2009 წლის ნომინაციები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2009 წლის ნომინაციები

Post by Gvalva » 27 იან 2009, 20:33

ნომინაციების საკითხი ისევ გაცოცხლდა და მოდით ნომინაციები წლის დასაწყისიდანვე დავაწესოთ, და თანაც განმარტებაც მოვაყოლოთ როგორ შეფასდება და როგორ მოიპოვება ესა თუ ის ნომინაცია.

რადგან კარავის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო რომ ქართველებს თეფშის და უნიტაზის გარდა კიდევ რამე რომ არსებობს ენახათ, ნომინაციები სწორედ ამ სულისკვეთებით შევადგინე.

თითოეულ ნომინაციას ეყოლება კურატორი, რომელიც იზრუნებს რომ ამ ნომინაციაზე რაც შეიძლება მეტი კანდიდატი წარსდგეს და რაც შეიძლება ღირსეული შეირჩეს გამარჯვებულად, მთელი წლის განმავლობაში კურატორი იზრუნებს მისი ნომინაციის განხორციელებაზე და დაეხმარება კარაველებს რომ მათ კანდიდატობა შეძლონ. წლის განმავლობაში თვალს ადევნებს და აღრიცხავს მის ნომინაციაში აქტივობას, დასახავს გზებს როგორ შეირჩეს გამარჯვებული და თუ საჭიროა დაიხმარს სხვა კარაველებს. ერთი ადამიანი ერთი ნომინაციის კურატოეი იქნება.

მაშ ასე: (ნუმერაცია არის სრულიად პირობითი და არ ატარებს რაიმე შინაარსს)

1. უცხო ბილიკი - ახალს რა თქმა უნდა ჩვენ ვერაფერს აღმოვაჩენთ მაგრამ კარავულ ბილიკებს შორის ახალი მაინც შეიძლება შეირჩეს, ეს სასურველია იყოს ღირსშესანიშნავი თავისი სირთულით, მოულოდნელი სილამაზით, თავგადასავლით. აღწერილი იყოს კარავზე მიმზიდველად და გასაგებად, რომ მკითხველმა შეძლოს თავადაც გაიაროს ეს მარშუტი... მოკლედ, ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს!

კურატორი - Lama მიუხედავად მრავალგზის იეტობისა, ლამა ჩვენს შორის ალბათ ყველაზე მეტ ბილიკზეა ნამყოფი! შეძლებს კონსულტაცია გაუწიოს ახალი ბილიკის მაძებართ და გამოავლინოს გამარჯვებული.


2. დებიუტანტი ორგანიზატორი - კარაველი, რომელმაც პირველად გაუკეთა გასვლას ან ღონისძიებას ორგანიზება. მისი ყველა ეტაპი კარგად გაიაზრა და დაგეგმა და იზრუნა იმაზე რომ ყველა კარაველმა სიამოვნებით და უსაფრთხოდ მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებაში.

კურატორი - GAMARJOBA SAQARTVELO - ყველაზე მეტი ღონისძიება აქვს დაგეგმილი კარავზე. შეუძლია დააინტერესოს ყვლაზე პასიური კარაველიც კი, რომელიც წლების განმავლობაში კარავზეა და ჯერ არაფერი დაუგეგმავს. წაახალისოს კარაველები დასვნების დღეებში მოაწყონ პარალელური გასვლები, სხვადასხვა სირთულით, მიმართულებით და სანახავი ღირებულებით.


3. უცხო აქტივობა (ღია ცის ქვეშ) - აქაც აღმოჩენას ჩვენ ვერ გავაკეთებთ მაგრამ კარავისთვის ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს. გარდა ლაშქრობისა ჯანსაღად მცხოვრებები და აქტიური დამსვენბლები უამრავ სახეობას მისდევენ და საქართველოში ისინი ასე თუ ისე ფეხს იკიდებენ... დაჯილდოვდება შემომტანი, ვინც წლის განმავლობაში ყველაზე უცხო და ეგზოტიკური ასეთი სიახლით "მოწამლავს" კარაველებს.

