დილის 10 სთ-ზე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ 30-მდე მოხალისე. გადავნაწილდით ჭუნას, თიკო-ერის, გიო-ჰორუსის, გოგას + (და ჩემი მეგობრის) თეას და ბევრი კარველის მეგობარ გია ჯავახიშვილის და ჩემს მანქანებში და დავიძარით მცხეთისკენ. გზაში წამოგვეწია ლამაზად მოხატულ-გაფორმებული მიკროავტობუსი, რომელსაც ჩვენს დასახმარებლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოჰყავდა.
ჯვრის მონასტერთან კიდევ შემოგვიერთდნენ მოხალისეები: ყაზბეგის დაცული ტერიტორიების უფროსი ოთო წამალაიძე და შურიკა და მისი რაზმი მეზობელი ფორუმიდან (2X2). აგრეთვე ნიკა წიკლაური, რომელიც დანაგვიანების პრობლემაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ფილმის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.text.ge
გავნაწილდით, დავიყავით დასასუფთავებელი ტერიტორია, ავიღეთ ტომრები, ხელთათმანები და მუშაობას შევუდექით. ჩვენდა საბედნიეროდ, ამინდში ძალიან გაგვიმართლა. დიდი ენთუზიაზმით მოვირგეთ ყველამ 'მენაგვეების' როლი. დასუფთავება ახალი დაწყებული გვქონდა რომ დონმა და მიშა კურუშმა ამოგვირბინეს. გაგვამხნევეს და ფშავისკენ გასწიეს. საღამოს ისევ შემოგვიერთდნენ და გოგას ჯილდოდ მეეზოვის ცოცხი გადასცეს, რითაც განსაკუთრებით გოგონებმა გაიხარეს. მორიგეობით დავგავეთ იქაურობა


გუშინ ქორწილების დღე იყო. თიკო-ერი და გიო-ჰორუსი მონასტრის შესასვლელს ასუფთავებდნენ, თან პრომო აქციას ატარებდნენ

მთელი დღე ვიშრომეთ. ნაგვის მანქანა 5.30-ზე იყო დაბარებული. ავავსეთ გოგას მოტანილი 120 და კიდევ პლიუს ლომის ამოტანილი 50 ტომარა (სულ 180 ტომარა). ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია შესამჩნევად მოსუფთავდა. როგორც ადმინმა აღნიშნა, გულიც კი დაწყდა რომ მონასტრისკენ მიმავალ გზაზე წამლად 1 ნაგავიც კი ვერ ნახა, რომ აეღო


მოკლედ, გუშინდელი დღით ყველა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით.
დასუფთავების აქცია ოფისში დასრულდა

დიდი მადლობა გოგას იდეისა და აქციის ორგანიზებისთვის. აგრეთვე ყველა მონაწილეს, რომელთაც თავდაუზოგადად იშრომეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს სამშობლოს მოვლა-გალამაზებაში. ძალიან ვამაყობ თქვენით!