მოგესალმებით ყველასო..
ვინ იცის რამდენი ვიწვალეო სანამ მივაგნებდი ახალი თემა როგორ გამეხსნაო და აი, როგორც იქნაო.......
მე სურათებით დავიწყებო და მერე თქვენ იცითოოო...
და .......
მეც დავუმატებ, რომ მართლაც სასწაულად ლამაზი დღე გამოვიდა
მე ყოველთვის მიხაროდა მოგზაურობაში, თუნდაც ერთ დღიანზე, წასვლა, მაგრამ განსაკუთრებული იყო ჩემთვის და არის სოფელი ჩარგალი სადაც დაიბადა საქართველოსი კი არა მარტო, არამედ მთელი კაცობრიობის სიამაყე და გენია, დიდი ლუკა რაზიკაშვილი....
ვაჟა-ფშაველას ეძახდნენ მას ჩვენში ....
ჩადიხარ შეხედავ ამ უდიდეს ადამიანს და დაინახავ ამ საოცარ სიდიადეში რამხელა უბრალოება დევს ....
გვაოცებს ვაჟას პოეზია...
მისი ია...
იას უთხარით ტურფასა
ვაჟა ფშაველა
(სიმღერა)
იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
ძალიან სასიამოვნო შეგრძნებამ მომიცვა, როდესაც შევდგი ფეხი ვაჟას ოთახში და დავინახე, რომ ყველგან იები მოეფინათ
მის მაგიდაზეც იები მოფენილიყო და ამის შემხედვარეს ცრემლი მომადგა თვალთ და ეს ცრემლი სწორედაც, რომ უდიადესი განცდისა და გრძნობისაა, რომელიც ჩემში სწორედ ვაჟას პოეზიიდან მოდის...
ვაჟამ თქვა!!!!!
საქართველო იქაა სადაც ყვავილი ყვავისო
"აქაც ხომ ქართველები ვართ
ყვევილი აქაც ყვავისა"-ო
ულამაზესია ვაჟას პოეზია

აწი ფოტოებიც დაიდება აქ ამ თემაში