კურატორი - ვაკანსია


4. ყველაზე მრავალმხრივი კარაველი - კარაველი რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სახეობის აქტივობა განახორციელა. პარაშუტით გადმოხტა, თბილისის ზღვა გადაცურა, იჯომარდა, თხილამურზე ისრიალა... ბილიარდი, პრეფერანსი და ნარდი, თუნდაც ეს უკანასკნელი ხის ჩეროში წელს ზემოთ შიშველმა განახორციელოს, რაოდენობაში არ ჩაითვლება. სულ სხვაგვარადაა საქმე სპელეოლოგიათან მიმართებაში - აქ მართალია მღვიმეში შესვლის შემდეგ ცას ვერ ხედავ, მაგრამ ის მაინც ღია ცის ქვეშ აქტივობაა

კურატორი - ZVIOSULI - შეუძლია და ინტერესი აქვს დაამუღამოს ყველაფერი ახალი, გადასდოს ეს სიამოვნება სხვა კარაველებს, აიყოლიოს და (თუ არ დაეზარა) დახმარება გაუწიოს ახალი სახეობის ათვისებაში.


5. ყველაზე ბევრი ღამე კარავში - კარაველი რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი ღამე გაატარა კარავში. ყველა ეს ღამე (პიკანტურობას არ ვგულისხმობ) აღწერილი უნდა იყოს კარავზე

კურატორი - Archil ყველაზე ბევრი ღამე ძინებია კარვის გვერდით, სიცივეგამძლე კაცია, არაფერი გამოეპარება წლის გამნავლობაში.


6. ყველაზე მეტი ციხის ამღები - რადგან მომავალი წელი ციხეკოშკებისაა, ნომინაცია გამოავლენს კარაველს რომელიც წლის განმავლობაში შემოივლის და მოინახულებს ყველაზე მეტ ციხე-კოშკს

კურატორი - Zika კარგი ორგანიზატორია და წლის განმავლობაში ნამდვილ შეჯიბრებას მოაწყობს კანდიდატებს შორის, თანაც კალენდრები მერე მან უნდა გაყიდოს


7. საუკეთესო ფოტოს "სისხამ დილას" - ნომინაცია გადაეცემა ავტორს რომლის სისხამ დილას გადაღებული ფოტოც აღიარებული იქნება საუკეთესოდ. ეს შეიძლება იყოს მაკრო დილის განათებით, პეიზაჟი, პორტრეტი ან სხვა ჟანრი, მაგრამ სისხამ დილას გადაღებული.

კურატორი - Ninukala როგორც კახისის დილის ფოტოს გადამღებმა კონსულტაცია გაგვიწიოს დილის განათებაზე გადაღების ტექნიკის დახვეწაში. ჩაგვიტაროს მასტერ კლასები თავად ან მოიწვიოს ვინმე
თანაკურატორი - აცაბაცა - ამ ნომინაციას ფოტოების თავმოყრა, შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა დაჭირდება. ითავებს და არაჩვეულებრივად განახორცელებს თავის საყვარელი საქმის ნომინაციას.


8. მხატვრული რეპორტაჟი - რეპორტაჟი, რომელიც სავალდებულო-საინფორმაციო მხარეს რომ მოითავებს, ყველაზე ლამაზად და სათავგადასავლოდ აღწერს ღონისძიებას. ეს შეიძლება იყოს ჯომარდობის ან სხვა აქტივობის რეპორტაჟი

კურატორი - ვაკანსია


9. ყველაზე მეტი პლიუსი - გადაეცემა კარაველს რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს აზიარებს კარვულ ცხოვრებას, გასვლებში წაყვანილ პლიუსებს გაანულებს თაღლაურაში მიყვანილი პლიუსები. ანუ 3+++ გასვლაში, 2-- თარლაურაში მივიღეთ ერთი პლიუსი წლის ბოლოს.

