კი არ უნდა იფიქრო, ღმერთს რომ გაეხარდება, ეგრე უნდა მოიქცეო... ჰოდა... მეც მათგან ვცდილობ ვისწავლო, სულ რომ გინება და დახვრეტა მომისაჯონ...
სულ ეგაა...