კურატორი - Int3lig3nt გასვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელსაც ალბათ დღემდე ყველაზე ბევრი ადამიანი "მოუწამლია" ლაშქრობებით, არყის მოძულე! და აკურატული ადამიანი, რომელიც წლის შედეგებს ინტელიგენტურად აღრიცხავს.


10. საუკეთესო კურატორი! - გამარჯვებული გახდება ის კურატორი, რომელმაც ყველაზე ფართოდ გაშალა თავისი ნომინაცია კარავზე, შექმნა პირობები რომ ბევრი და ღირსეული კანდიდატი ყოფილიყო მის ნომინაციაში, ობიექტური და სამართლიანი გზით გამოავლინა გამარჯვებული

კურატორი - ლეონტი - ყველაფერს ხედავ, ყველაფერს ამჩნევს, ობიექტურია, შეძლებს თვალი ადევნოს ყველა კურატორის საქმიანობას.

(გაგრძელება იქნება...)
Last edited by Gvalva on 27 იან 2009, 21:43, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2009 წლის ნომინაციები

Post by Gvalva » 27 იან 2009, 20:45

პროცესი წლის განმავლობაშია გაწელილი და შეიძლება რაიმე შედეგები დაავიწყდეს თვითონ კანდიდატსაც.

ამიტომ ნომინაციის კურატორებმა იფიქრონ თავის ნომინაციებზე და უახლოეს ხანებში ამ თემაში გაგვაცნონ თავის მოსაზრება, როგორი სახით შეაგროვებენ მასალას და ზოგადად, როგორ განახორციელებენ კურატორობას რომ კარაველებმა უკვე ვიცოდეთ როგორ წარვადგინოთ ჩვენი შედეგი კურტორთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კურატორი მშვიდად უნდა იჯდეს და ელოდებოდეს როდის მისწერენ შედეგს, შედეგებს კურატორი უნდა ეძებდეს და შედეგებისკენ უბიძგებდეს კარაველებს.

ორი კურატორის პოზიცია ვაკანტურია. მსურველებმა პირადად მომწერეთ და მცირედი ახსნა მოაყოლეთ, რატომ გინდათ და რატომ ფიქრობთ რომ შეძლებთ, ასევე როგორ ფიქრობთ კურატორობის განხორციელებას, ანუ იგივე, რასაც უკვე დასახლებული კურატორები გააკეთებენ.

შეიძლება კიდევ რამე გამომრჩა, მაგრამ მერე გამახსენდება და ჩავამატებ.
Last edited by Gvalva on 27 იან 2009, 21:42, edited 1 time in total.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by Int3lig3nt » 27 იან 2009, 21:27

ოო, საინტერესოა :).

აქტიური მუშაობა გველის ამ წელს :).

Gvalva
ჩემი ნიკი მასე რომ არ იწერება :roll:?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
2009 წლის ნომინაციები

Post by Linda » 27 იან 2009, 21:29

მხატვრული რეპორტაჟი - რეპორტაჟი, რომელიც სავალდებულო-საინფორმაციო მხარეს რომ მოითავებს, ყველაზე ლამაზად და სათავგადასავლოდ აღწერს ღონისძიებას. ეს შეიძლება იყოს ჯომარდობის ან სხვა აქტივობის რეპორტაჟი

კურატორი - ვაკანსია
ჩემი აზრით ტრული :-)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2009 წლის ნომინაციები

Post by Gvalva » 27 იან 2009, 21:44

Int3lig3nt

:)

აი, ერთი შენიშვნა უკვე გავითვალისწინე :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by lama » 27 იან 2009, 21:46

Gvalva
ძალიან მომეწონა ეს იდეა

მზად ვარ კურატორობისათვის

გაიხარე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by caucasica » 27 იან 2009, 21:56

Gvalva
აუ რა მაგარი ხარ ლელ...

:P ეს ყველაფერი ლამა-ზი იქნება ხომ?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2009 წლის ნომინაციები

Post by Gvalva » 27 იან 2009, 22:12

Int3lig3nt wrote:
აქტიური მუშაობა გველის ამ წელს :).
მართლა ძალიან ბევრია გასაკეთებელი და იმიტომ დავანაწილე ასე.

თითო კარაველმა რომ თითო ასეთი კარგი საქმე ჩავიბაროთ, (კარვების) სოფელიც აშენდება და კარაველებსაც გაუჩნდებათ განცდა რომ კარავი მათია, და არა სხვის კარავში არიან სტუმრად შესულები

აღარც დაანაგვიანებენ და იამაყებენ კიდევაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
2009 წლის ნომინაციები

Post by kiki » 27 იან 2009, 22:57

ლელე შენ ყოველთვის მაოცებ შენი იდეებით :oops: :oops:
მაგარიააა

ძალიან მომწოს!!!! :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
2009 წლის ნომინაციები

Post by ARCHILI » 28 იან 2009, 01:49

გვალვა, ერთი მოკრძალებული იდეა მაქვს, ერთი ნომინაცია:

- ყველაზე შთამბეჭდავი პანორამა და კურატორად კავკასიკა დავნიშნოთ...

ეკუთვნის და მისმა ფოტოებმა მომაფიქრა ეს ნომინაცია
:roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის ნომინაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 იან 2009, 03:03

Gvalva wrote:2. დებიუტანტი ორგანიზატორი - კარაველი, რომელმაც პირველად გაუკეთა გასვლას ან ღონისძიებას ორგანიზება. მისი ყველა ეტაპი კარგად გაიაზრა და დაგეგმა და იზრუნა იმაზე რომ ყველა კარაველმა სიამოვნებით და უსაფრთხოდ მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებაში.

კურატორი - GAMARJOBA SAQARTVELO - ყველაზე მეტი ღონისძიება აქვს დაგეგმილი კარავზე. შეუძლია დააინტერესოს ყვლაზე პასიური კარაველიც კი, რომელიც წლების განმავლობაში კარავზეა და ჯერ არაფერი დაუგეგმავს. წაახალისოს კარაველები დასვნების დღეებში მოაწყონ პარალელური გასვლები, სხვადასხვა სირთულით, მიმართულებით და სანახავი ღირებულებით.
იდეა საინტერესოდ მეჩვენა.
1 რამ მინდა, დავაზუსტო:
კარაველებს რაიმე გასვლისა თუ ღონისძიების სრულფასოვნად დაგეგმვაში უნდა შევუწყო ხელი თუ, რაც შეიძლება,
მეტი კარაველი წავახალისო, ამა თუ იმ საქმის 2განიზატორი გახდეს?
თუ 2ვე 1ობლივად უნდა იყოს?

შეიძლება, ძველი 2განიზატორი იყოს და დაგეგმვაში დახმარება დასჭირდეს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
2009 წლის ნომინაციები

Post by zika » 28 იან 2009, 09:33

Gvalva wrote: 6. ყველაზე მეტი ციხის ამღები - რადგან მომავალი წელი ციხეკოშკებისაა, ნომინაცია გამოავლენს კარაველს რომელიც წლის განმავლობაში შემოივლის და მოინახულებს ყველაზე მეტ ციხე-კოშკს

კურატორი - Zika კარგი ორგანიზატორია და წლის განმავლობაში ნამდვილ შეჯიბრებას მოაწყობს კანდიდატებს შორის, თანაც კალენდრები მერე მან უნდა გაყიდოს

შევეცდები ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა პირნათლად შევასრულო :oops: ვფიქრობ საინტერესო იქნება :D
თქვენი თანადგომის იმედიც მაქვს, უმრავი კითხვა გამიჩნდა. დავკონკრეტდები და ჩამოვწერ.
დიდი მადლობა ნდობისთვის :D

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by ZVIOSULI » 28 იან 2009, 10:35

Gvalva
გაიხარე, არანაირი კითხვები არ მაქვს
იმპროვიზაცია შემოქმედებითობების იმედი მაქვს ("თუ არ დამეზარა :D ")

თემას გავხსნი სადაც აღიწერება რა და როგორ - თემა იმუშავებს მთელი წელი

მხატვრულ რეპორტაჟის თემაზე მეც ტრული მოსდის თავში :)

უცხო აქტივიბის ნომინაციის კურატორად კი ვინმე ისეთი უნდა იყოს თანამშრომლობას რომ შევძლებ მასთან :D


პლიუს წინადადება შემომაქვს ანტი-კარვული ქმედები ნომინაციაც დაწესდეს რაიმე :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის ნომინაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 იან 2009, 11:08

და კიდევ, პრეტენზია მაქვს, 2009 წელს ყველაზე მეტი ციხე "ავიღო".
ამ წელს, ანუ 28 დღეში, უკვე 6 ციხე ვნახე (ვეჯინი, ჩაილური, ვარძია, მანავი, ხერთვისი, ხორნაბუჯი).
თქვენც შემომი1დით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2009 წლის ნომინაციები

Post by Gvalva » 28 იან 2009, 12:07

ეხლავე ყველას გიპასუხებთ, ჯერ რაც მოვამზადე იმას მოგაწვდით :)

კურატორს შეუძლია თავის სამუშაო ჯგუფი შექმნას თავიდანვე, ან მუშაობის დროს ჩამოაყალიბოს იმ ადამიანებისგან ვინც ინტერესს გამოიჩენენ საკითხისადმი. ჯგუფი შეიძლება იყოს უახლოესი მეგობრების, უბრალოდ კარაველების ან სულაც კარავს გარე ადამიანებისგან შემდგარი, თუ კურატორი თვლის რომ ნომინაციისთვის ამ ადამიანს სარგებელის მოტანა შეუძლია (არ დაგავიწყდეთ მათი პლიუსებად გაფორმება ინტელასთან ;)).

წლის ბოლოს, კარავის კალენდრის პრეზენტაციაზე ყველა კურატორი თავისი ნომინაციის მუშაობას და შედეგებს გაგვაცნობს და გამარჯვებულებს დაასახელებს. ხაზგასმით ავღნიშნავ რომ კურატორი შესაძლებელია თვითონ იყოს თავის ნომინაციაში გამარჯვებული, თუ ადგილი არ ქონდა სხვა კანდიდატების ჩაძირვას, დაპადიეზდებას და სხვა ძალადობას.

ფოტოს და ბილიკის ნომინაციებისთვისაც კი შეიძლება ობიექტური შეფასების მოფიქრება რომ კურატორებს შეეძლოთ გახდნენ გამარჯვებულები.

კურატორებს რომლებსაც დასათვლელი აქვთ, რომელმა კარაველმა ყველაზე ბევრჯერ ქნა რაღაც, ვთავაზობ ექსელის ცხრილის მარტივ ფორმას

Image

ეს ფაილი უკვე შეგიძლიათ გადმოწეროთ და გადააკეთოთ–გაალამაზოთ თქვენი სურვილისამებრ.
გადმოსაწერი ლინკი:NominCount.xls
http://www.link.ge/file/204290/NominCount.xls.html

კარაველების სახელებს თუ დაასორტირებთ ანბანის მიხედვით, ახალი ღონისძიება რომ იქნება გაგიადვილდებათ მოძებნოთ ეს კარაველი უკვე არის სიაში თუ უნდა დაამატოთ.

ჰორიზონტალურად დაჯამება გაჩვენებთ ვინ ლიდერობს და ვერტიკალურად დაჯამება, ამ ღონისძიებაში მონაწილე ყველა კარაველი აღრიცხეთ თუ არა.

ამ ცხრილი მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ თვალსაჩინოდ ხედავდეთ რა ხდება თქვენს სფეროში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]